05:49:25

მარტი 2017

ხუთშაბათი 23 მარტი 2017

მსჯავრდებულები უმაღლეს განათლებას მიიღებენ
ხუთშაბათი, 23 მარტი 2017 16:34

დაბალის რისკის პენიტენციურ დაწესეულებაში და გათავისუფლებისთვის მომზადების თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში განთავსებულ საშიშროების დაბალი რისკის მსჯავრდებულებს, სასჯელის მოხდის პერიოდში, საშუალება მიეცემათ უმაღლესი განათლება მიიღონ. 

ვრცლად

გარემოს დაცვის სამინისტრო სოფელ ართანაში ჰესის მშენებლობასთან დაკავშირებით განმარტებებს აკეთებს
ხუთშაბათი, 23 მარტი 2017 16:24

გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრო, თელავის რაიონის სოფელ ართანაში ჰესის მშენებლობასთან დაკავშირებით განმარტებებს აკეთებს. სამინისტრო გამოთქვამს მზადყოფნას მიღოს და განიხილოს ნებისმიერ დაინტერესებული პირის მოსაზრებები წარმოდგენილ პროექტთან დაკავშირებით.

ვრცლად

2016 წელს სამსახურებრივი მოვალეობის დროს დაიღუპა 53, დაშავდა 85 ადამიანი
ხუთშაბათი, 23 მარტი 2017 15:48

2016 წლის განმავლობაში სამუშაოს შესრულებისას დაიღუპა 53 და დაშავდა 85 ადამიანი. აღნიშნულ ინფორმაციას სახალხო დამცველის აპარატი, შსს-ს მიერ მიწოდებული ოფიციალური სტატისტიკის საფუძველზე ავრცელებს და სამსახურებრივი მოვალეობის დროს გარდაცვალების ბოლო შემთხვევებს ეხმაურება.

ვრცლად

სტივენ ჰოკინგი კოსმოსში იმოგზაურებს
ხუთშაბათი, 23 მარტი 2017 15:42

თანამედროვეობის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი მეცნიერი, ბრიტანელი ასტროფიზიკოსი და კოსმოლოგი სტივენ ჰოკინგი მალე ოცნებას აიხდენს და კოსმოსში გაფრინდება, რისი შესაძლებლობაც მას აქამდე შეზღუდული შესაძლებლობების გამო არ ჰქონია.

ვრცლად

ძმები ყარამანიშვილები „რუსთავი 2-ის“ თანამშრომლებს 40 %-იანი წილის უფასოდ გადაცემას სთავაზობენ
ხუთშაბათი, 23 მარტი 2017 15:11

„რუსთავი 2-ის“ ერთ-ერთი მფლობელი ლევან ყარამანაშვილი ტელეკომპანიის თანამშრომლებს მიმართავს და არხის მფლობელების სახელით, სთავაზობს, ტელეკომპანიის 40 %-იანი წილი თანამშრომლებზე უსასყიდლოდ გადანაწილდეს. 

ვრცლად

დევნილები 2 500-ლარიან გრანტებს მიიღებენ
ხუთშაბათი, 23 მარტი 2017 14:53

„ეკონომიკური შესაძლებლობების თანაბარი ხელმისაწვდომობის პროგრამის“ ფარგლებში, დევნილებს შესაძლებლობა ეძლევათ ინვესტიციები განახორციელონ სხვადასხვა სახის სასოფლო-სამეურნეო საქმიანობაში, მათ შორის: მებოსტნეობაში, მეხილეობაში, მებოცვრეობაში, მესაქონლეობაში, მეფუტკრეობაში, შეიძინონ სასოფლო-სამეურნეო ტექნიკა/მექანიზაციის საშუალებები და ა. შ. 

ვრცლად

ე.წ. კანიბალიზმის საქმეზე კიდევ ერთი პირი დააკავეს
ხუთშაბათი, 23 მარტი 2017 14:36

ე.წ. კანიბალიზმის საქმეზე, დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით, კიდევ ერთი პირი დააკავეს. მთავარი პროკურატურის ინფორმაციით, დაკავებულისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდების შუამდგომლობით სასამართლოს დღეს მიმართავენ.

ვრცლად

ლევან როსტოშვილს 8 წლით, ხოლო ლაშა კურტანიძეს 5 წლით პატიმრობა მიუსაჯეს
ხუთშაბათი, 23 მარტი 2017 14:04

თბილისის საქალაქო სასამართლომ ტელეწამყვან ლევან როსტოშვილს 8 წლით, ხოლო მსახიობ ლაშა კურტანიძეს 5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. ბრალდებულები ამ დრომდე გირაოს სანაცვლოდ იყვნენ გათავისუფლებულნი.

ვრცლად

ტრამპის საარჩევნო შტაბის ყოფილმა თავმჯდომარემ პუტინის სასარგებლო გეგმა შეიმუშავა - AP
ხუთშაბათი, 23 მარტი 2017 13:52

ამერიკული საინფორმაციო სააგენტო „ასოშიეიტედ პრესის“ ინფორმაციით, დონალდ ტრამპის საარჩევნო შტაბის ყოფილმა თავმჯდომარემ, პოლ მანაფორტმა საიდუმლოდ წარადგინა პოლიტიკური სტრატეგია, რომლის მიზანი იყო, სარგებელი ენახა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს, მისი ოპონენტები კი დაესუსტებინა.

