05:48:15

მარტი 2017

ორშაბათი 20 მარტი 2017

თუშეთის გზაზე გაწმენდითი სამუშაოები დაიწყო
ორშაბათი, 20 მარტი 2017 12:35

ფშაველი-აბანო-ომალოს საავტომობილო გზაზე გაწმენდითი სამუშაოები დაიწყო. როგორც კახეთის საინფორმაციო ცენტრს საავტომობილო გზების დეპარტამენტში განუცხადეს, გზის გაწმენდა რეგულარულად, სავარაუდოდ მაისის ბოლომდე გაგრძელდება.

ვრცლად

ბელარუსში „მუქთახორების გადასახადის“ საპროტესტო აქციის ლიდერები დააკავეს
ორშაბათი, 20 მარტი 2017 12:31

ბელარუსში დააკავეს საპროტესტო აქციის სულ მცირე სამი ორგანიზატორი, რომლებიც ქვეყანაში უდიდეს დავის საგნად ქცეულ გადასახადთან დაკავშირებულ დემონსტრაციას მართავდნენ.

ვრცლად

კახეთში სეტყვის საწინააღმდეგო სისტემა 1-ლი აპრილიდან ამუშავდება
ორშაბათი, 20 მარტი 2017 11:24

კახეთში სეტყვასაწინააღმდეგო სისტემა ფუნქციონირებას 1-ლი აპრილიდან დაიწყებს. სამხედრო სამეცნიერო ტექნიკური ცენტრის „დელტას“ საზოგადოებასთან ურთიერთობის სამმართველოს ხელმძღვანელის გიორგი კალატოზიშვილის განცხადებით, არსებული 83 სარაკეტო დანადგარი რეგიონის მასშტაბით 600 ათას ჰექტარს სტიქიური უბედურებისაგან დაიცავს,ზარალს კი 95 % შემცირებს.

ვრცლად

პარიზის აეროპორტში მოკლული თავდამსხმელი რადიკალურ ისლამთან კავშირში იყო ეჭვმიტანილი
ორშაბათი, 20 მარტი 2017 11:19

საფრანგეთის უშიშროების ძალებმა პარიზის სიდიდით მეორე აეროპორტ „ორლიში“ მამაკაცი მოკლეს, რომელმაც ჯარისკაცისათვის იარაღის წართმევა სცადა. ოფიციალური ინფორმაციით, თავდამსხმელი 39 წლის საფრანგეთის მოქალაქე იყო, რომელსაც კავშირი რადიკალურ ისლამთან ჰქონდა.

ვრცლად

„ბორჯღალოსნები“ რუმინეთში დამარცხდნენ, რაგბი ევროპის ჩემპიონატის გამარჯვებული კი შეცდომით გამოცხადდა [Photos]
ორშაბათი, 20 მარტი 2017 10:48

საქართველოს მორაგბეთა ნაკრები რაგბი ევროპის ჩემპიონატის უკანასკნელ ტურში, სტუმრად რუმინეთში მასპინძელ ნაკრებთან 7:8 დამარცხდა და ჩემპიონის ტიტული, ისევე როგორც ანთიმოზ ივერიელის სახელობის თასი, რომელიც ყოველწლიურად საქართველო-რუმინეთს შორის თამაშდება, რუმინეთის ეროვნულ გუნდს დაუთმო, თუმცა მანამდე, მატჩის დასრულების შემდეგ, ევროპული რაგბის ორგანიზატორთა შეცდომის გამო ტიტული ჯერ „ბორჯღალოსნებს“ მიენიჭათ, შემდეგ კი გამარჯვებულად რუმინეთი გამოცხადდა.

ვრცლად

დეკანოზი გიორგი მამალაძე საზოგადოებას - შენდობა მინდა გთხოვოთ
ორშაბათი, 20 მარტი 2017 10:43

დეკანოზი გიორგი მამალაძე საზოგადოებას სასულიერო პირისთვის შეუფერებლად საუბრის გამო ბოდიშს უხდის. დეკანოზმა სასჯელაღსრულების მეცხრე დაწესებულებიდან, გაზეთ „კვირის პალიტრას“ წერილი გაუგზავნა, სადაც აღნიშნავს, რომ მის მიერ ნათქვამი სიტყვები - „დასაბრედია“ და „მარილზე გასაშვებია“ არ ნიშნავს იმას, რომ ვინმეს მოკვლა სურდა.

ვრცლად

საქართველოს შვიდი ქვეყნის საპარლამენტო დელეგაცია ეწვია
ორშაბათი, 20 მარტი 2017 10:33

ნორდიკულ-ბალტიური რვიანის წევრი ქვეყნების პარლამენტების თავმჯდომარეები და ვიცე სპიკერები თბილისში რამდენიმე საათის წინ ჩამოვიდნენ. სამდღიანი ვიზიტის ფარგლებში, გაიმართა შეხვედრები საქართველოს პრეზიდენტთან, პრემიერთან, ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრთან და სამოქალაქო სექტორთან. ასევე საქართველოს კათოლიკოს პატრიარქთან.

ვრცლად

პოლიციამ 43 შეკვრა მეტადონი ამოიღო
ორშაბათი, 20 მარტი 2017 10:21

სამართალდამცავებმა ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 51 წლის მამაკაცი ნარკოდანაშაულისთვის თბილისში დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, პოლიციამ ბრალდებულის პირადი ჩხრეკისას, 43 შეკვრად დაფასოებული, 70,4448 გრამი ნარკოტიკული ნივთიერება მეტადონი ამოიღო.

