03:47:31

ფირნიშები
ორშაბათი, 03 აპრილი 2017
შს მინისტრის ყოფილ მოადგილეს გელა ხვედელიძეს თბილისში თავს დაესხნენ
ორშაბათი, 03 აპრილი 2017 12:51

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ყოფილ პირველ მოადგილეს გელა ხვედელიძეს თბილისში, საკუთარ სახლთან თავს დაესხნენ. ამის შესახებ ინფორმაციას გაზეთ „ქრონიკა პლიუსის“ მთავარი რედაქტორი ელისო კილაძე ავრცელებს. კილაძის განცხადებით, თავდასხმა მის პროფესიულ საქმიანობას უკავშირდება.

ვრცლად

მოსკოვში საპროტესტო აქციაზე 30-მდე ადამიანი დააკავეს
ორშაბათი, 03 აპრილი 2017 12:49

რუსეთის პოლიცია აცხადებს, რომ 2 აპრილს მოსკოვის ცენტრში გამართულ საპროტესტო აქციაზე 29 პირი საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევის გამო დააკავა. შეგახსენებთ, რომ ერთი კვირის წინ, კორუფციასთან მებრძოლი აქტივისტისა და კრემლის ოპოზიციონერის, ალექსეი ნავალნის მიერ ორგანიზებულ დემონსტრაციებზე 1000-ზე მეტი პირი დააკავეს.

ვრცლად

საზოგადოებრივმა მაუწყებელმა 9 გადაცემის შესარჩევად კონკურსი გამოაცხადა
ორშაბათი, 03 აპრილი 2017 12:32

საქართველოს საზოგადოებრივმა მაუწყებელმა ხუთ თემატიკაზე ცხრა გადაცემის შესარჩევად კონკურსი გამოაცხადა. განაცხადის შევსება მსურველებს 3 აპრილიდან შეუძლიათ. კონკურსი გამოცხადდა კულტურის, შემეცნებით-საგანმანათლებლო, საბავშვო-ახალგაზრდული, შემეცნებით-გასართობი და სოციალური ტოქშოუს გადაცემების დასამზადებლად.

ვრცლად

თბილისში გარემოს დანაგვიანებისთვის 50-დან 1 000 ლარამდე დაჯარიმდებიან
ორშაბათი, 03 აპრილი 2017 12:31

„თბილსერვის ჯგუფის“ ინფორმაციით, 3 აპრილიდან ქვეითი ინსპექტორები მოქალაქეებს მოსალოდნელ სანქციებთან დაკავშირებით გააფრთხილებენ. ორი კვირის შემდეგ კი ფიზიკურ და იურიდიულ პირებს საყოფაცხოვრებო თუ სხვა სახის ნარჩენის დაყრისთვის ზედამხედველობის სამსახურის ქვეითი ინსპექტორები 50-დან 1 000 ლარამდე დააჯარიმებენ.

ვრცლად

ჯეჯელავა – ჩვენი მიზანია, ახალგაზრდებმა რეპეტიტორების გარეშე შეძლონ კარიერული წინსვლა
ორშაბათი, 03 აპრილი 2017 12:28

ჩვენი მიზანია, რომ ახალგაზრდებმა რეპეტიტორების გარეშე შეძლონ კარიერული წინსვლა, - განაცხადა განათლების მინისტრმა დიპლომატიური კორპუსის და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან შეხვედრისას. მინისტრის თქმით, სამინისტროს სტრატეგიული გეგმა 2020 წლამდეა გაწერილი. 

ვრცლად

2017 წლის TCR-ის საერთაშორისო სერიის პირველი რბოლა დათა ქაჯაიამ მოიგო [Photos]
ორშაბათი, 03 აპრილი 2017 11:33

TCR-ის საერთაშორისო სერიის 2017 წლის სეზონის პირველ ეტაპზე, რომელსაც რუსთავის საერთაშორისო მოტორპარკმა უმასპინძლა, პირველ რბოლაში გამარჯვება დათა ქაჯაიამ მოიპოვა. მან სტარტიდან ფინიშამდე შეინარჩუნა კვალიფიკაციაზე მოპოვებული მოწინავე პოზიცია და მდევრებთან დაძაბულ პაექრობაში, პირველმა გადაკვეთა ფინიშის ხაზი.

ვრცლად

თბილისის გრან-პრიზე ქართველებმა ძიუდოისტებმა 3 ოქროს მედალი მოიპოვეს
ორშაბათი, 03 აპრილი 2017 11:12

თბილისში გამართულ ძიუდოს გრან-პრიზე ქართველმა სპორტსმენებმა ჯამში სამი ოქროს, ერთი ვერცხლისა და ორი ბრინჯაოს მედლის მოპოვება შეძლეს. სამდღიან ტურნირზე ჩემპიონები ლუხუმ ჩხვიმიანი (60 კგ), ლაშა გიუნაშვილი (66 კგ) და ადამ ოქრუაშვილი (+100 კგ) გახდნენ.

ვრცლად

დედოფლისწყაროში ფერმიდან დაკარგული მწყემსი ცოლ-ქმარი იპოვეს
ორშაბათი, 03 აპრილი 2017 10:57

თვრამეტდღიანი ძებნის შემდეგ დედოფლისწყაროში ფერმიდან დაკარგული მწყემსი ცოლ-ქმარი გურჯაანში იპოვეს. როგორც კახეთის საინფორმაციო ცენტრს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, ცოლ-ქმარი სამართალდამცავებმა ქუჩაში ნახეს. მათივე თქმით, აღნიშნულ საქმეზე ძიება შეწყდა.

ვრცლად

თელავში იარაღის და საბრძოლო მასალის შეძენა-შენახვის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს
ორშაბათი, 03 აპრილი 2017 10:54

სამართალდამცავებმა, თელავის რაიონის სოფელ ლალისყურში ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ბრალდებით 63 წლის მამაკაცი დააკავეს.

ვრცლად

გვერდი 2 / 2

ფოტო

News image

განსხვავებული რუსეთი ქუჩის ფოტოგრაფის ობიექტივში [Photos]

ვიდეო

„წყალს ვითხოვთ, რომ ხელები მაინც დავიბანოთ და ცოტა საჭმელს, რომ არ გვშიოდეს“

ვიდეო

საქონლის მასობრივი ქურდობის ფაქტები ყვარელში და არცერთი გამოძიებული საქმე

  • ამინდი
  • ვალუტა
ოთხშაბათი 22.11.17
08:00-12:00
Cloudyfrom west-northwest5°C2.5m/s
0mm
12:00-18:00
Rainfrom northwest7°C3.6m/s
1.5mm
18:00-00:00
Light snow showersfrom west-southwest3°C0.9m/s
0.8mm
ხუთშაბათი 23.11.17 12:00-18:00
Sleet showersfrom east-northeast4°C2.4m/s
1.4mm
პარასკევი 24.11.17 12:00-18:00
Partly cloudy3°C1.3m/s
0mm
შაბათი 25.11.17 10:00-16:00
Partly cloudyfrom northwest1°C2.2m/s
0mm
yr.no

ავტორიზაცია

< აპრილი 2017 >
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვი
          1 2
4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30