17:25:44

ფირნიშები
პარასკევი, 14 აპრილი 2017
გოგონების წინადაცვეთაში ბრალდებულ ამერიკელ ექიმს სამუდამო პატიმრობა ემუქრება
პარასკევი, 14 აპრილი 2017 15:49

აშშ-ის ქალაქ დეტროიტში მცხოვრებ ექიმს, ჯუმანა ნაგარვალას, რომელიც გოგონებისთვის წინადაცვეთის ოპერაციის ჩატარებაშია ბრალდებული, სამუდამო პატიმრობა ემუქრება. პროკურატურის განცხადებით, ბრალდებული ოპერაციას 6-დან 12 წლამდე გოგონებს უტარებდა. ის პაციენტებს, რომლებიც მასთან სხვადასხვა შტატებიდან მიდიოდნენ, ოპერაციის შესახებ საუბრისგან თავის შეკავებას სთხოვდა.

ვრცლად

16 - 17 აპრილს თბილისში მდებარე სასაფლაოებთან მისასვლელ გზებზე შეზღუდვები დაწესდება
პარასკევი, 14 აპრილი 2017 15:39

16-17 აპრილს, აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით, თბილისში მდებარე სასაფლაოებთან მისასვლელ გზებზე შეზღუდვები დაწესდება.

ვრცლად

ჯიხვის შვილი - ფოთრი თუშეთის ეროვნულ პარკში [Video]
პარასკევი, 14 აპრილი 2017 15:10

თუშეთის ეროვნულ პარკში ფოტოხაფანგმა ჯიხვის შვილი - ფოთრი დააფიქსირა. შესაბამის ვიდეოს დაცული ტერიტორიების ადმინისტრაცია ავრცელებს.

ვრცლად

2016 წელს სკოლაში სწავლა 10 ათასზე მეტმა არასრულწლოვანმა შეწყვიტა
პარასკევი, 14 აპრილი 2017 15:07

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ინფორმაციით, 2016 წელს, სხვადასხვა საფუძვლით, საბაზო საფეხურის (9 კლასის) დასრულებამდე სწავლა შეწყვიტა 3556 არასრულწლოვანმა, ხოლო საბაზო საფეხურის დასრულების შემდეგ – 6 449 არასრულწლოვანმა. სახალხო დამცველის ანგარიშის მიხედვით, ბავშვების მიერ განათლების შეწყვეტის მიზეზი ადრეულ ასაკში ქორწინება, ოჯახების მძიმე სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა და სხვა ფაქტორები ხდება.

ვრცლად

რეგიონებში ჰაერის, ნიადაგის, წყლის, მაგნიტური გამოსხივების და ხმაურის კვლევებს ჩაატარებენ
პარასკევი, 14 აპრილი 2017 14:22

მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, გარემოს ეროვნული სააგენტოს სპეციალისტები - ატმოსფერული ჰაერის, ნიადაგის, წყლის, ელ.მაგნიტური გამოსხივების, ხმაურის მონიტორინგს და მათ შესაბამისობას ზღვრულად დასაშვებ ნორმებთან მოძრავი ექსპრეს-ლაბორატორიის საშუალებით ახორციელებენ.

ვრცლად

პატრიარქს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახური დაიცავს
პარასკევი, 14 აპრილი 2017 12:49

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის პირადი დაცვის შემადგენლობა სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის დაქვემდებარებაში გადავიდა, - ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო „ინტერპრესნიუსი“ ავრცელებს.

ვრცლად

გურჯაანში 15 წლის ბიჭმა ცოლად 14 წლის გოგონა მოიყვანა
პარასკევი, 14 აპრილი 2017 12:27

გურჯაანში15 წლის ბიჭმა ცოლად 14 წლის გოგონა მოიყვანა. როგორც კახეთის საინფორმაციო ცენტრს გურჯაანის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელმა დალი მინდიაშვილმა განუცხადა, ბავშვებს სკოლაში სწავლა არ შეუწყვეტიათ. მისივე თქმით, მომხდარის შემდეგ სკოლის დირექციამ პოლიციას და სოციალურ სამსახურს მიმართა.