ვრცლად

სამაგისტრო და მასწავლებელთა გამოცდისთვის რეგისტრაცია იწყება
ორშაბათი, 20 მარტი 2017 10:07

პრაქტიკოს მასწავლებელთა და მასწავლებლობის მსურველთა, ასევე მაგისტრანტობის კანდიდატთა რეგისტრაცია 20 მარტს დაიწყება. დაინტერესებულ პირებს რეგისტრაციის გავლა ვებგვერდებზე: www.naec.gov.ge და online.naec.ge 5 აპრილის ჩათვლით შეეძლებათ.

ვრცლად


კვირა 19 მარტი 2017

20 მარტს თელავისა და ლაგოდეხის მოსახლეობის ნაწილს ელექტროენერგია შეუწყდება
კვირა, 19 მარტი 2017 17:54

სს „კახეთის ენერგოდისტრიბუციის“ ინფორმაციით, 20 მარტს, ქალაქ თელავში13:00-დან 14:00 საათამდე, ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდება ცაბაძის, ჩოხელის, მოსიაშვილის, ახვლედიანის, ბარნოვის, ანტონ კათალიკოსის, მოედნის, გორკის, ერეკლე II-ის ნაწილის, 26 მაისის, სააკაძის, დავით ვექტორის, კვირიკე დიდისა და უნივერსიტეტის ქუჩების მცხოვრებლებს. 

ვრცლად

მომღერალი გია ჭირაქაძე გარდაიცვალა
კვირა, 19 მარტი 2017 17:17

მომღერალი გია ჭირაქაძე 79 წლის ასაკში გულის შეტევით გარდაიცვალა. გია ჭირაქაძე წლების განმავლობაში „ქართული ხმების“, შემდეგ კი ანსამბლ „დიელოს“ წევრი იყო.

ვრცლად

დაზარალებული მოვაჭრეები - ამ ხელისუფლების პირობებში ხანძარი 13 ბაზრობაზე გაჩნდა
კვირა, 19 მარტი 2017 16:58

„ბავშვთა სამყაროში“ გაჩენილი ხანძრის შედეგად დაზარალებულებმა პარლამენტის შენობასთან საპროტესტო აქცია გამართეს. მოვაჭრეები მთავრობისგან დაზარალებულის სტატუსის მინიჭებას და ერთჯერად კომპენსაციას ითხოვენ. როგორც აქციაზეა შეკრებილებმა აღნიშნეს, მხოლოდ დღევანდელი ხელისუფლების პირობებში ხანძრის გაჩენის ფაქტი 13 ბაზრობაზე დაფიქსირდა.

ვრცლად

შავი ზღვის დაბინძურების გამო გემის კაპიტანი 65 000 ლარით დაჯარიმდა
კვირა, 19 მარტი 2017 16:18

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის შავი ზღვის დაცვის კონვენციური სამმართველოს თანამშრომლებმა, სასაზღვრო პოლიციის წარმომადგენლებთან ერთად, გემის მიერ საქართველოს ტერიტორიული წყლების დაბინძურების ფაქტი გამოავლინეს.

ვრცლად

მთავრობა კაჭრეთში დახურულ შეხვედრას მართავს
კვირა, 19 მარტი 2017 16:07

საქართველოს პრემიერ - მინისტრი, გიორგი კვირიკაშვილი გურჯაანის რაიონის სოფელ კაჭრეთში მინისტრთა კაბინეტის წევრებთან დახურულ შეხვედრას მართავს. შეხვედრას პარლამენტის თავმჯდომარე და საპარლამენტო უმრავლესობის წევრები ესწრებიან.

ვრცლად

პატრიარქი - უფალი ადამიანს ჯვარს მისი ძალის მიხედვით აძლევს
კვირა, 19 მარტი 2017 15:51

უფალი ადამიანს აძლევს ჯვარს მისი ძალის მიხედვით, - ამის შესახებ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა საკვირაო ქადაგებისას განაცხადა. ილია მეორემ უფალს შესთხოვა, ყველას შეაძლებინოს საკუთარი ჯვრის ბოლომდე მიტანა.

ვრცლად

გვერდი 8 / 32

ფოტო

News image

პლიტვიცეს ტბები - ათასობით გაყინული ჩანჩქერის სამყარო ხორვატიაში [Photos]

ვიდეო

ბრაკონიერის ჩვენება - მგელი მეგონა, შემეშინდა, ვესროლე და შველი ყოფილა

ვიდეო

ბავშვები სკოლამდელი განათლების გარეშე სოფელ ჩანტლისყურეში

  • ამინდი
  • ვალუტა
შაბათი 25.03.17
10:00-13:00
Cloudyfrom east-southeast3°C0.7m/s
0mm
13:00-19:00
Fairfrom south6°C1.0m/s
0mm
19:00-01:00
Partly cloudyfrom south6°C1.0m/s
0mm
კვირა 26.03.17 13:00-19:00
Fairfrom southeast12°C0.9m/s
0mm
ორშაბათი 27.03.17 10:00-16:00
Light rain showersfrom north11°C1.9m/s
0.7mm
სამშაბათი 28.03.17 10:00-16:00
RainNNW8°C4.8m/s
1.2mm
yr.no

ავტორიზაცია

< მარტი 2017 >
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვი
    1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31