08:12:37

ფირნიშები
ოთხშაბათი, 29 მარტი 2017
გურჯაანში პოლიციელებზე თავდასხმაში ბრალდებულ მამაკაცს 7 წლით პატიმრობა მიესაჯა
ოთხშაბათი, 29 მარტი 2017 18:12

სასამართლომ პოლიციელზე თავდასხმაში, ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებასა და ძარცვაში ბრალდებულ ომარ ცისკარიშვილს 7 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. პატიმრის ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, პროცესი სასჯელაღსრულების N18-ე დაწესებულებაში გაიმართა.

ვრცლად

მძღოლს, რომელმაც ორი ადამიანი იმსხვერპლა 14 წლით პატიმრობა მიესაჯა
ოთხშაბათი, 29 მარტი 2017 18:09

გორის რაიონულმა სასამართლომ 14 წლით პატიმრობა მიუსაჯა მძღოლს, რომელმაც ავტოსაგზაო შემთხვევის დროს ორი ადამიანი იმსხვერპლა. მთავარი პროკურატურის ინფორმაციით, გოგიტა ჩქოფოიას სამი წლით ჩამოერთვა ავტოსატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება.

ვრცლად

რეგიონული განვითარების სამინისტრო - დაწყებულია მსჯელობა გაყოფილი მუნიციპალიტეტების გაერთიანებაზე
ოთხშაბათი, 29 მარტი 2017 17:47

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროში ადასტურებენ, რომ გაყოფილი მუნიციპალიტეტების კვლავ გაერთიანებაზე მსჯელობაა დაწყებული. ამის შესახებ სამიმინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

ვრცლად

საქართველოში თამბაქოს მოხმარების შედეგად ყოველწლიურად 11 000 ადამიანი იღუპება - WHO
ოთხშაბათი, 29 მარტი 2017 17:39

საქართველოში, თამბაქოს მოხმარების შედეგად, ყოველწლიურად 11 000 ადამიანი იღუპება. აქედან 3000 პასიური მწეველია. აღნიშნული საგანგაშო მონაცემები ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის წარმომადგენლებმა პარლამენტის წევრებს გააცნეს.

ვრცლად

კვირის 10 საუკეთესო ფოტო - The Guardian [Photos]
ოთხშაბათი, 29 მარტი 2017 17:26

პოპულარული ბრიტანული გამოცემა „გარდიანი“ გასული კვირის საუკეთესო ფოტოების კრებულს აქვეყნებს, სადაც უმეტესად მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებია ასახული.

ვრცლად

საზოგადოებრივი და მედიაორგანიზაციები მთავრობას ღია წერილით მიმართავენ
ოთხშაბათი, 29 მარტი 2017 16:20

საზოგადოებრივი და მედიაორგანიზაციები 7 თვითმმართველი ქალაქისთვის სტატუსის ჩამორთმევასთან დაკავშირებით პრემიერ-მინისტრსა და პარლამენტის თავმჯდომარეს ღია წერილით მიმართავენ. 120 ორგანიზაციის სახელით გავრცელებულ მიმართვაში აღნიშნულია, რომ თვითმმართველი ქალაქების რაოდენობის შემცირება უკან გადადგმული ნაბიჯი იქნება თვითმმართველობის რეფორმის და ქვეყნის განვითარებისთვის. 

ვრცლად

ბერლინის მუზეუმიდან მილიონი დოლარის ღირებულების 100-კილოგრამიანი ოქროს მონეტა მოიპარეს
ოთხშაბათი, 29 მარტი 2017 15:55

გერმანიის დედაქალაქ ბერლინში არსებულ ბოდეს მუზეუმიდან მილიონი დოლარის ღირებულების 100-კილოგრამიანი ოქროს მონეტა მოიპარეს. ბერლინის პოლიციის პრესსპიკერის ინფორმაციით, მძარცველებმა მუზეუმში ფანჯრის მეშვეობით ღამის 03:30-საათზე შეაღწიეს.

ვრცლად

ყველა დროის ყველაზე დიდი ნარკობარონის შესახებ ჰოლივუდში ფილმს გადაიღებენ
ოთხშაბათი, 29 მარტი 2017 15:44

კინოსტუდია Sony Pictures-მა რეალურ მოვლენებზე დაფუძნებული ფილმის გადაღება, რომელიც ბიზნეს ჟურნალ „ფორბსის“ შეფასებით, ყველა დროის ყველაზე დიდი ნარკომოვაჭრის, მექსიკელი ხოაკინ გუსმანის იგივე „ელ ჩაპოს“ შესახებ იქნება, ცნობილ ამერიკელ რეჟისორს, მაიკლ ბეის შესთავაზა.

