10:27:51

ფირნიშები
აპრილი 2017

ხუთშაბათი 20 აპრილი 2017

საჯარო სკოლებში სპორტის მასწავლებლების 82 პროცენტი არაკვალიფიციურია
ხუთშაბათი, 20 აპრილი 2017 11:34

საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო საჯარო სკოლებში დასაქმებული 10 990 სპორტის მასწავლებლიდან შესაბამისი პროფესიული განათლება მხოლოდ 1 889 მასწავლებელს, ანუ 18 %-ს აქვს მიღებული. აღნიშნული ინფორმაცია სახელმწიფო აუდიტის სამსახურის დასკვნაშია მითითებული, რომელიც ოფიციალურად 14 აპრილს გამოქვეყნდა.

ვრცლად

ისრაელი-საქართველოს კარდიოლოგიისა და ანგიოლოგიის ცენტრში პედაგოგებს გამოკვლევებს უფასოდ ჩაუტარებენ
ხუთშაბათი, 20 აპრილი 2017 11:24

ისრაელი-საქართველოს კარდიოლოგიისა და ანგიოლოგიის ცენტრში „ჰელსიკორი“ პედაგოგებისთვის უფასო სამედიცინო გასინჯვის აქცია გაიმართება. აქციის ფარგლებში კარდიოლოგისა და ანგიოლოგიის კონსულტაციებთან ერთად ყველა პედაგოგს შესაძლებლობა ექნება უფასოდ ჩაიტაროს კლინიკო-ლაბორატორიული გამოკვლევები (სისხლძარღვთა დუპლექსონოგრაფია და ექოკარდიოსკოპია).

ვრცლად

დღეიდან თბილისში ნარჩენების დაყრისთვის ფიზიკურ და იურიდიულ პირებს დააჯარიმებენ
ხუთშაბათი, 20 აპრილი 2017 11:00

დღეიდან „თბილსერვის ჯგუფის“ ზედამხედველობის სამსახურის ქვეითი ინსპექტორები ფიზიკურ და იურიდიულ პირებს საყოფაცხოვრებო თუ სხვა სახის ნარჩენების დაყრისთვის დააჯარიმებენ. თბილისში გარემოს დანაგვიანებისთვის ჯარიმები 50 ლარიდან 1000 ლარამდე იქნება.

ვრცლად

ქრთამის მიცემის ბრალდებით პრობაციონერი დააკავეს
ხუთშაბათი, 20 აპრილი 2017 10:36

სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს საგამოძიებო დეპარტამენტმა მოხელისთვის თანხის მიცემის ბრალდებით მოქალაქე ი.ქ დააკავა. სამინისტროს ინფორმაციით, განრიდებულმა პირმა ი.ქ-მ საზოგადოებისთვის სასარგებლო უსასყიდლო შრომისგან თავის არიდების სანაცვლოდ, თბილისის პრობაციის ბიუროს ოფიცერს ვ.თ-ს, ქრთამის სახით ფულადი თანხა 1000 ლარი გადასცა.

ვრცლად

საქართველოს ჩემპიონატზე გურჯაანელმა მკლავჭიდელებმა 7 ოქროს და 4 ვერცხლის მედალი მოიპოვეს
ხუთშაბათი, 20 აპრილი 2017 10:30

თბილისში გამართულ საქართველოს ჩემპიონატზე, მკლავჭდში გურჯაანის გუნდმა 7 ოქროს და 4 ვერცხლის მედალი მოიპოვა. გურჯაანელებმა მედლების რაოდენობით საქართველოს მასშტაბით საუკეთესო შედეგი აჩვენეს.

ვრცლად

ლაგოდეხსა და ყვარელში ელექტროშოკით თევზჭერის ფაქტები გამოავლინეს
ხუთშაბათი, 20 აპრილი 2017 10:05

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის კახეთის სამმართველოს სწრაფი რეაგირების განყოფილების თანამშრომლებმა, მდინარე ალაზანზე უკანონო თევზჭერის ორი ფაქტი გამოავლინეს.

ვრცლად


ოთხშაბათი 19 აპრილი 2017

ქართული თხილის ექსპორტი განახევრდა
ოთხშაბათი, 19 აპრილი 2017 18:21

2017 წელს საქართველოდან თხილისა და კაკლის ექსპორტი შემცირდა. სტატისტიკის სამსახურის მონაცემებით, თხილისა და სხვა კაკლის ექსპორტმა საქართველოს მთლიან ექსპორტში იანვარ-მარტში 3,5% შეადგინა, გასული წლის ამავე პერიოდში კი 7,5%-ი იყო.

ვრცლად

ჩემპიონთა ლიგაზე კიდევ ორი ნახევარფინალისტი გუნდი გახდება ცნობილი
ოთხშაბათი, 19 აპრილი 2017 17:46

ევროპის ყველაზე პრესტიჟულ საკლუბო საფეხბურთო ტურნირზე ბოლო ორი საპასუხო მეოთხედფინალური შეხვედრა გაიმართება. ბარსელონა-იუვენტუსისა და მონაკო-დორტმუნდის მატჩებში მიმდინარე ჩემპიონთა ლიგის კიდევ ორი ნახევარფინალისტი გუნდის ვინაობა გახდება ცნობილი.

