17:39:16

ფირნიშები
ოთხშაბათი, 19 აპრილი 2017
ქართული თხილის ექსპორტი განახევრდა
ოთხშაბათი, 19 აპრილი 2017 18:21

2017 წელს საქართველოდან თხილისა და კაკლის ექსპორტი შემცირდა. სტატისტიკის სამსახურის მონაცემებით, თხილისა და სხვა კაკლის ექსპორტმა საქართველოს მთლიან ექსპორტში იანვარ-მარტში 3,5% შეადგინა, გასული წლის ამავე პერიოდში კი 7,5%-ი იყო.

ვრცლად

ჩემპიონთა ლიგაზე კიდევ ორი ნახევარფინალისტი გუნდი გახდება ცნობილი
ოთხშაბათი, 19 აპრილი 2017 17:46

ევროპის ყველაზე პრესტიჟულ საკლუბო საფეხბურთო ტურნირზე ბოლო ორი საპასუხო მეოთხედფინალური შეხვედრა გაიმართება. ბარსელონა-იუვენტუსისა და მონაკო-დორტმუნდის მატჩებში მიმდინარე ჩემპიონთა ლიგის კიდევ ორი ნახევარფინალისტი გუნდის ვინაობა გახდება ცნობილი.

ვრცლად

ახმეტის გამგეობის შენობის რემონტზე 38 000 ლარზე მეტი დაიხარჯება
ოთხშაბათი, 19 აპრილი 2017 17:39

ახმეტის გამგეობამ ადმინისტრაციული შენობის ნაწილის რეაბილიტაციის მიზნით ელექტრონული ტენდერი გამოაცხადა. სამუშაოების შესყიდვისათვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან 38 112 ლარია გამოყოფილი (დღგ-ს გარეშე).

ვრცლად

ემზარ კვიციანმა „ევროპული საქართველოს“ წევრებს წყალი შეასხა და ჭიქა ესროლა [Video]
ოთხშაბათი, 19 აპრილი 2017 17:35

პარლამენტში დეპუტატებს ემზარ კვიციანსა და გიგა ბოკერიას შორის დაპირისპირება მოხდა. ემზარ კვიციანმა გიგა ბოკერიას „უცხო ქვეყნის რეზიდენტი“ უწოდა. ემზარ კვიციანმა ევროპული საქართველოს წევრებს წყალი შეასხა და ჭიქა ესროლა.

ვრცლად

სოფელ ახაშენში სასტუმროს ასაშენებლად 2 მილიონი ლარი დაიხარჯება
ოთხშაბათი, 19 აპრილი 2017 17:07

„კახური ტრადიციული მეღვინეობა“ გურჯაანის რაიონის სოფელ ახაშენში სასტუმროს ააშენებს. როგორც კომპანიის ხელმძღვანელმა ზურაბ ჩხაიძემ „საქმის კურსთან“ განაცხადა, სასტუმრო კომპლექსი უნიკალური იქნება, რადგანაც გაშენებული იქნება ვენახების ლანდშაფტზე და ექნება ხედი კავკასიონზე. მისივე თქმით, სასტუმრო 4 სეზონზე იქნება გათვლილი.

ვრცლად

წიფლისა და ფიჭვის ხეების უკანონო ტრანსპორტირების ფაქტის გამოვლენას დაპირისპირება მოჰყვა
ოთხშაბათი, 19 აპრილი 2017 16:36

მოჰყვაგარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის სამეგრელო - ზემო სვანეთის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ლებარდეს ხეობაში, სოფელ კუზრუში, წიფლისა და ფიჭვის სახეობის მორების უკანონო ტრანსპორტირების ფაქტი გამოავლინეს. 

ვრცლად

პარლამენტში დეპუტატ ოთარ კახიძეს თავი გაუტეხეს
ოთხშაბათი, 19 აპრილი 2017 16:22

„ევროპული საქართველოს“ წევრი, დეპუტატი ოთარ კახიძე პარლამენტის შენობიდან თავის არეში მიყენებული დაზიანებით გაიყვანეს. კახიძე შენობიდან მისივე თანაგუნდელმა, გიორგი ტუღუშმა გააცილა. დეპუტატმა თავის არეში დაზიანება „ევროპული საქართველოს“ წევრ გიორგი კანდელაკსა და უმრავლესობის დეპუტატ ვანო ზარდიაშვილს შორის დაპირისპირების დროს მიიღო.

ვრცლად

2016 წელს კონტრტერორისტული მიმართულებით სასაზღვრო კონტროლზე 1500-მდე პირი აიყვანეს - ვახტანგ გომელაური
ოთხშაბათი, 19 აპრილი 2017 16:13

კონტრტერორისტული მიმართულებით სასაზღვრო კონტროლზე აიყვანეს 1500-მდე პირი, ხოლო 750-ს საქართველოში შემოსვლა აეკრძალა,- ამის შესახებ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა პარლამენტში სუს-ის მიერ გაწეული საქმიანობის ყოველწლიური ანგარიშის წარდგენისას განაცხადა. ვახტანგ გომელაურის თქმით, გასულ წელს სუს-ის მიერ ჩატარებული ღონისძიებების შედეგად, საქართველოში ტერორისტული ორგანიზაცია „ისლამური სახელმწიფოს“ რამდენიმე მხარდამჭერი პირი გამოვლინდა.

