17:23:47

ფირნიშები
აპრილი 2017

სამშაბათი 25 აპრილი 2017

Scorpion 3 - პირველი მფრინავი მოტოციკლი [Video]
სამშაბათი, 25 აპრილი 2017 15:21

სან ფრანცისკოში მდებარე კომპანია Hoversurf დრონის მსგავს მფრინავ მოტოციკლის შექმნაზე მუშაობს. საწყისი სტარტაპ პლატფორმა სახელად Scorpion 3, ერთადგილიანი საფრენ აპარატს წარმოადგენს, რომელიც მთლიანად კონტროლირებადი სისტემითაა აღჭურვილი.

ვრცლად

პრემიერი - საქართველო სპორტის მსოფლიო რუკაზე მნიშვნელოვან ადგილს იკავებს
სამშაბათი, 25 აპრილი 2017 14:11

საქართველო მნიშვნელოვან ადგილს იკავებს სპორტის მსოფლიო რუკაზე და საერთაშორისო სპორტული შეჯიბრებების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი რეგიონული ცენტრი ხდება, რასაც ჩვენ მივესალმებით და ამას მომავალშიც ძალიან დიდი ყურადღება დაეთმობა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

ვრცლად

საგადასახადო კოდექსში მნიშვნელოვანი ცვლილებები შედის
სამშაბათი, 25 აპრილი 2017 14:08

საგადასახადო კოდექსში ცვლილებები შედის, - კანონპროექტთა პაკეტს, რომელიც საგადასახადო და სისხლის სამართლის კოდექსებში ცვლილებებს ითვალისწინებს, მთავრობა დღევანდელ სხდომაზე განიხილავს.

ვრცლად

ამერიკელი გენერლის ვარაუდით თალიბები შეიარაღებას რუსეთისგან იღებდნენ
სამშაბათი, 25 აპრილი 2017 13:57

შეერთებული შტატების სამხედრო ძალების სარდალი ავღანეთში, გენერალი ჯონ უილიამ ნიკოლსონი ვარაუდობს, რომ თალიბები შეიარაღებას რუსეთისგან იღებდნენ. „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიის მეთაურმა აღნიშნული მოსაზრება 24 აპრილს ქაბულში გამართულ პრესკონფერენციაზე, აშშ-ის თავდაცვის მინისტრ ჯეიმს მატისთან შეხვედრისას გამოთქვა.

ვრცლად

უკრაინაში ეუთოს ამერიკელი დამკვირვებელი მოკლეს
სამშაბათი, 25 აპრილი 2017 12:24

ევროპის უშიშროებისა და თანამშრომლობის ორგანიზაცია (OSCE) აცხადებს, რომ 23 აპრილს აღმოსავლეთ უკრაინაში ამერიკელი ექიმი ჯოზეფ სტოუნი დაიღუპა, რომელიც კონფლიქტის ზონაში საერთაშორისო სამხედრო დამკვირვებლებად მუშაობდა.

ვრცლად

ქრის პრატს ჰოლივუდის ბულვარში ვარსკვლავი გაუხსნეს
სამშაბათი, 25 აპრილი 2017 12:12

ამერიკელ მსახიობ ქრის პრატს ჰოლივუდის დიდების ხეივანში ვარსკვლავი გაუხსნეს. საზეიმო ცერემონიაზე ახალგაზრდა მსახიობი მეუღლესთან, კომიკოს მსახიობ ანა ფარისთან და ვაჟიშვილთან ერთად მივიდა.

ვრცლად

ზაზა ფაჩულიამ პლეი-ოფის ბოლო მატჩში 11 ქულა და 7 მოხსნა მოაგროვა
სამშაბათი, 25 აპრილი 2017 11:42

ზაზა ფაჩულიას გუნდმა „გოლდენ სტეიტ ვორიორზმა“ პორტლენდის „ტრეილბლეიზერსს“ პლეი-ოფში სერიის მეოთხე მატჩიც მოუგო და შემდეგ წრეში იოლად გავიდა. აღნიშნული შეხვედრა ქართველი კალათბურთელისთვის სერიაში საუკეთესო გამოდგა.

ვრცლად

პანკისში ვაინახური და ქართული ფოლკლორის ფესტივალი გაიმართება
სამშაბათი, 25 აპრილი 2017 11:38

საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით, არასამთავრობო ორგანიზაცია „სამოქალაქო აქტივობების ცენტრი“ პანკისში ვაინახური და ქართული ფოლკლორის ფესტივალს გამართავს. ფესტივალი წელს უკვე მეორედ ჩატარდება და მასში მონაწილეობას ქისტი, ხევსური, ფშაველი, მთიული, მოხევე და თუში მომღერლები და მოცეკვავეები მიიღებენ.

