20:58:36

ფირნიშები
ოთხშაბათი, 19 აპრილი 2017
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის თავმჯდომარის არჩევნები დაინიშნა
ოთხშაბათი, 19 აპრილი 2017 11:40

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის თავმჯდომარის არჩევნები 2 მაისს, 17:00 საათზე დაინიშნა. თავმჯდომარის არჩევნებში მონაწილეობის მიღების მსურველმა კომისიის წევრმა (წევრებმა) განაცხადი არჩევნებში მონაწილეობის შესახებ ხმის დამთვლელ კომისიაში დღეს, 10:00 საათიდან 21 აპრილის 19:00 საათამდე უნდა წარადგინოს.

ვრცლად

ჩემპიონთა ლიგაზე პირველი ნახევარფინალისტები გამოვლინდა [Videos - Photos]
ოთხშაბათი, 19 აპრილი 2017 11:35

2016-2017 წლების UEFA-ს ჩემპიონთა ლიგის გათამაშებაში საპასუხო მეოთხედფინალური მატჩები გაიმართა და ორი ნახევარფინალისტი გუნდი გამოვლინდა. პრესტიჟული ტურნირის საუკეთესო ოთხეულში ორი მადრიდული საფეხბურთო კლუბი მოხვდა.

ვრცლად

შავ ზღვაში სატვირთო გემი ჩაიძირა, დაკარგულებს შორის ერთ-ერთი საქართველოს მოქალაქეა
ოთხშაბათი, 19 აპრილი 2017 11:28

შავ ზღვაში მასშტაბური სამაშველო ოპერაცია მიმდინარეობს. ქერჩის სრუტესთან შტორმის შედეგად პანამის დროშის ქვეშ მცურავი, სატვირთო გემი ჩაიძირა. წინასწარი ინფორმაციით, ბორტზე 12 მეზღვაური იმყოფებოდა. მაშველებმა 5 მეზღვაური გადაარჩინეს, 7 კი დაკარგულად მიიჩნევა. რუსული მედიის ცნობით, ერთ-ერთი მეზღვაური საქართველოს მოქალაქეა.

ვრცლად

1-ლი ივნისიდან სასწარაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის რეორგანიზაცია მოხდება
ოთხშაბათი, 19 აპრილი 2017 11:10

საქართველოს მთავრობის დადგენილებით, 2017 წლის 1-ლი ივნისიდან სსიპ სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის რეორგანიზაცია მოხდება - იგი სსიპ საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრად გარდაიქმნება.

ვრცლად

ჟურნალისტ ელისო კილაძის შვილი სასამართლომ პატიმრობაში დატოვა
ოთხშაბათი, 19 აპრილი 2017 11:06

განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვაში ბრალდებული, გაზეთ „ქრონიკა პლიუსის“ მთავარი რედაქტორის შვილი, დავით ხარშილაძე თბილისის საქალაქო სასამართლომ პატიმრობაში დატოვა. მოსამართლემ მიიჩნია, რომ არსებობს მიმალვისა და მოწმეებზე ზემოქმედების საფრთხე.

ვრცლად

პატრიარქის დაცვის 3 თანამშრომელი სამსახურიდან გაათავისუფლეს
ოთხშაბათი, 19 აპრილი 2017 10:51

პატრიარქის დაცვის ყოფილი უფროსის ინფორმაციით, საპატრიარქოდან დაცვის სამი თანამშრომელი გაანთავისუფლეს. როგორც სოსო ოხანაშვილმა განაცხადა, დაცვის სამსახურის თანამშრომლების გათავისუფლების მიზეზი მისთვის უცნობია.

ვრცლად

დეკანოზი გიორგი მამალაძე - მე ციანიდი არ შემიძენია და არც ბარგში მქონია, ჩადეს! ისიც ვიცი, ვინ ჩადო
ოთხშაბათი, 19 აპრილი 2017 10:35

მე ციანიდი არ შემიძენია და არც ბარგში მქონია, ჩადეს! ისიც ვიცი, ვინც ჩადო”, - ამის შესახებ ე.წ ციანიდის საქმეზე ბრალდებულმა დეკანოზმა, გიორგი მამალაძემ განაცხადა. დეკანოზ გიორგი მამალაძესთან წერილობით ინტერვიუს სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი2“ აქვეყნებს. ტელეკომპანიამ დეკანოზს კითხვები სასჯელაღსრულების დაწესებულებაში გაუგზავნა.

ვრცლად

თურქეთის ოპოზიციური პარტია რეფერენდუმის შედეგების ოფიციალურად გაუქმებას ითხოვს
ოთხშაბათი, 19 აპრილი 2017 10:33

თურქეთის მთავარმა ოპოზიციურმა ძალამ, სახალხო რესპუბლიკურმა პარტიამ ქვეყნის უმაღლეს საარჩევნო საბჭოს ოფიციალური საჩივრით მიმართა, რათა ჩატარებული რეფერენდუმის შედეგების გაუქმებას მიაღწიოს. ამავდროულად თურქეთის პრემიერ-მინისტრი ბინალი ილდირიმი გამოვიდა მოწოდებით, რომ კენჭისყრის შედეგებს პატივი ყველამ უნდა სცეს.

ვრცლად

ფეხბურთის გულშემატკივართა ჩხუბი მსხვერპლით დასრულდა
ოთხშაბათი, 19 აპრილი 2017 10:31

არგენტინის ქალაქ კორდობაში საფეხბურთო ჩემპიონატის მე-20 ტურის მატჩი „ბელგრანოსა“ და „ტალერესს“ შორის ტრაგედიით დასრულდა. ერთი ქალაქის ორი კლუბის თამაშის მიმდინარეობისას ტრიბუნებზე გულშემატკვართა შორის არეულობა დაიწყო, რაც ფატალური შედეგით დასრულდა.

ვრცლად

გვერდი 2 / 2

ფოტო

News image

განსხვავებული რუსეთი ქუჩის ფოტოგრაფის ობიექტივში [Photos]

ვიდეო

„წყალს ვითხოვთ, რომ ხელები მაინც დავიბანოთ და ცოტა საჭმელს, რომ არ გვშიოდეს“

ვიდეო

საქონლის მასობრივი ქურდობის ფაქტები ყვარელში და არცერთი გამოძიებული საქმე

  • ამინდი
  • ვალუტა
პარასკევი 28.07.17
01:00-06:00
Clear skyfrom northwest24°C0.9m/s
0mm
06:00-12:00
Clear skyNNW22°C0.9m/s
0mm
12:00-18:00
Clear skyfrom east30°C2.0m/s
0mm
18:00-00:00
Clear skyfrom east-northeast31°C2.3m/s
0mm
შაბათი 29.07.17 12:00-18:00
Clear skyfrom east-northeast32°C0.9m/s
0mm
კვირა 30.07.17 12:00-18:00
Fairfrom northeast30°C2.6m/s
0mm
ორშაბათი 31.07.17 10:00-16:00
Fairfrom northeast27°C2.5m/s
0mm
yr.no

ავტორიზაცია

< აპრილი 2017 >
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვი
          1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30