02:31:45

ფირნიშები
მარტი 2017

ორშაბათი 27 მარტი 2017

ზუგდიდში 144 დევნილ ოჯახს ბინები გადასცეს
ორშაბათი, 27 მარტი 2017 17:56

144-მა დევნილმა ოჯახმა ზუგდიდში, ბარამიას ქუჩაზე, ახალაშენებულ კორპუსებში, საცხოვრებელი ბინები მიიღო. 2 თორმეტსართულიან კორპუსში არსებული ბინებიდან 72 ერთოთახიანი, 48 ოროთახიანი და 24 კი სამოთახიანია.

ვრცლად

სოფელ ჩუმლაყში ხილის გადამამუშავებელი საწარმო გაიხსნება
ორშაბათი, 27 მარტი 2017 17:22

გურჯაანის რაიონის სოფელ ჩუმლაყში ხილის გადამამუშავებელი საწარმოს მშენებლობა მიმდინარეობს. „ქართული ხილის კომპანიის“ ინფორმაციით, საწარმო 2017 წლის ივნისში გაიხსნება და ატამს, მანდარინს, კივსა და სხვა ხილს საქართველოს ყველა რეგიონის ფერმერისგან მთელი წლის განმავლობაში ჩაიბარებენ. მისგან კი ე.წ. კონცენტრანტებს დაამზადებენ.

ვრცლად

საგურამოში შშმ პირთა დღის ცენტრი გაიხსნა
ორშაბათი, 27 მარტი 2017 16:56

დღის ცენტრში სხვადასხვა საჭირო სერვისის მიღება 15 ბავშვს და 10 სრულწლოვანს შეეძლება. ცენტრის მომსახურებით ისარგებლებენ როგორც 18 წლამდე ასაკის, ასევე 18 წელს ზემოთ მყოფი შშმ პირები. ცენტრის წევრებს შესაძლებლობა აქვთ თერაპიულ და სარეაბილიტაციო მომსახურებასთან ერთად, პროფესიასაც დაეუფლონ.

ვრცლად

ქართული კივი იაპონიის ბაზარზე შევიდა
ორშაბათი, 27 მარტი 2017 16:50

კომპანია „ნერგეტას“ ინფორმაციით, 2017 წლის თებერვალში სხვადასხვა იაპონური სუპერმარკეტების ქსელში ქართული კივის საცდელი პარტია წარმატებით გაიყიდა. ქართული კივი იყიდებოდა: ტოკიოში, ოსაკაში, კიოტოში, ჰიროშიმაში, ნაგასაკასა და ფუკუოკაში.

ვრცლად

ხაშურამდე ახალი ჩქაროსნული გზა აშენდება
ორშაბათი, 27 მარტი 2017 16:38

ჩქაროსნული ავტომაგისტრალის შემადგენელი, აგარა-ზემო ოსიაურის 12 კილომეტრიანი მონაკვეთის მშენებლობა ივნისში დასრულდება. პროექტის ფარგლებში გათვალისწინებულია: 4 ზოლიანი ცემენტ-ბეტონის საფარიანი გზის, 8 ხიდის, მათ შორის 2 სატრანსპორტო კვანძის (გზაგამტარით), წყალგამტარი მილებისა და მიწისქვეშა გადასასვლელების მშენებლობა.

ვრცლად

სასამართლო - მძღოლს, რომელმაც 9 წლის გოგონა იმსხვერპლა ნარკოტიკის მოხმარება დაუდგინდა
ორშაბათი, 27 მარტი 2017 16:23

თბილისის საქალაქო სასამართლო აღმაშენებლის ხეივანში მომხდარ ავარაში მონაწილე მძღოლისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. სასამართლოს განცხადებით, ბრალდებულს ნარკოლოგიური შემოწმების შედეგად დაუდგინდა ნარკოტიკული საშუალების მოხმარების ფაქტი დაუდგინდა. ასევე თორნიკე ტ-ს საგზაო მოძრაობის წესების დარღვევის არაერთი შემთხვევა უფიქსირდება.

ვრცლად

ილტოს ხეობაში ადრექრისტიანული ტაძარი აღმოაჩინეს
ორშაბათი, 27 მარტი 2017 16:06

ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭართალაში ერთნავიანი ეკლესიის ნანგრევები აღმოაჩნეს. მუნიციპალიტეტის კულტურის ცენტრის ინფორმაციით, ეკლესიის გარშემო ნამოსახლარის კვალიც შეინიშნება.

ვრცლად

იაპონიაში მცხოვრები კატა გინესის რეკორდების წიგნში შეიყვანეს [Video - Photos]
ორშაბათი, 27 მარტი 2017 16:01

იაპონიაში მცხოვრები შოტლანდიური ფოლდის ჯიშის 9 წლის შინაური კატა სახელად მარუ გინესის რეკორდსმენია, როგორც ინტერნეტში ყველაზე ნახვადი ცხოველი. ვიდეოპორტალ YouTube-ში მომხმარებელ mugumogu-ს ვიდეოებს, რომლებიც კატა მარუს ეკუთვნის, 330 მილიონზე მეტი ნახვა აქვს.

ვრცლად

სამდღიანი გაუჩინარების შემდეგ ბელარუსის ოპოზიციის ლიდერი შინ დაბრუნდა
ორშაბათი, 27 მარტი 2017 15:59

ბელარუსის ოპოზიციის ლიდერი მიკოლა სტატკევიჩი სამდღიანი გაუჩინარების შემდეგ შინ დაბრუნდა. პოლიტიკოსი 25 მაისის დილას გაუჩინარდა, რამდენიმე საათით ადრე, ვიდრე ბელარუსის პოლიცია ოპოზიციის მიერ გამართულ და თავისუფლების დღისადმი მიძღვნილ ყოველწლიურ მსვლელობას დაარბევდა.

