13:11:10

ხუთშაბათი, 06 აპრილი 2017
10 აპრილიდან პირადობის მოწმობების უფასოდ გაცემის აქცია იწყება
ხუთშაბათი, 06 აპრილი 2017 21:04

10-დან 29 აპრილამდე პირადობის მოწმობების უფასოდ გაცემის მორიგი აქცია იწყება. იუსტიციის სახლის ინფორმაციით, ახალი პირადობის მოწმობის უფასოდ მიღება შეეძლებათ პირებს 18 წლის ასაკიდან, რომლებიც არ ფლობენ ახალ მოწმობებს და პირველად იღებენ.

ვრცლად

ჩინეთში შესაძლოა ქართული ქალაქი და ქუჩა შეიქმნას
ხუთშაბათი, 06 აპრილი 2017 21:02

ჩინეთში შესაძლოა ქართული ქალაქი და ქუჩა შეიქმნას, - ამის შესახებ „საქმის კურსის“ ეთერში პრეზიდენტის ეკონომიკურმა მრჩეველმა მაია მელიქიძემ განაცხადა. მან გადაცემაში ჩინეთში ვიზიტი შეაჯამა და განაცხადა, რომ არსებობს იდეა, ჩინეთის შანდონის პროვინციაში, პატარა ქალაქ პინჯოუში მცირე მასშტაბის ქალაქი შეიქმნას, სადაც ქართული პროდუქცია იქნება წარმოდგენილი.

ვრცლად

სამ თვეში მედიკამენტების უკანონოდ გაყიდვის 149 შემთხვევა გამოვლინდა
ხუთშაბათი, 06 აპრილი 2017 20:59

სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს ინფორმაციით, 2017 წლის იანვარ-მარტში მედიკამენტების უკანონოდ გაყიდვის 149 შემთხვევა გამოავლინეს.

ვრცლად

საგარეჯოში სასტუმრო „Rooms“ აშენდება
ხუთშაბათი, 06 აპრილი 2017 20:55

შპს „სითი ლოფტი“ საგარეჯოში, სოფელ სათაფლეში 30 ნომრიან, თანამედროვე სტანდარტების შესაბამის სასტუმრო „Rooms“-ს ააშენებს. სასტუმროს ტერიტორიაზე გაშენდება კაკლისა და ნუშის მრავალწლიანი ნარგავები, ხელოვნური ტბორი და საოჯახო ტიპის გასართობ-დასასვენებელი კომპლექსი. სასტუმროში 30 ადამიანი დასაქმდება.

ვრცლად

7, 8 და 9 აპრილს მარხვა თევზით ხსნილია
ხუთშაბათი, 06 აპრილი 2017 20:53

7, 8 და 9 აპრილს მორწმუნეებისთვის თევზით ხსნილი იქნება. დიდმარხვის მეექვსე შვიდეულის პარასკევს, 7 აპრილს, მართლმადიდებელი ეკლესია ხარების დღესასწაულს აღნიშნავს. ამ დღეს მთავარანგელოზმა გაბრიელმა ღვთისმშობელს ახარა, რომ სულიწმინდით მისგან იშვებოდა ძე ღვთისა და კაცთა მაცხოვარი.

ვრცლად

კახეთში სეტყვის საწინააღმდეგო სისტემა სრული მზადყოფნის რეჟიმზე გადავიდა
ხუთშაბათი, 06 აპრილი 2017 20:50

სამეცნიერო კვლევითი ცენტრი „დელტას“ ინფორმაციით, სეტყვის საწინააღმდეგო სისტემა სრული მზადყოფნის რეჟიმზე გადავა. „დელტას“ მიერ სეტყვის სეზონისთვის კახეთის მთელ რეგიონში განლაგებული 83 ერთეული სეტყვასაწინააღმდეგო სარაკეტო დანადგარი დატენილია.

ვრცლად

დონალდ ტრამპი აშშ-ში საქართველოს ელჩს დავით ბაქრაძეს შეხვდა
ხუთშაბათი, 06 აპრილი 2017 18:27

ამერიკის შეერთებულ შტატებში საქართველოს საელჩოს ინფორმაციით, თეთრ სახლში აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა საქართველოს ელჩი დავით ბაქრაძე მიიღო.

ვრცლად

ევროპარლამენტმა უკრაინასთან სავიზო რეჟიმის გაუქმებას მხარი დაუჭირა
ხუთშაბათი, 06 აპრილი 2017 17:37

ევროპარლამენტმა უკრაინასთან სავიზო რეჟიმის გაუქმებას მხარი დაუჭირა. ბრიუსელში გამართულ კენჭისყრას 521 მომხრე და 75 წინააღმდეგი ჰყავდა.

ვრცლად

საგარეჯოსა და ლაგოდეხში რცხილას, წიფლისა და ჭალის მუხის უკანონო ჭრის 16 ფაქტი გამოვლინეს [Photos]
ხუთშაბათი, 06 აპრილი 2017 16:44

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ინფორმაციით, კახეთის სამმართველოს თანამშრომლებმა ხე-ტყის უკანონო ჭრის და შემდგომ მისი ტრანსპორტირების 16 ფაქტი გამოავლინეს.

