19:57:16

ფირნიშები
შაბათი, 15 აპრილი 2017
ცოცხალი ცხვრის ექსპორტი 63 %–ით შემცირდა, ცხვრის ხორცის 628 %–ით გაიზარდა
შაბათი, 15 აპრილი 2017 15:26

2016 წელს, საქართველოდან 6 ქვეყანაში ექსპორტირებულია 154 868 ცოცხალი ცხვარი, რაც 2015 წლის მონაცემებთან შედარებით 87 247 სულით ნაკლებია. სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, გასულ წელს 10 195 000 აშშ დოლარის ღირებულების ცოცხალი ცხვრის ექსპორტი განხორციელდა, რაც 2015 წლის მაჩვენებელზე (19 678 000) 9 483 000 დოლარით ნაკლებია.

ვრცლად

პაბლო პიკასოს ნახატები სამგანზომილებიან ნამუშევრებად აქციეს [Photos]
შაბათი, 15 აპრილი 2017 14:09

დიდი ესპანელი ხელოვანის, კუბიზმის დამფუძნებელი მხატვრის, პაბლო პიკასოს სურრეალისტური და ექსცენტრული ნახატები პაკისტანელ ილუსტრატორ ომარ აკილისთვის შთაგონების წყაროდ იქცა - არტისტმა მათი თანამედროვე სამგანზომილებიანი ვერსიები შექმნა.

ვრცლად

ევროპის მიტოვებული ეკლესიები ჰოლანდიელი ფოტოგრაფის ობიექტივში [Photos]
შაბათი, 15 აპრილი 2017 14:07

ჰოლანდიელი ფოტოგრაფი რომან რობრუკი ფოტოკოლექციაში, სახელად „მიტოვებული ღვთის სახლები“, შეეცადა ეჩვენებინა ევროპის სხვადასხვა ქვეყნებში არსებული იმ ტაძრებისა და ეკლესიების სილამაზე, რომლებიც დიდი ხანია აღარ ფუნქციონირებს.

ვრცლად

თურქეთში სასტუმროების დაჯავშნის საიტი Booking.com დაბლოკეს
შაბათი, 15 აპრილი 2017 12:48

თურქეთის საარბიტრაჟო სასამართლომ სასტუმროების დაჯავშნის საიტის Booking.com-ის დაბლოკვასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიიღო. სასამართლოს განმარტებით, ინტერნეტ კომპანია არაჯანსაღ კონკურენციაშია ეჭვმიტანილი.

ვრცლად

მაია რჩეულიშვილს უფლება მიეცემა მეუღლის პანაშვიდს და დაკრძალვას დაესწროს
შაბათი, 15 აპრილი 2017 11:55

მაია რჩეულიშვილს უფლება მიეცემა, მეუღლის პანაშვიდს და დაკრძალვას დაესწროს. ადვოკატ მარიამ ცუცქირიძის განცხადებით, შესაბამის მიმართვაზე სასჯელაღსრულების სამინისტროსგან ოფიციალური ინფორმაცია არ მიუღიათ, თუმცა ოჯახის წევრებთან საუბარში უწყების მხრიდან ასეთი მზაობა დაფიქსირებულია და ამას ითვალისწინებს კანონმდებლობაც.

ვრცლად

გაერო და ეუთო რუსეთს მოუწოდებს, გამოიძიოს ჰომოსექსუალთა დევნა და წამება ჩეჩნეთში
შაბათი, 15 აპრილი 2017 11:41

გაეროს ადამიანის უფლებათა ექსპერტები და ეუთოს წარმომადგენლები რუსეთის ხელისუფლებას მოუწოდებენ დაუყონებლივი მოქმედებისკენ, რათა შეწყდეს ჰომოსექსუალთა დევნა ჩეჩნეთში. ამავე მოწოდებაში აღნიშნულია, რომ რუსეთმა უნდა გამოიძიოს ცნობები ჰომოსექსუალების წამებისა და მკვლელობის შესახებ.

ვრცლად

ქართველი ოფიცერი დიდ ბრიტანეთში სამეფო სამხედრო აკადემიის საუკეთესო უცხოელ სტუდენტად აღიარეს
შაბათი, 15 აპრილი 2017 11:28

საქართველოს შეიარაღებული ძალების ოფიცერი, ლეიტენანტი ალექსანდრე პაპავაძე დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს თავდაცვის უწყებამ საუკეთესო უცხოელ სტუდენტად აღიარა. თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ქართველმა კადეტმა სენდჰერსტის სამეფო სამხედრო აკადემიის „ოცეულის მეთაურთა საბრძოლო კურსები“ წარმატებით დაასრულა.

