13:12:18

შაბათი, 08 აპრილი 2017
9 აპრილს ბზობის დღესასწაული აღინიშნება
შაბათი, 08 აპრილი 2017 17:56

მართლმადიდებელი ეკლესია ხვალ იერუსალიმში მაცხოვრის დიდებით შესვლას, ბზობის დღესასწაულს აღნიშნავს. ამასთან დაკავშირებით ტაძრებში სადღესასწაულო წირვა-ლოცვა შესრულდება.

ვრცლად

„დარიალი ჰესი“ ექსპლუატაციაში შევიდა
შაბათი, 08 აპრილი 2017 17:52

ყაზბეგის მუნიციპალიტეტში დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში ყველაზე მძლავრი ჰიდროელექტროსადგური - „დარიალი ჰესი“ გაიხსნა. ჰესის დადგმული სიმძლავრე 108 მეგავატს შეადგენს, ხოლო ელექტროენერგიის დაგეგმილი საშუალო წლიური გამომუშავება 510 მლნ კვტ/სთ-ია. მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ჰესის ექსპლუატაციაში შესვლის შემდეგ, ზამთრის პერიოდში ელექტროენერგიის იმპორტი ყოველწლიურად 200 მლნ კვტ/სთ-ით შემცირდება.

ვრცლად

თონეების ოსტატი ავთანდილ მახათაძე სოფელ აფენიდან [Photos]
შაბათი, 08 აპრილი 2017 17:01

68 წლის ავთანდილ მახათაძე ლაგოდეხის რაიონის სოფელ აფენში თონეებს ამზადებს. მეთონეობა ოჯახური ტრადიციაა. ოსტატი უკვე 53 წელია ამ საქმეს მისდევს. ავთანდილ მახათაძის მიერ დამზადებულ თონეებს ძირითადად საცხობები და ადგილობრივები ყიდულობენ. თონეები გასაყიდად დაღესტანშიც გააქვთ. თონეების ფასი მოცულობის მიხედვით, 50 ლარიდან 200 ლარამდე მერყეობს.

ვრცლად

ინდოეთში გოგონა-მაუგლი აღმოაჩინეს [Videos]
შაბათი, 08 აპრილი 2017 16:41

ჩრდილოეთ ინდოეთის შტატ უტარ-პრადეშში პოლიციამ მცირეწლოვანი გოგონა იპოვა, რომელიც წლების განმავლობაში ტყეში მაიმუნებთან ერთად ცხოვრობდა. ბავშვი ნეპალის საზღვართან ახლოს, კატარნიაგჰატის ნაკრძალში მაიმუნების გარემოცვაში შემთხვევით აღმოაჩინეს.

ვრცლად

თემურ ლომიძე ვირის ძეხვის საწარმოს გახსნას გეგმავს
შაბათი, 08 აპრილი 2017 16:09

ფერმერმა თემურ ლომიძემ, რომელმაც ცოტა ხნის წინ საქართველოში ვირების პირველი ფერმა გახსნა,  ვირის რძე საკვებ პროდუქტად დაარეგისტრირა. მისი თქმით, 100 და 150-მილიგრამიან ქილებში დაფასოებული ვირის რძე მაღაზიებში 2 თვეში გამოჩნდება. ფერმერი ვირის რძისგან ყველსაც აწარმოებს. ერთი ლიტრი ვირის რძე 60 ლარი, ერთი კილო ყველი კი 2 000 ლარამდე ეღირება.

ვრცლად

ლაგოდეხის დაცულ ტერიტორიებზე ფოტომახემ ფოცხვერი დააფიქსირა [Video]
შაბათი, 08 აპრილი 2017 15:28

ლაგოდეხის დაცული ტერიტორიებზე ფოტომახემ ფოცხვერი გადაიღო. შესაბამის ვიდეოს ლაგოდეხის დაცული ტერიტორიების ადმინისტრაცია ავრცელებს. ფოცხვერი კრიტიკულ საფრთხეში მყოფი (CR) სახეობის სტატუსით წითელ წიგნშია შეტანილი.

ვრცლად

მოჭიდავეთა მსოფლიო რეიტინგის პირველ ადგილზე კვლავ ვლადიმერ ხინჩეგაშვილია
შაბათი, 08 აპრილი 2017 14:21

ჭიდაობის მსოფლიო გაერთიანებამ (UWW) თავისუფალი სტილით ჭიდაობაში განახლებული რეიტინგი გამოაქვეყნა. მსოფლიოს ახალ კლასიფიკაციაში სულ 9 ქართველია შესული. 57 კგ წონით კატეგორიაში რეიტინგს სათავეში უცვლელად უდგას 2016 წლის რიოს ოლიმპიადის გამარჯვებული, მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონი ვლადიმერ ხინჩეგაშვილი.

ვრცლად

სასტუმრო კომპლექს „ლოპოტაზე“ სამსართულიანი საცხოვრებელი კოტეჯი იწვის
შაბათი, 08 აპრილი 2017 13:59

სასტუმრო კომპლექს „ლოპოტას“ ტერიტორიაზე სამსართულიანი საცხოვრებელი კოტეჯი იწვის. საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს კახეთის სამმართველოს უფროსის გიორგი რუაძის განცხადებით, შემთხვევის ადგილზე თელავის სამი ბრიგადაა მობილებული, ახმეტის და ყვარლის სამაშველო ჯგუფები კი რამდენიმე წუთში დაემატებიან.

