04:38:01

ფირნიშები
პარასკევი, 21 აპრილი 2017
„გირჩი“ წვევამდელებს სამხედრო სამსახურიდან გათავისუფლებას სთავაზობს
პარასკევი, 21 აპრილი 2017 20:03

„გირჩმა“ დაარეგისტრირა რელიგიური ორგანიზაცია „საქართველოს ქრისტიანული, ევანგელური, პროტესტანტული ეკლესია - ბიბლიური თავისუფლება“, რომელიც წვევამდელებს სავალდებულო სამხედრო სამსახურისთვის თავის არიდების შესაძლებლობას სთავაზობს. „გირჩის“ თავმჯდომარის ზურაბ ჯაფარიძის განცხადებით, ამ დროისთვის სამხედრო სამსახურიდან 6 ადამიანია გათავისუფლებული.

ვრცლად

დედა-შვილის მკვლელობაში ბრალდებულს უვადო პატიმრობა მიესაჯა
პარასკევი, 21 აპრილი 2017 18:44

ნაფიც მსაჯულთა სასამართლომ ფონიჭალაში დედა-შვილის მკვლელობაში ბრალდებულს უვადო პატიმრობა მიუსაჯა. მათ გადაწყვეტილება 10 ხმით 2-ის წინააღმდეგ მიიღეს.

ვრცლად

გამოქვეყნდა „სატახტოთა თამაშის“ მე-7 სეზონის ახალი კადრები [Photos]
პარასკევი, 21 აპრილი 2017 17:14

პოპულარული ამერიკული ფენტეზი-სერიალის, „სატახტოთა თამაშის“ ახალი, მე-7 სეზონი 7 ივლისიდან გამოვა. მანამდე კი ტელეარხმა HBO-მ ინტერნეტში სერიალის ახალი, ოფიციალური კადრები გაავრცელა.

ვრცლად

სინგაპურში სმარტ-ქალაქის მშენებლობა იგეგმება
პარასკევი, 21 აპრილი 2017 17:12

სინგაპურმა გადაწყვიტა საკუთარი ქალაქები ულტრათანამედროვე ტექნოლოგიების აღჭურვით „დააჭკვიანოს“. დედაქალაქ სინგაპურის მმართველობამ უკვე განაცხადა, რომ სმარტ-ქალაქის დაგეგმვა ავტობუსების გაჩერებებით დაიწყება. ახალი ტიპის გაჩერებებზე სხვადასხვა სახის ინფორმაციული დაფები დამონტაჟდება, სადაც ლოდინის რეჟიმში მყოფ ადამიანებს ელექტრონული წიგნების კითხვის საშუალება ექნებათ. იქვე იქნება უფასო მაღალსიჩქარიანი ინტერნეტის Wi-Fi მოდული.

ვრცლად

პარლამენტმა მართვის მოწმობის 100-ქულიანი სისტემის შესახებ კანონპროექტი დაამტკიცა
პარასკევი, 21 აპრილი 2017 17:03

მართვის მოწმობის 100-ქულიანი სისტემის შემოღებათან დაკავშირებული საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი პარლამენტმა მესამე მოსმენით, 89 ხმით დაამტკიცა. „საგზაო მოძრაობის“ შესახებ კანონი 1-ლი ივლისიდან ამოქმედდება. შს მინისტრის მოადგილის, შალვა ხუციშვილის ინფორმაციით,  ორი თვის განმავლობაში სამინისტრო მოქალაქეებს კანონში ასახულ ცვლილებებს დაწვრილებით განუმარტავს.

ვრცლად

სოფელ გურჯაანში სარწყავ არხში მამაკაცი დაიხრჩო
პარასკევი, 21 აპრილი 2017 16:14

გურჯაანის რაიონის სოფელ გურჯაანში 60 წლამდე ასაკის მამაკაცი სარწყავ არხში დამხჩვალი იპოვეს. როგორც კახეთი საინფორმაციო ცენტრს სოფელში გამგებლის წარმომადგენელმა კობა კუპრაშვილმა უთხრა, შემთხვევა გუშინ მოხდა.

ვრცლად

გაუგებარია სახალხო დამცველად პირის ხელმეორედ არჩევის შეზღუდვა - უჩა ნანუაშვილი
პარასკევი, 21 აპრილი 2017 15:59

სახალხო დამცველი უჩა ნანუაშვილი საკონსტიტუციო კომისიის სამუშაო ჯგუფების მიერ მომზადებულ კონსტიტუციის გადასინჯვის პროექტს ეხმაურება. სახალხო დამცველად ერთი და იმავე პირის ხელმეორედ არჩევის დაუშვებლობასთან დაკავშირებით ნანუაშვილი აღნიშნავს, რომ ასეთი შეზღუდვა გაუგებარია და ევროპის უმრავლეს ქვეყანაში არ არსებობს.

ვრცლად

ჩემპიონთა ლიგაზე ნახევარფინალისტი წყვილები ცნობილია
პარასკევი, 21 აპრილი 2017 14:49

შვეიცარიის ქალაქ ნიონში მდებარე UEFA-ს შტაბბინაში ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე სეზონის ნახევარფინალური ეტაპის კენჭისყრა გაიმართა და ცნობილი გახდა ევროპის საუკეთესო ოთხი კლუბის ნახევარფინალური წყვილები.

