15:52:48

ფირნიშები
ხუთშაბათი, 13 აპრილი 2017
ლონდონში რუსეთის საელჩოსთან ასობით ადამიანმა ჩეჩნეთში ჰომოსექსუალთა დევნა გააპროტესტა
ხუთშაბათი, 13 აპრილი 2017 17:25

ლონდონში რუსეთის საელჩოსთან შეკრებილმა ასობით ადამიანმა პროტესტი გამოთქვა გავრცელებული ინფორმაციის გამო, რის მიხედვითაც ჩეჩნეთში ჰომოსექსუალ მამაკაცებს აწამებენ და კლავენ.

ვრცლად

ვარდისუბნელმა ზაზა კბილაშვილმა ქვევრის მუზეუმი და სადეგუსტაციო მარანი გახსნა [Photos]
ხუთშაბათი, 13 აპრილი 2017 16:11

36 წლის ქვევრის ოსტატმა, ზაზა კბილაშვილმა თელავის რაიონის სოფელ ვარდისუბანში სადეგუსტაციო მარანი გახსნა, სადაც ქართველ და უცხოელ სტუმრებს ქვევრის ღვინის წარმოების ნახვა (ქვევრებში ღვინის დუღილი, დაწმენდა, ქვევრის გახსნა), ქვევრიდან ღვინისა და ჭაჭის ამოღება და დაგემოვნება შეეძლებათ. ღვინის დეგუსტაციის პარალელურად ზაზა კბილაშვილი დამთვალიერებელს ქვევრის დამზადების პროცესს გააცნობს.

ვრცლად

კანის წლევანდელი კინოფესტივალის საკონკურსე პროგრამა ცნობილია
ხუთშაბათი, 13 აპრილი 2017 15:29

კანის რიგით 70-ე კინოფესტივალის ოფიციალური საკონკურსე პროგრამა ცნობილია. ფესტივალზე, რომელიც საფრანგეთის რივიერის ქალაქში მიმდინარე წლის 17-28 მაისს ჩატარდება, კინოჯილდოებისთვის ანდრეი ზვიაგინცევის, ფრანსუა ოზონის, იორგოს ლანთიმოსის, მიხაელ ჰანეკეს, მიშელ ჰაზანავიჩუსისა და სხვა ცნობილ რეჟისორთა უახლესი ფილმები იბრძოლებენ.

ვრცლად

ბესლანის ტერაქტის დროს დაღუპულთა ოჯახებისთვის რუსეთს 3 მლნ ევროს გადახდა დაეკისრა
ხუთშაბათი, 13 აპრილი 2017 15:24

ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ დააკმაყოფილა 2004 წელს, ბესლანში მომხდარი ტერაქტის დროს დაღუპული ბავშვების მშობლებისა და დაშავებულების საჩივარი. სასამართლომ გაიზიარა განმცხადებელების მოსაზრება, რომლის მიხედვითაც რუსეთის ხელისუფლებამ ადამიანის სიცოცხლის უფლება ხელყო.

ვრცლად

სიღნაღსა და თელავში ე.წ. ელექტროშოკური აპარატით თევზჭერის ფაქტები გამოავლინეს
ხუთშაბათი, 13 აპრილი 2017 14:26

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ინფორმაციით,  გარემოსდამცველებმა კახეთში უკანონო თევზჭერის ორი ფაქტი გამოავლინეს. თელავის და სიღნაღის მუნიციპალიტეტებში, მდინარე ალაზანზე მოქალაქეები ე.წ. ელექტროშოკური აპარატის გამოყენებით თევზაობდნენ.

ვრცლად

ივლისიდან თუშეთს ინტერნეტი ექნება
ხუთშაბათი, 13 აპრილი 2017 13:42

თუშეთში, ათამდე სოფელს, 2017 წლის ივლისიდან ინტერნეტი ექნება. თუშეთი ფიქსირებული რადიო ქსელით კახეთის რეგიონს, კერძოდ კი თელავის რაიონის სოფელ რუისპირს შეუერთდება. „საქართველოს მცირე და საშუალო სატელეკომუნიკაციო ოპერატორების ასოციაციის“ ხელმძღვანელის უჩა სეთურის განცხადებით, ინტერნეტის ყოველთვიური გადასახადი 25-30 ლარის ფარგლებში განისაზღვრება.

ვრცლად

თელავში ქმარმა 26 წლის ცოლი დაჭრა
ხუთშაბათი, 13 აპრილი 2017 12:51

კრიტიკულად მძიმეა 26 წლის ქალის ჯანმრთელობის მდგომარეობა, რომელიც თელავში 38 წლის მეუღლემ ცივი იარაღით დაჭრა. იგი თელავის რეფერალური საავადმყოფოს რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთავსებული.

ვრცლად

ზაზა ფაჩულიამ რეგულარული ჩემპიონატის ბოლო მატჩში 6 ქულა და 6 მოხსნა მიითვალა
ხუთშაბათი, 13 აპრილი 2017 12:43

ამერიკის ნაციონალური საკალათბურთო ლიგის (NBA) რეგულარული ჩემპიონატი ლოს ანჯელესის „ლეიკერსის“ ძლევითა და პირველი ადგილით დაასრულა ზაზა ფაჩულიას გუნდმა „გოლდენ სტეიტ ვორიორზმა“ - კალიფორნიელმა ოკლენდელებმა თანაშტატელ გუნდს უმასპინძლეს და 109:94 იმარჯვეს.

