05:50:10

მარტი 2017

კვირა 19 მარტი 2017

პუტინის არ ვიცნობ, მაგრამ ის ნამდვილად „კერკეტი კაკალია“ - დონალდ ტრამპი
კვირა, 19 მარტი 2017 15:38

დონალდ ტრამპმა ვლადიმერ პუტინს „კერკეტი კაკალი“ უწოდა. განცხადება შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ტელეკომპანია Fox News-სთვის მიცემულ ინტერვიუში გააკეთა. ჟურნალისტმა პრეზიდენტს რუსეთის ლიდერის დახასიათება სთხოვა.

ვრცლად

ლეგენდარული მუსიკოსი ჩაკ ბერი 90 წლის ასაკში გარდაიცვალა
კვირა, 19 მარტი 2017 15:24

შეერთებულ შტატებში 90 წლის ასაკში ლეგენდარული მუსიკოსი - ჩაკ ბერი გარდაიცვალა. როკ-ენ-როლის ერთ-ერთი დამფუძნებელი მისურიში, საკუთარ სახლში დაიღუპა. ჩაკ ბერის გარდაცვალებას მუსიკალური სამყაროს წარმომადგენლებმა როკ-ენ-როლის ეპოქის დასასრული უწოდეს.

ვრცლად

გუდაური-კობის მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა
კვირა, 19 მარტი 2017 12:59

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, გუდაური-კობის მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის გადაადგილება გაუჩერებლად გავლის რეჟიმში, მხოლოდ ზვავდამცავი გვირაბების გავლით არის შესაძლებელი. მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსების მოძრაობა გვირაბებში ცალმხრივად განხორციელდება.

ვრცლად

თელავის უნივერსიტეტში მწვანე ოთახი - „ეკო ჰაბი“ გაიხსნა [Photos]
კვირა, 19 მარტი 2017 12:40

„გაამწვანე შენი უნივერსიტეტი”-კონკურსში გამარჯვებული გუნდის ინიციატივით და WMTR პროგრამის დახმარებით, თელავის იაკობ გოგებაშვილის სახელობის უნივერსიტეტში „ეკო ჰაბი” მოეწყო. მწვანე ოთახში შესაძლებელი იქნება ჯგუფური მუშაობა, პროექტების დაგეგმვა, საჯარო სემინარებისა და საინფორმაციო შეხვედრების ჩატარება.

ვრცლად

გიორგი ანწუხელიძის ქუჩაზე სკვერი და საფეხბურთო მოედანი მოეწყობა
კვირა, 19 მარტი 2017 12:05

ქალაქ გორში, გიორგი ანწუხელიძის სახელობის ქუჩაზე სკვერი და საფეხბურთო მოედანი მოეწყობა. გორის მერიამ ადგილობრივი ბიუჯეტიდან სკვერის მოსაწყობად 50 ათასი, ხოლო სპორტული მოედნისთვის 93 ათასი ლარი გამოყო.

ვრცლად

სურსათის ეროვნული სააგენტო მოსახლეობას აფრთხილებს
კვირა, 19 მარტი 2017 11:41

სურსათის ეროვნული სააგენტო მოსახლეობას მოუწოდებს, თავი შეიკავოს ისეთ ადგილებზე სურსათის შეძენისგან, სადაც დაცული არ არის უსაფრთხო შენახვისა და რეალიზაციის პირობები.

ვრცლად

რუსთავში ხანძარს 22 წლის მამაკაცი ემსხვერპლა
კვირა, 19 მარტი 2017 11:30

რუსთავში ქვის გადამამუშავებელი საამქროს მიმდებარე ტერიტორიაზე გაჩენილ ხანძარს 22 წლის მამაკაცი ემსხვერპლა. არსებული ინფორმაციით, მამაკაცს დარაჯის ოთახში ეძინა და ხანძრის დროს წარმოქმნილი კვამლით გაიგუდა. 

ვრცლად

განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკის შეძენა-შენახვის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს
კვირა, 19 მარტი 2017 11:14

განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით - პოლიციამ 27 წლის მამაკაცი თბილისში, აღმაშენებლის ხეივანში დააკავა.

ვრცლად

მართლმადიდებელი ეკლესია ჯვრის თაყვანისცემას აღნიშნავს
კვირა, 19 მარტი 2017 10:57

დიდმარხვის მესამე კვირას მართლმადიდებელი ეკლესია ჯვრის თაყვანისცემის დღეს აღნიშნავს. ამ დღესთან დაკავშირებით ტაძრებში წირვა-ლოცვა მიმდინარეობს.