ვრცლად

Formula 1-ის მსოფლიო ჩემპიონატი სებასტიან ფეტელისა და „ფერარის“ გამარჯვებით დაიწყო [Photos]
ოთხშაბათი, 29 მარტი 2017 15:40

მელბურნში სტარტი აიღო Formula 1-ის მსოფლიო ჩემპიონატმა, რომლის პირველ ეტაპზეც გამარჯვება „ფერარიმ“ და მისმა პილოტმა სებასტიან ფეტელმა მოიპოვეს. გერმანელმა პილოტმა კარიერაში 43-ე რბოლა მოიგო და სათავეში მოექცა წლევანდელ კლასიფიკაციას, რითაც გაჩნდა იმედი, რომ 2017 წლის ახალი სეზონი კვლავ „მერსედესის“ დომინირებით არ ჩაივლის, რომელსაც ბოლო სამ სეზონში კონკურენციას ვერავინ უწევდა.

ვრცლად

ახალქალაქში ერთმანეთს პატრულის თანამშრომელი და მოქალაქე დაუპირისპირდნენ
ოთხშაბათი, 29 მარტი 2017 15:34

ახალქალაქში პატრულის თანამშრომელსა და მანქანის მძღოლს შორის დაპირისპირება მოხდა. ადგილობრივი ინტერნეტ-გამოცემა ჯემნიუსის ინფორმაციით, რომელმაც დაპირისპირების ამსახველი ვიდეომასალაც გაავრცელა, სიტყვიერი დაპირისპირება პატრულის ოფიცერსა და მოქალაქეს შორის ჯარიმის გამო დაიწყო.

ვრცლად

გიორგი მარგველაშვილმა და ლატვიის პრეზიდენტმა ყვარელში „მუსიკის კუნძული“ გახსნეს [Photos]
ოთხშაბათი, 29 მარტი 2017 15:15

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი და ლატვიის პრეზიდენტი რაიმონდს ვეიონისი კახეთის რეგიონს სტუმრობენ. ვიზიტის ფარგლებში ორი ქვეყნის პრეზიდენტებმა ყვარელში, ილიას ტბაზე, პირველი ლატვიურ-ქართული პროექტი „მუსიკის კუნძული“ გახსნეს.

ვრცლად

საქართველოდან იორდანიაში პირდაპირი ფრენები შესრულდება
ოთხშაბათი, 29 მარტი 2017 14:56

საქართველოს საავიაციო ბაზარზე ოპერირებას იორდანიული დაბალბიუჯეტიანი (Low-cost) ავიაკომპანია „Air Arabia Jordan“ იწყებს. სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ინფორმაციით, ამანი-თბილისი-ამანი საჰაერო ხაზზე პირდაპირი რეგულარული რეისები 28 აპრილიდან კვირაში 2-ჯერ შესრულდება.

ვრცლად

20-26 მარტს საგადასახადო სამართალდარღვევის 914 ფაქტი გამოვლინდა
ოთხშაბათი, 29 მარტი 2017 14:31

20-26 მარტს, შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ, ქვეყნის მასშტაბით განხორციელებული მიმდინარე კონტროლის ღონისძიების შედეგად, საგადასახადო სამართალდარღვევის 914 ფაქტი გამოვლინდა.

ვრცლად

ტყიბულში 50 წლამდე მამაკაცი მოკლეს
ოთხშაბათი, 29 მარტი 2017 13:42

ტყიბულში 50 წლამდე ასაკის მამაკაცი მოკლეს. არსებული ინფორმაციით, მამაკაცი მაღაროში სამუშაოდ მიდიოდა, რა დროსაც მას დაუდგენელმა პირმა ცეცხლსასროლი იარაღით სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა.

ვრცლად

„მომნუსხველი თუშეთი“ - დრონით გადაღებული თუშეთის ბუნება [Video]
ოთხშაბათი, 29 მარტი 2017 13:14

ვიდეო, სახელწოდებით „მომნუსხველი თუშეთი“ სარეკლამო კომპანია თი-ვი-აი-მ (Advertising Company TVI) გადაიღო. თუშეთის ბუნება და სოფლები უპილოტო საფრენი აპარატით (დრონით) არის გადაღებული. ვიდეოს ავტორის, გიორგი სულაკაურის თქმით, პროექტის მიზანი თუშეთის პოპულარიზაციაა.

ვრცლად

გვერდი 1 / 2

ფოტო

News image

განსხვავებული რუსეთი ქუჩის ფოტოგრაფის ობიექტივში [Photos]

ვიდეო

„წყალს ვითხოვთ, რომ ხელები მაინც დავიბანოთ და ცოტა საჭმელს, რომ არ გვშიოდეს“

ვიდეო

საქონლის მასობრივი ქურდობის ფაქტები ყვარელში და არცერთი გამოძიებული საქმე

  • ამინდი
  • ვალუტა
ორშაბათი 23.10.17
12:00-18:00
Fairfrom north-northeast15°C1.3m/s
0mm
18:00-00:00
Partly cloudyfrom south11°C0.7m/s
0mm
სამშაბათი 24.10.17 12:00-18:00
Partly cloudy12°C0.7m/s
0mm
ოთხშაბათი 25.10.17 12:00-18:00
Clear skyfrom east-northeast16°C0.5m/s
0mm
ხუთშაბათი 26.10.17 10:00-16:00
Fairfrom west17°C0.3m/s
0mm
yr.no

ავტორიზაცია

< მარტი 2017 >
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვი
    1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 30 31