ვრცლად

უნგრეთში სწავლა 50-ის ნაცვლად 80 ქართველ სტუდენტს დაუფინანსდება
პარასკევი, 21 აპრილი 2017 14:33

უნგრეთის მთავრობის გადაწყვეტილებით,  2017 წლიდან 50-ის ნაცვლად, 80 ქართველი სტუდენტი შეძლებს უნგრეთში სტიპენდიით სარგებლობას. ამის შესახებ საქართველოსა და უნგრეთის პრემიერ-მინისტრების შეხვედრაზე გახდა ცნონილი.

ვრცლად

პორტლენდთან გამარჯვებაში ზაზა ფაჩულია თავის გუნდს 10 ქულით დაეხმარა
პარასკევი, 21 აპრილი 2017 14:21

NBA-ში ზაზა ფაჩულიას გუნდმა „გოლდენ სტეიტ ვორიორზმა“ პლეი-ოფის მეორე შეხვედრაში შინ პორტლენდის „ტრეილბლეიზერსი“ ამჯერად 110:81 დაამარცხა. ქართველი ცენტრი ტრადიციულად სასტარტოში იმყოფებოდა და პარკეტზე 17 წუთი დაჰყო. ამ დროში მან გუნდს 10 ქულა, 4 მოხსნა და ერთი ჩაჭრა შესძინა. ფაჩულიამ 7-დან 5 ორქულიანი ჩააგდო.

ვრცლად

ქვემო ქართლის გუბერნატორმა თანამდებობა დატოვა
პარასკევი, 21 აპრილი 2017 13:37

ქვემო ქართლის გუბერნატორმა პაატა ხიზანაშვილმა თანამდებობა დატოვა. მან მთავრობის ადმინისტრაციას განცხადებით დღეს მიმართა. ხიზანიშვილის ინფორმაციით, შესაძლოა მუშაობა სხვა თანამდებობაზე გააგრძელოს.

ვრცლად

პოლიციამ დორტმუნდის „ბორუსიას“ ავტობუსთან მოწყობილი აფეთქების მონაწილე დააკავა
პარასკევი, 21 აპრილი 2017 12:48

გერმანული გამოცემების ინფორმაციით, გერმანიის პოლიციამ ქალაქ დორტმუნდის საფეხბურთო კლუბ „ბორუსიას“ ავტობუსთან მომხდარ აფეთქებებში მონაწილე პირი დააკავა.

ვრცლად

სულხან მოლაშვილის ოჯახს წავკისში უკანონოდ ჩამორთმეული აგარაკი დაუბრუნდა
პარასკევი, 21 აპრილი 2017 12:44

კონტროლის პალატის ყოფილი თავმჯდომარის, აწ გარდაცვლილი სულხან მოლაშვილის ოჯახს უკანონოდ ჩამორთმეული ქონება - სოფელ წავკისში (ტაბახმელა) მდებარე 4332.00 კვ.მ მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული აგარაკი დაუბრუნდა. აღნიშნული ქონება 2007 წლის თებერვლიდან უსასყიდლო უზუფრუქტით, უვადო სარგებლობაში ჰქონდა გადაცემული საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალურ მართლმადიდებელ ეკლესიას.

ვრცლად

მეფუტკრეობის კოოპერატივების განვითარების სახელმწიფო პროგრამაში რეგისტრაცია დაიწყო
პარასკევი, 21 აპრილი 2017 12:31

მეფუტკრეობის სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების მხარდაჭერის სახელმწიფო პროგრამაში რეგისტრაცია დაიწყო და 5 მაისამდე გაგრძელდება. პროგრამის მიზანია სასოფლო სამეურნეო კოოპერატივების საფუტკრე მეურნეობების მატერიალურ-ტექნიკური ბაზის გაუმჯობესება, მეფუტკრეობის პროდუქტების ხარისხისა და რაოდენობის ზრდა და  წარმოებული თაფლის მიკვლევადობის უზრუნველყოფა.

ვრცლად

სათამაშო აპარატების უკანონოდ განთავსების ბრალდებით 6 პირი პასუხისგებაში მისცეს
პარასკევი, 21 აპრილი 2017 12:21

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა სათამაშო აპარატების უკანონოდ განთავსებისა და ფუნქციონირების ბრალდებით, ექვსი პირი სისხლის სამართლის პასუხისგებაში მისცა.

ვრცლად

გვერდი 1 / 2

ფოტო

News image

განსხვავებული რუსეთი ქუჩის ფოტოგრაფის ობიექტივში [Photos]

ვიდეო

„წყალს ვითხოვთ, რომ ხელები მაინც დავიბანოთ და ცოტა საჭმელს, რომ არ გვშიოდეს“

ვიდეო

საქონლის მასობრივი ქურდობის ფაქტები ყვარელში და არცერთი გამოძიებული საქმე

  • ამინდი
  • ვალუტა
კვირა 23.07.17
09:00-12:00
Clear skyfrom north-northeast26°C1.3m/s
0mm
12:00-18:00
Clear skyfrom east-northeast29°C2.5m/s
0mm
18:00-00:00
Partly cloudyfrom north29°C3.4m/s
0mm
ორშაბათი 24.07.17 12:00-18:00
Fairfrom east28°C3.3m/s
0mm
სამშაბათი 25.07.17 12:00-18:00
Partly cloudyfrom north-northeast25°C1.7m/s
0mm
ოთხშაბათი 26.07.17 10:00-16:00
Partly cloudyfrom east27°C1.0m/s
0mm
yr.no

ავტორიზაცია

< აპრილი 2017 >
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვი
          1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 22 23
24 25 26 27 28 29 30