ვრცლად

გარემოს დაბინძურების ფაქტებთან დაკავშირებით 24 საათიანი პატრულირება იწყება
პარასკევი, 14 აპრილი 2017 11:59

მოსახლეობის მიერ გარემოს დაბინძურების ფაქტებთან დაკავშირებით 24 საათიანი პატრულირება იწყება. გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს განცხადებით, პატრულირებას გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლები განახორციელებენ. დანაგვიანების გამოვლენის შემთხვევაში სანქცია 80-დან 1 500 ლარამდე იქნება.

ვრცლად

პაატა ბურჭულაძე რუსეთში საოპერო დასს უხელმძღვანელებს
პარასკევი, 14 აპრილი 2017 11:28

ცნობილი საოპერო მომღერალი პაატა ბურჭულაძე სანკტ-პეტერბურგში, მიხაილოვის თეატრის საოპერო დასს უხელმძღვანელებს. ამის შესახებ ინფორმაციას რუსული სააგენტო „რია ნოვოსტი“ ოპერისა და ბალეტის თეატრის პრესსამსახურის ცნობებზე დაყრდნობით ავრცელებს.

ვრცლად

14 აპრილი ქართული ენის დღეა
პარასკევი, 14 აპრილი 2017 11:21

14 აპრილს საქართველოში დედაენის დღე აღინიშნება. ეს დღე 1978 წლის მოვლენების აღსანიშნავად 1990 წლიდან დაწესდა. 1978 წლის 14 აპრილს თბილისში საქართველოს კომუნისტური პარტიის მიერ ქართული ენის კონსტიტუციური სტატუსის შეცვლის მცდელობის საპასუხოდ დემონსტრაციები ჩატარდა.

ვრცლად

აშშ-მა ავღანეთში ISIS-ის ობიექტებზე ე.წ. „დედა ბომბი“ ჩამოაგდო
პარასკევი, 14 აპრილი 2017 10:45

ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, მისმა შენაერთებმა ავღანეთში, ნანგარჰარის პროვინციაში  ე.წ. „ისლამური სახელმწიფოს“ პოზიციები დაბომბა. აშშ-მა ამისთვის არსენალში არსებული ყველაზე მსხვილი, 9 800 კილოგრამიანი, არაბირთვული ბომბი გამოიყენა.

ვრცლად

დღეს წითელი პარასკევია
პარასკევი, 14 აპრილი 2017 10:05

დღეს წითელი პარასკევია. ამ დღეს ღვთისმსახურება იესო ქრისტეს ჯვარცმას, ჯვრიდან გარდამოხსნასა და დასაფლავებას იხსენებს. დიდი პარასკევი დიდი მარხვის ყველაზე მძიმე დღეა. წითელ პარასკევს მორწმუნეები კვერცხებს წითლად შეღებავენ და პასქებს დააცხობენ.

ვრცლად

ფოტო

News image

განსხვავებული რუსეთი ქუჩის ფოტოგრაფის ობიექტივში [Photos]

ვიდეო

„წყალს ვითხოვთ, რომ ხელები მაინც დავიბანოთ და ცოტა საჭმელს, რომ არ გვშიოდეს“

ვიდეო

საქონლის მასობრივი ქურდობის ფაქტები ყვარელში და არცერთი გამოძიებული საქმე

  • ამინდი
  • ვალუტა
ოთხშაბათი 16.08.17
22:00-00:00
Cloudyfrom northeast22°C0.8m/s
0mm
ხუთშაბათი 17.08.17 12:00-18:00
Partly cloudyfrom south-southwest20°C1.6m/s
0mm
პარასკევი 18.08.17 12:00-18:00
Partly cloudyfrom east-northeast24°C1.6m/s
0mm
შაბათი 19.08.17 10:00-16:00
Partly cloudyfrom east23°C1.7m/s
0mm
yr.no

ავტორიზაცია

< აპრილი 2017 >
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვი
          1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30