04:36:32

ფირნიშები
ორშაბათი, 03 აპრილი 2017
ზოგიერთ დარღვევაზე მართვის მოწმობის ქულების ჩამოკლება არ გავრცელდება
ორშაბათი, 03 აპრილი 2017 18:21

„საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ“ საკანონმდებლო პაკეტის თავდაპირველ ვარიანტში ცვლილებების შეტანა იგეგმება. პარლამენტის იურიდულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის ეკა ბესელიას განმარტებით, მართვის მოწმობებზე ქულების ჩამოკლება ისეთ დარღვევებს შეეხება, როგორიცაა - სიჩქარის გადაჭარბება, არაფხიზელ მდგომარეობაში ავტომობილის მართვა ან მანქანის იმ პირისთვის გადაცემა, ვინც არაფხიზელ მდგომარეობაში იმყოფება.

ვრცლად

ობიექტის მეპატრონეს, სადაც თამბაქოს მოწევენ 5 ათასი ლარით დააჯარიმებენ
ორშაბათი, 03 აპრილი 2017 18:17

საპარლამენტო უმრავლესობის ინიციატივით, საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში თამბაქოს მოწევისთვის 5 ათას ლარიანი ჯარიმა დაწესდება. პროექტის თანახმად, ჯარიმის გადახდა არა უშუალოდ კანონდამრღვევს, არამედ იმ ობიექტის მეპატრონეს მოუწევს, სადაც ფაქტი დაფიქსირდა.

ვრცლად

მარტში ტურისტების რაოდენობა 28%-ით გაიზარდა
ორშაბათი, 03 აპრილი 2017 18:11

2017 წლის მარტის თვის მონაცემებით, საქართველოს 511 045 საერთაშორისო მოგზაური ეწვია, რაც 59 308-ით მეტია წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით (ზრდა +13.1%).

ვრცლად

სანკტ-პეტერბურგში მომხდარ აფეთქებას ტერაქტის კვალიფიკაცია მიენიჭა [Photos]
ორშაბათი, 03 აპრილი 2017 18:08

სანკტ-პეტერბურგის მეტროპოლიტენში მომხდარი აფეთქების შედეგად სულ მცირე 10 ადამიანი დაიღუპა, 50 კი დაშავდა. რუსეთის მთავარი პროკურატურის განცხადებით, მომხდარს ტერორისტული აქტის კვალიფიკაცია მიენიჭა.

ვრცლად

დაზარალებულ მოქალაქეებს უკანონოდ ჩამორთმეული 10 მილიონი ლარის ქონება დაუბრუნდებათ
ორშაბათი, 03 აპრილი 2017 18:03

პროკურატურამ ორ ბიზნესმენს სახელმწიფოს მიერ ჩამორთმეული უძრავი ქონება დაუბრუნა. უწყების ინფორმაციით, მფლობელებს ქონება ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლებმა მუქარისა და ზეწოლის გამოყენებით, უკანონოდ წაართვეს. საერთო ჯამში, ქონების ღირებულება 10 მილიონ ლარზე მეტია.

ვრცლად

ბზის მოჭრაზე კონტროლი მკაცრდება, ჯარიმა 200-დან 500 ლარამდე მერყეობს
ორშაბათი, 03 აპრილი 2017 18:01

ბზობის დღესასწაულთან დაკავშირებით გარემოს დაცვის სამინისტრო ბზის მოჭრაზე კონტროლს ამკაცრებს. გარემოს დაცვის სამინისტროს ინფორმაციით, უკანონოდ მოჭრილი ბზის გამოვლენის შემთხვევაში პირი 200-დან 500–მდე ლარით თანხით დაჯარიმდება, იმ შემთხვევაში, თუ გარემოსათვის მიყენებული ზიანი 1000 ლარს აჭარბებს, სისხლის სამართლის საქმე აღიძვრება.

ვრცლად

დავით გარეჯი მსოფლიოს 17 ყველაზე უკაცრიელ და ლამაზ ადგილს შორის დასახელდა [Photos]
ორშაბათი, 03 აპრილი 2017 17:58

დავით გარეჯი National Geographic-ის ფოტოგრაფების მიერ მსოფლიოს სხვადასხვა ადგილზე გადაღებულ ფოტოებში 17 ყველაზე უკაცრიელ და ლამაზ ადგილს შორის დასახელდა.

ვრცლად

სამგორის გამგეობამ ეკლესიაში მოსანათლი კუთხის მოსაწყობად 20 572 ლარი გამოყო
ორშაბათი, 03 აპრილი 2017 17:46

სამგორის რაიონის გამგეობამ მიმდინარე წლის დასაწყისში, ივერიის ღვთისმშობლის ხატის სახელობის ტაძრის ეზოში მოსანათლი კუთხის მოსაწყობად 20 572 ლარი გამოყო. ამის შესახებ ინფორმაციას არასამთავრობო ორგანიზაცია „მმართველობის მონიტორინგის ცენტრი“ ავრცელებს.

