02:47:01

ფირნიშები
ორშაბათი, 10 აპრილი 2017
ოსლოში აფეთქების მომზადებაში ეჭვმიტანილი რუსი არასრულწლოვანი დააკავეს
ორშაბათი, 10 აპრილი 2017 12:05

ნორვეგიის დედაქალაქ ოსლოში აფეთქების მომზადებაში ეჭვმიტანილი 17 წლის რუსი თინეიჯერი დააკავეს. 8 აპრილს ქალაქის ერთ-ერთ ცენტრალურ რაიონში ასაფეთქებელი მოწყობილობის მსგავსი საგანი აღმოაჩინეს. პოლიციის ინფორმაციით, იგი მცირე სიმძლავრის თვითნაკეთი ბომბი იყო, რომელიც გააუვნებელყვეს.

ვრცლად

დიდი ოდენობით ქრთამის აღების ბრალდებით სამგორის გამგეობის სპეციალისტი დააკავეს
ორშაბათი, 10 აპრილი 2017 12:00

ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღების ბრალდებით სამგორის რაიონის გამგეობის მთავარი სპეციალისტი ირაკლი ლაბაძე დააკავეს.

ვრცლად

„დელტას“ ინფორმაციით, ახმეტაში, ლაგოდეხსა და გურჯაანში სეტყვა თავიდან იქნა აცილებული
ორშაბათი, 10 აპრილი 2017 11:53

სეტყვის საწინააღმდეგო სისტემის მართვის ცენტრის „დელტას“ ინფორმაციით, ახმეტის, ლაგოდეხისა და გურჯაანის რაიონებში სეტყვასაშიში ღრუბელი დამუშავდა, რის შედეგადაც სეტყვა თავიდან იქნა აცილებული და ნალექი წვიმის სახით მოვიდა.

ვრცლად

ეგვიპტის კოპტურ ეკლესიებში მომხდარ აფეთქებებს 40-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა [Photos]
ორშაბათი, 10 აპრილი 2017 11:32

ეგვიპტეში, ორ კოპტურ ეკლესიაში მომხდარი აფეთქებების შედეგად დაღუპულთა რიცხვმა 44-ს მიაღწია. კვირას ქალაქ ტანტაში, წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიაში აფეთქებას 27 ადამიანი ემსხვერპლა, 80-მდე ადამიანი კი დაშავდა. მოგვიანებით, ქალაქ ალექსანდრიაში მდებარე წმინდა მარკოზის საკათედრო ტაძარში აფეთქებისას 17 ადამიანი დაიღუპა, 50-მდე კი დაშავდა.

ვრცლად

საქართველოს ქალთა ნაკრებმა ესტონეთი დაამარცხა [Video]
ორშაბათი, 10 აპრილი 2017 10:59

საქართველოს ქალ ფეხბურთელთა ეროვნულმა ნაკრებმა მსოფლიოს 2019 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის პირველი საკვალიფიკაციო რაუნდის მეორე შეხვედრა გამართა. ლევან ბაჯელიძის გუნდი თბილისში ესტონეთს დაუპირისპირდა და 2:1 დაამარცხა მეტოქე.

ვრცლად

ახმეტასა და ლაგოდეხში იარაღის შეძენა-შენახვის ბრალდებით ორი პირი დააკავეს [Video]
ორშაბათი, 10 აპრილი 2017 10:50

სამართალდამცავებმა ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის და ტარების ბრალდებით ახმეტასა და ლაგოდეხში ორი პირი დააკავეს.

ვრცლად

თურქეთში ავარიის შედეგად საქართველოს ერთი მოქალაქე დაიღუპა, ხუთი დაშავდა
ორშაბათი, 10 აპრილი 2017 10:38

საქართველოს ერთი მოქალაქე დაიღუპა და ხუთი დაშავდა, თურქეთში მომხდარი ავტოკატასტროფის შედეგად. თურქული მედიის ინფორმაციით, სამგზავრო მიკროავტობუსი, საპირისპირო მიმართულებით მოძრავ ავტომობილს ქალაქ რიზესთან შეეჯახა.

