02:42:18

ფირნიშები
ოთხშაბათი, 12 აპრილი 2017
გურჯაანში 24 წლის გოგონას მოტაცების ბრალდებით ორი პირი დააკავეს
ოთხშაბათი, 12 აპრილი 2017 18:06

სამართალდამცავებმა გურჯაანში 24 წლის გოგონას მოტაცების ბრალდებით ორი პირი დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, 27 წლის გ. ცანკაშვილი, რომელმაც გოგონა ცოლად შერთვის მიზნით მოიტაცა, დანაშაულს აღიარებს.

ვრცლად

დედოფლისწყაროს, ყვარლის, სიღნაღის და გურჯაანის მოსახლეობის ნაწილს ელექტროენერგია შეუწყდება
ოთხშაბათი, 12 აპრილი 2017 18:04

სს „კახეთის ენერგოდისტრიბუციის“ ინფორმაციით, 13 აპრილს, დედოფლისწყაროს, ყვარლის, სიღნაღისა და გურჯაანის სოფლების, ასევე ქალაქ დედოფლისწყაროს და ქალაქ სიღნაღის აბონენტებს ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდება. როგორც კომპანიაში განმარტავენ, ელექტროენერგიის შეზღუდვის მიზეზი დაგეგმილი პროფილაქტიკური სამუშაოებია.

ვრცლად

პოლიციამ გურჯაანში მოტაცებული 24 წლის გოგონა იპოვა
ოთხშაბათი, 12 აპრილი 2017 17:08

გურჯაანის პოლიციამ 24 წლის გოგონა, რომელიც გუშინ საღამოს 27 წლის გ. ცანკაშვილმა ცოლად შერთვის მიზნით მოიტაცა, იპოვა. როგორც კახეთის საინფორმაციო ცენტრს გოგონას მეგობრებმა უთხრეს, მოტაცებულ გოგონას თელავის რაიონის სოფელ ნაფარეულში მიაკვლიეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სამართალდამცავებს ორივე მათგანი განყოფილებაში გადაჰყავთ.

ვრცლად

საქართველოს ფუტსალის ნაკრებმა შესარჩევი რაუნდი წარმატებით დაასრულა
ოთხშაბათი, 12 აპრილი 2017 16:35

ფუტსალში 2018 წლის ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის ძირითადი რაუნდის A ჯგუფის მესამე ტურის დასკვნითი შეხვედრა საქართველოს ნაკრებმა იტალიასთან ფრედ დაასრულა და პლეი-ოფში თამაშის უფლება მოიპოვა, რაც ქართული ფუტსალის ისტორიაში ყველაზე დიდი წარმატებაა.

ვრცლად

საქართველოში ფსიქოტროპული მედიკამენტების შემოტანაზე კვოტები დაწესდა
ოთხშაბათი, 12 აპრილი 2017 16:24

ე.წ. სააფთიაქო ნარკომანიის პრევენციის მიზნით, საქართველოში ფსიქოტროპულ მედიკამენტებზე შიდა კვოტები დაწესდა. კვოტები განისაზღვრა 6 პრეპარატზე, კერძოდ: გაბაპენტინზე, ზოპიკლონზე, ბაკლოფენზე, ზალეპლონზე, ტროპიკამიდსა და დექსტრომეტორფანზე. ამასთან დაკავშირებით, ჯანდაცვის სამინისტროსა და შინაგან საქმეთა სამინისტროს შორის ურთიერთშეთანხმების დოკუმენტი გაფორმდა.

ვრცლად

გივი ბერიკაშვილის სამოქალაქო პანაშვიდი მარჯანიშვილის თეატრში გაიმართება
ოთხშაბათი, 12 აპრილი 2017 16:11

საქართველოს სახალხო არტისტს გივი ბერიკაშვილს ხვალ, 15:00 საათზე, საბურთალოს ამაღლების ეკლესიის ეზოში დაკრძალავენ. მსახიობის პანაშვიდი დღეს, 17:00 საათიდან გაიმართება მისამართზე - თამარაშვილის ქ. N19/ა, პირველი სადარბაზო, მეხუთე სართული. გარდაცვლილს ხვალ, კოტე მარჯანიშვილის სახელობის თეატრში გადაასვენებენ, სადაც 12:00 საათზე სამოქალაქო პანაშვიდი დაიწყება.

ვრცლად

თელაველმა კარატისტმა 18 წლის ოთარ ესიტაშვილმა ევროპის ჩემპიონატზე ვერცხლის მედალი მოიპოვა
ოთხშაბათი, 12 აპრილი 2017 15:54

დანიაში, კონტაქტურ კარატეში ევროპის ჩემპიონატი გაიმართა, სადაც 60კგ. წონით კატეგორიაში, ჩემპიონის ტიტული თბილისელმა ნიკოლოზ ნავროზაშვილმა მოიპოვა, ხოლო - 80კგ. კატეგორიაში, თელაველი 18 წლის ოთარ ესიტაშვილი ვერცხლის მედლის მფლობელი გახდა. ჩემპიონატში ევროპის 30 ქვეყნის 400-მდე სპორტსმენი ასპარეზობდა.

ვრცლად

2017-2020 წლებში საქართველოში 2500 ინფრასტრუქტურული პროექტი განხორციელდება
ოთხშაბათი, 12 აპრილი 2017 15:49

2017-2020 წლებში, მთელი საქართველოს მასშტაბით 2 500-მდე ინფრასტრუქტურული პროექტი განხორციელდება. მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, აშენდება 1 000 კილომეტრი გზა, საიდანაც 350 კმ ჩქაროსნული მაგისტრალი, ხოლო 650 კმ შიდასახელმწიფოებრივი - რეგიონული მნიშვნელობის გზებია. მათივე თქმით, ოთხპუნქტიანი გეგმის ფარგლებში დამატებით 500 ათასამდე ადამიანი ისარგებლებს 24-საათიანი წყალმომარაგებით.

