10:28:32

ფირნიშები
აპრილი 2017

ორშაბათი 24 აპრილი 2017

განათლების სამინისტრომ მაჯის საათებში 25 000 ლარი გადაიხადა
ორშაბათი, 24 აპრილი 2017 17:31

განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ 90 ერთეული მაჯის ბრენდირებული საათი დაამზადებინა, რომლის ციბერბლატზეც სამინისტროს ლოგოა გამოსახული. საათები შვეიცარიული წარმოებისაა და მათ შესყიდვაზე ბიუჯეტიდან 25 000 ლარი დაიხარჯა.

ვრცლად

პირველი ლედის ძმას სასამართლომ 4 წლით პატიმრობა მიუსაჯა
ორშაბათი, 24 აპრილი 2017 17:02

თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, საქართველოს პირველი ლედის, მაკა ჩიჩუას ძმას, მიხეილ მგალობლიშვილს 4 წლის ვადით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. მგალობლიშვილი სამართალდამცველებმა სამი თვის წინ  იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებისთვის დააკავეს.

ვრცლად

ჩეხეთის ნაკრების ფეხბურთელმა თავი მოიკლა
ორშაბათი, 24 აპრილი 2017 16:54

ჩეხეთის ეორვნული ნაკრებისა და საფეხბურთო კლუბ „გაზიანთეფსპორის“ მცველმა ფრანტიშეკ რაიტორალმა თავი მოიკლა. ფეხბურთელის სუიციდის შესახებ ინფორმაცია თურქული გუნდის პრეზიდენტმა იბრაჰიმ ჰალილ ქიზილმა დაადასტურა, თუმცა მისივე თქმით თვითმკვლელობის მოტივი და მიზეზი უცნობია.

ვრცლად

თელავის რეფერალური ჰოსპიტალი კიბოს სკრინინგის სახელმწიფო პროგრამაში ჩაერთო
ორშაბათი, 24 აპრილი 2017 16:46

თელავის რეფერალური ჰოსპიტალი კახეთის მოსახლეობას პროსტატის, სწორი ნაწლავისა და საშვილოსნოს ყელის კიბოს სკრინინგ პროგრამებს სთავაზობს. კახეთის რეგიონის მცხოვრებლებს, ასაკობრივი ჯგუფის მიხედვით, საშუალება ექნებათ კიბოს სკრინინგი სრულიად უფასოდ თელავის რეფერალურ ჰოსპიტალში ჩაიტარონ.

ვრცლად

„ფორსაჟის“ მე-8 სერიამ მსოფლიო კინოგაქირავების რეკორდი მოხსნა [Photos]
ორშაბათი, 24 აპრილი 2017 16:29

პოპულარული ექშენ-ფრანშიზა „ფორსაჟის“ ახალმა, რიგით მე-8 ფილმმა მსოფლიო პრემიერიდან პირველივე კვირაში (ე.წ. Opening Weekend) 539 მილიონი დოლარი შემოსავლის მოგება შეძლო, რაც რეკორდული მაჩვენებელია.

ვრცლად

შეიარაღებული ძალების მორიგმა ასეულმა ავღანეთში „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიის შესრულება დაიწყო
ორშაბათი, 24 აპრილი 2017 14:09

საქართველოს შეიარაღებული ძალების პირველი ქვეითი ბრიგადის მე-12 ბატალიონის „ბრავო“ ასეულმა ავღანეთში NATO-ს ეგიდით მიმდინარე „მტკიცე მხარდაჭერის“ (RS – Resolate Support) მისიის შესრულება დაიწყო. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, უფლებამოსილების გადაბარების ცერემონია ქაბულში „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიის შტაბის ბაზაზე გაიმართა.

ვრცლად

ლევან მჭედლიძემ „მილანს“ გოლი სტუმრად გამარჯვებისას გაუტანა [Video]
ორშაბათი, 24 აპრილი 2017 12:34

საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და საფეხბურთო კლუბ „ემპოლის“ თავდამსხმელმა ლევან მჭედლიძემ იტალიის ჩემპიონატში მორიგი გოლი გაიტანა. მილანის ლეგენდარულ სტადიონ „სან სიროზე“ გამართულ სერია A-ს 33-ე ტურის მატჩში ანგარიში ქართველმა ფორვარდმა გახსნა, მისმა გუნდმა კი სახელოვანი მეტოქე „მილანი“ სტუმრად დაამარცხა.

ვრცლად

სარფში 25 989 კოლოფი კონტრაბანდული სიგარეტი ამოიღეს
ორშაბათი, 24 აპრილი 2017 12:08

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა უპრეცენდენტო რაოდენობის აქციზური მარკით ნიშანდების გარეშე, აქციზური მარკის სავალდებულო დართვას დაქვემდებარებული თამბაქოს ნაწარმის, საბაჟო კონტროლისგან მალულად საზღვარზე გადაზიდვის ბრალდებით, ორი პირი დააკავა.

