08:01:43

ფირნიშები
მარტი 2017

პარასკევი 31 მარტი 2017

დედოფლისწყაროში 16 ჰექტარზე ნუშის ბაღი გააშენეს
პარასკევი, 31 მარტი 2017 11:14

დედოფლისწყაროს რაიონში გურამ გონაშვილმა ნუშის ბაღი 16 ჰექტარზე გააშენა. სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, გურამ გონაშვილი პროგრამაში „დანერგე მომავალი“ 2016 წელს ჩაერთო და ნუშის ბაღის გაშენებისთვის და სარწყავი სისტემის მოწყობისთვის 48 880 ლარის სახელმწიფო დაფინანსება მიიღო.

ვრცლად

IRI- მარგველაშვილის საქმიანობას დადებითად 67 % აფასებს, კვირიკაშვილის საქმიანობას კი 55 %
პარასკევი, 31 მარტი 2017 11:05

საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) კვლევის თანახმად, კითხვაზე, ხვალ რომ საპარლამენტო არჩევნები იყოს, რომელი პოლიტიკური პარტიას მისცემდით ხმას, რეიტინგში პირველ ადგილზე 30 %-ით „ქართული ოცნებაა“, მეორეზე კი 15%-ით „ნაციონალური მოძრაობა“. მესამე ადგილს იკავებს „ევროპული საქართველო“ 8%-ით.

ვრცლად

თბილისის აეროპორტში ტრეფიკინგში ბრალდებული ირანის მოქალაქე დააკავეს
პარასკევი, 31 მარტი 2017 11:02

თბილისის ინტერპოლის თანამშრომლებმა, ირანიდან საქართველოში შემოსვლისას, ბრიუსელის ინტერპოლის მიერ 2015 წლიდან საერთაშორისო დონეზე ძებნილი, ირანის მოქალაქე დააკავეს.

ვრცლად

კვირაში ერთხელ განხორციელებული რეისი ძალიან დიდი შვება იქნება თუშეთის მოსახლეობისთვის - პრემიერი
პარასკევი, 31 მარტი 2017 10:31

კვირაში ერთხელ განხორციელებული რეისი ძალიან დიდი შვება იქნება თუშეთის მოსახლეობისთვის, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა, სადაც ის თუშეთის მიმართულებით ყოველკვირეული რეისების დანიშვნას გამოეხმაურა. 

ვრცლად

26 წლის მამაკაცი პოლიციის თანამშრომლებს ნარკოტიკული საშუალების ჩადებასა და სასტიკ ცემაში ადანაშაულებს
პარასკევი, 31 მარტი 2017 10:12

26 წლის შოთა პაკელიანის ოჯახი სამართალდამცავებს სასტიკ ცემასა და ნარკოტიკული საშუალებების ჩადებაში ადანაშაულებს. მათი მტკიცებით, ისანი-სამგორის პოლიციის მეშვიდე განყოფილების თანამშრომლები ახალგაზრდა მამაკაცს დაკავების შემდეგ ფიზიკურად გაუსწორდნენ, რის გამოც ის 4 დღის განმავლობაში უგონო მდგომარეობაში იმყოფებოდა.

ვრცლად


ხუთშაბათი 30 მარტი 2017

31 მარტს ყვარლის და დედოფლისწყაროს სოფლების ნაწილს ელექტროენერგია შეუწყდება
ხუთშაბათი, 30 მარტი 2017 18:14

სს „კახეთის ენერგოდისტრიბუციის“ ინფორმაციით, 31მარტს, ყვარლისა და დედოფლისწყაროს სოფლების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდება. როგორც კომპანიაში განმარტავენ, ელექტროენერგიის შეზღუდვის მიზეზი დაგეგმილი პროფილაქტიკური სამუშაოებია.

ვრცლად

სეს: სასკოლო და სკოლამდელ დაწესებულებებში საეჭვო წარმომავლობის საკვების შეტანის შემთხვევები აღინიშნება
ხუთშაბათი, 30 მარტი 2017 18:06

„სასკოლო და სკოლამდელ დაწესებულებებში საეჭვო წარმომავლობის საკვების შეტანის შემთხვევები აღინიშნება“,-ამის შესხებ განცხადებას სურსათის ეროვნული სააგენტო ავრცელებს. მსგავსი ფაქტების თავიდან აცილების მიზნით, სააგენტომ ადგილობრივ თვითმმართველ ერთეულებს და მუნიციპალიტეტებს წერილით მიმართა.

ვრცლად

13 მაისს „ახალი ღვინის ფესტივალი 2017“ ჩატარდება
ხუთშაბათი, 30 მარტი 2017 17:46

ღვინის ფესტივალზე მცირე / ოჯახური, საშუალო და დიდი მეღვინეობები საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან ფესტივალის სტუმრებს 2016 წლის მოსავლის ღვინოებს წარუდგენენ. ფესტივალის მიზანი ქართული ღვინის პოპულარიზაცია, საქართველოში ღვინის განათლების დონის ამაღლება და სამომხმარებლო კულტურის გაზრდაა. ფესტივალზე დასწრება თავისუფალია.

