19:53:27

ფირნიშები
აპრილი 2017

კვირა 02 აპრილი 2017

თბილისის ზოოპარკს საჩუქრად 14 ცხოველი გადაეცემა
კვირა, 02 აპრილი 2017 13:21

ევროპის ზოოპარკები თბილისის ზოოლოგიურ პარკს საჩუქრად 14 ცხოველს გადასცემენ. ერთ უსურიის ვეფხვს, 7 კენგურუს და 6 ფაფრიან ცხვარს ლონდონის, ბენჰემისა და რიგის ზოოპარკებიდან ჩამოიყვანენ. ცხოველები 3 აპრილს, გამთენიისას თვითმფრინავით ჩამოფრინდებიან.

ვრცლად

დათა ქაჯაიამ TCR International-ის საკვალიფიკაციო გარბენზე პირველი ადგილი დაიკავა [Video-Photos]
კვირა, 02 აპრილი 2017 13:04

რუსთავის საერთაშორისო ავტოდრომზე ძარიანი ავტომობილებით რბოლის მსოფლიო ჩემპიონატის - TCR International-ის 2017 წლის სეზონის წინასაჩემპიონატო საკვალიფიკაციო გარბენი გაიმართა. ქართველმა ავტომრბოლელმა, შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს სპორტული კლუბი Mia Force-ის წევრმა დათა ქაჯაიამ პირველი ადგილი მოიპოვა.

ვრცლად

სოფელ ენისელში „ელექტრონული მწყემსის“ მოწყობილობა ამოქმედდა
კვირა, 02 აპრილი 2017 12:27

დავით ლეგაშვილს ყვარლის რაიონის სოფელ ენისელში საქონლის ფერმა აქვს. პირუტყვის მოვლის მიზნით, ფერმერმა საძოვარზე „ელექტრონული მწყემსის“ მოწყობილობა დაანონტაჟა. „ელექტრონული მწყემსი“ მზის ენერგიაზე მომუშავე აპარატია, რომელზე შეერთებული მავთულითაც საძოვარია შემოღობილი. თუ ცხოველი ტერიტორიის დატოვებას მოინდომებს, მას დენი დაარტყამს და უკან გამოაბრუნებს.

ვრცლად

საქობოს საბავშვო ბაღიდან საავადმყოფოში გადაყვანილი ყველა ბავშვი სახლში გაწერეს
კვირა, 02 აპრილი 2017 11:29

სიღნაღის რაიონის სოფელ საქობოს საბავშვო ბაღის 11 აღსაზრდელი, რომლებიც სიღნაღის საავადმყოფოში მკურნალობდნენ, სახლში გაწერეს. ექიმების თქმით, მათი მდგომარეობა სტაბილურია. ეპიდემიის თავიდან აცილების მიზნით, აგა-ბაღების გაერთიანების ადმინისტრაციამ საქობოს საბავშვო ბაღში სასწავლო პროცესი სამი დღით შეაჩერა.

ვრცლად

მაღალმთიანი დასახლების საწარმოს სტატუსი კიდევ 12 საწარმოს მიენიჭა
კვირა, 02 აპრილი 2017 10:13

მაღალმთიანი დასახლების საწარმოს სტატუსი კიდევ 12 საწარმოს მიენიჭა. ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, აღნიშნული სტატუსით ჯამში 199 საწარმო სარგებლობს. სტატუსის მინიჭების შედეგად იურიდიული პირები ქონებისა და მოგების გადასახადისგან, ხოლო მეწარმე ფიზიკური პირები ქონებისა და საშემოსავლო გადასახადისგან 10 წლის ვადით გათავისუფლდნენ.

ვრცლად


შაბათი 01 აპრილი 2017

საქობოს საბავშვო ბაღიდან 9 ბავშვი საავადმყოფოში გადაიყვანეს
შაბათი, 01 აპრილი 2017 16:40

სიღნაღის რაიონის სოფელ საქობოს საბავშვო ბაღიდან 9 აღსაზრდელი საავადმყოფოშია მოთავსებული. 3-დან 5 წლამდე ასაკის ბავშვები მაღალი ტემპერატურით, ღებინებითა და გულის რევის სიმპტომებით კლინიკაში გუშინ საღამოს გადაიყვანეს.

