04:36:09

ფირნიშები
სამშაბათი, 18 აპრილი 2017
ერთი ამერიკული დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.3824 ლარი გახდა
სამშაბათი, 18 აპრილი 2017 18:02

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსის მიხედვით, ეროვნული ვალუტა დოლართან მიმართებაში გამყარდა. 19 აპრილს ერთი ამერიკული დოლარის ღირებულება 2.3824 ლარი იქნება.

ვრცლად

გარემოსთვის მიყენებული ზიანისთვის 12 პირი დაჯარიმდა
სამშაბათი, 18 აპრილი 2017 17:49

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ქვემო ქართლის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ნარჩენების მართვის კოდექსის წესების დარღვევის 12 ფაქტი გამოავლინეს.

ვრცლად

ჩემპიონთა ლიგაზე განმეორებითი მეოთხედფინალური შეხვედრები გაიმართება
სამშაბათი, 18 აპრილი 2017 17:36

ევროპის ყველაზე პრესტიჟულ საკლუბო საფეხბურთო ტურნირზე ორი საპასუხო მეოთხედფინალური შეხვედრა გაიმართება. რეალი-ბაიერნისა და ლესტერი-ატლეტიკოს მატჩებში მიმდინარე ჩემპიონთა ლიგის პირველი ნახევარფინალისტი გუნდების ვინაობა გახდება ცნობილი.

ვრცლად

ანტიდასავლური პროპაგანდის გამტარებელი პარტიები, პოლიტიკოსები და სასულიერო პირები: MDF-ის კვლევა
სამშაბათი, 18 აპრილი 2017 17:33

მედიის განვითარების ფონდმა (MDF) ანტიდასავლური პროპაგანდის გამტარებელი პოლიტიკური პარტიები, პოლიტიკოსები, საზოგადოებრივი ორგანიზაციები, საზოგადოების წარმომადგენლები და სასულიერო პირები დაასახელა. კვლევის თანახმად, 2016 წელს, ანტიდასავლური რიტორიკით განსაკუთრებულად გამოირჩეოდნენ სასულიერო პირები, პოლიტიკოსებს შორის კი „პატრიოტთა ალიანსის“ წარმომადგენლები. კვლევაში „ქართული ოცნების“ ჰიბრიდულობაზეც არის საუბარი.

ვრცლად

თავდაცვის სამინისტრომ საკონტრაქტო სამხედრო სამსახურში მიღება დაიწყო
სამშაბათი, 18 აპრილი 2017 16:26

თავდაცვის სამინისტრომ შეიარაღებულ ძალებში მოქალაქეების მიღება დაიწყო და მათ საკონტრაქტო სამხედრო სამსახურის გავლას სთავაზობს. საკონტრაქტო სამხედრო სამსახურში 4-წლიანი კონტრაქტით მიიღებიან საქართველოს მოქალაქეები, რომლებსაც არ გაუვლიათ სამხედრო სავალდებულო სამსახური, იმყოფებიან წვევამდელთა სამხედრო აღრიცხვაზე და არ შესრულებიათ 27 წელი. ასევე, რეზერვში მყოფ რიგითთა, კაპრალთა, სერჟანტთა (მიჩმანთა) პირადი შემადგენლობა 35 წლამდე.

ვრცლად

ფრიდა კალოს 50 წლის განმავლობაში შენახული პირადი ნივთების ფოტოკოლექცია [Photos]
სამშაბათი, 18 აპრილი 2017 15:51

მექსიკელი სურრეალისტი მხატვარი ფრიდა კალო 1954 წელს გარდაიცვალა, მისი მეუღლის, ასევე მხატვარ დიეგო რივერას ანდერძით მათი პირადი ნივთები, რომელიც ერთ ოთახში იყო დაკეტილი, გარდაცვალებიდან 15 წელიწადში უნდა გაეხსნათ, თუმცა ისინი დაკეტილი 2004 წლამდე, მხატვრის სახლმუზეუმის გახსნამდე იყო. უნიკალურ კოლექციას ფოტოები იაპონელმა ფოტოგრაფმა მიაკო იშიუჩიმ გადაუღო.

ვრცლად

ახალგაზრდა ძიუდოისტებმა სანკტ-პეტერბურგში 8 მედალი მოიპოვეს
სამშაბათი, 18 აპრილი 2017 15:50

საქართველოს ძიუდოისტთა ახალგაზრდულმა ნაკრებმა სანკტ-პეტერბურგში გამართულ ევროპის თასზე 8 მედალი მოიპოვა და ვაჟებს შორის არაოფიციალურ გუნდურ ჩათვლაში მესამე ადგილი დაიკავა. ჭაბუკი ძიუდოისტები 1 ოქროს, 5 ვერცხლისა და 2 ბრინჯაოს მედალს დაეუფლნენ.

