23:45:48

ფირნიშები
ოთხშაბათი, 26 აპრილი 2017
საქართველოს მასშტაბით მუნიციპალურ გზებსა და ავტომაგისტრალებზე ვიდეორადარები დამონტაჟდება
ოთხშაბათი, 26 აპრილი 2017 16:42

უახლოეს თვეებში მთელი საქართველოს მასშტაბით გზებზე ვიდეორადარების სისტემის დამონტაჟების პროექტი დაიწყება. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარე გიორგი სეთურიძემ განუცხადა.

ვრცლად

აშშ-ის ბრალდებას, რომ რუსეთი ავღანელ თალიბებს იარაღს აწვდის, ლავროვი უსაფუძვლოს უწოდებს
ოთხშაბათი, 26 აპრილი 2017 15:53

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა უსაფუძვლო უწოდა ამერიკული მხარის ბრალდებას, რომ კრემლი ავღანელ თალიბებს იარაღით ეხმარება. წინა დღეს მაღალი რანგის ამერიკელმა სამხედრო პირმა ქაბულში შეხვედრისას ჟურნალისტებს განუცხადა, რომ რუსეთი ავტომატებსა და საშუალო ზომის სხვა იარაღს თალიბებს აწვდის.

ვრცლად

2017 წლის პრესის თავისუფლების მსოფლიო ინდექსში საქართველო 180 ქვეყანას შორის კვლავ 64-ე ადგილზეა
ოთხშაბათი, 26 აპრილი 2017 15:23

2017 წლის პრესის თავისუფლების მსოფლიო ინდექსში, რომელსაც საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაცია „რეპორტიორები საზღვრებს გარეშე“ აქვეყნებს, საქართველო 180 ქვეყანას შორის 27.76 ქულით წინა წლის მსგავსად 64-ე ადგილზეა. ანგარიშში ნათქვამია, რომ ბოლო წლებში განხორციელებული რეფორმების შედეგად საქართველოს მედიაგარემოს გაუმჯობესება მოხდა.

ვრცლად

2016 წელს მსოფლიოში 259 ჟურნალისტი დააპატიმრეს - OPJ
ოთხშაბათი, 26 აპრილი 2017 14:01

ამერიკული არასამთავრობო ორგანიზაცია „ჟურნალისტთა დაცვის კომიტეტის“ (OPJ) შეფასებით, ახალი მედიასაშუალებები ართულებენ ცენზურას, მაგრამ ამავე საშუალებებს სულ უფრო აქტიურად იყენებენ რეპრესიული რეჟიმებიც და ჟურნალისტების დაპატიმრებისა და მკვლელობის შემთხვევებმაც საგრძნობლად იმატა. ამის შესახებ ორგანიზაციის აღმასრულებელმა დირექტორმა ჯოელ საიმონმა რადიო „თავისუფლებასთან“ ისაუბრა.

ვრცლად

ვიტალი დარასელიას სახელობის ტურნირი კიევის „დინამოს“ ჭაბუკთა გუნდმა მოიგო
ოთხშაბათი, 26 აპრილი 2017 12:54

ვიტალი დარასელიას ხსოვნისადმი მიძღვნილ საერთაშორისო ტურნირზე გამარჯვებული კიევის „დინამოს“ 16-წლამდელთა გუნდი გახდა. ფინალურ მატჩში კიეველებმა პენალტების სერიაში ჰოლანდიურ კლუბ „ალკმაარის“ თანატოლებს სძლიეს და თასიც მოიპოვეს.

ვრცლად

ჩინეთში 70 მილიონი წლის წინანდელი დინოზავრის ნამარხი კვერცხები აღმოაჩინეს [Video]
ოთხშაბათი, 26 აპრილი 2017 11:51

სამხრეთ-აღმოსავლეთ ჩინეთის პროვინცია გუანდუნის ქალაქ ფოშანში, მშენებლობის დროს დინოზავრის კვერცხების ნამარხი აღმოაჩინეს, რომლის ასაკიც 70 მილიონი წელია. ხუთი კვერცხის ნამარხი ნაჭუჭები ქვიშაქვის ქვეშ, 8 მეტრის სიღრმეზე იპოვეს.

ვრცლად

გზის პირას მოწყობილი ბომბის აფეთქების შედეგად პაკისტანში 15-მდე ადამიანი დაიღუპა
ოთხშაბათი, 26 აპრილი 2017 11:03

პაკისტანში გზის პირას ჩადებულ ბომბზე მიკროავტობუსის აფეთქების შედეგად სულ ცოტა 14 ადამიანი დაიღუპა. ქვეყნის ჩრდილო-დასავლეთით მდებარე ქალაქ პარაჩინარის სათემო ადმინისტრაციის წარმომადგენლის ცნობით, ინციდენტი შიიტების უმცირესობით დასახლებულ კურამის რაიონში მოხდა, რომელიც ავღანეთს ესაზღვრება.

ვრცლად

ემანუელ მაკრონი რუსეთის მხრიდან ჰაკერების სამიზნე იყო
ოთხშაბათი, 26 აპრილი 2017 10:42

საფრანგეთის საპრეზიდენტო არჩევნების პირველ ტურში გამარჯვებული კანდიდატის, ემანუელ მაკრონის გუნდის თანახმად, ის რუსეთთან დაკავშირებული ჰაკერების თავდასხმის სამიზნე გახდა.

ვრცლად

ფოტო

News image

განსხვავებული რუსეთი ქუჩის ფოტოგრაფის ობიექტივში [Photos]

ვიდეო

„წყალს ვითხოვთ, რომ ხელები მაინც დავიბანოთ და ცოტა საჭმელს, რომ არ გვშიოდეს“

ვიდეო

საქონლის მასობრივი ქურდობის ფაქტები ყვარელში და არცერთი გამოძიებული საქმე

  • ამინდი
  • ვალუტა
ხუთშაბათი 21.09.17
04:00-06:00
Clear skyfrom west19°C0.8m/s
0mm
06:00-12:00
Clear skyfrom west18°C0.7m/s
0mm
12:00-18:00
Clear skyfrom east-southeast25°C1.8m/s
0mm
18:00-00:00
Partly cloudyfrom east25°C2.5m/s
0mm
პარასკევი 22.09.17 12:00-18:00
Clear skyfrom east25°C1.8m/s
0mm
შაბათი 23.09.17 12:00-18:00
Fairfrom east-southeast24°C2.4m/s
0mm
კვირა 24.09.17 10:00-16:00
Fairfrom east-southeast21°C1.7m/s
0mm
yr.no

ავტორიზაცია

< აპრილი 2017 >
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვი
          1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 27 28 29 30