23:31:32

ფირნიშები
კვირა, 02 აპრილი 2017
დედოფლისწყაროში ფერმიდან დაკარგულ მწყემს ცოლ-ქმარს მეთვრამეტე დღეა ეძებენ
კვირა, 02 აპრილი 2017 18:16

დედოფლისწყაროში მეთვრამეტე დღეა ფერმიდან დაკარგულ მწყემსებს უშედეგოდ ეძებენ. როგორც კახეთის საინფორმაციო ცენტრს ფერმის მეპატრონემ, ზურა მასურაშვილმა განუცხადა, ცოლ-ქმარი სავარაუდოდ, მისთვის უცნობმა პირებმა ძალდატანებით და მუქარით წაიყვანეს. მისივე თქმით, სამართალდამცავებმა ფერმის თანამშრომლები მომხდარიდან მხოლოდ მეთხუთმეტე დღეს დაკითხეს.

ვრცლად

დედოფლისწყაროში მდებარე ნაქალაქარს კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსი მიენიჭა [Photos]
კვირა, 02 აპრილი 2017 17:14

საქართველო - აზერბაიჯანის საზღვარზე მდებარე ნაქალაქარს კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსი მიენიჭა. კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ნაქალაქარის სამხრეთი ნაწილი ამჟამად აზერბაიჯანის ტერიტორიაზეა. მის შესახებ ისტორიული ცნობები არ არსებობს და მისი სახელწოდებაც უცნობია.

ვრცლად

საქობოს საბავშვო ბაღიდან საავადმყოფში კიდევ ორი ბავშვი გადაიყვანეს
კვირა, 02 აპრილი 2017 16:48

სიღნაღის რაიონის სოფელ საქობოს საბავშვო ბაღიდან წნორის კლინიკაში კიდევ 2 მოზარდია გადაყვანილი. პაციენტებს მაღალი ტემპერატურა და გულისრევა აღენიშნებათ. ექიმების თქმით, მათი მდგომარეობა სტაბილურია, ისინი ინტენსიური დაკვირვების ქვეშ იმყოფებიან.

ვრცლად

პაკისტანში სუფისტური ტაძრის მსახურმა 20 მომლოცველი ცემით მოკლა [Photos]
კვირა, 02 აპრილი 2017 16:09

BBC-ის ინფორმაციით, პაკისტანის პენჯაბის პროვინციაში სუფისტური ტაძრის მეთვალყურემ 20 ადამინი აწამა და ცემით მოკლა. მკვლელი აბდულ ვაჰიდია.4 მომლოცველი სიკვდილს შემთხვევით გადაურჩა.

ვრცლად

თბილისში ინდოელ ტურისტებს 3 ათასი ლარი გამოსძალეს და ცემეს
კვირა, 02 აპრილი 2017 15:51

თბილისში ინდოელ ტურისტებს თანხა გამოსძალეს. ინციდენტი ლესელიძეზე მდებარე ერთ-ერთ ღამის კლუბში მოხდა. ტურისტებს იძულებით წაართვეს ტელეფონიც.

ვრცლად

ლაგოდეხელი ელენე ქებაძე ძიუდოს გრან პრის ნახევარფინალში გავიდა
კვირა, 02 აპრილი 2017 15:32

ოლიმპიურ სასახლეში ძიუდოს გრან პრი გრძელდება. ელენე ქებაძემ (+78 კგ) უკრაინელი სვეტლანა იარომკა დაამარცხა და ნახევარფინალში გავიდა. ქებაძე მეტოქეს ვაზარით უგებდა, მოგვიანებით კი ბოჭვაზე დაიჭირა და ფინალში გადასასვლელ შეხვედრაში ბელარუს მარინა სლუცკაიას შეხვდება.

ვრცლად

პატრიარქი - ღმერთი განსაცდელს მოგვივლენს იმისთვის, რომ მეტი ყურადღება მივაქციოთ ჩვენს საქციელს
კვირა, 02 აპრილი 2017 14:53

„მძიმედ ჩავატარეთ ეს კვირა. ეს იმას ნიშნავს, რომ ღმერთი განსაცდელს გვივლენს, რათა უფრო ღრმად ჩავხედოთ ჩვენს სულს, გონებას. ეს იმას ნიშნავს, რომ უფრო მეტი ყურადღება მივაქციოთ ჩვენს ყოფაქცევას”, - ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, ილია მეორემ საკვირაო ქადაგებისას განაცხადა.

ვრცლად

დედოფლისწყაროს საკრებულოს თავმჯდომარემ თანამდებობა და „ქართული ოცნება“ დატოვა
კვირა, 02 აპრილი 2017 14:41

დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ, ზვიად ჯავახიშვილმა თანამდებობა დატოვა. როგორც ჯავახიშვილმა კახეთის საინფორმაციო ცენტრს განუცხადა, ის ასევე გაგადგა პარტია „ქართული ოცნების“ დედოფლისწყაროს რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარეობიდან.

