22:55:13

ფირნიშები

უკანონო პატიმარი

mtavarკოალიცია „ქართული ოცნების“ ახმეტის შტაბის უფროსი, რესპუბლიკური პარტიიდან მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი ზაქარია ქინქლაძე პოლიციამ 24 ივნისს დააკავა. თელავის სასამართლომ მას 25 დღის ვადით ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა. კახეთის საინფორმაციო ცენტრის მიერ მოპოვებული მტკიცებულებებით და მოწმეთა ჩვენებებით დასტურდება, რომ ზაქარია ქინქლაძეს სამართალდარღვევა არ ჩაუდენია.

ვრცლად

 

ხვედელიძის საქმე - რატომ გაიქცა საქართველოდან „ქართული ოცნების“ აქტივისტი

ხვედელიძის საქმე - რატომ გაიქცა საქართველოდან „ქართული ოცნების“ აქტივისტი„ქართული ოცნების“ აქტივისტი ზვიად ხვედელიძე საქართველოდან უკვე 5 თვეა გაქცეულია. მისი თქმით, შსს-ს კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის კახეთის სამმართველოს ხელმძღვანელები წინასაარჩევნოდ აგენტობას აიძულებდნენ. სასამართლომ არასაკმარისი მტკიცებულებების მიუხედავად, საქართველოდან გაქცევის შემდეგ, ხვედელიძეს 4 წლითა და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯა.

ვრცლად

 

ტოტალური ზეწოლა კახეთში წინასაარჩევნოდ

ტოტალური ზეწოლა კახეთში წინასაარჩევნოდმილიარდერმა ბიძინა ივანიშვილმა 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის პოლიტიკური პარტიის შექმნისა და არჩევნებში მონაწილეობის შესახებ პირველი ოფიციალური განცხადება 2011 წლის 4 ოქტომბერს გაავრცელა. მას შემდეგ მის მხარდამჭერებსა და „ქართულ ოცნებასთან“ დაკავშირებულ პირებს რეგიონებში სერიოზული პრობლემები შეექმნათ.

ვრცლად

 

8 წლიანი პატიმრობა 56 ლარის ჯართის ქურდობის მცდელობისთვის

8 წლიანი პატიმრობა 56 ლარის ჯართის ქურდობის მცდელობისთვისსტუდია „მონიტორის“ ჟურნალისტური გამოძიება ეხება ავჭალაში მცხოვრები 19 წლის გიორგი ჩუბინიძის დაკავებასა და გასამართლებას. გამოძიების მიხედვით, ჩუბინიძე რომელიც ტაქსის მძღოლად მუშაობდა, 2011 წლის 3 იანვარს კიდევ 3 ავჭალელთან ერთად დააპატიმრეს და 56 ლარის და 46 თეთრის ჯართის ქურდობის მცდელობაში მონაწილეობისთვის 8 წლით პატიმრობა მიუსაჯეს.

ვრცლად

 

სოფიკო ნიკოლაშვილის საქმე (ნაწილი I)

სოფიკო ნიკოლაშვილის საქმე (ნაწილი I)20 წლის სოფიკო ნიკოლაშვილს ცეცხლსასროლი იარაღის უკანონოდ ტარებასა და 23 წლის გიორგი სიბაშვილის განზრახ მკვლელობის მცდელობაში ადანაშაულებენ. კახეთის საინფორმაციო ცენტრმა ექსკლუზიურად მოიპოვა ბრალდებულის და დაზარალებულის ჩვენებები, რომლის დიდ ნაწილსაც ვაქვეყნებთ.

ვრცლად

 

ტოტალური ნეპოტიზმი

ტოტალური ნეპოტიზმიკახეთში „ნაცნობობა, მეგობრობა, ტრუსიკის ძმაკაცობა, ბიძაშვილობა და მამიდაშვილობა“ ჭრის. საჯარო სამსახურებში თანამდებობებზე ძირითადად ერთმანეთის ნათესავები ინიშნებიან.

