20:35:51

პარასკევი, 07 აპრილი 2017
სტოკჰოლმში სატვირთო მანქანა ხალხს დაეჯახა, დაღუპულია სამი ადამიანი
პარასკევი, 07 აპრილი 2017 17:56

შვედეთის დედაქალაქ სტოკჰოლმის ცენტრში, ფეხით სასიარულო ცნობილ ქუჩაზე „დრუტნინგატანი“, სატვირთო მანქანა ხალხს დაეჯახა. დაღუპულია სულ მცირე სამი ადამიანი, რამდენიმე მათგანი კი დაშავდა.

ვრცლად

საგარეო საქმეთა სამინისტრო - აშშ-ის მიერ განხორციელებული საპასუხო ქმედება იყო ადეკვატური
პარასკევი, 07 აპრილი 2017 17:49

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო შეშფოთებას გამოთქვამს სირიაში, ქალაქ ჰან შეიხუნში ქიმიური იარაღის გამოყენებასთან დაკავშირებით, რასაც მშვიდობიანი მოსახლეობის მსხვერპლი მოჰყვა.

ვრცლად

„თი-ბი-სი ბანკი“ კომუნალურ და სხვა გადახდებზე საკომისიო ტარიფს აორმაგებს
პარასკევი, 07 აპრილი 2017 17:47

„თი-ბი-სი ბანკი“ 18 აპრილიდან ინტერნეტ და მობაილბანკით შესრულებულ კომუნალურ და სხვა გადახდებზე საკომისიოს ტარიფს ზრდის. საკომისიო 0.5 ლარის ნაცვლად ერთი ლარი გახდება. ბანკმა აღნიშული შინაარსის შეტყობინებები ფიზიკურ და იურიდიულ პირებს გაუგზავნა.

ვრცლად

სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო ხელისუფლება 7 აპრილიდან სამი დღით ე.წ. საზღვარს დაკეტავს
პარასკევი, 07 აპრილი 2017 17:28

ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო ხელისუფლება 7 აპრილს, 20 საათიდან დანარჩენ საქართველოსთან ე.წ. საზღვარს დაკეტავს.

ვრცლად

სკოლებში პირველკლასელთა რეგისტრაცია 10 აპრილიდან დაიწყება
პარასკევი, 07 აპრილი 2017 16:29

10-დან 24 აპრილის ჩათვლით რეგისტრაცია შეეძლებათ მხოლოდ იმ კატეგორიის მოსწავლეებს, რომლის და-ძმაც სწავლობს ამ სკოლაში, რომლის მშობელიც სკოლის თანამშრომელია და რომლის ოჯახიდანაც ერთდროულად ორი ან მეტი ბავშვი შედის პირველ კლასში.

ვრცლად

საბერძნეთის საჯარო სკოლაში ქართულ ენას ასწავლიან
პარასკევი, 07 აპრილი 2017 16:16

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ, საბერძნეთის საჯარო სკოლებისათვის სპეციალურად შემუშავებული ქართული ენის სწავლების საპილოტე პროგრამა ამოქმედდა. ქართული ენის გაკვეთილები კვირაში ორჯერ, სატესტო რეჟიმში აპრილ-მაისის პერიოდში ჩატარდება. პროგრამა სრულად სექტემბრიდან, ახალი სასწავლო წლის დაწყებასთან ერთად ამოქმედდება.

ვრცლად

მარგველაშვილი ჟურნალისტებს: მედიაში განვითარებულმა მოვლენებმა გამოკვეთა, რომ თქვენი ძალა თქვენს ერთობაშია
პარასკევი, 07 აპრილი 2017 14:52

მედიაში განვითარებულმა მოვლენებმა ცხადად გამოკვეთა, რომ თქვენი ძალა თქვენს ერთობაშია, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა პარლამენტში ყოველწლიური მოხსენებით გამოსვლისას განაცხადა. გიორგი მარგველაშვილმა მედიის წარმომადგენლებს მიმართა და აღნიშნა, რომ სწორედ მედია ასაჯაროებს ხალხის ხმას.

ვრცლად

პრეზიდენტი - სამუშაო ადგილები, სიღარიბე, ფასების ზრდა და მწირი პენსიები აწუხებს საზოგადოებას
პარასკევი, 07 აპრილი 2017 14:35

პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, საქართველოს მოსახლეობას ყველაზე მეტად სამუშაო ადგილები, სიღარიბე, ფასების ზრდა, მწირი პენსიები და ლარის არასტაბილურობა აწუხებს. მისივე თქმით, აღნიშნული პრობლემები ყოველგვარი კვლევის გარეშე თვალსაჩინოა.

ვრცლად

8 წლის შვილის ცემაში ბრალდებულ მამაკაცს ორი წლით პატიმრობა მიესაჯა
პარასკევი, 07 აპრილი 2017 13:41

თბილისის საქალაქო სასამართლომ 2 წლით პატიმრობა მიუსაჯა მამაკაცს, რომელმაც 8 წლის შვილს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. მთავარი პროკურატურის ინფორმაციით, ვ.ლ. არასრულწლოვანს ურტყამდა სახის და ზურგის არეში, რა დროსაც გოგონამ ფიზიკური ტკივილი განიცადა.