JavaScript is disabled!
To display this content, you need a JavaScript capable browser.

ვრცლად

ოთხ წელიწადში ვაშლოვანის დაცულ ტერიტორიებზე აზერბაიჯანიდან 53 ქურციკი შემოიყვანეს
შაბათი, 08 აპრილი 2017 13:17

ქურციკის პოპულაციის აღდგენის პროგრამის ფარგლებში, ოთხ წელიწადში ვაშლოვანის დაცულ ტერიტორიებზე აზერბაიჯანიდან 53 ქურციკი შემოიყვანეს. გარემოს დაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ქურციკის აღდგენა დღეისათვის საქართველოს გარემოსდამცველების ერთ-ერთი უმთავრესი საზრუნავია. ივრის ზეგანზე ეკოსისტემების გაჯანსაღება ამ ცხოველის გარეშე შეუძლებელია.

ვრცლად

სირიაში ანტისაჰაერო თავდაცვა გაძლიერდება - რუსეთის თავდაცვის სამინისტრო
შაბათი, 08 აპრილი 2017 12:15

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, სირიაში ანტისაჰაერო თავდაცვა მას შემდეგ გაძლიერდება, რაც შეერთებულმა შტატებმა ფრთოსანი რაკეტებით იერიში მიიტანა სირიის სამხედრო-საჰაერო ბაზაზე.

ვრცლად

ავღანელ ბავშვებს ქართველმა სამხედროებმა ზუგდიდიდან გაგზავნილი სასკოლო ნივთები გადასცეს
შაბათი, 08 აპრილი 2017 12:09

ავღანეთის ისლამურ რესპუბლიკაში ბაგრამის საავიაციო ბაზაზე „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიის ეგიდით დისლოცირებულმა საქართველოს შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფებმა ერთობლივი ჰუმანიტარული ოპერაცია განახორციელეს.

ვრცლად

თურქეთის ავიახაზების თვითმფრინავში ბავშვი დაიბადა [Photos]
შაბათი, 08 აპრილი 2017 11:50

ავიაკომპანია Turkish Airlines-ის თვითმფრინავში, რომელიც გვინეის დედაქალაქ კონაკრიდან სტამბოლისკენ მიფრინავდა, ბავშვი დაიბადა. პატარა გოგონას დედა საფრანგეთის მოქალაქეა, რომელსაც სამშობიარო დახმარება თურქეთის ავიახაზების ბორტგამცილებლებმა გაუწიეს.

ვრცლად

ესპანეთის ნაკრების ფეხბურთელი გაძარცვეს და პისტოლეტით დაემუქრნენ
შაბათი, 08 აპრილი 2017 11:48

ესპანური გამოცემა El Mundo-ს ინფორმაციით, 6 აპრილს ადგილობრივი დროით, დაახლოებით 19:00 საათზე, ესპანეთის ეროვნული ნაკრებისა და მადრიდის „ატლეტიკოს“ ნახევარმცველი კოკე გაძარცვეს. ფეხბურთელი მიწისქვეშა ავტოსადგომზე თავის მანქანაში იმყოფებოდა, როცა მასთან აგრესიულად განწყობილი ადამიანი მივიდა და პისტოლეტით დაემუქრა.

ვრცლად

ყალბი საგადასახადო დოკუმენტების დამზადება-გამოყენების ბრალდებით ორი მეწარმე დააკავეს
შაბათი, 08 აპრილი 2017 11:34

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, ყალბი საგადასახადო დოკუმენტების დამზადება-გამოყენების ფაქტზე დაკავებულმა ბრალდებულებმა 8 000 000 ლარამდე ღირებულების ყალბი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები დაამზადეს, რის შედეგადაც სახელმწიფო ბიუჯეტს 1 225 610 ლარის ზიანი მიადგა.

ვრცლად

ყაჩაღობის ბრალდებით სამი პირი დააკავეს
შაბათი, 08 აპრილი 2017 11:23

სამართალდამცავებმა ჯგუფურად ჩადენილი ყაჩაღობისა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით, სამი პირი: 35 წლის, წარსულში მკვლელობისთვის ნასამართლევი კ.მ., 41 წლის, წარსულში ყაჩაღობისთვის, ქურდობისა და ხულიგნობისთვის ნასამართლევი გ.ზ. და 36 წლის, ნარკოდანაშაულისთვის პასუხისგებაში მიცემული დ.კ. დააკავეს.

ვრცლად

გვერდი 1 / 2

ფოტო

News image

განსხვავებული რუსეთი ქუჩის ფოტოგრაფის ობიექტივში [Photos]

ვიდეო

„წყალს ვითხოვთ, რომ ხელები მაინც დავიბანოთ და ცოტა საჭმელს, რომ არ გვშიოდეს“

ვიდეო

საქონლის მასობრივი ქურდობის ფაქტები ყვარელში და არცერთი გამოძიებული საქმე

  • ამინდი
  • ვალუტა
ორშაბათი 24.04.17
18:00-00:00
Fairfrom northwest13°C1.7m/s
0mm
სამშაბათი 25.04.17 12:00-18:00
Partly cloudyNNW10°C2.4m/s
0mm
ოთხშაბათი 26.04.17 12:00-18:00
Fairfrom east10°C2.8m/s
0mm
ხუთშაბათი 27.04.17 10:00-16:00
Clear skyfrom east-southeast10°C0.8m/s
0mm
yr.no

ავტორიზაცია

< აპრილი 2017 >
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვი
          1 2
3 4 5 6 7 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30