ვრცლად

თელავის თეატრში ნინო კასრაძის წარმოდგენა გაიმართება
შაბათი, 01 აპრილი 2017 13:59

2 აპრილს, თელავის სახელმწიფო თეატრში მსახიობ ნინო კასრაძის იმპროვიზებული წარმოდგენა „საუბრები ესმა ონიანზე“ გაიმართება. ღონისძიება 18:00 საათზე დაიწყება. დასწრება თავისუფალია.

ვრცლად

ინდოეთის შტატში ძროხის მოკვლა სამუდამო პატიმრობით დაისჯება
შაბათი, 01 აპრილი 2017 13:01

ინდოეთის შტატ გუჯარათში, ადგილობრივ კანონმდებლობაში შეტანილი ცვლილებების მიხედვით, ძროხის მოკვლა სამუდამო პატიმრობით დაისჯება, საქონლის ხორცის ტრანსპორტირებაში ბრალდებულისთვის კი 10-წლიანი პატიმრობაა გათვალისწინებული.

ვრცლად

დედოფლისწყაროში წმ. ელია თეზბიტელის სახელობის ეკლესიის დაზიანების საფრთხე არსებობს
შაბათი, 01 აპრილი 2017 11:52

საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, დედოფლისწყაროში, ელიას მთაზე ქვათაცვენის პროცესი გააქტიურებულია, რაც საფრთხეს უქმნის მე-5 საუკუნის ნატაძრალზე რესტავრირებულ, წმინდა ელია თეზბიტელის სახელობის ეკლესიას, მონასტერსა და ტაძარში მისულ მომლოცველებს.

ვრცლად

აშშ სირიაში არსებულ პოლიტიკურ რეალობას უნდა შეეგუოს - თეთრი სახლი
შაბათი, 01 აპრილი 2017 11:16

თეთრი სახლის განცხადებით, ამერიკის შეერთებული შტატები უნდა შეეგუოს სირიაში არსებულ პოლიტიკურ რეალობას და მისცეს სირიელებს საშუალება თავად გადაწყვიტონ პრეზიდენტ ბაშარ ალ ასადის ბედი.

ვრცლად

„მძევლების“ ქართული პრემიერა 20 აპრილს შედგება
შაბათი, 01 აპრილი 2017 10:34

რეზო გიგინეიშვილის ახალი ფილმი „მძევლები“ საქართველოს კინოთეატრებში 20 აპრილიდან გამოჩნდება. ფილმის პირველ თიზერს Kinoafisha.ge ავრცელებს.

ვრცლად

2016 წელს საქართველოში 35 997 რეგისტრირებული დანაშაული დაფიქსირდა - შსს
შაბათი, 01 აპრილი 2017 10:12

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, 2016 წელს საქართველოში დაფიქსირდა 35 997 რეგისტრირებული დანაშაული, საიდანაც 20 661 (57,4 %) გაიხსნა.

ვრცლად

გვერდი 28 / 28

ფოტო

News image

განსხვავებული რუსეთი ქუჩის ფოტოგრაფის ობიექტივში [Photos]

ვიდეო

„წყალს ვითხოვთ, რომ ხელები მაინც დავიბანოთ და ცოტა საჭმელს, რომ არ გვშიოდეს“

ვიდეო

საქონლის მასობრივი ქურდობის ფაქტები ყვარელში და არცერთი გამოძიებული საქმე

  • ამინდი
  • ვალუტა
ოთხშაბათი 13.12.17 12:00-18:00
Clear skyfrom east-southeast6°C1.7m/s
0mm
ხუთშაბათი 14.12.17 12:00-18:00
Clear skyfrom east-southeast4°C1.6m/s
0mm
პარასკევი 15.12.17 10:00-16:00
Clear skyfrom south-southeast2°C0.4m/s
0mm
yr.no

ავტორიზაცია

< აპრილი 2017 >
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვი
          1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30