20:41:24

ფირნიშები
სამშაბათი, 18 აპრილი 2017
აფხაზეთში ლავროვის ვიზიტი მოსკოვის პროვოკაციული პოლიტიკის გაგრძელებაა - სამინისტრო
სამშაბათი, 18 აპრილი 2017 11:30

ოკუპირებულ აფხაზეთში რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი ლავროვის ვიზიტსა და სოხუმში რუსეთის ე.წ. საელჩოს შენობის გახსნას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ეხმაურება. სამინისტრო ლავროვის ვიზიტს საქართველოს სახელმწიფოს წინააღმდეგ მოსკოვის პროვოკაციული პოლიტიკის გაგრძელებად აფასებს.

ვრცლად

დიდი ოდენობით ნარკოტიკის საქართველოში შემოტანის ბრალდებით ესპანეთის მოქალაქე დააკავეს
სამშაბათი, 18 აპრილი 2017 11:28

სამართალდამცავებმა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის და საქართველოში უკანონოდ შემოტანის ბრალდებით ესპანეთის მოქალაქე დააკავეს.

ვრცლად

ზაზა ფაჩულიას გუნდმა პლეი-ოფის პირველი მატჩი მოიგო
სამშაბათი, 18 აპრილი 2017 11:20

ზაზა ფაჩულიას გუნდმა „გოლდენ სტეიტ ვორიორზმა“ NBA-იში პლეი-ოფის პირველი შეხვედრა შინ პორტლენდის „ტრეილბლეიზერთან“ ანგარიშით 121:109 მოიგო. ფაჩულია ტრადიციულად სასტარტო 5-ეულში იმყოფებოდა და პარკეტზე 12 წუთი დაჰყო. ამ დროში მან გუნდს 4 ქულა, 2 მოხსნა და 1 პასი შესძინა.

ვრცლად

ყალბი 100-დოლარიანი კუპიურების გასაღების ბრალდებით ერთი პირი დააკავეს
სამშაბათი, 18 აპრილი 2017 11:13

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა ყალბი ფულის შეძენა, შენახვა და გასაღების ბრალდებით, ერთი პირი დააკავა. გამოძიების ინფორმაციით, ბრალდებულმა 13 600 აშშ დოლარის ოდენობის, ყალბი 100 დოლარიანი კუპიურები ქალაქ რუსთავში გაასაღა.

ვრცლად

მეორე მსოფლიო ომის ვეტერანი აფიზ ოსმანოვი 100 წლის გახდა [Photos]
სამშაბათი, 18 აპრილი 2017 11:05

ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორმა ვლადიმერ იმნაძემ, უწყების სახელით ვეტერან აფიზ ოსმანოვს 100 წლის იუბილე მიულოცა, მადლობა გადაუხადა ქვეყნისათვის გაწეული სამსახურისათვის, ჯანმრთელობა და კეთილდღეობა უსურვა. 

ვრცლად

მავთულხლართებს მიღმა დარჩენილ სასაფლაოზე რუსმა ოკუპანტებმა საქართველოს 3 მოქალაქე დააკავეს
სამშაბათი, 18 აპრილი 2017 10:51

გორიის რაიონში, მავთულხლართებს მიღმა დარჩენილ სასაფლაოზე რუსმა ოკუპანტებმა საქართველოს 3 მოქალაქე დააკავეს. ადგილობრივების ინფორმაციით, სამი ახალგაზრდა ოკუპირებულ ტერიტორიაზე, არცევში მდებარე სასაფლაოზე შესვლას ცდილობდა, რა დროსაც ისინი ოკუპანტებმა აიყვანეს.

ვრცლად

ქედაში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 1 ბავშვი გარდაიცვალა, 5 ადამიანი დაშავდა
სამშაბათი, 18 აპრილი 2017 10:48

ქედაში, ცენტრალურ საავტომობილო გზაზე მომხრი ავტოსაგზაო შემთხვევის დროს ერთი მცირეწლოვანი გარდაიცვალა, ხოლო 5 ადამიანი დაშავდა. ისინი საავადმყოფოში არიან გადაყვანილი.