ვრცლად

შეერთებულმა შტატებმა სირიის სამხედრო-საჰაერო ბაზაზე იერიში მიიტანა
პარასკევი, 07 აპრილი 2017 13:13

ამერიკის შეერთებულმა შტატებმა სირიის პრეზიდენტ ასადის რეჟიმზე პირდაპირი სამხედრო იერიში მიიტანა, რისთვისაც შორი რადიუსის მოქმედების 50-ზე მეტი რაკეტა გამოიყენა. დარტყმები სირიაში, ჰომსის პროვინციაში მდებარე სამხედრო ბაზაზე ხმელთაშუა ზღვაში მყოფი ორი ხომალდიდან განხორციელდა.

ვრცლად

პრეზიდენტი პარტიებს - თვითმმართველობის არჩევნებზე იმედგაცრუებულ ამომრჩეველს ძლიერი არჩევანი შესთავაზეთ
პარასკევი, 07 აპრილი 2017 13:09

მოძებნეთ გამაერთიანებელი იდეები, იპოვეთ ერთმანეთთან მისასვლელი გზები და მრავალჯერ იმედგაცრუებულ ამომრჩეველს შესთავაზეთ ძლიერი, სანდო არჩევანი, - ამის შესახებ პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა პარლამენტში წლიური ანგარიშით გამოსვლისას განაცხადა, სადაც მან პოლიტიკურ პარტიებს მიმართა.

ვრცლად

პრეზიდენტმა დეპუტატებს ქართული წარმოების წახალისების მიზნით შექმნილი დაგროვების ბარათები დაურიგა
პარასკევი, 07 აპრილი 2017 13:00

დაგროვების ბარათი საპრეზიდენტო კამპანიის „მოითხოვე ქართული” პროექტის ფარგლებში შეიქმნა და ქართული პროდუქციის შეძენისას მასზე მომხმარებელს ბონუსქულები დაერიცხება.

ვრცლად

მარგველაშვილი - პრეზიდენტის არჩევის წესი დღევანდელი ან ყოფილი პრემიერის სურვილზე არ უნდა იყოს დამოკიდებული
პარასკევი, 07 აპრილი 2017 12:53

პრეზიდენტის არჩევის წესი დღევანდელი, ან ხვალინდელი პრეზიდენტის, დღევანდელი, ან ყოფილი პრემიერის სურვილებზე კი არ უნდა იყოს მორგებული, არამედ ხალხის საჭიროებებზე. რეალური ბალანსის შექმნის აუცილებლობაზე, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა პარლამენტში ყოველწლიური მოხსენების დროს განაცხადა.

ვრცლად

საქართველოში ყოველი მეხუთე ადამიანი თამბაქოსგან გამოწვეული დაავადებებით იღუპება
პარასკევი, 07 აპრილი 2017 12:45

საქართველოში ყოველი მეხუთე ადამიანი თამბაქოსგან გამოწვეული დაავადებებით იღუპება, - ამის შესახებ „თამბაქოს კონტროლის ალიანსის“ ხელმძღვანელმა განაცხადა. გიორგი ბახტურიძის თქმით, თამბაქოსგან გამოწვეული დაავადებებით დაღუპულთა რიცხვი წელიწადში დაახლოებით 11 000 ადამიანს შეადგენს. აქედან დაახლოებით 3 000 პირი თამბაქოს მეორადი კვამლის შედეგად იღუპება.

ვრცლად

ბოდბის წმინდა გიორგის ტაძარში ხატებს რესტავრაცია ჩაუტარდა [Photos]
პარასკევი, 07 აპრილი 2017 11:52

კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულმა სააგენტომ ბოდბეში, წმინდა გიორგის ტაძარში არსებული ხატების რესტავრაცია დაასრულა. სააგენტოს ინფორმაციით, აღდგა ფერწერული ხატები, იკონოსტასს მოცილდა ბრინჯაოს საღებავი, შეივსო და დაიფარა კანკელის დაკარგული ადგილები და მოხდა კანკელის მერქნის დეზინსექცია.

ვრცლად

გვერდი 1 / 2

ფოტო

News image

განსხვავებული რუსეთი ქუჩის ფოტოგრაფის ობიექტივში [Photos]

ვიდეო

„წყალს ვითხოვთ, რომ ხელები მაინც დავიბანოთ და ცოტა საჭმელს, რომ არ გვშიოდეს“

ვიდეო

საქონლის მასობრივი ქურდობის ფაქტები ყვარელში და არცერთი გამოძიებული საქმე

  • ამინდი
  • ვალუტა
ორშაბათი 01.05.17
01:00-06:00
Clear skyNNW14°C1.4m/s
0mm
06:00-12:00
Clear skyfrom west13°C1.3m/s
0mm
12:00-18:00
Partly cloudyfrom east-northeast21°C1.2m/s
0mm
18:00-00:00
Partly cloudyfrom east-northeast21°C1.7m/s
0mm
სამშაბათი 02.05.17 12:00-18:00
Partly cloudyfrom east-northeast21°C2.3m/s
0mm
ოთხშაბათი 03.05.17 10:00-16:00
Light rain15°C2.3m/s
0.6mm
ხუთშაბათი 04.05.17 10:00-16:00
Rain showers17°C1.3m/s
1.6mm
yr.no

ავტორიზაცია

< აპრილი 2017 >
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვი
          1 2
3 4 5 6 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30