02:45:58

ფირნიშები
სამშაბათი, 04 აპრილი 2017
თურქეთ-სირიის საზღვარზე ჩეჩენი მამაკაცი დააკავეს, რომელსაც ასაფეთქებელი ნივთიერება აღმოაჩნდა
სამშაბათი, 04 აპრილი 2017 18:01

თურქეთის უშიშროების ძალებმა 18 ადამიანი დააკავეს, რომლებიც სირიიდან საზღვრის უკანონოდ გადაკვეთას ცდილობდნენ. დაკავებულებს შორისა არის წარმოშობით ჩეჩენი მამაკაცი, რომელიც, ოფიციალური ინფორმაციით, თავდასხმის მოწყობას გეგმავდა.

ვრცლად

სირიაში, სავარაუდოდ ქიმიური თავდასხმის შედეგად, 58 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის 11 ბავშვია
სამშაბათი, 04 აპრილი 2017 17:20

სირიის პროვინცია იდლიბში განხორციელებული საჰაერო იერიშების შედეგად სულ მცირე 58 ადამიანი, მათ შორის 11 ბავშვი დაიღუპა. დაჭრილთა რიცხვი კი რამდენიმე ათეულის შეადგენს. უცხოური მედიის ინფორმაციით, სავარაუდოდ ქიმიური თავდასხმა სირიის სამთავრობო ძალებმა ან რუსულმა ავიაციამ განახორციელა. სირიის მთავრობა ქიმიური იარაღის გამოყენებას უარყოფს.

ვრცლად

თელაველი არჩილ შაშურაშვილი აშშ-ს „ფაუერ ლიფტინგის“ ფედერაციის წევრი გახდა
სამშაბათი, 04 აპრილი 2017 17:17

თელავში მცხოვრები სამჭიდში საქართველოს ჩემპიონი არჩილ შაშურაშვილი პენსილვანიის შტატის ჩემპიონატისთვის ემზადება, რომელიც 8-9 აპრილს ფილადელფიაში ჩატარდება. აღცილ შაშურაშვილი პირველი ქართველია, რომელიც აშშ-ს „ფაუერ ლიფტინგის“ ფედერაციაში გააწევრიანეს.

ვრცლად

ქუთაისის მერის მეუღლის ავტომანქანა გაქურდეს
სამშაბათი, 04 აპრილი 2017 16:29

ქუთაისის მერის, შოთა მურღულიას მეუღლეს ავტომანქანის სარკეები მოპარეს. შემთხვევა გრიგოლ ხანძთელის ქუჩაზე გუშინ, გვიან ღამით მოხდა, სადაც ქალაქის მერი ოჯახთან ერთად ცხოვრობს. ქუთაისის მერის მეზობლების თქმით, თვენახევრის წინ, უცნობმა პირებმა ამავე მანქანის საბურავები დაჭრეს.

ვრცლად

სკოლებში გაკვეთილების რაოდენობა შემცირდება - ალექსანდრე ჯეჯელავა
სამშაბათი, 04 აპრილი 2017 16:27

დაწყებით კლასებში მოსწავლეებისთვის განკუთვნილი სახელმძღვანელოების წონის შემცირებასთან ერთად, შემცირდება გაკვეთილების რაოდენობაც,- ამის შესახებ განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა, ალექსანდრე ჯეჯელავამ განაცხადა.

ვრცლად

მძღოლს, რომელმაც სოფელ ბადიაურში ექვსი ადამიანი იმსხვერპლა 9 წლით პატიმრობა მიესაჯა
სამშაბათი, 04 აპრილი 2017 16:22

თელავის რაიონულმა სასამართლომ 9 წლით პატიმრობა მიუსაჯა მძღოლს, რომელმაც საგარეჯოს რაიონის სოფელ ბადიაურში, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ექვსი ადამიანი იმსხვერპლა. მთავარი პროკურატურის ინფორმაციით, ტარიელ ჯამალაშვილი ავტომობილს ნასვამ მდგომარეობაში მართავდა.

ვრცლად

თელავისთვის თვითმმართველი ქალაქის სტატუსის შენარჩუნების მოთხოვნით ხელმოწერების შეგროვება დაიწყეს
სამშაბათი, 04 აპრილი 2017 16:06

შეუნარჩუნდეს თელავს თვითმმართველი ქალაქის სტატუსი - ამ მოთხოვნით თელავის მერიის შენობის წინ, არასამთავრობო ორგანიზაციებმა, პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებმა და რიგითმა მოქალაქეებმა აქცია გამართეს. აქციის მონაწილეებმა ხელმოწერების შეგროვება დაიწყეს, რომელსაც პრემიერ-მინისტრსა და პარლამენტის თავმჯდომარეს გაუგზავნიან.

ვრცლად

ტიბაანელი ჯემალ ხატიაშვილი ყველს თათარაში აძველებს [Photos]
სამშაბათი, 04 აპრილი 2017 14:33

19 წლის ჯემალ ხატიაშვილი სიღნაღის რაიონის სოფელ ტიბაანში მდებარე საწარმოში „ბუტრანას“ 6 სახეობის ყველს აწარმოებს. ცოტა ხნის წინ, ახალგაზრდა მეწარმემ თათარაში დავარგებული ყველი გამოუშვა, რომელიც ბადაგის არომატით და მოტკბო გემოთი გამოირჩევა. ხატიაშვილების ოჯახი ერთადერთია საქართველოში, რომელიც ყველს მსგავსი ტექნოლოგიით აწარმოებს.