ვრცლად

ვახტანგ რჩეულიშვილი გარდაიცვალა
ხუთშაბათი, 13 აპრილი 2017 12:41

კომპანია „ცენტრ-პოინტის“ ერთ-ერთი დამფუძნებელი ვახტანგ რჩეულიშვილი 63 წლის ასაკში გარდაიცვალა. ის ერთი თვის წინ საავადმყოფოში სიმსივნის დიაგნოზით მოათავსეს.

ვრცლად

2016 წელს ძალადობის შედეგად 21 ქალი მოკლეს - სახალხო დამცველი
ხუთშაბათი, 13 აპრილი 2017 12:07

მიმდინარე წელს ფემიციდის 4 შემთხვევა მოხდა. გასულ წელს 21, ხოლო 2015 წელს ოჯახში ძალადობის შედეგად 16 ქალი იქნა მოკლული, - ამის შესახებ სახალხო დამცველმა უჩა ნანუაშვილმა გაეროს ქალთა ორგანიზაციის წარმომადგენელ ერიკა კვაპილოვასთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

ვრცლად

დორტმუნდის „ბორუსიას“ ავტობუსზე თავდასხმასთან კავშირში ეჭვმიტანილი პირი დაკავებულია
ხუთშაბათი, 13 აპრილი 2017 12:05

გერმანიაში საფეხბურთო კლუბ დორტმუნდის „ბორუსიას“ ავტობუსზე თავდასხმასთან კავშირში ეჭვმიტანილი პირი დააკავეს. ამის შესახებ გერმანიის ფედერალური პროკურატურის პრესმდივანმა, ფრაუკე კიოლერმა განაცხადა. მისივე თქმით, ინციდენტს განიხილავენ, როგორც ტერორისტულ თავდასხმას და ეძებენ მასთან კავშირში ეჭვმიტანილ კიდევ ერთ პირს.

ვრცლად

ჩემპიონთა ლიგაზე მორიგი მეოთხედფინალური მატჩები გაიმართა [Videos - Photos]
ხუთშაბათი, 13 აპრილი 2017 11:50

ევროპის ყველაზე პრესტიჟულ საკლუბო საფეხბურთო ტურნირზე კიდევ სამი მეოთხედფინალური შეხვედრა გაიმართა. ორი წამყვანი გერმანული კლუბი საკუთარ მოედანზე დამარცხდა, ინგლისის ჩემპიონმა გუნდმა კი სტუმრად მინიმალური სხვაობით წააგო.

ვრცლად

თვითმკვლელის მიერ მოწყობილი აფეთქებისას ქაბულში ხუთი ადამიანი დაიღუპა
ხუთშაბათი, 13 აპრილი 2017 11:48

ავღანეთის დედაქალაქ ქაბულში, სულ მცირე, ხუთი ადამიანი დაიღუპა და ათი დაშავდა აფეთქებისას, რომელიც თვითმკვლელმა თავდამსხმელმა სამინისტროს შენობების ახლოს მოაწყო.

ვრცლად

თვითმმართველი ქალაქების დამატებით ლატვიელების „სისულელე” გავიმეორეთ – ირაკლი კობახიძე
ხუთშაბათი, 13 აპრილი 2017 11:38

პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის თქმით, თვითმმართველი ქალაქების რაოდენობის გაზრდამდე ლატვიაში იმყოფებოდნენ, სადაც კოლეგებმა უთხრეს, რომ 90–იან წლებში მსგავსი სისტემის შექმნით სისულელე გააკეთეს, ხოლო ვიზიტიდან სამ თვეში მმართველმა გუნდმა ეს „სისულელე” გაიმეორა.

ვრცლად

ქართული ვაზის თემაზე საკოლექციო 5 ლარის ნომინალის ვერცხლის მონეტა გამოიცემა
ხუთშაბათი, 13 აპრილი 2017 11:31

საქართველოს, როგორც ქვეყნის პოპულარიზაციისა და ქართული ღვინის კულტურის მსოფლიო ცნობადობის ამაღლების მიზნით, საქართველოს ეროვნული ბანკი ქართული ვაზის თემაზე საკოლექციო დანიშნულების 5 ლარის ნომინალის ვერცხლის მონეტას გამოუშვებს. მონეტა იაპონიის ზარაფხანაში იჭრება და მის რეალიზაცია მიმდინარე წლის ივლისიდან დაიწყება.

ვრცლად

გვერდი 1 / 2

ფოტო

News image

განსხვავებული რუსეთი ქუჩის ფოტოგრაფის ობიექტივში [Photos]

ვიდეო

„წყალს ვითხოვთ, რომ ხელები მაინც დავიბანოთ და ცოტა საჭმელს, რომ არ გვშიოდეს“

ვიდეო

საქონლის მასობრივი ქურდობის ფაქტები ყვარელში და არცერთი გამოძიებული საქმე

  • ამინდი
  • ვალუტა
კვირა 19.11.17
20:00-00:00
Fairfrom west-southwest7°C1.5m/s
0mm
ორშაბათი 20.11.17 12:00-18:00
Clear skyfrom southeast13°C0.6m/s
0mm
სამშაბათი 21.11.17 12:00-18:00
Partly cloudyfrom east-northeast14°C1.1m/s
0mm
ოთხშაბათი 22.11.17 10:00-16:00
Rainfrom northwest5°C2.1m/s
1.3mm
yr.no

ავტორიზაცია

< აპრილი 2017 >
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვი
          1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30