ვრცლად

მადრიდში გამართული „ელ კლასიკო“ „ბარსელონამ“ ლიონელ მესის დუბლით მოიგო [Video]
ორშაბათი, 24 აპრილი 2017 12:01

საფეხბურთო სამყაროს უდიდეს დაპირისპირებაში, რომელიც „ელ კლასიკოს“ სახელითაა ცნობილი, მადრიდის „რეალმა“კატალონიის „ბარსელონას“ უმასპინძლა და საკუთარ მოედანზე დამარცხდა, რითაც ესპანეთის ჩემპიონატში პირველი ადგილი უპრინციპულეს მეტოქეს დაუთმო.

ვრცლად

საგარეჯოში ფისტას პლანტაციის გაშენება იგეგმება
ორშაბათი, 24 აპრილი 2017 11:45

საგარეჯოს რაიონში, 1000 ჰექტარზე ძვირადღირებული კაკლის - ფისტას გაშენება იგეგმება. პროექტს კახეთში საინვესტიციო კომპანია „არიკ ჯგუფი“ განახორციელებს. ურთიერთგაგების მემორანდუმი კომპანიასა და საპარტნიორო ფონდს შორის უკვე გაფორმდა.

ვრცლად

ბათუმში აქციის ორგანიზების ან ხელმძღვანელობის ბრალდებით ორი პირი დააკავეს
ორშაბათი, 24 აპრილი 2017 11:36

სამართალდამცავებმა 11-12 მარტს, ბათუმში აქციის ორგანიზების ან ხელმძღვანელობის ბრალდებით ირაკლი ჩხვირკია და მერაბ ღოღობერიძე დააკავეს.

ვრცლად

თაღლითობის მცდელობის ბრალდებით ორი პირი დააკავეს
ორშაბათი, 24 აპრილი 2017 10:55

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, სამართალდამცავებმა ჯგუფის მიერ დიდი ოდენობით თაღლითობის მცდელობის ბრალდებით მოქალაქეები ეთერ გ. და მურმან რ. დააკავეს.

ვრცლად

რაფაელ ნადალმა მონტე-კარლოს მასტერსი მეათედ მოიგო და ჯამში 70-ე ტიტული მოიპოვა
ორშაბათი, 24 აპრილი 2017 10:44

ესპანელი რაფაელ ნადალი ისტორიაში პირველი ჩოგბურთელი გახდა, რომელმაც ATP-ის ტურნირი 10-ჯერ მოიგო. ნადალმა მონტე-კარლოს მასტერსის ტიტული მეათედ (2005, 2006, 2007, 2008, 2009, 2010, 2011, 2012, 2016, 2017 წლები), ხოლო კარიერაში ერთეულთა თანრიგში საიუბილეო 70-ე ტიტული მოიპოვა.

ვრცლად

ჩრდილოეთი კორეა ამერიკული ავიამზიდის ჩაძირვით დაიმუქრა
ორშაბათი, 24 აპრილი 2017 10:36

ჩრდილოეთ კორეის მთავრობამ განაცხადა, რომ მზად არის ჩაძიროს ამერიკული ავიამზიდი „კარლ ვინსონი“, რათა საკუთარი სამხედრო ძლიერების დემონსტრირება მოახდინოს. ამის შესახებ ფხენიანმა მას შემდეგ განაცხადა, რაც იაპონიის ორი სამხედრო ხომალდი ხსენებულ ამერიკულ ავიამზიდსა და მის თანმხლებ გემებს წყნარი ოკეანის დასავლეთ ნაწილში საწვრთნელი მანევრების ჩასატარებლად შეუერთდა.

ვრცლად

საფრანგეთის პრეზიდენტობისთვის ცენტრისტი ემანუელ მაკრონი და ულტრამემარჯვენე მარინ ლე პენი იბრძოლებენ
ორშაბათი, 24 აპრილი 2017 10:17

საფრანგეთის საპრეზიდენტო არჩევნების პირველი რაუნდის მონაცემებით, ქვეყნის პრეზიდენტობისთვის ბრძოლას ცენტრისტი ემანუელ მაკრონი და ულტრამემარჯვენე მარინ ლე პენი აგრძელებენ.

ვრცლად

გვერდი 3 / 28

ფოტო

News image

განსხვავებული რუსეთი ქუჩის ფოტოგრაფის ობიექტივში [Photos]

ვიდეო

„წყალს ვითხოვთ, რომ ხელები მაინც დავიბანოთ და ცოტა საჭმელს, რომ არ გვშიოდეს“

ვიდეო

საქონლის მასობრივი ქურდობის ფაქტები ყვარელში და არცერთი გამოძიებული საქმე

  • ამინდი
  • ვალუტა
ოთხშაბათი 28.06.17
15:00-18:00
Partly cloudyfrom east27°C2.2m/s
0mm
18:00-00:00
Partly cloudyfrom northeast26°C1.8m/s
0mm
ხუთშაბათი 29.06.17 12:00-18:00
Partly cloudyfrom east25°C2.0m/s
0mm
პარასკევი 30.06.17 12:00-18:00
Partly cloudyfrom east-northeast25°C1.3m/s
0mm
შაბათი 01.07.17 10:00-16:00
Fairfrom northeast24°C1.3m/s
0mm
yr.no

ავტორიზაცია

< აპრილი 2017 >
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვი
          1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30