ვრცლად

რუსეთის პატრიარქი 1917 წლის რევოლუციაზე პასუხისმგებლობას ინტელიგენციას აკისრებს
ხუთშაბათი, 30 მარტი 2017 17:38

მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქის, კირილე I-ის აზრით, 1917 წლის რევოლუციაში ბრალი, პირველ რიგში, ინტელიგენციას მიუძღვის. რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღოლმა აღნიშნული შეფასება მოსკოვში, პატრიარქის ლიტერატურული პრემიის მრჩეველთა საბჭოს სხდომაზე გამოთქვა.

ვრცლად

რუსთავში სამი მაღაზია, სილამაზის სალონი და ჰომეოპათის ოფისი გაქურდეს
ხუთშაბათი, 30 მარტი 2017 17:08

რუსთავში, ერთ ღამეში, თოდრიას ქუჩაზე მდებარე ხუთი ობიექტი გაქურდეს. მათ შორის სურსათის, ტანსაცმლისა და საკანცელარიო მაღაზიები, სილამაზის სალონი და ექიმ-ჰომეოპათის ოფისი.

ვრცლად

გუდვილის მენეჯერი - ვისაც ალუჩა უნდა იყიდის, ვისაც არა და ჭამოს ლარიანი კარტოფილი
ხუთშაბათი, 30 მარტი 2017 16:21

„ვისაც უნდა, ალუჩა ჭამოს და ვისაც გემოვნება აქვს და იცის, რომ მარტში ალუჩა არ არის, იყიდის, ვისაც არა და ჭამოს ლარიანი კარტოფილი“, - ამის შესახებ „გუდვილის“ ხილ-ბოსტნის კატეგორიის მენეჯერმა გიორგი თანიაშვილმა ალუჩის ფასთან დაკავშირებით დასმული შეკითხვის საპასუხოდ განაცხადა.

ვრცლად

დაავადებებისა და გვალვისადმი გამძლე კარტოფილის კლონების გამოცდა მიმდინარეობს
ხუთშაბათი, 30 მარტი 2017 15:38

პირველადი მეთესლეობისა და სერტიფიცირებული სარგავი მასალის წარმოების მიზნით, სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის ინ-ვიტრო ლაბორატორიაში დაავადებებისა და გვალვისადმი გამძლე კარტოფილის კლონების გამოცდა მიმდინარეობს. ლაბორატორია დაავადებებისადმი გამძლე კარტოფილის ადგილობრივი ჯიშებისა და კარტოფილის საერთაშორისო ცენტრიდან (CIP) მიღებული 80 სხვადასხვა კლონის გამრავლებას ინ-ვიტრო მეთოდებით აწარმოებს.

ვრცლად

საბავშვო ბაღებიდან ამოღებული ხორცი ნაწლავის ჩხირის ჯგუფის ბაქტერიებით დაბინძურებული აღმოჩნდა
ხუთშაბათი, 30 მარტი 2017 14:57

ლაბორატორიული დასკვნის თანახმად, რუსთავის 4 საბავშვო ბაღიდან ამოღებული ხორცი ნაწლავის ჩხირის ჯგუფის ბაქტერიებით დაბინძურებული აღმოჩნდა. ხორცის ნიმუშები რუსთავის საბავშვო ბაღების გაერთიანების მიმართვის საფუძველზე სურსათის ეროვნულმა სააგენტომ შეამოწმა.

ვრცლად

კონკურსი „მის ტრანსგენდერი 2017“ ჩაიშალა
ხუთშაბათი, 30 მარტი 2017 13:39

კონკურსი „მის ტრანსგენდერი 2017“ აღარ გაიმართება. კონკურსის ორგანიზატორის, ნატა მაჭარაშვილის განცხადებით, კონკურსის ჩაშლის მიზეზი მუქარა და მოსალოდნელი ძალადობის საფრთხე იყო.

ვრცლად

სადახლოზე არადეკლარირებული ოქროს ნაკეთობები აღმოაჩინეს
ხუთშაბათი, 30 მარტი 2017 13:24

მებაჟე ოფიცრებმა სადახლოზე რუსეთის მოქალაქეების ბარგისა და ავტომობილების დათვალიერების შედეგად, არადეკლარირებული ოქროს ნაკეთობები აღმოაჩინეს. შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, საქონლის საერთო საბაჟო ღირებულებამ 24 661 51 ლარი შეადგინა.

ვრცლად

გვერდი 2 / 42

ფოტო

News image

განსხვავებული რუსეთი ქუჩის ფოტოგრაფის ობიექტივში [Photos]

ვიდეო

„წყალს ვითხოვთ, რომ ხელები მაინც დავიბანოთ და ცოტა საჭმელს, რომ არ გვშიოდეს“

ვიდეო

საქონლის მასობრივი ქურდობის ფაქტები ყვარელში და არცერთი გამოძიებული საქმე

  • ამინდი
  • ვალუტა
ხუთშაბათი 17.08.17
12:00-18:00
Partly cloudyfrom east19°C1.0m/s
0mm
18:00-00:00
Cloudyfrom east22°C2.0m/s
0mm
პარასკევი 18.08.17 12:00-18:00
Fairfrom east-northeast24°C1.7m/s
0mm
შაბათი 19.08.17 12:00-18:00
Clear skyfrom east26°C2.3m/s
0mm
კვირა 20.08.17 10:00-16:00
Clear skyfrom east-northeast25°C0.9m/s
0mm
yr.no

ავტორიზაცია

< მარტი 2017 >
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვი
    1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31