ვრცლად

თბილისის ზოოპარკს საჩუქრად 14 ცხოველი გადაეცემა
კვირა, 02 აპრილი 2017 13:21

ევროპის ზოოპარკები თბილისის ზოოლოგიურ პარკს საჩუქრად 14 ცხოველს გადასცემენ. ერთ უსურიის ვეფხვს, 7 კენგურუს და 6 ფაფრიან ცხვარს ლონდონის, ბენჰემისა და რიგის ზოოპარკებიდან ჩამოიყვანენ. ცხოველები 3 აპრილს, გამთენიისას თვითმფრინავით ჩამოფრინდებიან.

ვრცლად

დათა ქაჯაიამ TCR International-ის საკვალიფიკაციო გარბენზე პირველი ადგილი დაიკავა [Video-Photos]
კვირა, 02 აპრილი 2017 13:04

რუსთავის საერთაშორისო ავტოდრომზე ძარიანი ავტომობილებით რბოლის მსოფლიო ჩემპიონატის - TCR International-ის 2017 წლის სეზონის წინასაჩემპიონატო საკვალიფიკაციო გარბენი გაიმართა. ქართველმა ავტომრბოლელმა, შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს სპორტული კლუბი Mia Force-ის წევრმა დათა ქაჯაიამ პირველი ადგილი მოიპოვა.

ვრცლად

სოფელ ენისელში „ელექტრონული მწყემსის“ მოწყობილობა ამოქმედდა
კვირა, 02 აპრილი 2017 12:27

დავით ლეგაშვილს ყვარლის რაიონის სოფელ ენისელში საქონლის ფერმა აქვს. პირუტყვის მოვლის მიზნით, ფერმერმა საძოვარზე „ელექტრონული მწყემსის“ მოწყობილობა დაანონტაჟა. „ელექტრონული მწყემსი“ მზის ენერგიაზე მომუშავე აპარატია, რომელზე შეერთებული მავთულითაც საძოვარია შემოღობილი. თუ ცხოველი ტერიტორიის დატოვებას მოინდომებს, მას დენი დაარტყამს და უკან გამოაბრუნებს.

ვრცლად

საქობოს საბავშვო ბაღიდან საავადმყოფოში გადაყვანილი ყველა ბავშვი სახლში გაწერეს
კვირა, 02 აპრილი 2017 11:29

სიღნაღის რაიონის სოფელ საქობოს საბავშვო ბაღის 11 აღსაზრდელი, რომლებიც სიღნაღის საავადმყოფოში მკურნალობდნენ, სახლში გაწერეს. ექიმების თქმით, მათი მდგომარეობა სტაბილურია. ეპიდემიის თავიდან აცილების მიზნით, აგა-ბაღების გაერთიანების ადმინისტრაციამ საქობოს საბავშვო ბაღში სასწავლო პროცესი სამი დღით შეაჩერა.

ვრცლად

მაღალმთიანი დასახლების საწარმოს სტატუსი კიდევ 12 საწარმოს მიენიჭა
კვირა, 02 აპრილი 2017 10:13

მაღალმთიანი დასახლების საწარმოს სტატუსი კიდევ 12 საწარმოს მიენიჭა. ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, აღნიშნული სტატუსით ჯამში 199 საწარმო სარგებლობს. სტატუსის მინიჭების შედეგად იურიდიული პირები ქონებისა და მოგების გადასახადისგან, ხოლო მეწარმე ფიზიკური პირები ქონებისა და საშემოსავლო გადასახადისგან 10 წლის ვადით გათავისუფლდნენ.

ვრცლად

ფოტო

News image

განსხვავებული რუსეთი ქუჩის ფოტოგრაფის ობიექტივში [Photos]

ვიდეო

„წყალს ვითხოვთ, რომ ხელები მაინც დავიბანოთ და ცოტა საჭმელს, რომ არ გვშიოდეს“

ვიდეო

საქონლის მასობრივი ქურდობის ფაქტები ყვარელში და არცერთი გამოძიებული საქმე

  • ამინდი
  • ვალუტა
პარასკევი 18.08.17
04:00-06:00
RainNNW16°C2.8m/s
0.7mm
06:00-12:00
Partly cloudy16°C2.6m/s
0mm
12:00-18:00
Fairfrom east-northeast23°C1.9m/s
0mm
18:00-00:00
Fairfrom east-northeast25°C1.7m/s
0mm
შაბათი 19.08.17 12:00-18:00
Fairfrom east25°C1.9m/s
0mm
კვირა 20.08.17 12:00-18:00
Clear skyfrom east27°C2.6m/s
0mm
ორშაბათი 21.08.17 10:00-16:00
Clear skyfrom north-northeast25°C0.8m/s
0mm
yr.no

ავტორიზაცია

< აპრილი 2017 >
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვი
          1
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30