ვრცლად

 

პარლამენტი საჯარო ინტერესის წინააღმდეგ

პარლამენტი საჯარო ინტერესის წინააღმდეგდღეს მოქმედი პარლამენტი 150 წევრისგან შედგება, თუმცა საკანონმდებლო საქმიანობაში რეალურად 138 დეპუტატი მონაწილეობს, რომელთაგან 127 მმართველი პარტიის წევრია. უქმდება ძველი და მტკიცდება ახალი კანონები,  მოქმედ საკანონმდებლო აქტებში შედის ცვლილებები და ეს ყველაფერი ხშირად ნახევრად ცარიელ სხდომათა დარბაზში სუსტი ოპოზიციური წინააღმდეგობის, ხშირად კი ყოველგვარი წინააღმდეგობის გარეშე ხდება.

ვრცლად

 

სოციალური მომსახურების სააგენტოს ფალსიფიცირებული სიები (ნაწილი I)

სოციალური მომსახურების სააგენტოს ფალსიფიცირებული სიები (ნაწილი I)2010 წლის სექტემბერში, სოციალური მომსახურების სააგენტომ, ე.წ. „დასაქმებულთა სიის“ საფუძველზე კახეთში 1500-მდე ოჯახს სოციალური დახმარება შეუწყვიტა. სააგენტოს ინფორმაციით, სიაში ის ოჯახები იყვნენ შესულები, რომელთა წევრებიც სხვადასხვა ორგანიზაციებში მუშაობდნენ და ამავე დროს სოციალურ დახმარებას იღებდნენ. ჟურნალისტური გამოძიებისას გაირკვა, რომ სიაში არსებული მონაცემები ყალბი იყო, თუმცა სოციალურად დაუცველებმა დახმარება მაინც დაკარგეს.

ვრცლად

 

ჟურნალისტური გამოძიება - სამი მილიონი ხუთ დღეში

ჟურნალისტური გამოძიება - სამი მილიონი ხუთ დღეში1 აპრილს საზოგადოებრივმა მაუწყებელმა „შეუფერხებელი ფუნქციონირებისთვის“ მთავრობას 3 მილიონი ლარი დამატებით მოსთხოვა. ტელევიზიიდან მოწოდებული დოკუმენტების მიხედვით კი, ეს ფული, ძირითადად, სოფო ნიჟარაძის ევროვიზიაზე გამოსვლასა და ფეხბურთში მსოფლიო ჩემპიონატის ტრანსლაციას მოახმარა.

ვრცლად

 

ჟურნალისტური გამოძიება - ენერგორეკეტი

ენერგორეკეტი80 წლის სულთან უსუფაშვილი სიღნაღის რაიონის სოფელ მაღაროში ცხოვრობს. მარტოხელა მოხუცი 8 თვეა ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი. ენერგოსადისტრიბუციო კომპანია მას დავალიანების სახით 1047 ლარის გადახდას ედავება. მოხუცს სახლში ელექტროტექნიკა არ აქვს. სულთან უსუფაშვილი უსინათლოა და ელექტროენერგიას, მეზობლის დახმარებით, მხოლოდ რადიომიმღების ელემენტების დასატვირთად მოიხმარდა. ეს თანხა მას საუბნო მრიცხველის ჩვენებით დაარიცხეს.

ვრცლად

 

ჟურნალისტური გამოძიება - იაფი კრედიტის ფასი

ჟურნალისტური გამოძიება - იაფი კრედიტის ფასიიმის გამო, რომ იაფი სესხი სახელმწიფომ მეწარმეებს 2008 წლის აგვისტომდე გამოუყო, მათ უმრავლესობას სესხის გადახდის პრობლემა შეექმნა - რუსეთ-საქართველოს ომმა ბიზნეს გარემო მნიშვნელოვნად დააზიანა.

ვრცლად

 

წინასწარი პატიმრობა - უალტერნატივო განაჩენი

წინასწარი პატიმრობა - უალტერნატივო განაჩენი მიუხედავად კანონმდებლობით გათვალისწინებული მოთხოვნებისა და სტრასბურგის სასამართლოს არაერთი მითითებისა, ქართული სასამართლოები კვლავ განაგრძობენ წინასწარი პატიმრობის დაუსაბუთებლად შეფარდებას და მისი ვადების გახანგრძლივებას. წინასწარი პატიმრობა დღემდე აღკვეთის ღონისძიების ყველაზე გავრცელებულ სახედ რჩება.

