22:05:07

ფირნიშები
პარასკევი, 21 აპრილი 2017
2016 წელს საქართველოში ავტომანქანების რაოდენობა 8 %-ით გაიზარდა
პარასკევი, 21 აპრილი 2017 12:02

საქართველოს ავტოპარკი 2016 წელს 8%-ით გაიზარდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გასული წლის მონაცემებით, საქართველოში 1 126 470 მსუბუქი, მსუბუქი მაღალი გამავლობის, სატვირთო და სამგზავრო ავტომანქანაა რეგისტრირებული. ავტოპარკის 91% 2007 წლამდეა წარმოებული. 3 წლამდე ასაკის ავტოსატრანსპორტო საშუალებები ავტოპარკის მხოლოდ 1,3%-ს შეადგენს.

ვრცლად

რუსეთის უშიშროების განცხადებით, ცნობილია ვინ დაუკვეთა აფეთქება სანკტ-პეტერბურგის მეტროში
პარასკევი, 21 აპრილი 2017 11:49

რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახურის ხელმძღვანელი ალექსანდრ ბორტნიკოვი აცხადებს, რომ დადგენილია იმ პირის ვინაობა, ვინც სანკტ-პეტერბურგის მეტროს სადგურში 3 აპრილს მომხდარი აფეთქება დაუკვეთა, რის შედეგადაც 15 ადამიანი დაიღუპა.

ვრცლად

მევენახეობის კოოპერატივების ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამაში რეგისტრაცია 30 აპრილს სრულდება
პარასკევი, 21 აპრილი 2017 11:39

მევენახეობის სასოფლო სამეურნეო კოპერატივების ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამაში რეგისტრაცია 30 აპრილს სრულდება. პროგრამით დადგენილი კრიტერიუმების დაკმაყოფილების შემთხვევაში, კოოპერატივს 100 ტონა ყურძნის პირველადი გადამუშავებისთვის საჭირო აღჭურვილობა გადაეცემა, ხოლო კოოპერატივმა - საწარმოს შენობა-ნაგებობის მოწყობა უნდა უზრუნველყოს.

ვრცლად

საფეხბურთო კლუბი „თელავი“ ხუთი ტურის შემდეგ ლიგა 3-ის ლიდერია
პარასკევი, 21 აპრილი 2017 11:01

საქართველოს ჩემპიონატის ლიგა 3-ის ე.წ. წითელ ჯგუფში მოასპარეზე საფეხბურთო გუნდი „თელავი“ სატურნირო ცხრილის პირველ ადგილზე იმყოფება. ხუთი განვლილი მატჩის შემდეგ თელავურ კლუბს 4 მოგება, 1 ფრე და 13 ქულა აქვს.

ვრცლად

ევროპა ლიგაზე ნახევარფინალისტი გუნდები გამოვლინდა
პარასკევი, 21 აპრილი 2017 10:46

ჩემპიონთა ლიგის მსგავსად, ევროპის რანგით მეორე საკლუბო საფეხბურთო ტურნირზე - ევროპა ლიგაზე საპასუხო მეოთხედფინალური შეხვედრები გაიმართა და ოთხი ნახევარფინალისტი გუნდი გამოვლინდა. საკმაოდ დაძაბულ, საინტერესო და დრამატულ მატჩებში დამატებითი დროების დანიშვნა გახდა საჭირო.

ვრცლად

კრემლი ჩეჩნეთში ჰომოსექსუალთა დევნას უარყოფს
პარასკევი, 21 აპრილი 2017 10:44

ინფორმაციებს ჩეჩნეთში ჰომოსექსუალთა დევნის შესახებ კრემლში „დაუსაბუთებელი“ უწოდეს. პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის პრესმდივანმა დმიტრი პესკოვმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ჩეჩნეთის რესპუბლიკის ხელმძღვანელობა, რამზან კადიროვის სახით, ამ ინფორმაციებს „რეალობის დამახინჯებად და ცილისწამებად“ მიიჩნევს.

ვრცლად

პარიზში მომხდარ ტერაქტზე პასუხისმგებლობა ე.წ. „ისლამურმა სახელმწიფომ“ აიღო
პარასკევი, 21 აპრილი 2017 10:32

ერთი პოლიციელი დაიღუპა, ორი კი დაიჭრა პარიზში, შანზ-ელიზეზე მომხდარი სროლის შედეგად. პრეზიდენტმა ფრანსუა ოლანდმა განაცხადა, რომ პოლიციელებზე თავდასხმა ტერორისტული აქტი იყო.

ვრცლად

მარგველაშვილი – ქვეყანაში პრეზიდენტს, პარლამენტის თავმჯდომარეს და პრემიერ-მინისტრს ე.წ. ხმოსნები აირჩევენ
პარასკევი, 21 აპრილი 2017 10:25

„საკონსტიტუციო რეფორმის შედეგად, არც პრეზიდენტი, არც პრემიერი და არც პარლამენტის თავმჯდომარე პირდაპირი არჩევის მანდატის მატარებელი აღარ იქნებიან“, - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა ბათუმის „დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში“ პოლიტიკურ პარტიებთან და არასამთავრობო ორგანიზაციებთან შეხვედრისას.

ვრცლად

გვერდი 2 / 2

ფოტო

News image

განსხვავებული რუსეთი ქუჩის ფოტოგრაფის ობიექტივში [Photos]

ვიდეო

„წყალს ვითხოვთ, რომ ხელები მაინც დავიბანოთ და ცოტა საჭმელს, რომ არ გვშიოდეს“

ვიდეო

საქონლის მასობრივი ქურდობის ფაქტები ყვარელში და არცერთი გამოძიებული საქმე

  • ამინდი
  • ვალუტა
ორშაბათი 29.05.17
02:00-06:00
Clear skyfrom west-northwest14°C2.0m/s
0mm
06:00-12:00
Fairfrom west14°C1.3m/s
0mm
12:00-18:00
Light rain showersfrom east19°C2.4m/s
0.6mm
18:00-00:00
Rain showersfrom east-northeast19°C2.1m/s
4.3mm
სამშაბათი 30.05.17 12:00-18:00
Fairfrom east-southeast20°C1.4m/s
0mm
ოთხშაბათი 31.05.17 12:00-18:00
Partly cloudyfrom east-southeast23°C1.6m/s
0mm
ხუთშაბათი 01.06.17 10:00-16:00
Rain showersfrom west16°C1.5m/s
3.3mm
yr.no

ავტორიზაცია

< აპრილი 2017 >
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვი
          1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 22 23
24 25 26 27 28 29 30