05:50:21

მარტი 2017

სამშაბათი 21 მარტი 2017

სპირტიანი სასმელების უაქციზოდ გადაზიდვის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს
სამშაბათი, 21 მარტი 2017 16:39

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა აქციზური მარკის სავალდებული დართვას დაქვემდებარებული სხვადასხვა დასახელების სპირტიანი სასმელების უაქციზოდ გადაზიდვის ბრალდებით, ერთი პირი დააკავა.

ვრცლად

მოლდოვაში ყოფილი პარლამენტარი რუსეთის ჯაშუშობის ბრალდებით დააპატიმრეს
სამშაბათი, 21 მარტი 2017 16:01

მოლდოვაში რუსეთის სასარგებლოდ ჯაშუშობაში ეჭვმიტანილი ყოფილი პარლამენტარი, იურიე ბოლბოჩიანუ დააპატიმრეს. მოლდოვას პარლამენტის წევრი (2005-2009 წლებში) ბინაში ჩხრეკის ჩატარების შემდეგ დააკავეს.

ვრცლად

ფსიქიკური ჯანმრთელობის სფეროში არსებული პრობლემების გადასაჭრელად სპეციალური სამუშაო ჯგუფი შეიქმნება
სამშაბათი, 21 მარტი 2017 15:57

ფსიქიკური ჯანმრთელობის სფეროში არსებული პრობლემების გადასაჭრის მიზნით სპეციალური სამუშაო ჯგუფი შეიქმნება. ჯგუფში სახელმწიფო უწყებები, სახალხო დამცველის აპარატი და სფეროში მუშაობის გამოცდილების მქონე პირები გაერთიანდებიან.

ვრცლად

ივრის ნაპირზე ანტიკური ხანის ნაქალაქარს კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსი მიენიჭა [Video]
სამშაბათი, 21 მარტი 2017 15:10

კახეთში, ივრის ნაპირზე, კოწახურას ქედის სამხრეთ-აღმოსავლეთით არსებულ ანტიკური ხანის ნაქალაქარს, რომელთანაც ბრინჯაოს ხანის ყორღანი მდებარეობს, კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსი მიენიჭა. შესაბამისი ბრძანება კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს დირექტორმა გამოსცა. სამართლებრივი აქტის მიხედვით, განისაზღვრა ძეგლის ზუსტი საზღვრებიც.

ვრცლად

საქართველოს ჩემპიონი ბელა ხოტენაშვილი გახდა, საპრიზო სამეული კი ევროპის ჩემპიონატზე იასპარეზებს
სამშაბათი, 21 მარტი 2017 14:29

საქართველოს ქალ მოჭადრაკეთა 74-ე ჩემპიონატი საერთაშორისო დიდოსტატ ბელა ხოტენაშვილის დამაჯერებელი გამარჯვებით დასრულდა. დაუმარცხებელი ხოტენაშვილი მთელი ტურნირის განმავლობაში ლიდერობდა და მეტოქეებისთვის შანსი არ მიუცია.

ვრცლად

ნიკა გვარამიას ცემაში ბრალდებულ რატი გაჩეჩილაძეს 3100-ლარიანი ჯარიმა შეეფარდა
სამშაბათი, 21 მარტი 2017 13:32

ტელეკომპანია „რუსთავი 2-ის“ გენერალური დირექტორის ცემის საქმეზე ბრალდებულ რატი გაჩეჩილაძეს 3100-ლარიანი ჯარიმა შეეფარდა. მოსამართლე ლავრენტი მაღლაკელიძემ გადაწყვეტილების მიღებისას იხელმძღვანელა რამდენიმე გარემოებით, მათ შორის რატი გაჩეჩილაძის მხირდან ბრალის აღიარებით და იმით, რომ ის აქამდე ნასამართლევი არ ყოფილა.

ვრცლად

„ფორბსის“ მონაცემებით ბიძინა ივანიშვილის ქონება შემცირდა
სამშაბათი, 21 მარტი 2017 13:23

„ფორბსის“ 2017 წლის მილიარდერთა რეიტინგში საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის ბიძინა ივანიშვილის ქონება შემცირდა. წინა წლის რეიტინგთან შედარებით, ივანიშვილი 298-დან 367-ე პოზიციაზე დაქვეითდა.

ვრცლად

თაფლი თიხის ქოთანში - სოფო ფოთოლაშვილის ბიზნესი
სამშაბათი, 21 მარტი 2017 13:00

31 წლის სოფო ფოთოლაშვილს თელავის რაიონის სოფელ სანიორეში ფუტკარი ჰყავს. მან ცოტა ხნის წინ ბრენდი „ჩემი ეზოს სიმდიდრე“ შექმნა. სოფო ნატურალურ თაფლს თიხის ქოთნებში აწარმოებს, რაც მისი თქმით, მას განსაკუთრებულ გემოს აძლევს. 500-გრამიანი ქილა 15 ლარი ღირს. სოფო თიხის ქოთნებს თავად ამზადებს.

ვრცლად

იაპონიამ და რუსეთმა კურილის კუნძულებზე უთანხმოების მოსაგვარებლად შეთანხმებას ვერ მიაღწიეს
სამშაბათი, 21 მარტი 2017 12:05

იაპონია და რუსეთი ეკონომიკისა და უსაფრთხოების საკითხებში მჭიდროდ თანამშრომლებენ და ტოკიოში ორი ქვეყნის თავდაცვისა და საგარეო საქმეთა მინისტრების, ანუ „ორს პლიუს ორის“ ფორმატით გამართული შეხვედრა შედგა, თუმცა მინისტრებმა კურილის სადავო კუნძულების საკითხზე შეთანხმებას ვერ მიაღწიეს.