ვრცლად

 

ჟურნალისტური გამოძიება - უხეო ტყეები

altსაქართველოში ტყეების ჩეხვა 90-იანი წლებიდან დაიწყო. მაშინ შეშა გათბობის ერთადერთი საშუალება იყო და სახელმწიფოსაც კონტროლის მექანიზმები დაკარგული ჰქონდა. სახელმწიფომ უკანონო ჭრის წინააღმდეგ ბრძოლა მხოლოდ 2007 წელს გამოაცხადა.

ვრცლად

 

სიღნაღი - წართმეულ საკუთრებათა ქალაქი

სიღნაღი - წართმეულ საკუთრებათა ქალაქიტურისტულმა კომპანია შპს „ენ ჯი სი ტურმა“ სიღნაღში, კულტურისა და დასვენების პარკის გამოუყენებელი ადმინისტრაციული შენობა 2005 წელს იყიდა. ნასყიდობის ხელშეკრულებით, ტურისტულმა კომპანიამ კულტურისა და დასვენების პარკის აღდგენა და ტურიზმის განვითარების მიზნით, ფილიალის გახსნის ვალდებულება აიღო. „ენ ჯი სი ტურმა“ ვალდებულება შეასრულა, რაც ეკონომიკის სამინისტრომ დაადასტურა კიდეც, თუმცა ამის შემდეგ კომპანიას ქონება წაართვეს.

ვრცლად

 

„რჩეული“ პირამიდა

„რჩეული“ პირამიდა2 თვეზე მეტია, 200-მდე ადამიანისგან შემდგარი ჯგუფი პერმანენტულ საპროტესტო აქციებს მართავს. პროტესტი გამოხატეს პრეზიდენტის რეზიდენციასთან, თბილისის მერიასთან, „საზოგადოებრივ მაუწყებელთან“ და კიდევ რამდენიმე ადგილას. ამ  ჯგუფის საპროტესტო აქციას ყველაზე ხშირად აღმაშენებლის გამზირზე, 150 ნომერში წააწყდებით. შეძახილები უცვლელია: „რჩეულიშვილი! რჩეულიშვილი! რჩეულიშვილი!“

ვრცლად

 

გომბორის გზის მილიონები

ჟურნალისტური გამოძიება - გომბორის გზის მილიონებივაზიანი - გომბორი - თელავის რეაბილიტირებული გზა საქართველოს პრეზიდენტმა 2010 წლის 2 ოქტომბერს გახსნა. გზის რეაბილიტაციაზე 37 მილიონი დოლარი დაიხარჯა, აქედან 30 მილიონი მსოფლიო ბანკის სესხია. გზის გახსნისას რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა რამაზ ნიკოლაიშვილმა პრეზიდენტს „გარანტია მისცა“, რომ აღნიშნულ გზას 10 წელი პრობლემა არ ექნებოდა. „ადრე სპეციალურად აკეთებდნენ ხოლმე ცუდად და მერე რემონტებში ფული იხსნებოდა“, - განაცხადა პრეზიდენტმა. გომბორის გზა გახსნიდან 2 თვეში მწყობრიდან გამოვიდა.

ვრცლად

 

ჟურნალისტური გამოძიება - პრეზიდენტის გაუმჭვირვალე სასახლე

ჟურნალისტური გამოძიება - პრეზიდენტის გაუმჭვირვალე სასახლე ამერიკული თეთრი სახლის და გერმანული რაიხსტაგის შესახებ ინფორმაცია საჯაროა, ინტერნეტში ამ შენობების მშენებლობის ხარჯების შესახებ ინფორმაცია ცენტების სიზუსტითაა გამოქვეყნებული. საქართველოში კი ინტერნეტ - ფორუმებზე გამოკითხვებს მართავენ, სადაც მთავარი კითხვა ასეთია - რა დაჯდა პრეზიდენტის რეზიდენცია? სავარაუდო პასუხები 100-დან 900 მლნ დოლარამდე მერყეობს. რეზიდენციის გამჭვირვალე გუმბათს მიღმა, ისევ გაუმჭვირვალე ხარჯები იმალება.