ვრცლად

დამრღვევი მძღოლების მიმართ სანქციები გასამკაცრებელია - გიორგი მღებრიშვილი
ხუთშაბათი, 23 მარტი 2017 13:08

მე ვფიქრობ, საკმაოდ გასამკაცრებელი არის სანქციები დამრღვევი მძღოლების მიმართ, - ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი მღებრიშვილმა განაცხადა. მინისტრი თბილისში, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 11 წლის გოგონას დაღუპვას ბრიუსელიდან გამოეხმაურა და ოჯახს მიუსამძიმრა.

ვრცლად

სეტყვის სეზონის დაწყებამდე „დელტა” კახეთში საინფორმაციო კამპანიას მართავს
ხუთშაბათი, 23 მარტი 2017 12:58

სეტყვის სეზონის დაწყებამდე, სსიპ სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო ტექნიკური ცენტრი „დელტა“ კახეთის რეგიონში საინფორმაციო კამპანიას ახორციელებს. კამპანიის მიზანი ადგილობრივი მოსახლეობის სეტყვის საწინააღმდეგო სისტემის მუშაობის შესახებ ინფორმირებაა. მათ საინფორმაციო ბუკლეტები გადაეცემათ, სადაც სეტყვასაწინააღმდეგო სარაკეტო სისტემასთან დაკავშირებული უსაფრთხოების ზომებია გაწერილი.

ვრცლად

საქართველოს სამეფო სახლის ინფორმაციით, პრინცი ბაგრატი გარდაიცვალა
ხუთშაბათი, 23 მარტი 2017 12:39

საქართველოს სამეფო სახლის განცხადებით, პრინცი ბაგრატი ხანგრძლივი ავადმყოფობის შემდეგ გარდაიცვალა. ის 2008 წელს გარდაცვლილი საქართველოს სამეფო სახლის მეთაურის, გიორგი (ხორხე) ბაგრატიონ-მუხრანბატონის ძმა იყო. ამჟამად საქართველოს სამეფო სახლის მეთაურია უფლისწული დავით ბაგრატიონ მუხრანბატონი.

ვრცლად

გიორგი კვირიკაშვილი - თანამედროვე მსოფლიო შეძლებს გაუმკლავდეს ტერორიზმის წარმოუდგენელ აგრესიას
ხუთშაბათი, 23 მარტი 2017 11:42

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ლონდონის პარლამენტთან მომხდარი ტერაქტის გამო შეშფოთებას გამოთქვამს. როგორც გიორგი კვირიკაშვილის განცხადებაშია აღნიშნული, ქართველი ხალხი ყოველთვის იდგება ცივილიზებული მსოფლიოს გვერდით ამ უკიდურესი სისასტიკის წინააღმდეგ ბრძოლაში.

ვრცლად

კახეთში ქრთამის აღების ბრალდებით სურსათის ეროვნული სააგენტოს თანამშრომელი დააკავეს
ხუთშაბათი, 23 მარტი 2017 11:25

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა ქრთამის აღების ბრალდებით, სურსათის ეროვნული სააგენტოს კახეთის რეგიონალური სამმართველოს თანამშრომელი დააკავა.

ვრცლად

პრემიერი - უვიზო რეჟიმის შემდეგ საბაჟო-გამშვებ პუნქტებზე სპეციალური პროგრამა ამოქმედდება
ხუთშაბათი, 23 მარტი 2017 11:14

საქართველოს მოქალაქეების მიერ შენგენის ზონაში უვიზოდ ყოფნის 90 დღიანი ვადის გასვლის შემდეგ აინთება საბაჟო სისტემაში წითელი სიგნალი და რეადმისიისთვის საჭირო ღონისძიებები დაიწყება. საბაჟო კონტროლის სისტემაში სპეციალური ცვლილებების შესახებ პრემიერ-მინისტრმა მთავრობის სხდომაზე ისაუბრა.

ვრცლად

გვერდი 3 / 32

ფოტო

News image

პლიტვიცეს ტბები - ათასობით გაყინული ჩანჩქერის სამყარო ხორვატიაში [Photos]

ვიდეო

ბრაკონიერის ჩვენება - მგელი მეგონა, შემეშინდა, ვესროლე და შველი ყოფილა

ვიდეო

ბავშვები სკოლამდელი განათლების გარეშე სოფელ ჩანტლისყურეში

  • ამინდი
  • ვალუტა
შაბათი 25.03.17
10:00-13:00
Cloudyfrom east-southeast3°C0.7m/s
0mm
13:00-19:00
Fairfrom south6°C1.0m/s
0mm
19:00-01:00
Partly cloudyfrom south6°C1.0m/s
0mm
კვირა 26.03.17 13:00-19:00
Fairfrom southeast12°C0.9m/s
0mm
ორშაბათი 27.03.17 10:00-16:00
Light rain showersfrom north11°C1.9m/s
0.7mm
სამშაბათი 28.03.17 10:00-16:00
RainNNW8°C4.8m/s
1.2mm
yr.no

ავტორიზაცია

< მარტი 2017 >
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვი
    1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31