19:56:20

ფირნიშები
ორშაბათი, 10 აპრილი 2017
ჩინეთში ქართული ვაზის უნიკალური ჯიშები გაშენდება
ორშაბათი, 10 აპრილი 2017 17:48

საქართველოსა და ჩინეთის რესპუბლიკას შორის მეღვინეობა-მევენახეობის კუთხით თანამშრომლობის გაღრმავებისა და ქართული ვაზისა და ღვინის პოპულარიზაციის მიზნით, ჩინეთში, ნინსიას პროვინციაში ქართული ვაზის უნიკალური ჯიშები გაშენდება.

ვრცლად

პირადობის მოწმობების უფასოდ გაცემის აქცია დაიწყო
ორშაბათი, 10 აპრილი 2017 17:45

10 აპრილიდან პირადობის მოწმობების უფასოდ გაცემის მორიგი აქცია დიწყო. იუსტიციის სახლის ინფორმაციით, ახალი პირადობის მოწმობის უფასოდ მიღება შეეძლებათ პირებს 18 წლის ასაკიდან, რომლებიც არ ფლობენ ახალ მოწმობებს და პირველად იღებენ. აქცია 29 აპრილამდე გაგრძელდება.

ვრცლად

დავით გარეჯთან უბედური შემთხვევის შედეგად 40 წლამდე მამაკაცი გარდაიცვალა
ორშაბათი, 10 აპრილი 2017 17:43

საგარეჯოს რაიონში, დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსის ტერიტორიაზე უბედური შემთხვევის შედეგად 40 წლამდე მამაკაცი დაიღუპა. მამაკაცი კლდიდან გადავარდა და ადგილზე გარდაიცვალა.

ვრცლად

საუდის არაბეთის უმსხვილეს სავაჭრო ქსელში ქართული ცხვრის ხორცი იყიდება
ორშაბათი, 10 აპრილი 2017 17:25

საუდის არაბეთის მეგა მარკეტების უმსხვილეს სავაჭრო ქსელ „Tamimi Markets“-ის დედაქალაქ რიადის ფილიალებში პირველად სარეალიზაციოდ განთავსდა ქართული ცხვრის დაფასოებული ხორცი. ერთი კილოგრამი ხორცის ფასი ნაჭრეების მიხედვით, 38.95-39.95 საუდური რეალი ღირს, რაც 25.90 ლარის ეკვივალენტია.

ვრცლად

ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურსა და კარდიოლოგიის ცენტრს შორის მემორანდუმი გაფორმდა
ორშაბათი, 10 აპრილი 2017 16:53

ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურსა და აკადემიკოს გ. ჩაფიძის სახელობის გადაუდებელი კარდიოლოგიის ცენტრს შორის გაფორმდა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი, რომლის მიზანია ვეტერანთათვის კლინიკის სამედიცინო მომსახურების შეღავათიანი პირობებით ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა.

ვრცლად

ვეტერანებმა 9 აპრილს დაღუპულთა მემორიალი გვირგვინით შეამკეს [Photos]
ორშაბათი, 10 აპრილი 2017 16:50

ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორმა ვლადიმერ იმნაძემ და სამსახურის წარმომადგენლებმა, საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობისა და სამშობლოსათვის დაღუპულთა ხსოვნის დღესთან დაკავშირებით, რუსთაველის გამზირზე მდებარე 1989 წლის 9 აპრილს დაღუპულთა მემორიალი გვირგვინით შეამკეს.

ვრცლად

კვირის 10 საუკეთესო ფოტო - The Guardian [Photos]
ორშაბათი, 10 აპრილი 2017 16:33

პოპულარული ბრიტანული გამოცემა „გარდიანი“ გასული კვირის საუკეთესო ფოტოების კრებულს აქვეყნებს, სადაც უმეტესად მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებია ასახული.

ვრცლად

ავღანეთში მეამბოხეებმა უსაფრთხოების ძალების 13 წევრი მოკლეს
ორშაბათი, 10 აპრილი 2017 16:24

გასულ უქმეებზე ავღანეთში მეამბოხეთა მიერ მოწყობილი სხვადასხვა თავდასხმების შედეგად უსაფრთხოების ძალების 13 წევრი დაიღუპა.

ვრცლად

ამპუტანტ ფეხბურთელთა შორის საქართველოს ჩემპიონატი გაიხსნა [Photos]
ორშაბათი, 10 აპრილი 2017 15:44

8 აპრილს საქართველოს პარაოლიმპიურ კომიტეტში ამპუტანტ ფეხბურთელთა შორის საქართველოს ჩემპიონატი გაიხსნა. ჩემპიონატის გახსნას ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურისა და საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ხელმძღვანელები დაესწრნენ.