ვრცლად

გალის რაიონის სოფელ სიდაში ცოლ-ქმარი მოკლეს
ორშაბათი, 10 აპრილი 2017 10:28

გალის რაიონის სოფელ სიდაში ცოლ-ქმარი სოფო და გია წურწუმიები მოკლეს. მათ ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღიდან საკუთარ ეზოში ესროლეს.

ვრცლად

სკოლებში პირველკლასელთა რეგისტრაცია იწყება
ორშაბათი, 10 აპრილი 2017 10:19

10-დან 24 აპრილის ჩათვლით რეგისტრაცია შეეძლებათ მხოლოდ იმ კატეგორიის მოსწავლეებს, რომლის და-ძმაც სწავლობს ამ სკოლაში, რომლის მშობელიც სკოლის თანამშრომელია და რომლის ოჯახიდანაც ერთდროულად ორი ან მეტი ბავშვი შედის პირველ კლასში.

ვრცლად

გომბორის გზაზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია
ორშაბათი, 10 აპრილი 2017 10:12

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ვაზიანი–გომბორი–თელავის საავტომობილო გზის კმ36-კმ58 (ვერონა-შუამთა) მონაკვეთზე მოცურების საწინააღმდგო ჯაჭვების გამოყენების რეჟიმი მოიხსნა და ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

ვრცლად

ლაშა ტალახაძე ევროპის ჩემპიონი მორიგი მსოფლიო რეკორდით გახდა
ორშაბათი, 10 აპრილი 2017 10:02

ხორვატიის ქალაქ სპლიტში გამართულ ევროპის ჩემპიონატზე ძალოსნობაში +105 კგ წონით კატეგორიაში ლაშა ტალახაძე ჩემპიონი გახდა. 23 წლის სპორტსმენმა მსოფლიო რეკორდიც დაამყარა - ატაცში მან სამი მისვლა ზუსტად გამოიყენა, დაძლია 203, 210 და 217 კგ და 1 კილოგრამით გააუმჯობესა ირანელი ძალოსანის, ბეჰდად სალიმის 2016 წლის ოლიმპიადაზე ნაჩვენები შედეგი.

ვრცლად

83 წლის ასაკში საქართველოს სახალხო არტისტი გივი ბერიკაშვილი გარდაიცვალა
ორშაბათი, 10 აპრილი 2017 09:55

ქართველი თეატრისა და კინოს მსახიობი, საქართველოს სახალხო არტისტი გივი ბერიკაშვილი 83 წლის ასაკში გარდაიცვალა. მსახიობი კლინიკა „მედი ქლაბში“ რამდენიმე დღის წინ მიიყვანეს. ის რეანიმაციაში, ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იყო შეერთებული.

ვრცლად

გვერდი 2 / 2

ფოტო

News image

განსხვავებული რუსეთი ქუჩის ფოტოგრაფის ობიექტივში [Photos]

ვიდეო

„წყალს ვითხოვთ, რომ ხელები მაინც დავიბანოთ და ცოტა საჭმელს, რომ არ გვშიოდეს“

ვიდეო

საქონლის მასობრივი ქურდობის ფაქტები ყვარელში და არცერთი გამოძიებული საქმე

  • ამინდი
  • ვალუტა
კვირა 22.10.17
07:00-12:00
Clear skyfrom west10°C1.3m/s
0mm
12:00-18:00
Light rain showersNNW15°C0.2m/s
0.7mm
18:00-00:00
Partly cloudyNNW14°C0.9m/s
0mm
ორშაბათი 23.10.17 12:00-18:00
Fairfrom east-northeast14°C1.4m/s
0mm
სამშაბათი 24.10.17 12:00-18:00
Partly cloudy10°C0.8m/s
0mm
ოთხშაბათი 25.10.17 10:00-16:00
Clear skyfrom west-northwest13°C0.1m/s
0mm
yr.no

ავტორიზაცია

< აპრილი 2017 >
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვი
          1 2
3 4 5 6 7 8 9
11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30