ვრცლად

აზერბაიჯანელები ნოვრუზ-ბაირამს, ანუ გაზაფხულის დღესასწაულს აღნიშნავენ
სამშაბათი, 21 მარტი 2017 11:52

აზერბაიჯანელები ნოვრუზ-ბაირამს, ანუ გაზაფხულის დღესასწაულს აღნიშნავენ. ეს დღე, ტრადიციულად, ყოველ წელს 21 მარტს აღინიშნება. წელს ნოვრუზ-ბაირამს მარნეულში მცხოვრებ აზერბაიჯანელებს პრეზიდენტი და პრემიერ-მინისტრი მიულოცავენ. 

ვრცლად

ინდიან უელსის ტურნირის მოგებით როჯერ ფედერერმა 90-ე ტიტული მოიპოვა
სამშაბათი, 21 მარტი 2017 11:02

35 წლის შვეიცარიელმა ჩოგბურთის ვარსკვლავმა, როჯერ ფედერერმა სამხრეთ კალიფორნიაში გამართული ინდიან უელსის მასტერსის ფინალში თანამემამულე მეტოქე სტანისლას ვავრინკა 6:4, 7:5 დაამარცხა და კარიერის განმავლობაში 90-ე ტიტული (მათ შორის 18 დიდი სლემის) მოიპოვა. ფედერერმა უშუალოდ ინდიან უელსის ტურნირი მეხუთედ მოიგო და ამ მაჩვენებლით სერბ ნოვაკ ჯოკოვიჩს გაუთანაბრდა.

ვრცლად

ბაღდადში მომხდარ აფეთქებას 23 ადამიანი ემსხვერპლა
სამშაბათი, 21 მარტი 2017 10:53

ერაყის დედაქალაქ ბაღდადში დანაღმული ავტომანქანის აფეთქების შედეგად 23 ადამიანი დაიღუპა და 45 დაიჭრა. 20 მარტს, საღამოს მომხდარი თავდასხმის სამიზნეს დედაქალაქის სამხრეთ-დასავლეთით მდებარე რაიონის სავაჭრო ნაწილი წარმოადგენდა.

ვრცლად

ალაზანზე ელექტროშოკური აპარატით თევზაობის შემთხვევა გამოავლინეს
სამშაბათი, 21 მარტი 2017 10:52

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის კახეთის სამმართველოს თანამშრომლებმა უკანონო თევზჭერის ფაქტი გამოავლინეს. სამართალდამრღვევი თელავის რაიონში, მდინარე ალაზანზე ელექტროშოკური აპარატით თევზაობდა.

ვრცლად

21 მარტი დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღეა
სამშაბათი, 21 მარტი 2017 10:34

21 მარტი დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღედ გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ეგიდით 2011 წელს დაწესდა. მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში და მათ შორის საქართველოშიც, ამ დღეს დაუნის სინდრომის შესახებ ცნობიერების ამაღლებისა და საზოგადოების მეტად ინფორმირების მიზნით სხვადასხვა ღონისძიებები იმართება.

ვრცლად

საქართველოში ქარის სიმძლავრემ გრიგალის ნიშნულს მიაღწია: 112-ში 100-ზე მეტი გამოძახება დაფიქსირდა
სამშაბათი, 21 მარტი 2017 10:23

თბილისში, აეროპორტის ტერიტორიაზე ქარის სიმძლავრემ გრიგალის ნიშნულს მიაღწია. გარემოს ეროვნული სააგენტოს ჰიდრომეტეოროლოგიური პროგნოზების ცენტრის უფროსის, სვეტლანა ნიორაძის განცხადებით, დაფიქსირდა ხანმოკლე დაქროლვა, რომლის სიჩქარე 32 მეტრი წამში იყო, რაც გრიგალის კატეგორიას განეკუთვნება. ძლიერი ქარის მიუხედავად, თბილისის საერთაშორისო აეროპორტი მუშაობას ჩვეულ რეჟიმში განაგრძობს. ძლიერი ქარის გამო, 112-ში გასული დღე-ღამის განმავლობაში 100-ზე მეტი გამოძახება დაფიქსირდა.

ვრცლად

გვერდი 6 / 32

ფოტო

News image

პლიტვიცეს ტბები - ათასობით გაყინული ჩანჩქერის სამყარო ხორვატიაში [Photos]

ვიდეო

ბრაკონიერის ჩვენება - მგელი მეგონა, შემეშინდა, ვესროლე და შველი ყოფილა

ვიდეო

ბავშვები სკოლამდელი განათლების გარეშე სოფელ ჩანტლისყურეში

  • ამინდი
  • ვალუტა
შაბათი 25.03.17
10:00-13:00
Cloudyfrom east-southeast3°C0.7m/s
0mm
13:00-19:00
Fairfrom south6°C1.0m/s
0mm
19:00-01:00
Partly cloudyfrom south6°C1.0m/s
0mm
კვირა 26.03.17 13:00-19:00
Fairfrom southeast12°C0.9m/s
0mm
ორშაბათი 27.03.17 10:00-16:00
Light rain showersfrom north11°C1.9m/s
0.7mm
სამშაბათი 28.03.17 10:00-16:00
RainNNW8°C4.8m/s
1.2mm
yr.no

ავტორიზაცია

< მარტი 2017 >
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვი
    1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31