ვრცლად

„დელტას“ ხელმძღვანელი უჩა ძოძუაშვილი თანამდებობაზე აღადგინეს
ორშაბათი, 10 აპრილი 2017 15:31

სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკური ცენტრი „დელტას“ ხელმძღვანელი უჩა ძოძუაშვილი თანამდებობაზე აღადგინეს. ეს ინფორმაცია კახეთის საინფორმაციო ცენტრს „დელტას“ საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა, გიორგი კალატოზიშვილმა დაუდასტურა.

ვრცლად

ნაფარეული-ლაფანყურის 6 კილომეტრიანი გზის რეაბილიტაცია დასრულდა
ორშაბათი, 10 აპრილი 2017 15:28

თელავის რაიონში, ნაფარეული-ლაფანყურის გზის რეაბილიტაცია დასრულდა. პროექტის ფარგლებში რეაბილიტაცია ჩაუტარდა 6 კილომეტრიან გზის სავალ ნაწილს, ორ ხიდს, ასევე მოეწყო წყალგამტარი მილები, ავტობუსის გასაჩერებელი მოედანი, გადასასვლელები, ადგილობრივ გზებთან მიერთებები და მოსახლეობის ეზოებში შესასვლელები.

ვრცლად

გიგლა აგულაშვილმა სამუხის ველის მესაზღვრეები დააჯილდოვა
ორშაბათი, 10 აპრილი 2017 15:26

გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრმა სამუხის ველის მესაზღვრეები, რომლებიც რეინჯერებს ვაშლოვანის დაცული ტერიტორიების დაცვაში ეხმარებიან, მადლობის სიგელებით დააჯილდოვა და გაწეული სამსახურისთვის მადლობა გადაუხადა.

ვრცლად

სოფელ აკურაში ვირების ფერმა გაიხსნა
ორშაბათი, 10 აპრილი 2017 15:24

თელავის რაიონის სოფელ აკურაში ფერმერმა სოსო კირვალიძემ ვირების ფერმა გახსნა. მას მეურნეობაში 16 ვირი ჰყავს. როგორც კახეთის საინფორმაციო ცენტრს სოსო კირვალიძემ უთხრა, მთავარი მიზანი ვირის რძის წარმოებაა.

ვრცლად

სირიელ ბავშვთა თანადგომისთვის იტალიაში ფეხბურთელებმა მხარდამჭერი კამპანია წამოიწყეს
ორშაბათი, 10 აპრილი 2017 13:06

იტალიაში მოასპარეზე ფეხბურთელების მიერ სოციალურ ქსელებში თანაგრძნობის გამომხატველი კამპანია (Every Child Is My Child) დაიწყო, რაც სირიელი ბავშვების თანადგომითაა გამოხატული.

ვრცლად

უფლებადამცველთა ინფორმაციით, ორი საჰაერო იერიშის შედეგად სირიაში 35 ადამიანი დაიღუპა
ორშაბათი, 10 აპრილი 2017 13:04

ორგანიზაციამ „სირიის სამეთვალყურეო ადამიანის უფლებებისთვის“ (SOHR), რომელსაც ოფისი ინგლისში აქვს, განაცხადა, რომ სირიაში ორი საჰაერო იერიშის შედეგად სულ მცირე 35 ადამიანი დაიღუპა.

ვრცლად

გვერდი 1 / 2

ფოტო

News image

განსხვავებული რუსეთი ქუჩის ფოტოგრაფის ობიექტივში [Photos]

ვიდეო

„წყალს ვითხოვთ, რომ ხელები მაინც დავიბანოთ და ცოტა საჭმელს, რომ არ გვშიოდეს“

ვიდეო

საქონლის მასობრივი ქურდობის ფაქტები ყვარელში და არცერთი გამოძიებული საქმე

  • ამინდი
  • ვალუტა
ოთხშაბათი 13.12.17 12:00-18:00
Clear skyfrom east-southeast6°C1.7m/s
0mm
ხუთშაბათი 14.12.17 12:00-18:00
Clear skyfrom east-southeast4°C1.6m/s
0mm
პარასკევი 15.12.17 10:00-16:00
Clear skyfrom south-southeast2°C0.4m/s
0mm
yr.no

ავტორიზაცია

< აპრილი 2017 >
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვი
          1 2
3 4 5 6 7 8 9
11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30