04:35:09

ფირნიშები
სამშაბათი, 28 მარტი 2017
ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის აბიტურიენტთა რეგისტრაცია 31 მარტს სრულდება
სამშაბათი, 28 მარტი 2017 18:17

2017 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის აბიტურიენტთა რეგისტრაციის ძირითადი ეტაპი 31 მარტს, 18:00 საათზე სრულდება. რეგისტრაციას აბიტურიენტები შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ვებგვერდზე გაივლიან (www.naec.gov.ge; online.naec.ge). შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, ამ დროის მონაცემებით, ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის რეგისტრაცია 32 500-მდე აბიტურიენტმა გაიარა. 

ვრცლად

ბოდბის დედათა მონასტრის მეურნეობა [Photos]
სამშაბათი, 28 მარტი 2017 16:27

ბოდბის დედათა მონასტრის მეურნეობა 2 ჰექტარ ფართობზე ტერასებად არის გაშენებული. მეურნეობა ღია გრუნტიანი ნიადაგზე გაშენებული ბოსტნეულისა და ხეხილის ბაღის გარდა, ბოსტნეულის, ყვავილების სათბურს და კალმახა სოკოს სასათბურე მეურნეობას აერთიანებს. დედაოების მიერ მოყვანილი პროდუქტი გამორჩეული იმით არის, რომ ბოსტნეულს ქიმიური შხამქიმიკატების გარეშე, მხოლოდ დამწვარი ნაკელით ანოყიერებენ.

ვრცლად

მიხეილ სააკაშვილი უკრაინულ არხზე თოქ-შოუს წაიყვანს
სამშაბათი, 28 მარტი 2017 15:28

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, ის უკრაინულ ტელეარხ Zik-ზე ყოველკვირეული თოქ-შოუს „სხვა უკრაინა“-ს წამყვანი იქნება.

ვრცლად

რუსეთში რადიო „თავისუფლების“ ორი რუსი კორესპონდენტი ცემეს და გაძარცვეს
სამშაბათი, 28 მარტი 2017 14:59

რუსეთის ქალაქ კროპოტკინში ნიღბიანმა თავდამსხმელებმა რადიო „თავისუფლების“ რუსული სამსახურის რეპორტიორი სერგეი ხაზოვ-კასია და ოპერატორი ანდრეი კოსტიანოვს ცემეს და გაძარცვეს, როდესაც ისინი დღეს დილით სასტუმროს ტოვებდნენ.

ვრცლად

კრისტიანო რონალდო პლანეტის ყველაზე მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელია
სამშაბათი, 28 მარტი 2017 14:57

მადრიდის „რეალისა“ და პორტუგალიის ნაკრების ლიდერი კრისტიანო რონალდო მსოფლიოში ყველაზე მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელია. ავტორიტეტულმა გამოცემა France Football-მა მიმდინარე სეზონში ფეხბურთელთა შემოსავალი შეისწავლა და აღმოჩნდა, რომ რონალდო ყველაზე მეტს გამოიმუშავებს.

ვრცლად

კანაფისა და მარიხუანას მოხმარებაზე ჯარიმა 300 ლარამდე მცირდება, ადმინისტრაციული პატიმრობა უქმდება
სამშაბათი, 28 მარტი 2017 13:54

კანაფისა და მარიხუანას შეძენა, შენახვა, მოხმარებაზე ადმინისტრაციული ჯარიმის ოდენობა 500 ლარიდან 300 ლარამდე მცირდება, 15-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა კი - უქმდება.

ვრცლად

ერთ თვეში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 48 ადამიანი გარდაიცვალა და 1400-მდე პირი დაშავდა
სამშაბათი, 28 მარტი 2017 13:21

2017 წლის იანვრის მონაცემებით, ავტოსაგზაო შემთხვევებში 48 ადამიანი გარდაიცვალა, სხეულის დაზიანება კი დაახლოებით 1400-მდე პირმა მიიღო, - ამის შესახებ ტრანსპორტისა და გზების ასოციაციის თავმჯდომარემ განაცხადა. დავით მესხიშვილის ინფორმაციით, ავტოსაგზაო შემთხვევების მაღალი მაჩვენებებით საქართველო ევროპაში პირველ ადგილს იკავებს.

ვრცლად

ნაფარეულში მომხდარ მკვლელობაში ბრალდებული 22 წლის მამაკაცი დააკავეს
სამშაბათი, 28 მარტი 2017 12:35

სამართალდამცავებმა 22 წლის გ.ძ. განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავეს. გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულმა თელავის რაიონის სოფელ ნაფარეულში, ურთიერთშელაპარაკებისას, თანასოფლელს - 28 წლის ვ.ს.-ს სანადირო თოფიდან 2-ჯერ ესროლა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. დაჭრილი მამაკაცი საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა.

