20:30:14

ხუთშაბათი, 30 მარტი 2017
31 მარტს ყვარლის და დედოფლისწყაროს სოფლების ნაწილს ელექტროენერგია შეუწყდება
ხუთშაბათი, 30 მარტი 2017 18:14

სს „კახეთის ენერგოდისტრიბუციის“ ინფორმაციით, 31მარტს, ყვარლისა და დედოფლისწყაროს სოფლების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდება. როგორც კომპანიაში განმარტავენ, ელექტროენერგიის შეზღუდვის მიზეზი დაგეგმილი პროფილაქტიკური სამუშაოებია.

ვრცლად

სეს: სასკოლო და სკოლამდელ დაწესებულებებში საეჭვო წარმომავლობის საკვების შეტანის შემთხვევები აღინიშნება
ხუთშაბათი, 30 მარტი 2017 18:06

„სასკოლო და სკოლამდელ დაწესებულებებში საეჭვო წარმომავლობის საკვების შეტანის შემთხვევები აღინიშნება“,-ამის შესხებ განცხადებას სურსათის ეროვნული სააგენტო ავრცელებს. მსგავსი ფაქტების თავიდან აცილების მიზნით, სააგენტომ ადგილობრივ თვითმმართველ ერთეულებს და მუნიციპალიტეტებს წერილით მიმართა.

ვრცლად

13 მაისს „ახალი ღვინის ფესტივალი 2017“ ჩატარდება
ხუთშაბათი, 30 მარტი 2017 17:46

ღვინის ფესტივალზე მცირე / ოჯახური, საშუალო და დიდი მეღვინეობები საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან ფესტივალის სტუმრებს 2016 წლის მოსავლის ღვინოებს წარუდგენენ. ფესტივალის მიზანი ქართული ღვინის პოპულარიზაცია, საქართველოში ღვინის განათლების დონის ამაღლება და სამომხმარებლო კულტურის გაზრდაა. ფესტივალზე დასწრება თავისუფალია.

ვრცლად

რუსეთის პატრიარქი 1917 წლის რევოლუციაზე პასუხისმგებლობას ინტელიგენციას აკისრებს
ხუთშაბათი, 30 მარტი 2017 17:38

მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქის, კირილე I-ის აზრით, 1917 წლის რევოლუციაში ბრალი, პირველ რიგში, ინტელიგენციას მიუძღვის. რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღოლმა აღნიშნული შეფასება მოსკოვში, პატრიარქის ლიტერატურული პრემიის მრჩეველთა საბჭოს სხდომაზე გამოთქვა.

ვრცლად

რუსთავში სამი მაღაზია, სილამაზის სალონი და ჰომეოპათის ოფისი გაქურდეს
ხუთშაბათი, 30 მარტი 2017 17:08

რუსთავში, ერთ ღამეში, თოდრიას ქუჩაზე მდებარე ხუთი ობიექტი გაქურდეს. მათ შორის სურსათის, ტანსაცმლისა და საკანცელარიო მაღაზიები, სილამაზის სალონი და ექიმ-ჰომეოპათის ოფისი.

ვრცლად

გუდვილის მენეჯერი - ვისაც ალუჩა უნდა იყიდის, ვისაც არა და ჭამოს ლარიანი კარტოფილი
ხუთშაბათი, 30 მარტი 2017 16:21

„ვისაც უნდა, ალუჩა ჭამოს და ვისაც გემოვნება აქვს და იცის, რომ მარტში ალუჩა არ არის, იყიდის, ვისაც არა და ჭამოს ლარიანი კარტოფილი“, - ამის შესახებ „გუდვილის“ ხილ-ბოსტნის კატეგორიის მენეჯერმა გიორგი თანიაშვილმა ალუჩის ფასთან დაკავშირებით დასმული შეკითხვის საპასუხოდ განაცხადა.

ვრცლად

დაავადებებისა და გვალვისადმი გამძლე კარტოფილის კლონების გამოცდა მიმდინარეობს
ხუთშაბათი, 30 მარტი 2017 15:38

პირველადი მეთესლეობისა და სერტიფიცირებული სარგავი მასალის წარმოების მიზნით, სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის ინ-ვიტრო ლაბორატორიაში დაავადებებისა და გვალვისადმი გამძლე კარტოფილის კლონების გამოცდა მიმდინარეობს. ლაბორატორია დაავადებებისადმი გამძლე კარტოფილის ადგილობრივი ჯიშებისა და კარტოფილის საერთაშორისო ცენტრიდან (CIP) მიღებული 80 სხვადასხვა კლონის გამრავლებას ინ-ვიტრო მეთოდებით აწარმოებს.

ვრცლად

საბავშვო ბაღებიდან ამოღებული ხორცი ნაწლავის ჩხირის ჯგუფის ბაქტერიებით დაბინძურებული აღმოჩნდა
ხუთშაბათი, 30 მარტი 2017 14:57

ლაბორატორიული დასკვნის თანახმად, რუსთავის 4 საბავშვო ბაღიდან ამოღებული ხორცი ნაწლავის ჩხირის ჯგუფის ბაქტერიებით დაბინძურებული აღმოჩნდა. ხორცის ნიმუშები რუსთავის საბავშვო ბაღების გაერთიანების მიმართვის საფუძველზე სურსათის ეროვნულმა სააგენტომ შეამოწმა.