ვრცლად

თბილისში ინდოეთის მოქალაქეების ძარცვის ბრალდებით კლუბის დაცვის თანამშრომელი დააკავეს
ორშაბათი, 03 აპრილი 2017 16:21

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სამართალდამცავებმა ძარცვის ბრალდებით დააკავეს თბილისში მდებარე ერთ-ერთი კლუბის დაცვის თანამშრომელი, რომელმაც ინდოეთის მოქალაქეებს შეკვეთის ღირებულების - 3 638 ლარის გადახდა აიძულა.

ვრცლად

მართვის მოწმობის 100-ქულიანი სისტემა ივლისიდან ამოქმედდება
ორშაბათი, 03 აპრილი 2017 16:09

მართვის მოწმობისთვის მინიჭებული ქულათა სისტემა 1-ლი ივლისიდან ამოქმედდება. ასევე, 1-ლი ივლისიდან შევა ძალაში ე.წ. უკონტაქტო პატრულირებასთან დაკავშირებული ინიციატივა.

ვრცლად

ევროპის ზოოპარკებმა თბილისის ზოოპარკს 14 ცხოველი აჩუქეს
ორშაბათი, 03 აპრილი 2017 15:43

თბილისის ზოოლოგიურ პარკს 14 ახალი ბინადარი შეემატა. ზოოპარკის ადმინისტრაციის ინფორმაციით, უსურიის ვეფხვი რიგის ზოოპარკიდან ჩამოიყვანეს, 7 ბენეტის ვალაბი (მცირე ზომის კენგურუ) ლონდონის ზოოპარკიდან, 6 ფაფრიანი ცხვარი კი დიდი ბრიტანეთის ბენჰემის ზოოპარკიდან. ცხოველები დღეს გამთენიისას, სპეცრეისით ჩამოაფრინეს და უკვე თბილისის ზოოპარკში არიან დაბინავებული.

ვრცლად

ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის 41 200-მდე აბიტურიენტი დარეგისტრირდა
ორშაბათი, 03 აპრილი 2017 15:33

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, 2017 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის რეგისტრაცია 41 200-მდე აბიტურიენტმა გაიარა, სტუდენტთა საგრანტო კონკურსისათვის კი 3 700-ზე მეტი სტუდენტი დარეგისტრირდა.

ვრცლად

ახმეტის საკრებულოში 2 კომისიის ახალი თავმჯდომარეები აირჩიეს
ორშაბათი, 03 აპრილი 2017 13:31

ახმეტის საკრებულოს დღევანდელ მორიგ სხდომაზე ორი კომისიის ახალი თავმჯდომარეები აირჩიეს. იურიდიულ საკითხთა კომისიის თავმჯდომარედ ზურაბ გარსევანიძე 18 ხმით, კულტურისა და სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარედ კი მაგდანა ალხანაშვილი 17 ხმით იქნენ არჩეული.

ვრცლად

როჯერ ფედერერმა 91-ე ტიტული მოიპოვა
ორშაბათი, 03 აპრილი 2017 13:16

დიდი სლემის 18-გზის ჩემპიონმა, შვეიცარიელმა როჯერ ფედერერმა მაიამის მასტერსის ფინალში ესპანელი რაფაელ ნადალი 6:3, 6:4 დაამარცხა და კარიერაში 91-ე საჩოგბურთო ტიტული მოიგო.

ვრცლად

ახმეტაში საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის იმპიჩმენტი მესამედ ჩავარდა
ორშაბათი, 03 აპრილი 2017 13:06

ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მორიგ სხდომაზე თავმჯდომარის მოადგილე თამაზ წითელაური თანამდებობებიდან ვერ გადააყენეს. საკრებულოს 6 ოპოზიციონერი წევრის მიერ ინიცირებული იმპიჩმენტი კიდევ ერთხელ ჩავარდა. „ქართული ოცნებისა“ და ყოფილი კოალიციის წევრმა დეპუტატებმა ფარულ კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიიღეს.

ვრცლად

გვერდი 1 / 2

ფოტო

News image

განსხვავებული რუსეთი ქუჩის ფოტოგრაფის ობიექტივში [Photos]

ვიდეო

„წყალს ვითხოვთ, რომ ხელები მაინც დავიბანოთ და ცოტა საჭმელს, რომ არ გვშიოდეს“

ვიდეო

საქონლის მასობრივი ქურდობის ფაქტები ყვარელში და არცერთი გამოძიებული საქმე

  • ამინდი
  • ვალუტა
კვირა 23.07.17
09:00-12:00
Clear skyfrom north-northeast26°C1.3m/s
0mm
12:00-18:00
Clear skyfrom east-northeast29°C2.5m/s
0mm
18:00-00:00
Partly cloudyfrom north29°C3.4m/s
0mm
ორშაბათი 24.07.17 12:00-18:00
Fairfrom east28°C3.3m/s
0mm
სამშაბათი 25.07.17 12:00-18:00
Partly cloudyfrom north-northeast25°C1.7m/s
0mm
ოთხშაბათი 26.07.17 10:00-16:00
Partly cloudyfrom east27°C1.0m/s
0mm
yr.no

ავტორიზაცია

< აპრილი 2017 >
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვი
          1 2
4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30