ვრცლად

სოფელ ნაფარეულში 28 წლის მამაკაცი მოკლეს
სამშაბათი, 28 მარტი 2017 12:14

თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ნაფარეულში მკვლელობა მოხდა. ადგილობრივების ინფორმაციით, 22 წლის მამაკაცმა 28 წლის თანასოფლელი სანადირო თოფით მოკლა. მათივე თქმით, შემთხვევას წინ შელაპარაკება უძღოდა.

ვრცლად

გიგლა აგულაშვილმა შირაქის ველზე საცდელი ქარსაფარი ზოლი დაათვალიერა
სამშაბათი, 28 მარტი 2017 12:12

გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრი გიგლა აგულაშვილი დედოფლისწყაროში იმყოფებოდა, სადაც შირაქის ველზე საცდელი ქარსაფარი ზოლი დაათვალიერა. საცდელი ქარსაფარი ზოლი გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) ფინანსური მხარდაჭერით გაშენდა.

ვრცლად

მოსკოვის სასამართლომ ოპოზიციონერ ალექსეი ნავალნის 15-დღიანი პატიმრობა შეუფარდა
სამშაბათი, 28 მარტი 2017 12:05

მოსკოვის სასამართლომ ოპოზიციონერ აქტივისტ ალექსეი ნავალნის პოლიციისადმი დაუმორჩილებლობის ბრალდებით 15 დღით პატიმრობა შეუფარდა. მანამდე სასამართლომ ნავალნის 20 000 რუბლის ჯარიმა „არასანქცირებული საპროტესტო აქციის ორგანიზებისთვის“ დააკისრა.

ვრცლად

რუსეთის სასამართლომ უკრაინის ყოფილ პრემიერ არსენი იაცენიუკის დაპატიმრების ორდერი გასცა
სამშაბათი, 28 მარტი 2017 12:03

რუსეთის სასამართლომ უკრაინის ყოფილი პრემიერ-მინისტრის, არსენი იაცენიუკის დაპატიმრების ორდერი გასცა. სტავროპოლის მხარის ქალაქ ესენტუკის საქალაქო სასამართლოს 27 მარტის განცხადებით, 21 თებერვლიდან ძალაშია იაცენიუკის დაპატიმრების საერთაშორისო ორდერი.

ვრცლად

ვეტერანების შვილებისთვის გასართობი ღონისძიება გაიმართა
სამშაბათი, 28 მარტი 2017 11:56

ვაზიანის სამხედრო დასახლებაში მცხოვრები ვეტერანთა ოჯახის წევრებისათვის ვეტერანების საქმეთასახელმწიფო სამსახურის ქვემო ქართლის რეგიონული სამმართველოს ორგანიზებით გასართობი ღონისძიება გაიმართა.

ვრცლად

ეროვნულ საშენ მეურნეობაში კოლხური ბზის 2 000-მდე ჩითილი ქოთნებში ჩარგეს [Video]
სამშაბათი, 28 მარტი 2017 11:50

ეროვნულ საშენ მეურნეობაში სპეციალისტებმა კოლხური ბზის 2 000-მდე ჩითილი ქოთნებში ჩარგეს. კოლხური ბზა გადაშენების პირასაა. შეტანილია საქართველოს „წითელ წიგნსა“და „წითელ ნუსხაში“.

ვრცლად

ქართული ღვინის მწარმოებლები ჩინეთში ახალ კონტრაქტებს გააფორმებენ
სამშაბათი, 28 მარტი 2017 11:40

ჩინეთში, სიჩუანის პროვინციის ქალაქ ჩენგდუში ღვინისა და საკვების საერთაშორისო გამოფენა - The 96th China Food & Drinks Fair გაიმართა, რომელშიც ღვინის ეროვნული სააგენტოს ხელშეწყობით, ქართული ღვინის მწარმოებელი 27 კომპანია მონაწილეობდა.

ვრცლად

გვერდი 1 / 2

ფოტო

News image

განსხვავებული რუსეთი ქუჩის ფოტოგრაფის ობიექტივში [Photos]

ვიდეო

„წყალს ვითხოვთ, რომ ხელები მაინც დავიბანოთ და ცოტა საჭმელს, რომ არ გვშიოდეს“

ვიდეო

საქონლის მასობრივი ქურდობის ფაქტები ყვარელში და არცერთი გამოძიებული საქმე

  • ამინდი
  • ვალუტა
კვირა 22.10.17
09:00-12:00
Clear skyfrom west-southwest12°C1.1m/s
0mm
12:00-18:00
Light rain showersNNW15°C0.2m/s
0.7mm
18:00-00:00
Partly cloudyNNW14°C0.9m/s
0mm
ორშაბათი 23.10.17 12:00-18:00
Fairfrom east-northeast14°C1.4m/s
0mm
სამშაბათი 24.10.17 12:00-18:00
Partly cloudy10°C0.8m/s
0mm
ოთხშაბათი 25.10.17 10:00-16:00
Clear skyfrom west-northwest13°C0.1m/s
0mm
yr.no

ავტორიზაცია

< მარტი 2017 >
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვი
    1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 29 30 31