ვრცლად

ყვარელში დოლოჭოპის სამნავიან ბაზილიკას ეროვნული მნიშვნელობის კატეგორია განესაზღვრა [Photos]
სამშაბათი, 18 აპრილი 2017 15:29

საქართველოს მთავრობის დადგენილებით, ყვარელში, მდინარე დურუჯის მარჯვენა ნაპირზე მდებარე კულტურული მემკვიდრეობის უძრავ ძეგლს − დოლოჭოპის სამნავიან ბაზილიკას ეროვნული მნიშვნელობის კატეგორია განესაზღვრა. აღნიშნული ბაზილიკა ქართული ქრისტიანული არქეოლოგიის ისტორიაში ყველაზე მასშტაბური და ერთ-ერთი უძველესი ნატაძრალია.

ვრცლად

იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებისთვის სანქციები მკაცრდება
სამშაბათი, 18 აპრილი 2017 14:40

ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებისთვის სანქციები მკაცრდება. შსს-ს მიერ ინიცირებული კანონპროექტი სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილებების შეტანას ითვალისწინებს, რომლის მიხედვითაც, იარაღის უკანონო შეძენა ან შენახვა 3-დან 6 წლამდე, ხოლო უკანონო ტარება 4-დან 7 წლამდე პატიმრობით დაისჯება.

ვრცლად

აკა სინჯიკაშვილი პრეზიდენტმა წმინდა ნიკოლოზის ორდენით დააჯილდოვა
სამშაბათი, 18 აპრილი 2017 14:17

საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ქველმოქმედი აკაკი (აკა) სინჯიკაშვილი ქველმოქმედების იდეის პოპულარიზაციისა და ადამიანებისათვის გაწეული უანგარო სამსახურისათვის, წმინდა ნიკოლოზის ორდენით დააჯილდოვა.

ვრცლად

ირანმა შესაძლოა საქართველოს უმაღლესი სასწავლებლების მიერ გაცემული დიპლომები აღიაროს
სამშაბათი, 18 აპრილი 2017 14:04

ირანის მიერ ქართული დიპლომების აღიარების საკითხზე შესაბამისი უწყებები იმუშავებენ, - ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ ირანის საგარეო საქმეთა მინისტრ მოჰამედ ჯავად ზარიფისთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

ვრცლად

საქართველოში 3.1 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა
სამშაბათი, 18 აპრილი 2017 13:55

საქართველოში დღეს, 3.1 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა. სეისმური მონიტორინგის ცენტრის ინფორმაციით, მიწისძვრის ეპიცენტრი ქალაქ დმანისიდან 11 კილომეტრში, სოფელ სოღუთლოში იყო.

ვრცლად

სტრასბურგის სასამართლოში მოსამართლეობის სურვილი 68 კანდიდატმა გამოთქვა
სამშაბათი, 18 აპრილი 2017 13:34

საქართველოდან ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მოსამართლეობის მსურველთა განაცხადების მიღება დასრულდა. იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციით, სტრასბურგის სასამართლოში მოსამართლეობის სურვილი 68 კანდიდატმა გამოთქვა.

ვრცლად

კვირის 10 საუკეთესო ფოტო - The Guardian [Photos]
სამშაბათი, 18 აპრილი 2017 12:52

პოპულარული ბრიტანული გამოცემა „გარდიანი“ გასული კვირის საუკეთესო ფოტოების კრებულს აქვეყნებს, სადაც უმეტესად მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებია ასახული.

ვრცლად

იაპონიაში 14 ქართული კომპანიის ღვინო წარადგინეს
სამშაბათი, 18 აპრილი 2017 12:44

იაპონიის დედაქალაქ ტოკიოში საერთაშორისო გამოფენა „Wine and Gourmet Japan 2017” გაიმართა, სადაც 14 ქართული ღვინის კომპანია იყო წარმოდგენილი. გამოფენის ფარგლებში სპეციალური ღონისძიება, სემინარი-დეგუსტაცია „საქართველო - 8 ათასი რთველი“ გაიმართა.

ვრცლად

გვერდი 1 / 2

ფოტო

News image

განსხვავებული რუსეთი ქუჩის ფოტოგრაფის ობიექტივში [Photos]

ვიდეო

„წყალს ვითხოვთ, რომ ხელები მაინც დავიბანოთ და ცოტა საჭმელს, რომ არ გვშიოდეს“

ვიდეო

საქონლის მასობრივი ქურდობის ფაქტები ყვარელში და არცერთი გამოძიებული საქმე

  • ამინდი
  • ვალუტა
კვირა 23.07.17
09:00-12:00
Clear skyfrom north-northeast26°C1.3m/s
0mm
12:00-18:00
Clear skyfrom east-northeast29°C2.5m/s
0mm
18:00-00:00
Partly cloudyfrom north29°C3.4m/s
0mm
ორშაბათი 24.07.17 12:00-18:00
Fairfrom east28°C3.3m/s
0mm
სამშაბათი 25.07.17 12:00-18:00
Partly cloudyfrom north-northeast25°C1.7m/s
0mm
ოთხშაბათი 26.07.17 10:00-16:00
Partly cloudyfrom east27°C1.0m/s
0mm
yr.no

ავტორიზაცია

< აპრილი 2017 >
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვი
          1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30