ვრცლად

სოფელ ოძისში პოლიციელი დაჭრეს
სამშაბათი, 18 აპრილი 2017 10:44

დუშეთის რაიონის სოფელ ოძისში პოლიციელი დაჭრეს. თვითმხილველთა თქმით, სამართალდამცავი სოფელში ერთ-ერთ ოჯახში სტუმრად იყო, რა დროსაც მას შელაპარაკება მოუვიდა იქ მყოფ ერთ-ერთ პიროვნებასთან, რომელმაც მას ცეცხლსასროლი იარაღით ჭრილობა ფეხის არეში მიაყენა. დაშავებულს მცხეთის სამხარეო სამედიცინო ცენტრში ოპერაცია ჩაუტარდა. მისი მდგომარეობა ამ დროისთვის სტაბილურია.

ვრცლად

საერთაშორისო ორგანიზაციების განცხადებით თურქეთში რეფერენდუმი არასამართლიან გარემოში ჩატარდა
სამშაბათი, 18 აპრილი 2017 10:35

საერთაშორისო დამკვირვებლებმა თურქეთში ჩატარებული რეფერენდუმი გააკრიტიკეს, რომელიც ქვეყნის პრეზიდენტს ახალ უფლებამოსილებას შემატებს. ეუთოსა და ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის განცხადებით, კამპანია უთანასწორო პირობებში წარიმართა და ხმების დათვლა მოგვიანებით განხორციელებული პროცედურული ცვლილებების გამო საეჭვო გახდა.

ვრცლად

თელავის ყოფილი გამგებლის დაჭრის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს
სამშაბათი, 18 აპრილი 2017 10:16

სამართალდამცავებმა, თელავის მუნიციპალიტეტის ყოფილი გამგებლის და პარლამენტის ყოფილი წევრის, ვასილ დავითაშვილის ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით თელავში მცხოვრები ზეზვა ბაქრაძე დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დაკავებული დანაშაულს აღიარებს.

ვრცლად

თელავში ყოფილი გამგებელი ვასილ დავითაშვილი დაჭრეს
სამშაბათი, 18 აპრილი 2017 10:13

ქალაქ თელავში, ჩოლოყაშვილის ქუჩაზე, საკუთარ საცხოვრებელ სახლში მუნიციპალიტეტის ყოფილი გამგებელი და პარლამენტის ყოფილი წევრი ვასილ დავითაშვილი დაჭრეს. დაჭრილი თელავის რეფერალურ საავდმყოფოშია მოთავსებული. ექიმების ინფორმაციით, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა.

ვრცლად

გვერდი 2 / 2

ფოტო

News image

განსხვავებული რუსეთი ქუჩის ფოტოგრაფის ობიექტივში [Photos]

ვიდეო

„წყალს ვითხოვთ, რომ ხელები მაინც დავიბანოთ და ცოტა საჭმელს, რომ არ გვშიოდეს“

ვიდეო

საქონლის მასობრივი ქურდობის ფაქტები ყვარელში და არცერთი გამოძიებული საქმე

  • ამინდი
  • ვალუტა
ორშაბათი 22.01.18
01:00-06:00
Partly cloudyfrom west-southwest0°C1.9m/s
0mm
06:00-12:00
Cloudyfrom southwest5°C0.6m/s
0mm
12:00-18:00
Partly cloudyfrom east-northeast8°C1.9m/s
0mm
18:00-00:00
Partly cloudyfrom west-southwest5°C1.3m/s
0mm
სამშაბათი 23.01.18 12:00-18:00
FairNNW9°C0.3m/s
0mm
ოთხშაბათი 24.01.18 12:00-18:00
Partly cloudyfrom northwest7°C2.2m/s
0mm
ხუთშაბათი 25.01.18 10:00-16:00
Snowfrom east-northeast-1°C2.0m/s
2.8mm
yr.no

ავტორიზაცია

< აპრილი 2017 >
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვი
          1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30