ვრცლად

პროფესიული განათლების მიღების მსურველთა რეგისტრაცია 8 აპრილს დასრულდება
ხუთშაბათი, 06 აპრილი 2017 16:16

პროფესიული განათლების მიღების მსურველებს რეგისტრაციის გავლა საგანმანათლებლო რესურსცენტრებსა და პროფესიულ სასწავლებლებში 8 აპრილის ჩათვლით შეუძლიათ. წელს პირველად, აპლიკანტებს საშუალება აქვთ ასევე გამოიყენონ ელექტრონული რეგისტრაციის რეჟიმიც www.vet.emis.ge.

ვრცლად

ეროვნულ ბიბლიოთეკაში ვაჟა-ფშაველას მუზეუმ-სამკითხველო გაიხსნება
ხუთშაბათი, 06 აპრილი 2017 16:13

ეროვნულ ბიბლიოთეკაში ვაჟა-ფშაველას მუზეუმ-სამკითხველო შეიქმნება. აღნიშნული სივრცე სამკითხველო დარბაზს, მუზეუმს, სტუდენტურ ინოვაციურ კუთხესა და რეგისტრატურას გააერთიანებს. მუზეუმ - სამკითხველოთი სარგებლობას მკითხველები შემოდგომიდან შეძლებენ.

ვრცლად

საქართველოს ნაკრები მსოფლიო რეიტინგში ოთხი ადგილით დაწინაურდა
ხუთშაბათი, 06 აპრილი 2017 15:44

საქართველოს ეროვნული ნაკრები FIFA-ს რეიტინგში ოთხი პოზიციით დაწინაურდა. „ჯვაროსნებს“ განახლებულ მსოფლიო რეიტინგში 274 ქულა აქვთ და 122-ე ადგილზე იმყოფებიან. შეგახსენებთ, რომ ვლადიმირ ვაისის გუნდმა მარტში 2 შეხვედრა ჩაატარა - მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში სერბეთის ნაკრებთან 1:3 წააგო, ხოლო ამხანაგური მატჩი ლატვიას 5:0 მოუგო.

ვრცლად

ვაშინგტონში მარიოს თემატური ბარი გაიხსნა [Video – Photos]
ხუთშაბათი, 06 აპრილი 2017 15:42

შეერთებული შტატების დედაქალაქ ვაშინგტონში კომპანია „ნინტენდოს“ სუპერპოპულარული ვიდეოთამაშის გმირ სუპერ მარიოსა და მისი სხვა პერსონაჟების შთაგონებით თემატური ბარი სახელად The Cherry Blossom გაიხსნა.

ვრცლად

რუსეთში სიღარიბის ზღვარზე 19.8 მილიონი მოქალაქე იმყოფება
ხუთშაბათი, 06 აპრილი 2017 15:40

რუსეთის სტატისტიკის სახელმწიფო სამსახურის თანახმად, სიღარიბის ზღვარზე მყოფი რუსეთის მოქალაქეების რაოდენობამ 19.8 მილიონს მიაღწია, რაც 300 ათასით მეტია გასულ წელთან შედარებით.

ვრცლად

დედოფლისწყაროს საკრებულოს თავმჯდომარედ თამაზ თამაზაშვილის ცოლისძმა ნუგზარ პაპიაშვილი აირჩიეს
ხუთშაბათი, 06 აპრილი 2017 13:13

დედოფლისწყაროს საკრებულოს სხდომაზე საკრებულოს ახალ თავმჯდომარედ ნუგზარ პაპიაშვილი აირჩიეს, რომელიც ამ თანამდებობაზე ერთადერთი კანდიდატი იყო. მას მხარი საკრებულოს 24-მა წევრმა დაუჭირა. ნუგზარ პაპიაშვილი ყოფილი პრემიერ–მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის სიმამრის, თამაზ თამაზაშვილის ცოლის, მაია თამაზაშვილის ძმაა.

ვრცლად

გვერდი 1 / 3

ფოტო

News image

განსხვავებული რუსეთი ქუჩის ფოტოგრაფის ობიექტივში [Photos]

ვიდეო

„წყალს ვითხოვთ, რომ ხელები მაინც დავიბანოთ და ცოტა საჭმელს, რომ არ გვშიოდეს“

ვიდეო

საქონლის მასობრივი ქურდობის ფაქტები ყვარელში და არცერთი გამოძიებული საქმე

  • ამინდი
  • ვალუტა
ორშაბათი 24.04.17
17:00-18:00
Cloudyfrom northwest14°C3.0m/s
0mm
18:00-00:00
Fairfrom northwest13°C1.7m/s
0mm
სამშაბათი 25.04.17 12:00-18:00
Partly cloudyNNW10°C2.4m/s
0mm
ოთხშაბათი 26.04.17 12:00-18:00
Fairfrom east10°C2.8m/s
0mm
ხუთშაბათი 27.04.17 10:00-16:00
Clear skyfrom east-southeast10°C0.8m/s
0mm
yr.no

ავტორიზაცია

< აპრილი 2017 >
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვი
          1 2
3 4 5 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30