20:42:31

ოთხშაბათი, 05 აპრილი 2017
ვეტერანების პროთეზირების მე-8 ეტაპი განხორციელდა
ოთხშაბათი, 05 აპრილი 2017 16:16

სამმხრივი ურთიერთთანამშრომლობის შესახებ, სსიპ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურს, გერმანულ კომპანია „ottobock”-ს და შპს „შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა სოციალური რეაბილიტაციის ცენტრს“ შორის გაფორმებული მემორანდუმის თანახმად, მიმდინარე წლის 5 აპრილს განხორციელდა ვეტერანების პროთეზირების მე-8 ეტაპი, ამ ეპატზე მოხდება 17 ვეტერანისათვის მაღალხარისხიანი გერმანული საპროთეზო საშუალების მორგება/დამზადება.

ვრცლად

პროექტი „კინო სკოლაში“ ახალ სეზონს იწყებს
ოთხშაბათი, 05 აპრილი 2017 14:23

კინოგანათლების პოპულარიზაციაზე ორიენტირებული პროექტი სახელად „კინო სკოლაში“, რომელიც მიზნად ისახავს მოზარდებში კრიტიკული აზროვნებისა და შემოქმედებითი უნარების განვითარებას, ახალ სეზონს იწყებს.

ვრცლად

გასული წლის სამ თვესთან შედარებით ღვინის ექსპორტი 85%–ით გაიზარდა
ოთხშაბათი, 05 აპრილი 2017 13:21

ღვინის ეროვნული სააგენტოს მონაცემებით, 2017 წლის იანვარ-მარტში საქართველოდან მსოფლიოს 38 ქვეყანაში ექსპორტირებულია 14 199 018 ბოთლი (0,75 ლ) ღვინო, რაც 85%-ით აღემატება გასული წლის ანალოგიურ მონაცემებს.

ვრცლად

კვირიკაშვილი - 2016 წელს ქვეყანაში ტურისტების რეკორდული რაოდენობა დაფიქსირდა
ოთხშაბათი, 05 აპრილი 2017 13:16

2016 წელს ქვეყანაში დაფიქსირდა რეკორდი - 6,3 მილიონი ტურისტი, ხოლო ტურიზმიდან შემოსავლებმა გადააჭარბა 2 მილიარდ დოლარს,- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ევროპისა და აზიის მთის კურორტების საერთაშორისო კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

ვრცლად

ვინ რამდენით დაჯარიმდება თამბაქოს აკრძალულ ადგილებში მოწევის შემთხვევაში
ოთხშაბათი, 05 აპრილი 2017 13:10

თამბაქოს კონტროლის შესახებ კანონპროექტი მოწევასთან დაკავშირებით აკრძალვებს საზოგადოებრივი თავშეყრის სხვადასხვა ობიექტებში აწესებს, დარღვევა კი შესაბამის ჯარიმებს ითვალისწინებს. კანონპროექტით აკრძალულ ადგილებში თამბაქოს მოწევა 20-დან 2 000 ლარით დაჯარიმდება.

ვრცლად

გარევაჭრობის ობიექტებში გაფუჭებული და ვადაგასული საკვები პროდუქტები აღმოაჩინეს [Video]
ოთხშაბათი, 05 აპრილი 2017 13:05

გარევაჭრობისთვის განკუთვნილი უნებართვო კონსტრუქციების გატანისას, თბილისის მერიის ზედამხედველობის სამსახურის თანამშრომლებმა, დახლების ქვეშ, გაფუჭებული და ვადაგასული საკვები პროდუქტები აღმოაჩინეს. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

ვრცლად

IRI-ის კვლევით რესპონდენტთა 47% ქვეყანაში მთავარ პრობლემად უმუშევრობას ასახელებს
ოთხშაბათი, 05 აპრილი 2017 12:55

IRI-ის მიერ ჩატარებული გამოკითხვის მიხედვით, რესპონდენტთა 47% მიიჩნევს, რომ ქვეყანაში მთავარი პრობლემა უმუშევრობაა. კერძოდ, კითხვაზე „რა მიგაჩნიათ საქართველოს წინაშე მდგარ მთავარ პრობლემად“ გამოკითხულთა 47% პასუხობს, რომ მთავარი პრობლემა უმუშევრობაა.

ვრცლად

IRI- მოსახლეობის 92% პრეზიდენტის პირდაპირი წესით არჩევის მომხრეა, მარგველაშვილი 67%-ს მოწონს
ოთხშაბათი, 05 აპრილი 2017 12:50

IRI-ის კვლევის თანახმად, საქართველოს მოსახლეობის 92% პრეზიდენტის პირდაპირი წესით არჩევის მომხრეა. გამოკითხულთა მხოლოდ 5% უჭერს მხარს პრეზიდენტის არჩევას პარლამენტის მიერ, ხოლო 3%-ს კითხვაზე პასუხი არ აქვს.

ვრცლად

ელდარის ველზე ნაქალაქარ „ხორანთას“ კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭა [Photos]
ოთხშაბათი, 05 აპრილი 2017 12:48

კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელის ნიკოლოზ ანთიძის ბრძანებით, ნაქალაქარ ხორანთას კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსი მიენიჭა. ხორანთა დედოფლისწყაროს რაიონში, ელდარის ველზე, სამუხის ქედის დასავლეთ ძირში  მდებარეობს.