ვრცლად


შაბათი 18 მარტი 2017

ოთხ წელიწადში თუშეთში 11 ახალი სასტუმრო გაიხსნა – გიგლა აგულაშვილი
შაბათი, 18 მარტი 2017 18:04

2012 - 2016 წლების მონაცემებით, თუშეთის საოჯახო სასტუმროების რაოდებობა 36-დან 47-მდე გაიზარდა. იქ უფრო დიდი ინფრასტრუქტურაც შენდება, კერძო ინვესტორები არიან ხშირად აქ აქტიურად ჩართულები. თუშეთში არსებული სასტუმროები და საწოლები დაუკავებელი არ რჩება, - ამის შესახებ გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრმა გიგლა აგულაშვილმა განაცხადა. 

ვრცლად

ახმეტაში სკოლები და საბავშვო ბაღები ბრიკეტებით გათბება
შაბათი, 18 მარტი 2017 18:00

ნედლი შეშის ეკონომიის მიზნით, ახმეტაში ბრიკეტების წარმოების სადემონსტრაციო პროექტი ხორციელდება. გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის ინფორმაციით, პროექტის ფარგლებში წინასწარ შერჩეული სატყეო უბნიდან ძირნაყარ ხე-ტყეს გამოიტანენ, რომელსაც ბრიკეტებად დამუშავების შემდეგ სკოლებსა და საბავშვო ბაღებს გადასცემენ.

ვრცლად

გინესის ჩინელი რეკორდსმენი კიბეზე თავით ავიდა [Video]
შაბათი, 18 მარტი 2017 15:33

მსოფლიოს უცნაური და სახალისო რეკორდების ყოველკვირეულ პოპულარულ იტალიურ შოუში (Lo Show Dei Recordi) მორიგი უჩვეულო გინესის რეკორდი დაფიქსირდა - ჩინელმა აკრობატმა ლუნლონ ლიმ თავზე მდგარმა კიბის 36 საფეხური აიარა.

ვრცლად

UrbanX - ბორბალი, რომელიც ნებისმიერ ველოსიპედს ელექტრონულად გარდაქმნის [Video]
შაბათი, 18 მარტი 2017 15:28

სატერფულიანი ტიპის ველოსიპედის ელექტრო ველოსიპედად გარდაქმნა ამჯერად სავსებით შესაძლებელია ახალი ტიპის ბორბლებით, რომელიც სტარტაპ UrbanX-ის მიერაა წარმოდგენილი და საკმაოდ მარტივი, პრაქტიკული და იაფი საშუალებაა.

ვრცლად

ბულგარელმა ხელოვანმა მავთულისგან ცხოველების სკულპტურები შექმნა [Photos]
შაბათი, 18 მარტი 2017 15:24

ბულგარელმა მოქანდაკე ნევანა ატანასოვამ ცხოველების შთამბეჭდავი ფიგურების შესაქმნელად მხოლოდ მავთული გამოიყენა. ხელოვანის თქმით, ნამუშევრების შექმნის შთაგონების წყარო ბუნება, გარემო და მისი დაცვაა.

ვრცლად

პოლიციელთა მხრიდან ძალადობის ფაქტებზე 169 საქმე აღიძრა, პასუხისგებაში კი მხოლოდ 5 პოლიციელია მიცემული
შაბათი, 18 მარტი 2017 14:48

საქართველოს მთავარი პროკურატურიდან მიღებული მონაცემებით, 2016 წელს აღძრულია 169 სისხლის სამართლის საქმე პოლიციის თანამშრომლების მხრიდან მოქალაქეთა მიმართ ჩადენილი არასათანადო მოპყრობის ფაქტებზე, ბრალდებულის სახით კი პასუხისგებაში მხოლოდ 5 პოლიციელია მიცემული, რაც საქმეთა საერთო რაოდენობის 2,9 %-ს შეადგენს.

ვრცლად

გვერდი 9 / 32

ფოტო

News image

პლიტვიცეს ტბები - ათასობით გაყინული ჩანჩქერის სამყარო ხორვატიაში [Photos]

ვიდეო

ბრაკონიერის ჩვენება - მგელი მეგონა, შემეშინდა, ვესროლე და შველი ყოფილა

ვიდეო

ბავშვები სკოლამდელი განათლების გარეშე სოფელ ჩანტლისყურეში

  • ამინდი
  • ვალუტა
შაბათი 25.03.17
10:00-13:00
Cloudyfrom east-southeast3°C0.7m/s
0mm
13:00-19:00
Fairfrom south6°C1.0m/s
0mm
19:00-01:00
Partly cloudyfrom south6°C1.0m/s
0mm
კვირა 26.03.17 13:00-19:00
Fairfrom southeast12°C0.9m/s
0mm
ორშაბათი 27.03.17 10:00-16:00
Light rain showersfrom north11°C1.9m/s
0.7mm
სამშაბათი 28.03.17 10:00-16:00
RainNNW8°C4.8m/s
1.2mm
yr.no

ავტორიზაცია

< მარტი 2017 >
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვი
    1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31