ვრცლად

 

ოკუპირებული 200-მდე ჰექტარი

ოკუპირებული 200-მდე ჰექტარისასაზღვრო პოლიციის მონაცემებით, საქართველოს სახელმწიფო საზღვრის სიგრძე აზერბაიჯანთან 446 კილომეტრია. ორ ქვეყანას შორის საზღვარი დადგენილი არ არის. საზღვრების სადელიმიტაციო ორმხრივი სამთავრობოთაშორისო კომისია 17 წელია მუშაობს. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის ნინო კალანდაძის განცხადებით, სადაო ტერიტორიებად რჩება დავით გარეჯი და სოფელი ერისიმედი. სადაო ტერიტორიების გარდა, აზერბაიჯანს საქართველოს ტერიტორიის დაახლოებით 200-მდე ჰექტარი აქვს ოკუპირებული.

ვრცლად

 

ახალი ამბები იყიდება!

ახალი ამბები იყიდება!მაუწყებლობის შესახებ კანონით ახალი ამბების და საზოგადოებრივ - პოლიტიკური პროგრამების სპონსორობა აკრძალულია. კანონი ასევე კრძალავს კომერციული რეკლამით ისეთი ახალი ამბების, საზოგადოებრივ - პოლიტიკური პროგრამების შეწყვეტას, თუ მათი ხანგრძლივობა 30 წუთზე ნაკლებია. ამავე კანონით, ადმინისტრაციული ორგანო არ შეიძლება იყოს პროგრამის სპონსორი. კახეთის რეგიონში მოქმედი ადგილობრივი ტელეკომპანიები და თვითმმართველობის ორგანოები კანონით დადგენილ მოთხოვნებს არღვევენ.

ვრცლად

 

გუბერნატორის პატიმრები

mtavari2010 წლის 27 ნოემბერს სოფელ გურჯაანის რაიონის ვაზისუბანში მცხოვრებმა 100-მდე ადამიანმა ს/ს „კახეთის ენერგოდისტრიბუციის“ წინააღმდეგ საპროტესტო აქცია გამართა. მოსახლეობა ელექტროენერგიის მიწოდების აღდგენას ითხოვდა. აქციის მონაწილეებმა პროტესტის ნიშნად, რამდენიმე წუთით თელავი - თბილისის ავტომაგისტრალი გადაკეტეს. გზის გადაკეტვის შემდეგ ვაზისუბანში კახეთის გუბერნატორი გიორგი ღვინიაშვილი მივიდა, რომელიც სიღნაღიდან, მწვადისა და ღვინის ფესტივალიდან ბრუნდებოდა. აქციის მონაწილეებმა გუბერნატორი მოსახლეობის ინტერესების უგულვებელყოფაში დაადანაშაულეს.

ვრცლად

 

გვერდი 2 / 3

რედაქტორის რეკომენდაციით

ფოტო

News image

განსხვავებული რუსეთი ქუჩის ფოტოგრაფის ობიექტივში [Photos]

ვიდეო

„წყალს ვითხოვთ, რომ ხელები მაინც დავიბანოთ და ცოტა საჭმელს, რომ არ გვშიოდეს“

ვიდეო

საქონლის მასობრივი ქურდობის ფაქტები ყვარელში და არცერთი გამოძიებული საქმე

  • ამინდი
  • ვალუტა
სამშაბათი 24.10.17
03:00-06:00
Light rainfrom north-northeast8°C0.6m/s
0.3mm
06:00-12:00
Cloudyfrom west-southwest9°C0.5m/s
0mm
12:00-18:00
Partly cloudyfrom north-northeast11°C0.7m/s
0mm
18:00-00:00
Fairfrom southwest10°C1.2m/s
0mm
ოთხშაბათი 25.10.17 12:00-18:00
Clear skyfrom east-northeast16°C0.9m/s
0mm
ხუთშაბათი 26.10.17 12:00-18:00
Fairfrom west-northwest19°C0.2m/s
0mm
პარასკევი 27.10.17 10:00-16:00
Light rain showersfrom east-southeast11°C1.0m/s
0.7mm
yr.no

ავტორიზაცია

< ოქტომბერი 2017 >
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვი
            1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 31