ვრცლად

უაქციზო სიგარეტის რეალიზაციის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს
სამშაბათი, 25 აპრილი 2017 11:16

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა თამბაქოს ნაწარმის აქციზური მარკის გარეშე რეალიზაციის ბრალდებით, ერთი პირი დააკავა.

ვრცლად

„ჩემი ბედნიერი ოჯახი“ ჰონ-კონგის საერთაშორისო კინოფესტივალის გრან-პრის მფლობელი გახდა [Video]
სამშაბათი, 25 აპრილი 2017 10:58

ნანა ექვთიმიშვილისა და სიმონ გროსის ფილმს „ჩემი ბედნიერი ოჯახი“ ჰონ-კონგის საერთაშორისო კინოფესტივალის მთავარი ჯილდო, „ცეცხლოვანი ფრინველი“ საუკეთესო ფილმისათვის გადაეცა.

ვრცლად

ფრანგი ფეხბურთელი ინგლისში საუკეთესოდ აღიარეს
სამშაბათი, 25 აპრილი 2017 10:56

ინგლისის პროფესიონალ ფეხბურთელთა ასოციაციამ ლონდონის „ჩელსის“ ფრანგი ნახევარმცველი ნ’გოლო კანტე 2016-2017 წლების პრემიერლიგის სეზონის საუკეთესო ფეხბურთელად ინგლისის ჩემპიონატის დასრულებამდე რამდენიმე ტურით ადრე დაასახელა.

ვრცლად

პეკინის საერთაშორისო კინოფესტივალზე ქართულმა ფილმებმა ოთხი ჯილდო მოიპოვეს
სამშაბათი, 25 აპრილი 2017 10:55

პეკინის 2017 წლის საერთაშორისო კინოფესტივალზე 10 მთავარი ჯილდოდან 4 ქართველ კინემატოგრაფისტებს ერგოთ. კინოფესტივალის საუკეთესო მხატვრული ფილმი გიორგი ბარაბაძის „ლუკა“ გახდა. ამავე ფილმში ქალის მეორეხარისხოვანი როლის საუკეთესო შესრულებისთვის კი ლია კაპანაძე დაჯილდოვდა.

ვრცლად

„საიდუმლო სანტას“ კამპანიის დროს საახალწლო საჩუქრები დაიკარგა
სამშაბათი, 25 აპრილი 2017 10:20

საქართველოს ფოსტის ინფორმაციით, საახალწლო კამპანიის „საიდუმლო სანტას“ მიმდინარეობის დროს საჩუქარები დაიკარგა, რის გამოც გამოძიება მიმდინარეობს.

ვრცლად


ორშაბათი 24 აპრილი 2017

დაღესტნის სკოლაში ყუმბარის აფეთქების შედეგად მოსწავლე დაიღუპა
ორშაბათი, 24 აპრილი 2017 17:56

დაღესტანში, ერთ-ერთ სკოლაში მომხდარი აფეთქების შედეგად, ერთი მოსწავლე დაიღუპა, 13 კი დაშავდა. „რია ნოვოსტის“ ინფორმაციით, კომპიუტერების საკლასო ოთახში ყუმბარა აფეთქდა.

ვრცლად

კვირის 10 საუკეთესო ფოტო - The Guardian [Photos]
ორშაბათი, 24 აპრილი 2017 17:44

პოპულარული ბრიტანული გამოცემა „გარდიანი“ გასული კვირის საუკეთესო ფოტოების კრებულს აქვეყნებს, სადაც უმეტესად მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებია ასახული.

ვრცლად

გვერდი 2 / 28

ფოტო

News image

განსხვავებული რუსეთი ქუჩის ფოტოგრაფის ობიექტივში [Photos]

ვიდეო

„წყალს ვითხოვთ, რომ ხელები მაინც დავიბანოთ და ცოტა საჭმელს, რომ არ გვშიოდეს“

ვიდეო

საქონლის მასობრივი ქურდობის ფაქტები ყვარელში და არცერთი გამოძიებული საქმე

  • ამინდი
  • ვალუტა
ოთხშაბათი 16.08.17
22:00-00:00
Cloudyfrom northeast22°C0.8m/s
0mm
ხუთშაბათი 17.08.17 12:00-18:00
Partly cloudyfrom south-southwest20°C1.6m/s
0mm
პარასკევი 18.08.17 12:00-18:00
Partly cloudyfrom east-northeast24°C1.6m/s
0mm
შაბათი 19.08.17 10:00-16:00
Partly cloudyfrom east23°C1.7m/s
0mm
yr.no

ავტორიზაცია

< აპრილი 2017 >
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვი
          1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30