ვრცლად

IRI- რეგიონებში „ქართულ ოცნებას“ 26% აქვს, „ნაციონალური მოძრაობას“ 15%
ოთხშაბათი, 05 აპრილი 2017 12:46

კითხვაზე „შემდეგ კვირას ადგილობრივი არჩევნები რომ ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას“, გამოკითხულთა 26%-მა „ქართული ოცნება“ დაასახელა, 15%-მა - „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“, 7%-მა -„ევროპული საქართველო“, 6%-მა „ლეიბორისტული პარტია“, 4%-მა - „პატრიოტთა ალიანსი“.

ვრცლად

IRI-ის კვლევის მიხედვით, ინსტიტუტების რეიტინგში ეკლესია 88%-ით ლიდერობს
ოთხშაბათი, 05 აპრილი 2017 12:41

IRI-ის კვლევის შედეგების მიხედვით, გამოკითხულთა უმეტესობას ყველაზე მეტად ეკლესიის საქმიანობა მოსწონს. უფრო კონკრეტულად, შესაბამის რეიტინგში ეკლესია 88 %-ით ლიდერობს. რეიტინგში მეორე ადგილი - 86 %-ით უკავია ქართულ არმიას, მესამე კი 74 %-ით ქართულ მედიას.

ვრცლად

საქართველოსა და ევროპოლს შორის შეთანხმება გაფორმდა
ოთხშაბათი, 05 აპრილი 2017 12:34

საქართველოსა და ევროპის პოლიციის სამსახურს შორის „ოპერატიული და სტრატეგიული თანამშრომლობის შესახებ შეთანხმებას“ მოეწერა ხელი. შეთანხმების საფუძველზე, საქართველოს შესაძლებლობა ექნება, ევროპოლთან და მისი მეშვეობით, ევროკავშირის წევრი ქვეყნების სამართალდამცავ ორგანოებთან გაცვალოს დანაშაულთან დაკავშირებული ინფორმაცია და პერსონალური მონაცემები.

ვრცლად

ბზის უკანონო მოპოვების ფაქტი გამოავლინეს
ოთხშაბათი, 05 აპრილი 2017 12:32

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა მარტვილის რაიონში, ლებარდეს მიმდებარე ტერიტორიაზე, ბზის ტოტებით დატვირთული მიკროავტობუსი შეაჩერეს, რომელსაც მოქალაქე ჯიმშერ შულაია მართავდა. დეპარტამენტის ინფორმაციით, გარემოსთვის მიყენებული ზიანის ოდენობამ 49 124 ლარი შეადგინა.

ვრცლად

ნარკოტიკების უკანონო შეძენა-შენახვისა და გასაღების ბრალდებით გურჯაანსა და ფონიჭალაში 5 პირი დააკავეს
ოთხშაბათი, 05 აპრილი 2017 12:29

სამართალდამცავებმა, ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და გასაღების ბრალდებით ფონიჭალასა და გურჯაანში, ხუთი პირი დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ხუთივე ბრალდებული ნარკოტიკულ საშუალებას სისტემატურად ყიდდა. პოლიციამ ასევე ამოიღო ნარკორეალიზატორთა მიერ მოქალაქეთათვის მიყიდული 0,6069 გრამი ჰეროინი.

ვრცლად

მევენახეობის კოოპერატივების ხელშეწყობის პროგრამაში რეგისტრაცია 30 აპრილამდე გაგრძელდა
ოთხშაბათი, 05 აპრილი 2017 12:10

მევენახეობის სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამაში რეგისტრაცია 30 აპრილამდე  გრძელდება. პროგრამით დადგენილი კრიტერიუმების  დაკმაყოფილების შემთხვევაში, კოოპერატივს 100 ტონა ყურძნის პირველადი გადამუშავებისათვის საჭირო აღჭურვილობა გადაეცემა, ხოლო კოოპერატივმა - საწარმოს შენობა-ნაგებობის მოწყობა  უნდა უზრუნველყოს.

ვრცლად

გვერდი 1 / 2

ფოტო

News image

განსხვავებული რუსეთი ქუჩის ფოტოგრაფის ობიექტივში [Photos]

ვიდეო

„წყალს ვითხოვთ, რომ ხელები მაინც დავიბანოთ და ცოტა საჭმელს, რომ არ გვშიოდეს“

ვიდეო

საქონლის მასობრივი ქურდობის ფაქტები ყვარელში და არცერთი გამოძიებული საქმე

  • ამინდი
  • ვალუტა
ორშაბათი 01.05.17
01:00-06:00
Clear skyNNW14°C1.4m/s
0mm
06:00-12:00
Clear skyfrom west13°C1.3m/s
0mm
12:00-18:00
Partly cloudyfrom east-northeast21°C1.2m/s
0mm
18:00-00:00
Partly cloudyfrom east-northeast21°C1.7m/s
0mm
სამშაბათი 02.05.17 12:00-18:00
Partly cloudyfrom east-northeast21°C2.3m/s
0mm
ოთხშაბათი 03.05.17 10:00-16:00
Light rain15°C2.3m/s
0.6mm
ხუთშაბათი 04.05.17 10:00-16:00
Rain showers17°C1.3m/s
1.6mm
yr.no

ავტორიზაცია

< აპრილი 2017 >
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვი
          1 2
3 4 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30