ვრცლად

ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებით თბილისში გრანდიოზული გალა-კონცერტი გაიმართება
ორშაბათი, 27 მარტი 2017 15:43

დღეს, ევროპის მოედანზე, სპეციალურად ვიზალიბერალიზაციის ამოქმედების დღესთან დაკავშირებით მოწყობილი ინსტალაციის - საქართველოსა და ევროკავშირის დროშების განათების საზეიმო ღონისძიება და გრანდიოზული გალა-კონცერტი გაიმართება. კონცერტში მონაწილეობას მიიღებენ როგორც სოლო შემსრულებლები, ასევე ბენდები, ოპერის ქალთა გუნდი და ორკესტრი დავით მაზანაშვილის ხელმძღვანელობით.

ვრცლად

ზუგდიდის საკრებულოს თავმჯდომარედ ნატალია შეროზია აირჩიეს
ორშაბათი, 27 მარტი 2017 15:33

ქალაქ ზუგდიდის საკრებულოს ახალი თავმჯდომარე ჰყავს. საკრებულოს წევრების უმრავლესობამ „ქართული ოცნების“ კანდიდატ ნატალია შეროზიას დაუჭირა მხარი. შეროზიას კანდიდატურას მხარს არ უჭერდა „ნაციონალური მოძრაობა“. უმცირესობის დეპუტატები ამბობდნენ, რომ სხდომაზე შეროზიამ ქალაქის განვითარებასთან დაკავშირებით საკუთარი პოზიცია ვერ ჩამოაყალიბა.

ვრცლად

მძღოლს, რომელმაც 9 წლის გოგონა იმსხვერპლა პატიმრობა შეეფარდა
ორშაბათი, 27 მარტი 2017 15:22

22 მარტს, აღმაშენებლის ხეივანში მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევაში მონაწილე მძღოლს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. პროკურატურის მოთხოვნას პატიმრობის შეფარდებაზე თავად ბრალდებულიც დაეთანხმა.

ვრცლად

ქუთაისში საუნივერსიტეტო ბიბლიოთეკა აშენდება
ორშაბათი, 27 მარტი 2017 15:03

ქუთაისში საუნივერსიტეტო ბიბლიოთეკის მშენებლობა დაიწყო. ბიბლიოთეკაში განთავსდება თანამედროვე წიგნთსაცავი მოძრავი სტელაჟებით, საბიბლიოთეკო მომსახურებისა და ინფორმაციის დეპარტამენტი, რომელიც აღჭურვილი იქნება ელექტრონული ბარკოდერების წამკითხავებით, სამკითხველო დარბაზებით.

ვრცლად

ვაშლოვანის დაცულ ტერიტორიებზე ქურციკების რაოდენობა 40-მდე გაიზარდა [Photos]
ორშაბათი, 27 მარტი 2017 14:16

ვაშლოვანის დაცულ ტერიტორიებზე ველურ ბუნებაში, 40-მდე ქურციკი ბინადრობს. შესაბამის ინფორმაციას დაცული ტერიტორიების სააგენტო ავრცელებს. სააგენტიოს ცნობით, ქურციკის აღდგენა დღეისათვის საქართველოს გარემოსდამცველების ერთ-ერთი უმთავრესი საზრუნავია. ივრის ზეგანზე ეკოსისტემების გაჯანსაღება ამ ცხოველის გარეშე შეუძლებელია.

ვრცლად

გარემოსდამცველებმა წითელ ნუსხაში შეტანილ არჩვზე ნადირობის ფაქტი გამოავლინეს
ორშაბათი, 27 მარტი 2017 13:37

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ბაღდათის რაიონის სოფელ ზეკარში, საქართველოს „წითელი ნუსხით“ დაცულ სახეობაზე -არჩვზე ნადირობის ფაქტი გამოავლინეს. დეპარტამენტის ინფორმაციით, მოქალაქე მამუკა ვაჭარაძემ  არჩვი მასზე რეგისტრირებული სანადირო თოფით მოკლა. გარემოზე მიყენებული ზიანის ოდენობამ 30 000 ლარი შეადგინა.

ვრცლად

გვერდი 7 / 42

ფოტო

News image

განსხვავებული რუსეთი ქუჩის ფოტოგრაფის ობიექტივში [Photos]

ვიდეო

„წყალს ვითხოვთ, რომ ხელები მაინც დავიბანოთ და ცოტა საჭმელს, რომ არ გვშიოდეს“

ვიდეო

საქონლის მასობრივი ქურდობის ფაქტები ყვარელში და არცერთი გამოძიებული საქმე

  • ამინდი
  • ვალუტა

Warning: simplexml_load_file() [function.simplexml-load-file]: I/O warning : failed to load external entity "/var/www/vhosts/ick.ge/httpdocs/cache/curl.temp.xml" in /var/www/vhosts/ick.ge/httpdocs/modules/mod_yrWeather/helper.php on line 94

Warning: unlink(/var/www/vhosts/ick.ge/httpdocs/cache/curl.temp.xml) [function.unlink]: No such file or directory in /var/www/vhosts/ick.ge/httpdocs/modules/mod_yrWeather/helper.php on line 97

Warning: Invalid argument supplied for foreach() in /var/www/vhosts/ick.ge/httpdocs/modules/mod_yrWeather/helper.php on line 109

Warning: Invalid argument supplied for foreach() in /var/www/vhosts/ick.ge/httpdocs/modules/mod_yrWeather/helper.php on line 133

Warning: Invalid argument supplied for foreach() in /var/www/vhosts/ick.ge/httpdocs/modules/mod_yrWeather/helper.php on line 148
yr.no

ავტორიზაცია

< მარტი 2017 >
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვი
    1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31