ვრცლად

მკრეხელობის ბრალდებით პაკისტანში სტუდენტი ცემით მოკლეს
შაბათი, 15 აპრილი 2017 10:51

ჩრდილოეთ პაკისტანში მკრეხელობის ბრალდებით უნივერსიტეტის სტუდენტი მაშალ ხანი ჩაქოლეს. მას თავს სტუდენტების ჯგუფი დაესხა, რომელთა მტკიცებით, მაშალ ხანმა სოციალურ ქსელში მკრეხელური შინაარსის შემცველი პოსტი გაავრცელა.

ვრცლად

16 და 17 აპრილს თბილისის სასაფლაოების მიმართულებით ავტობუსები უფასოდ იმოძრავებენ
შაბათი, 15 აპრილი 2017 10:31

დედაქალაქის მერიის გადაწყვეტილებით, 16 და 17 აპრილს, მუნიციპალური ავტობუსები თბილისის სასაფლაოების მიმართულებით უფასოდ იმოძრავებენ. თბილისის მერიის ინფორმაციით, 15 აპრილს მეტროს მუშაობა 00:00 საათიდან 16 აპრილის დილის 04:00 საათამდე გახანგრძლივდება და 23:00 საათიდან მეტროპოლიტენი მგზავრებს უფასოდ მოემსახურება.

ვრცლად

იერუსალიმში მყოფი საქართველოს მოქალაქეებისთვის ცხელი ხაზი მოქმედებს
შაბათი, 15 აპრილი 2017 10:29

საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, იერუსალიმის ძველ ქალაქში დაკარგვის შემთხვევაში, საქართველოს მოქალაქეებმა დაუყოვნებლივ უნდა მიმართონ პოლიციას შემდეგ ტელეფონის ნომერზე: +972 26226100 (პოლიციის თანამშრომელი მიიყვანს მას უახლოეს პოლიციის განყოფილებაში) და დაუკავშირდეს საქართველოს საელჩოს საკონსულო სამსახურს.

ვრცლად

15 აპრილს მეტროს მუშაობა 00:00 საათიდან 16 აპრილის 04:00 საათამდე გახანგრძლივდება
შაბათი, 15 აპრილი 2017 10:22

აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით, მეტროს მუშაობა გახანგრძლივდება. თბილისის მერიის ინფორმაციით, 15 აპრილს მეტროს მუშაობა 00:00 საათიდან 16 აპრილის დილის 04:00 საათამდე გახანგრძლივდება და 23:00 საათიდან მეტროპოლიტენი მგზავრებს უფასოდ მოემსახურება.

ვრცლად

ჭაბუკმა მოჭიდავეებმა ბაქოში 11 მედალი და გუნდური მესამე ადგილი მოიპოვეს [Photos]
შაბათი, 15 აპრილი 2017 10:18

13 აპრილს ბაქოში სტარტი აიღო აზერბაიჯანის ჭიდაობის ფედერაციის თასის გათამაშებამ, სადაც 11 ქვეყნის ნაკრები იღებს მონაწილეობას. შეჯიბრებაზე ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავე ჭაბუკებმა ხვიჩა ქორიძის ხელმძღვანელობით, 2 ოქროს, 4 ვერცხლისა და 5 ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს.

ვრცლად

ფოტო

News image

განსხვავებული რუსეთი ქუჩის ფოტოგრაფის ობიექტივში [Photos]

ვიდეო

„წყალს ვითხოვთ, რომ ხელები მაინც დავიბანოთ და ცოტა საჭმელს, რომ არ გვშიოდეს“

ვიდეო

საქონლის მასობრივი ქურდობის ფაქტები ყვარელში და არცერთი გამოძიებული საქმე

  • ამინდი
  • ვალუტა
ოთხშაბათი 13.12.17 12:00-18:00
Clear skyfrom east-southeast6°C1.7m/s
0mm
ხუთშაბათი 14.12.17 12:00-18:00
Clear skyfrom east-southeast4°C1.6m/s
0mm
პარასკევი 15.12.17 10:00-16:00
Clear skyfrom south-southeast2°C0.4m/s
0mm
yr.no

ავტორიზაცია

< აპრილი 2017 >
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვი
          1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30