04:37:23

ფირნიშები
სამშაბათი, 11 აპრილი 2017
12 აპრილს თელავის, ყვარლის, გურჯაანისა და ლაგოდეხის მოსახლეობის ნაწილს ელექტროენერგია შეუწყდება
სამშაბათი, 11 აპრილი 2017 18:13

სს „კახეთის ენერგოდისტრიბუციის“ ინფორმაციით, 12 აპრილს, ყვარლის, გურჯაანისა და ლაგოდეხის სოფლების მოსახლეობას, ასევე ქალაქ თელავის აბონენტებს ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდება. როგორც კომპანიაში განმარტავენ, ელექტროენერგიის შეზღუდვის მიზეზი დაგეგმილი პროფილაქტიკური სამუშაოებია.

ვრცლად

ზვავსაშიშროების გამო გუდაური-კობის მონაკვეთზე ტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალა
სამშაბათი, 11 აპრილი 2017 18:03

მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის საავტომობილო გზის გუდაური(ფოსტა)-კობის მონაკვეთზე, ინტენსიური თოვის გამო ზვავსაშიშროებაა, რის გამოც, ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა იკრძალება.

ვრცლად

ჩემპიონთა ლიგა დღეს მეოთხედფინალური შეხვედრებით განახლდება
სამშაბათი, 11 აპრილი 2017 18:00

სამკვირიანი შესვენების შემდეგ, ფეხბურთში ევროპის უპრესტიჟულესი საკლუბო ტურნირი მეოთხედფინალური მატჩებით განახლდება. იტალიის ჩემპიონი „იუვენტუსი“ ქალაქ ტურინში კატალონიის „ბარსელონას“ უმასპინძლებს და 2015 წელს ჩემპიონთა ლიგის ფინალში განცდილი მარცხისთვის რევანშის აღებას შეეცდება, პარალელურად კი ქალაქ დორტმუნდში ბორუსია-მონაკოს წყვილი ითამაშებს.

ვრცლად

ახმეტის საკრებულოში კიდევ ერთი ფრაქცია დაიშალა
სამშაბათი, 11 აპრილი 2017 17:37

ახმეტის საკრებულოში არსებული ფრაქცია „ამომრჩევლის ხმა“, რომელიც პარტია „ქართული ოცნების“ წევრების მიერ იყო შექმნილი, გაუქმებულია.

ვრცლად

23 აპრილს მთაწმინდის პარკში თბილისის ჩაის ფესტივალი გაიმართება
სამშაბათი, 11 აპრილი 2017 17:28

ფესტივალის ფარგლებში წარმოდგენილი იქნება წამყვანი ქართული და საერთაშორისო ჩაის მწარმოებელი კომპანიები, ჩაისა და თაფლის უნიკალური სახეები, კერამიკის კუთხე, იოგას კუთხე, ჩაი და წიგნების სკვერი. ფესტივალზე მისულ სტუმრებს შეეძლებათ ნუგბარის დეგუსტაცია, ასევე მოეწყობა სხვადასხვა ქვეყნის კუთხეები, რომლებსაც გააჩნიათ ჩაის მირთმევის უდიდესი კულტურა.

ვრცლად

სოფელ ვაქირში ახალი საავტომობილო გზა აშენდება
სამშაბათი, 11 აპრილი 2017 17:25

სიღნაღის რაიონის სოფელ ვაქირში ახალი საავტომობილო გზის მშენებლობა მიმდინარეობს. რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფორმაციით, 1კმ სიგრძეზე 6მ სიგანის ასფალტ-ბეტონის გზა დაიგება, ასევე მოეწყობა სანიაღვრე არხები. მათივე თქმით, აღნიშნულ მონაკვეთზე ამ დრომდე საავტომობილო გზა არ არსებობდა.

ვრცლად

მუსიკალური ფესტივალი Tbilisi Open Air 16-18 ივნისს გაიმართება
სამშაბათი, 11 აპრილი 2017 17:20

კავკასიაში უდიდესი მუსიკალური ფესტივალი Tbilisi Open Air, რომელსაც ყოველწლიურად AlterVision-ჯგუფი ატარებს, წელს 16-18 ივნისს გაიმართება. სამდღიანი ფესტივალი ლისის ტბის მახლობლად, ახალი იპოდრომის მიმდებარე ტერიტორიაზე ჩატარდება და მონაწილეობას 40-ზე მეტი შემსრულებელი მიიღებს.

ვრცლად

აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით „საქართველოს რკინიგზა“ რეისებსა და შემადგენლობას ზრდის
სამშაბათი, 11 აპრილი 2017 16:36

აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულთან დაკავშირებით, მგზავრების გაზრდილი ნაკადის დასაკმაყოფილებლად „საქართველოს რკინიგზა“ თბილისი-ზუგდიდი-თბილისის მიმართულებაზე ახალ შემადგენლობას ამატებს. რკინიგზის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ოთხვაგონიანი ელექტრომატარებელი რეისებს 13, 14, 15, 17 და 18 აპრილს შეასრულებს.

ვრცლად

რეიფ ფაინსი რუდოლფ ნურეევზე ბიოგრაფიულ ფილმს გადაიღებს
სამშაბათი, 11 აპრილი 2017 16:35

თეატრისა და კინოს ბრიტანელი ვარსკვლავი, ოსკარის ორგზის ნომინანტი მსახიობი და რეჟისორი რეიფ ფაინსი გამოჩენილ საბჭოელ მოცეკვავე რუდოლფ ნურეევზე ბიოგრაფიულ ფილმს გადაიღებს, რომელიც მისთვის რიგით მესამე სარეჟისორო ნამუშევარი იქნება.