ვრცლად

კონკურსი „მის ტრანსგენდერი 2017“ ჩაიშალა
ხუთშაბათი, 30 მარტი 2017 13:39

კონკურსი „მის ტრანსგენდერი 2017“ აღარ გაიმართება. კონკურსის ორგანიზატორის, ნატა მაჭარაშვილის განცხადებით, კონკურსის ჩაშლის მიზეზი მუქარა და მოსალოდნელი ძალადობის საფრთხე იყო.

ვრცლად

სადახლოზე არადეკლარირებული ოქროს ნაკეთობები აღმოაჩინეს
ხუთშაბათი, 30 მარტი 2017 13:24

მებაჟე ოფიცრებმა სადახლოზე რუსეთის მოქალაქეების ბარგისა და ავტომობილების დათვალიერების შედეგად, არადეკლარირებული ოქროს ნაკეთობები აღმოაჩინეს. შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, საქონლის საერთო საბაჟო ღირებულებამ 24 661 51 ლარი შეადგინა.

ვრცლად

დედოფლისწყაროში, სიღნაღსა და ყვარელში ცხოველთა ბიოუსაფრთხოების პუნქტები აშენდება
ხუთშაბათი, 30 მარტი 2017 12:34

მეცხვარეობის დარგის განვითარების ხელშეწყობის მიზნით, მიმდინარე წელს დედოფლისწყაროსა და სიღნაღში ბიოუსაფრთხოების პუნქტები გაიხსნება. სოფლის მეურნეობის მინისტრის ლევან დავითაშვილის განცხადებით, 2018 წელს ანალოგიური პუნქტი აშენდება ყვარელშიც.

ვრცლად

შეერთებული შტატების სენატმა მონტენეგროს NATO-ში გაწევრიანებას მხარი დაუჭირა
ხუთშაბათი, 30 მარტი 2017 12:31

აშშ-ის სენატმა NATO-ში ჩერნოგორიის გაწევრიანებასა და შესაბამისად, ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსის გაფართოებას მხარი დაუჭირა, რაც სავარაუდოდ კრემლის მკვეთრად უარყოფით რეაქციას გამოიწვევს.

ვრცლად

სისხლის ახალი ანალიზი კიბოს ადგილმდებარეობას სიმპტომების გამოვლენამდე დაადგენს
ხუთშაბათი, 30 მარტი 2017 12:28

კალიფორნიის უნივერსიტეტში მომუშავე მეცნიერთა ჯგუფმა სისხლის ახალი ტესტი, სახელად CancerLocator განავითარა, რისი მეშვეობითაც სიმსივნის დადგენა სიმპტომების გამოვლენამდე მოხდება. კომპიუტერით მართვად ტესტს შეუძლია სხეულში იპოვოს ე.წ. ნაკვალევი, რომელიც კიბოს ადრეულ სტადიაში გააჩნია.

ვრცლად

ბანკის დაყაჩაღებისთვის ბრალდებულს 10 წლით პატიმრობა მიესაჯა
ხუთშაბათი, 30 მარტი 2017 11:39

თბილისის საქალაქო სასამართლომ „საქართველოს ბანკის“ სერვის-ცენტრზე ყაჩაღობის მიზნით თავდასხმისთვის ბრალდებულ დიმიტრი გოლავას 10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

ვრცლად

მიწის რესგისტრაციის სახელმწიფო რეფორმა 2018 წლის 1-ელ ივლისამდე გრძელდება
ხუთშაბათი, 30 მარტი 2017 11:25

მიწის რესგისტრაციის სახელმწიფო რეფორმა 2018 წლის 1-ელ ივლისამდე გრძელდება. საჯარო რეესტრის ინფორმაციით, მიწის დასარეგისტრირებლად მოქალაქეებს შეუძლიათ მიმართონ იუსტიციის სახლებს, საჯარო რეესტრის ტერიტორიულ სამსახურებსა და საზოგადოებრივ ცენტრებს.

ვრცლად

გვერდი 1 / 2

ფოტო

News image

განსხვავებული რუსეთი ქუჩის ფოტოგრაფის ობიექტივში [Photos]

ვიდეო

„წყალს ვითხოვთ, რომ ხელები მაინც დავიბანოთ და ცოტა საჭმელს, რომ არ გვშიოდეს“

ვიდეო

საქონლის მასობრივი ქურდობის ფაქტები ყვარელში და არცერთი გამოძიებული საქმე

  • ამინდი
  • ვალუტა
ორშაბათი 01.05.17
01:00-06:00
Clear skyNNW14°C1.4m/s
0mm
06:00-12:00
Clear skyfrom west13°C1.3m/s
0mm
12:00-18:00
Partly cloudyfrom east-northeast21°C1.2m/s
0mm
18:00-00:00
Partly cloudyfrom east-northeast21°C1.7m/s
0mm
სამშაბათი 02.05.17 12:00-18:00
Partly cloudyfrom east-northeast21°C2.3m/s
0mm
ოთხშაბათი 03.05.17 10:00-16:00
Light rain15°C2.3m/s
0.6mm
ხუთშაბათი 04.05.17 10:00-16:00
Rain showers17°C1.3m/s
1.6mm
yr.no

ავტორიზაცია

< მარტი 2017 >
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვი
    1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 31