07:16:46

ფირნიშები
შაბათი, 01 აპრილი 2017
საქობოს საბავშვო ბაღიდან 9 ბავშვი საავადმყოფოში გადაიყვანეს
შაბათი, 01 აპრილი 2017 16:40

სიღნაღის რაიონის სოფელ საქობოს საბავშვო ბაღიდან 9 აღსაზრდელი საავადმყოფოშია მოთავსებული. 3-დან 5 წლამდე ასაკის ბავშვები მაღალი ტემპერატურით, ღებინებითა და გულის რევის სიმპტომებით კლინიკაში გუშინ საღამოს გადაიყვანეს.

ვრცლად

თელავის თეატრში ნინო კასრაძის წარმოდგენა გაიმართება
შაბათი, 01 აპრილი 2017 13:59

2 აპრილს, თელავის სახელმწიფო თეატრში მსახიობ ნინო კასრაძის იმპროვიზებული წარმოდგენა „საუბრები ესმა ონიანზე“ გაიმართება. ღონისძიება 18:00 საათზე დაიწყება. დასწრება თავისუფალია.

ვრცლად

ინდოეთის შტატში ძროხის მოკვლა სამუდამო პატიმრობით დაისჯება
შაბათი, 01 აპრილი 2017 13:01

ინდოეთის შტატ გუჯარათში, ადგილობრივ კანონმდებლობაში შეტანილი ცვლილებების მიხედვით, ძროხის მოკვლა სამუდამო პატიმრობით დაისჯება, საქონლის ხორცის ტრანსპორტირებაში ბრალდებულისთვის კი 10-წლიანი პატიმრობაა გათვალისწინებული.

ვრცლად

დედოფლისწყაროში წმ. ელია თეზბიტელის სახელობის ეკლესიის დაზიანების საფრთხე არსებობს
შაბათი, 01 აპრილი 2017 11:52

საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, დედოფლისწყაროში, ელიას მთაზე ქვათაცვენის პროცესი გააქტიურებულია, რაც საფრთხეს უქმნის მე-5 საუკუნის ნატაძრალზე რესტავრირებულ, წმინდა ელია თეზბიტელის სახელობის ეკლესიას, მონასტერსა და ტაძარში მისულ მომლოცველებს.

ვრცლად

აშშ სირიაში არსებულ პოლიტიკურ რეალობას უნდა შეეგუოს - თეთრი სახლი
შაბათი, 01 აპრილი 2017 11:16

თეთრი სახლის განცხადებით, ამერიკის შეერთებული შტატები უნდა შეეგუოს სირიაში არსებულ პოლიტიკურ რეალობას და მისცეს სირიელებს საშუალება თავად გადაწყვიტონ პრეზიდენტ ბაშარ ალ ასადის ბედი.

ვრცლად

„მძევლების“ ქართული პრემიერა 20 აპრილს შედგება
შაბათი, 01 აპრილი 2017 10:34

რეზო გიგინეიშვილის ახალი ფილმი „მძევლები“ საქართველოს კინოთეატრებში 20 აპრილიდან გამოჩნდება. ფილმის პირველ თიზერს Kinoafisha.ge ავრცელებს.

ვრცლად

2016 წელს საქართველოში 35 997 რეგისტრირებული დანაშაული დაფიქსირდა - შსს
შაბათი, 01 აპრილი 2017 10:12

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, 2016 წელს საქართველოში დაფიქსირდა 35 997 რეგისტრირებული დანაშაული, საიდანაც 20 661 (57,4 %) გაიხსნა.

ვრცლად

ფოტო

News image

განსხვავებული რუსეთი ქუჩის ფოტოგრაფის ობიექტივში [Photos]

ვიდეო

„წყალს ვითხოვთ, რომ ხელები მაინც დავიბანოთ და ცოტა საჭმელს, რომ არ გვშიოდეს“

ვიდეო

საქონლის მასობრივი ქურდობის ფაქტები ყვარელში და არცერთი გამოძიებული საქმე

  • ამინდი
  • ვალუტა
კვირა 25.06.17
12:00-18:00
Clear skyfrom northeast24°C0.7m/s
0mm
18:00-00:00
Clear sky24°C2.4m/s
0mm
ორშაბათი 26.06.17 12:00-18:00
Fairfrom east22°C3.3m/s
0mm
სამშაბათი 27.06.17 12:00-18:00
Clear skyfrom northeast24°C1.5m/s
0mm
ოთხშაბათი 28.06.17 10:00-16:00
Partly cloudyfrom southeast24°C0.5m/s
0mm
yr.no

ავტორიზაცია

< აპრილი 2017 >
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვი
          2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30