ვრცლად

მალალა იუსაფზაი გაეროს ყველაზე ახალგაზრდა მშვიდობის ელჩი გახდა
სამშაბათი, 11 აპრილი 2017 16:31

ნობელის პრემიის ლაურეატი, 19 წლის პაკისტანელი მალალა იუსაფზაი, რომელიც მუსლიმი გოგონების განათლების უფლებისთვის იბრძვის, გაეროს ისტორიაში ყველაზე ახალგაზრდა მშვიდობის ელჩი გახდა. ამ თანამდებობაზე დანიშვნისას იუსაფზაიმ პირობა დადო, რომ გოგონების განათლებას განსაკუთრებულ ყურადღებას დაუთმობს.

ვრცლად

დიარბაქირში მომხდარი აფეთქების შედეგად 1 ადამიანი დაიღუპა, რამდენიმე კი დაშავდა
სამშაბათი, 11 აპრილი 2017 16:27

სამხრეთ-აღმოსავლეთ თურქეთის ქალაქ დიარბაქირში პოლიციის განყოფილებასთან დღეს მომხდარი აფეთქების შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა, სულ მცირე ოთხი კი დაშავდა.

ვრცლად

ველური სამყაროს კვირის საუკეთესო ფოტოები - The Guardian [Photos]
სამშაბათი, 11 აპრილი 2017 15:25

გასული კვირის საუკეთესო ფოტოები ბუნების, ცხოველებისა და ფრინველების ველურ სიცოცხლეს ასახავს ბრიტანული გამოცემა The Guardian-ის ფოტო-რუბრიკაში - Wildlife. გთავაზობთ სხვადასხვა ფოტოგრაფების მიერ გადაღებულ 10 საუკეთესო ფოტოს.

ვრცლად

თანამგზავრით გადაღებული დედამიწის უახლესი ფოტოები [Photos]
სამშაბათი, 11 აპრილი 2017 15:23

პოპულარული ბრიტანული გამოცემა „გარდიანი“ სხვადასხვა ამინდში გადაღებულ დედამიწის სხვადასხვა კონტინენტებისა და ადგილების ფოტოებს აქვეყნებს, რომელიც ევროპის კოსმოსურმა სააგენტომ (ESA) და ამერიკის აერონავტიკისა და კოსმოსის კვლევის ეროვნულმა სამმართველომ (NASA) თანამგზავრების მეშვეობით თებერვალში გადაიღეს.

ვრცლად

ვისტერიას ფესტივალი იაპონიაში [Photos]
სამშაბათი, 11 აპრილი 2017 15:21

გაზაფხულის დადგომა იაპონიაში ალუბლების ყვავილობასთან ასოცირდება, თუმცა ამომავალი მზის ქვეყანა ყოველწლიურად გაზაფხულზე ულამაზეს წარმოდგენას - ვისტერიას უდიდეს ფესტივალს მასპინძლობს.

ვრცლად

Soplidan.ge – თელაველი ნათია ნინიკელაშვილის სოფლის პროდუქტების ინტერნეტ მაღაზია
სამშაბათი, 11 აპრილი 2017 14:53

Soplidan.ge საქართველოში სოფლის პროდუქტების პირველი ინტერნეტ მაღაზიაა, სადაც მომხმარებელს შეუძლია იხილოს 200-ზე მეტი დასახელების პროდუქტი (ხილ-ბოსტნეული, ფრინველისა და საქონლის ხორცი, კვერცხი, თაფლი, რძის ნაწარმი და სხვა), შეუკვეთოს და მეორე დღეს სახლში მიიღოს. ონლაინ მაღაზიის შექმნის იდეა თელაველ 36 წლის ნათია ნინიკელაშვილს ეკუთვნის. მისი თქმით, ვებ-გვერდის შექმნის მთავარი მიზანი ქართველი მომხმარებლებისთვის ნატურალური პროდუქტების შეთავაზებაა.

ვრცლად

გვერდი 1 / 2

ფოტო

News image

განსხვავებული რუსეთი ქუჩის ფოტოგრაფის ობიექტივში [Photos]

ვიდეო

„წყალს ვითხოვთ, რომ ხელები მაინც დავიბანოთ და ცოტა საჭმელს, რომ არ გვშიოდეს“

ვიდეო

საქონლის მასობრივი ქურდობის ფაქტები ყვარელში და არცერთი გამოძიებული საქმე

  • ამინდი
  • ვალუტა
კვირა 23.07.17
09:00-12:00
Clear skyfrom north-northeast26°C1.3m/s
0mm
12:00-18:00
Clear skyfrom east-northeast29°C2.5m/s
0mm
18:00-00:00
Partly cloudyfrom north29°C3.4m/s
0mm
ორშაბათი 24.07.17 12:00-18:00
Fairfrom east28°C3.3m/s
0mm
სამშაბათი 25.07.17 12:00-18:00
Partly cloudyfrom north-northeast25°C1.7m/s
0mm
ოთხშაბათი 26.07.17 10:00-16:00
Partly cloudyfrom east27°C1.0m/s
0mm
yr.no

ავტორიზაცია

< აპრილი 2017 >
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვი
          1 2
3 4 5 6 7 8 9
10 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30