ვრცლად

ახმეტის გამგეობის შენობის რემონტზე 38 000 ლარზე მეტი დაიხარჯება
ოთხშაბათი, 19 აპრილი 2017 17:39

ახმეტის გამგეობამ ადმინისტრაციული შენობის ნაწილის რეაბილიტაციის მიზნით ელექტრონული ტენდერი გამოაცხადა. სამუშაოების შესყიდვისათვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან 38 112 ლარია გამოყოფილი (დღგ-ს გარეშე).

ვრცლად

ემზარ კვიციანმა „ევროპული საქართველოს“ წევრებს წყალი შეასხა და ჭიქა ესროლა [Video]
ოთხშაბათი, 19 აპრილი 2017 17:35

პარლამენტში დეპუტატებს ემზარ კვიციანსა და გიგა ბოკერიას შორის დაპირისპირება მოხდა. ემზარ კვიციანმა გიგა ბოკერიას „უცხო ქვეყნის რეზიდენტი“ უწოდა. ემზარ კვიციანმა ევროპული საქართველოს წევრებს წყალი შეასხა და ჭიქა ესროლა.

ვრცლად

სოფელ ახაშენში სასტუმროს ასაშენებლად 2 მილიონი ლარი დაიხარჯება
ოთხშაბათი, 19 აპრილი 2017 17:07

„კახური ტრადიციული მეღვინეობა“ გურჯაანის რაიონის სოფელ ახაშენში სასტუმროს ააშენებს. როგორც კომპანიის ხელმძღვანელმა ზურაბ ჩხაიძემ „საქმის კურსთან“ განაცხადა, სასტუმრო კომპლექსი უნიკალური იქნება, რადგანაც გაშენებული იქნება ვენახების ლანდშაფტზე და ექნება ხედი კავკასიონზე. მისივე თქმით, სასტუმრო 4 სეზონზე იქნება გათვლილი.

ვრცლად

წიფლისა და ფიჭვის ხეების უკანონო ტრანსპორტირების ფაქტის გამოვლენას დაპირისპირება მოჰყვა
ოთხშაბათი, 19 აპრილი 2017 16:36

მოჰყვაგარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის სამეგრელო - ზემო სვანეთის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ლებარდეს ხეობაში, სოფელ კუზრუში, წიფლისა და ფიჭვის სახეობის მორების უკანონო ტრანსპორტირების ფაქტი გამოავლინეს. 

ვრცლად

პარლამენტში დეპუტატ ოთარ კახიძეს თავი გაუტეხეს
ოთხშაბათი, 19 აპრილი 2017 16:22

„ევროპული საქართველოს“ წევრი, დეპუტატი ოთარ კახიძე პარლამენტის შენობიდან თავის არეში მიყენებული დაზიანებით გაიყვანეს. კახიძე შენობიდან მისივე თანაგუნდელმა, გიორგი ტუღუშმა გააცილა. დეპუტატმა თავის არეში დაზიანება „ევროპული საქართველოს“ წევრ გიორგი კანდელაკსა და უმრავლესობის დეპუტატ ვანო ზარდიაშვილს შორის დაპირისპირების დროს მიიღო.

ვრცლად

2016 წელს კონტრტერორისტული მიმართულებით სასაზღვრო კონტროლზე 1500-მდე პირი აიყვანეს - ვახტანგ გომელაური
ოთხშაბათი, 19 აპრილი 2017 16:13

კონტრტერორისტული მიმართულებით სასაზღვრო კონტროლზე აიყვანეს 1500-მდე პირი, ხოლო 750-ს საქართველოში შემოსვლა აეკრძალა,- ამის შესახებ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა პარლამენტში სუს-ის მიერ გაწეული საქმიანობის ყოველწლიური ანგარიშის წარდგენისას განაცხადა. ვახტანგ გომელაურის თქმით, გასულ წელს სუს-ის მიერ ჩატარებული ღონისძიებების შედეგად, საქართველოში ტერორისტული ორგანიზაცია „ისლამური სახელმწიფოს“ რამდენიმე მხარდამჭერი პირი გამოვლინდა.

ვრცლად

პაკისტანის არმიას თალიბანის პაკისტანური განშტოების წარმომადგენელი ჩაბარდა
ოთხშაბათი, 19 აპრილი 2017 16:09

პაკისტანის არმიით თანახმად, ქვეყანაში არსებული თალიბების გაერთიანება „თეჰრიქ ი თალიბანის“ პრეს-მდივანი ეჰსანულა ეჰსანი სხვა წევრებთან ერთად არმიას ჩაბარდა.

ვრცლად

გვერდი 7 / 28

ფოტო

News image

განსხვავებული რუსეთი ქუჩის ფოტოგრაფის ობიექტივში [Photos]

ვიდეო

„წყალს ვითხოვთ, რომ ხელები მაინც დავიბანოთ და ცოტა საჭმელს, რომ არ გვშიოდეს“

ვიდეო

საქონლის მასობრივი ქურდობის ფაქტები ყვარელში და არცერთი გამოძიებული საქმე

  • ამინდი
  • ვალუტა
ოთხშაბათი 28.06.17
15:00-18:00
Partly cloudyfrom east27°C2.2m/s
0mm
18:00-00:00
Partly cloudyfrom northeast26°C1.8m/s
0mm
ხუთშაბათი 29.06.17 12:00-18:00
Partly cloudyfrom east25°C2.0m/s
0mm
პარასკევი 30.06.17 12:00-18:00
Partly cloudyfrom east-northeast25°C1.3m/s
0mm
შაბათი 01.07.17 10:00-16:00
Fairfrom northeast24°C1.3m/s
0mm
yr.no

ავტორიზაცია

< აპრილი 2017 >
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვი
          1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30