ვრცლად

ილტოს ხეობაში შუასაუკუნეების მონასტერი აღმოაჩინეს [Photos]
ოთხშაბათი, 12 აპრილი 2017 15:14

ახმეტის მუნიციპალიტეტში, ილტოს ხეობაში (ე.წ. საღორის ხევის სათავეში) შუასაუკუნეების მონასტერი აღმოაჩინეს. როგორც კახეთის საინფორმაციო ცენტრს ახმეტის კულტურის სამსახურის ხელმძღვანელმა კახა მამულაშვილმა უთხრა, ეკლესია სავარაუდოდ მე-11 საუკუნეშია აშენებული. მისი დიდი ნაწილი დაზიანებულია.

ვრცლად

ყავა ველოსიპედზე - 19 წლის ცოტნე ყალიჩავას მოსიარულე ბიზნესი
ოთხშაბათი, 12 აპრილი 2017 14:35

პირველად საქართველოში ველოსიპედით მორთმეული ყავის „Bicycle Coffee“-ს ბიზნესი 19 წლის სტუდენტმა ცოტნე ყალიჩავამ წამოიწყო. სამთვლიან ველოსიპედზე მოწყობილ მოსიარულე საწარმოში ცოტნე თურქულ ყავას ცხელ ქვიშაზე ადუღებს. ასევე აქვს ქართული წარმოების შავი და ხილის ჩაი. ველოსიპედი თბილისის ტურისტულ უბნებში (რიყეზე, აბანოთუბანი, ლესელიძე) გადაადგილდება. ყავის ფასი 2 ლარია.

ვრცლად

18-წლამდელი მორაგბეები ზედიზედ მესამე ფინალს ითამაშებენ
ოთხშაბათი, 12 აპრილი 2017 14:02

საქართველოს 18-წლამდელთა მორაგბეთა ნაკრებმა ევროპის ღია ჩემპიონატის ნახევარფინალში იაპონია იოლად, ანგარიშით 42:17 დაამარცხა და ფინალურ გადამწყვეტ შეხვედრაში საფრანგეთს დაუპირისპირდება. უმცროსი „ბორჯღალოსნები“ ფინალში ზედიზედ მესამედ გავიდნენ.

ვრცლად

ქალ ფეხბურთელთა ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი რაუნდი წარუმატებლად დაასრულა
ოთხშაბათი, 12 აპრილი 2017 13:05

მსოფლიოს 2019 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის შესარჩევი რაუნდის მესამე შეხვედრაში საქართველოს ქალ ფეხბურთელთა ნაკრებმა თბილისში მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე ლატვიასთან ფრედ 1:1 დაასრულა შეხვედრა და გათამაშებას გამოეთიშა.

ვრცლად

პრეზიდენტმა 91 პატიმარი შეიწყალა
ოთხშაბათი, 12 აპრილი 2017 13:02

საქართველოს პრეზიდენტმა 91 მსჯავრდებული შეიწყალა, აქედან 62 სასჯელაღსრულების დაწესებულებას დღესვე დატოვებს, 29-ს კი სასჯელი შეუმცირდა. ამის შესახებ შეწყალების კომისიის თავმჯდომარემ, ზვიად ქორიძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

ვრცლად

ჭიათურის მაღაროში მუშა გარდაიცვალა
ოთხშაბათი, 12 აპრილი 2017 13:00

ჭიათურის მაღაროში, უბედური შემთხვევის შედეგად მუშა გარდაიცვალა. გავრცელებული ინფორმაციით, მაღაროელი მე-3 სართულის კიბიდან ჩამოვარდა და ადგილზე დაიღუპა.

ვრცლად

ე.წ. ჭიაკოკონობაზე საბურავებისა და პლასტიკური ნარჩენის ღია წესით დაწვა 200-დან 500 ლარამდე დაჯარიმდება
ოთხშაბათი, 12 აპრილი 2017 12:59

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი მოახლოებულ ე.წ. „ჭიაკოკონობასთან“ დაკავშირებით მოქალაქეებს აფრთხილებს - არ დაწვან საბურავები და პლასტიკური მასალები. ნებისმიერი ტიპის ნარჩენის, მათ შორის, ფოთლებისა და საბურავების ღია წესით დაწვა აკრძალულია და გამოიწვევს დაჯარიმებას 200-დან 500 ლარამდე.

ვრცლად

გვერდი 1 / 2

ფოტო

News image

განსხვავებული რუსეთი ქუჩის ფოტოგრაფის ობიექტივში [Photos]

ვიდეო

„წყალს ვითხოვთ, რომ ხელები მაინც დავიბანოთ და ცოტა საჭმელს, რომ არ გვშიოდეს“

ვიდეო

საქონლის მასობრივი ქურდობის ფაქტები ყვარელში და არცერთი გამოძიებული საქმე

  • ამინდი
  • ვალუტა
კვირა 22.10.17
07:00-12:00
Clear skyfrom west10°C1.3m/s
0mm
12:00-18:00
Light rain showersNNW15°C0.2m/s
0.7mm
18:00-00:00
Partly cloudyNNW14°C0.9m/s
0mm
ორშაბათი 23.10.17 12:00-18:00
Fairfrom east-northeast14°C1.4m/s
0mm
სამშაბათი 24.10.17 12:00-18:00
Partly cloudy10°C0.8m/s
0mm
ოთხშაბათი 25.10.17 10:00-16:00
Clear skyfrom west-northwest13°C0.1m/s
0mm
yr.no

ავტორიზაცია

< აპრილი 2017 >
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვი
          1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30