ვრცლად

ვეჯინში ამბულატორიის ასაშენებლად 100 000 ლარი გამოიყო
სამშაბათი, 04 აპრილი 2017 14:29

გურჯაანის რაიონის სოფელ ვეჯინში ამბულატორიის ახალი შენობა აშენდება. მშენებლობისთვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან 100 000 ლარი გამოიყო. შენობა, სადაც ამჟამად პაციენტებს ემსახურებიან, ავარიულ მდგომარეობაშია.

ვრცლად

ჩვენი ამოცანაა პროფესიულ სასწავლებლებში სწავლის მსურველთა რიცხვი 40 ათასამდე გაიზარდოს - განათლების მინისტრი
სამშაბათი, 04 აპრილი 2017 13:18

განათლების მინისტრის ალექსანდრე ჯეჯელავას განცხადებით, სამინისტროს ამოცანაა, პროფესიულ სასწავლებლებში სწავლის მსურველთა რიცხვი უახლოეს წლებში 30-40 ათასამდე გაიზარდოს.

ვრცლად

ბიძინა ივანიშვილის მიერ შეძენილი 250 წლის წიფელი ტრანსპორტირების დროს შუაზე გადატყდა
სამშაბათი, 04 აპრილი 2017 12:52

გურიაში, სოფელ ნატანებში, ბიძინა ივანიშვილის მიერ შეძენილი 250 წლის წიფელი, ტრანსპორტირების დროს შუაზე გადატყდა. მომხდარის გამო ნატანები-ლეკურის დამაკავშირებელი გზა დაიკეტა.

ვრცლად

სანკტ-პეტერბურგში ტერაქტის მოწყობაში ეჭვმიტანილი წარმოშობით ყირგიზი რუსეთის მოქალაქეა
სამშაბათი, 04 აპრილი 2017 12:18

სანკტ-პეტერბურგის მეტროში ტერაქტის მოწყობაში ეჭვმიტანილი წარმოშობით ყირგიზი რუსეთის მოქალაქე, 22 წლის აკბარჟონ ჯალილოვია. ამის შესახებ ყირგიზეთის რესპუბლიკის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა განაცხადა.

ვრცლად

თელავში „ყრუ-მუნჯთა კავშირის“ რეგიონული ოფისი დაარბიეს
სამშაბათი, 04 აპრილი 2017 11:28

თელავში, არჩილ მეორეს ქუჩაზე „ყრუ-მუნჯთა კავშირის“ რეგიონული ოფისი დაარბიეს. კავშირის წარმომადგენლების ინფორმაციით, უცნობი პირები მათ ოფისში მაშინ შეიჭრნენ, როცა ისინი სადილობდნენ. დაზიანებულია ელექტროსადენები და ინვენტარი.

ვრცლად

ქუთაისში აეროპორტთან დამაკავშირებელი რკინიგზის მშენებლობა დაიწყო
სამშაბათი, 04 აპრილი 2017 11:27

ქუთაისში აეროპორტთან დამაკავშირებელი 3-კილომეტრიანი სარკინიგზო ხაზისა და სადგურის მშენებლობა დაიწყო. პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, ახალი სარკინიგზო მაგისტრალით ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში მოხვედრა 364 დღეში  იქნება შესაძლებელი.

ვრცლად

სოფელ საქობოში 81 წლის ქალის დამწვარი ცხედარი იპოვეს
სამშაბათი, 04 აპრილი 2017 11:24

სიღნაღის რაიონის სოფელ საქობოში 81 წლის ქალის ნახევრადდამწვარი ცხედარი მის კუთვნილ ვენახთან ახლოს ნახეს. ოჯახის წევრების ინფორმაციით, მოხუცი აწამეს, მასზე სავარაუდოდ იძალადეს, შემდეგ კი კვალის დაფარვის მიზნით დაწვეს. მათივე თქმით, ცხედართან ცივი იარაღიც იქნა ნაპოვნი.

ვრცლად

გვერდი 1 / 2

ფოტო

News image

განსხვავებული რუსეთი ქუჩის ფოტოგრაფის ობიექტივში [Photos]

ვიდეო

„წყალს ვითხოვთ, რომ ხელები მაინც დავიბანოთ და ცოტა საჭმელს, რომ არ გვშიოდეს“

ვიდეო

საქონლის მასობრივი ქურდობის ფაქტები ყვარელში და არცერთი გამოძიებული საქმე

  • ამინდი
  • ვალუტა
კვირა 22.10.17
07:00-12:00
Clear skyfrom west10°C1.3m/s
0mm
12:00-18:00
Light rain showersNNW15°C0.2m/s
0.7mm
18:00-00:00
Partly cloudyNNW14°C0.9m/s
0mm
ორშაბათი 23.10.17 12:00-18:00
Fairfrom east-northeast14°C1.4m/s
0mm
სამშაბათი 24.10.17 12:00-18:00
Partly cloudy10°C0.8m/s
0mm
ოთხშაბათი 25.10.17 10:00-16:00
Clear skyfrom west-northwest13°C0.1m/s
0mm
yr.no

ავტორიზაცია

< აპრილი 2017 >
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვი
          1 2
3 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30