ვრცლად

პაკისტანის არმიას თალიბანის პაკისტანური განშტოების წარმომადგენელი ჩაბარდა
ოთხშაბათი, 19 აპრილი 2017 16:09

პაკისტანის არმიით თანახმად, ქვეყანაში არსებული თალიბების გაერთიანება „თეჰრიქ ი თალიბანის“ პრეს-მდივანი ეჰსანულა ეჰსანი სხვა წევრებთან ერთად არმიას ჩაბარდა.

ვრცლად

ბიზნესის ხელშეწყობა ჩვენი სამოქმედო გეგმის ნაწილია - პრემიერი
ოთხშაბათი, 19 აპრილი 2017 15:06

ბიზნესის გვერდში დგომა და ხელშეწყობა ჩვენი სამოქმედო გეგმის ნაწილია, რომელიც მიზნად ისახავს ქვეყნის სწრაფ განვითარებას და რაც შეიძლება მეტი სამუშაო ადგილის შექმნას, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა პროექტ „აწარმოე საქართველოში“ ახალი სტრუქტურის პრეზენტაციაზე განაცხადა.

ვრცლად

თურქეთში პოლიციის ვერტმფრენმა ავარია განიცადა
ოთხშაბათი, 19 აპრილი 2017 14:21

თურქეთის აღმოსავლეთის რეგიონში პოლიციის შვეულმფრენი ჩამოვარდა. ვერტმფრენში 12 ადამიანი იმყოფებოდა. დაღუპულებს შორის არიან პოლიციელები, ერთი მოსამართლე, ერთი ჯარისკაცი და ეკიპაჟის წევრები.

ვრცლად

20 აპრილიდან თბილისში ნარჩენების დაყრისთვის ფიზიკურ და იურიდიულ პირებს დააჯარიმებენ
ოთხშაბათი, 19 აპრილი 2017 14:19

20 აპრილიდან „თბილსერვის ჯგუფის“ ზედამხედველობის სამსახურის ქვეითი ინსპექტორები ფიზიკურ და იურიდიულ პირებს საყოფაცხოვრებო თუ სხვა სახის ნარჩენების დაყრისთვის დააჯარიმებენ. თბილისში გარემოს დანაგვიანებისთვის ჯარიმები 50 ლარიდან 1000 ლარამდე იქნება.

ვრცლად

სააღდგომო დღეებში ავტოსაგზაო შემთხვევებზე 60 გამოძახება დაფიქსირდა
ოთხშაბათი, 19 აპრილი 2017 13:38

რეგიონული სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში, 14-16 აპრილს, სულ 6290 გამოძახება დაფიქსირდა. ცენტრის მონაცემებით, მწვავე ვირუსული ინფექციების მოტივით სასწრაფო დახმარების ცენტრში 530 გამოძახება დაფიქსირდა; ავტოსაგზაო შემთხვევის - 60, ხოლო ზოგადი ინტქოსიკაციის - 35 ფაქტი.

ვრცლად

რუსეთში სანკტ-პეტერბურგის მეტროში აფეთქების მოწყობაში ეჭვმიტანილი მეცხრე პირი დააკავეს
ოთხშაბათი, 19 აპრილი 2017 12:42

რუსეთის უშიშროების სამსახურმა კიდევ ერთი პირი დააკავა, რომელიც 3 აპრილს სანკტ-პეტერბურგის მეტროში მოწყობილ აფეთქებასთანაა კავშირში. უშიშროების უწყების თანახმად, ეჭვმიტანილი ოდინცოვოს რაიონში დაკავებული, 27 წლის აბრორ აზიმოვია, რომელმაც სავარაუდოდ თვითმკვლელი ტერორისტი გაწვრთნა.

ვრცლად

ჯანდაცვის სამინისტროში შტატგარეშე თანამშრომლები მინისტრზე მაღალ ხელფასს იღებდნენ
ოთხშაბათი, 19 აპრილი 2017 12:18

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ცენტრალურ აპარატში დასაქმებული რამდენიმე შტატგარეშე მოსამსახურე მინისტრზე მაღალ ხელფასს იღებდა. გარდა ამისა, ზოგიერთ მათგანს პარალელურად ეწერებოდა ხელფასის ოდენობით პრემიაც. ამასთან, სამინისტროს აპარატის 2 მოხელეს 2015 წელს პრემია 14-ჯერ მისცეს.

ვრცლად

გვერდი 1 / 2

ფოტო

News image

განსხვავებული რუსეთი ქუჩის ფოტოგრაფის ობიექტივში [Photos]

ვიდეო

„წყალს ვითხოვთ, რომ ხელები მაინც დავიბანოთ და ცოტა საჭმელს, რომ არ გვშიოდეს“

ვიდეო

საქონლის მასობრივი ქურდობის ფაქტები ყვარელში და არცერთი გამოძიებული საქმე

  • ამინდი
  • ვალუტა
ოთხშაბათი 16.08.17
22:00-00:00
Cloudyfrom northeast22°C0.8m/s
0mm
ხუთშაბათი 17.08.17 12:00-18:00
Partly cloudyfrom south-southwest20°C1.6m/s
0mm
პარასკევი 18.08.17 12:00-18:00
Partly cloudyfrom east-northeast24°C1.6m/s
0mm
შაბათი 19.08.17 10:00-16:00
Partly cloudyfrom east23°C1.7m/s
0mm
yr.no

ავტორიზაცია

< აპრილი 2017 >
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვი
          1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30