04:36:48

ფირნიშები
ორშაბათი, 27 მარტი 2017
მესაზღვრეები დეტალურად გაესაუბრებიან ყველა მოქალაქეს, რომლებიც ევროპაში მიემგზავრებიან - გიორგი მღებრიშვილი
ორშაბათი, 27 მარტი 2017 18:24

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა, გიროგი მღებრიშვილმა, უვიზო რეჟიმის დამყარებასთან დაკავშირებით სპეციალური ბრიფინგი გამართა. გიორგი მღებრიშვილის განცხადებით, შსს საზღვრებზე საქართველოს მოქალაქეებს უვიზო მიმოსვლის რეჟიმის პირობებს დეტალურად გააცნობს.

ვრცლად

მოგების გადასახადის წლიური დეკლარაციის წარდგენის ვადა 1-ელ აპრილს იწურება
ორშაბათი, 27 მარტი 2017 18:16

შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, საქართველოს საწარმოები და არარეზიდენტი საწარმოები, რომლებიც შემოსავლებს იღებენ საქართველოში არსებული წყაროდან და არ იბეგრებიან გადახდის წყაროსთან, 2016 წლის საანგარიშო პერიოდის მოგების გადასახადის წლიურ დეკლარაციას წარადგენენ 2017 წლის 1-ელ აპრილამდე.

ვრცლად

28 მარტს სიღნაღის და საგარეჯოს მოსახლეობის ნაწილს ელექტროენერგია შეუწყდება
ორშაბათი, 27 მარტი 2017 18:04

სს „კახეთის ენერგოდისტრიბუციის“ ინფორმაციით, 28 მარტს, სიღნაღისა და საგარეჯოს სოფლების, ასევე ქალაქ საგარეჯოს აბონენტებს ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდება. როგორც კომპანიაში განმარტავენ, ელექტროენერგიის შეზღუდვის მიზეზი დაგეგმილი პროფილაქტიკური სამუშაოებია.

ვრცლად

ქართველმა მოჭიდავეებმა უნგრეთში საერთაშორისო ტურნირზე 4 მედალი მოიპოვეს
ორშაბათი, 27 მარტი 2017 17:58

საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრების მძიმეწონოსანი ლევან არაბული უნგრეთის ქალაქ სომბატჰეიში გამართულ პრესტიჟულ საერთაშორისო ტურნირზე - პოლიაკ იმრეს მემორიალზე ჩემპიონი გახდა. ზურაბ დათუნაშვილმა (80 კგ), რობერტ კობლიაშვილმა (85 კგ) და ვასილ იმერლიშვილმა (130 კგ) კი მესამე საპრიზო ადგილები დაიკავეს.

ვრცლად

ზუგდიდში 144 დევნილ ოჯახს ბინები გადასცეს
ორშაბათი, 27 მარტი 2017 17:56

144-მა დევნილმა ოჯახმა ზუგდიდში, ბარამიას ქუჩაზე, ახალაშენებულ კორპუსებში, საცხოვრებელი ბინები მიიღო. 2 თორმეტსართულიან კორპუსში არსებული ბინებიდან 72 ერთოთახიანი, 48 ოროთახიანი და 24 კი სამოთახიანია.

ვრცლად

სოფელ ჩუმლაყში ხილის გადამამუშავებელი საწარმო გაიხსნება
ორშაბათი, 27 მარტი 2017 17:22

გურჯაანის რაიონის სოფელ ჩუმლაყში ხილის გადამამუშავებელი საწარმოს მშენებლობა მიმდინარეობს. „ქართული ხილის კომპანიის“ ინფორმაციით, საწარმო 2017 წლის ივნისში გაიხსნება და ატამს, მანდარინს, კივსა და სხვა ხილს საქართველოს ყველა რეგიონის ფერმერისგან მთელი წლის განმავლობაში ჩაიბარებენ. მისგან კი ე.წ. კონცენტრანტებს დაამზადებენ.

ვრცლად

საგურამოში შშმ პირთა დღის ცენტრი გაიხსნა
ორშაბათი, 27 მარტი 2017 16:56

დღის ცენტრში სხვადასხვა საჭირო სერვისის მიღება 15 ბავშვს და 10 სრულწლოვანს შეეძლება. ცენტრის მომსახურებით ისარგებლებენ როგორც 18 წლამდე ასაკის, ასევე 18 წელს ზემოთ მყოფი შშმ პირები. ცენტრის წევრებს შესაძლებლობა აქვთ თერაპიულ და სარეაბილიტაციო მომსახურებასთან ერთად, პროფესიასაც დაეუფლონ.

ვრცლად

ქართული კივი იაპონიის ბაზარზე შევიდა
ორშაბათი, 27 მარტი 2017 16:50

კომპანია „ნერგეტას“ ინფორმაციით, 2017 წლის თებერვალში სხვადასხვა იაპონური სუპერმარკეტების ქსელში ქართული კივის საცდელი პარტია წარმატებით გაიყიდა. ქართული კივი იყიდებოდა: ტოკიოში, ოსაკაში, კიოტოში, ჰიროშიმაში, ნაგასაკასა და ფუკუოკაში.

ვრცლად

ხაშურამდე ახალი ჩქაროსნული გზა აშენდება
ორშაბათი, 27 მარტი 2017 16:38

ჩქაროსნული ავტომაგისტრალის შემადგენელი, აგარა-ზემო ოსიაურის 12 კილომეტრიანი მონაკვეთის მშენებლობა ივნისში დასრულდება. პროექტის ფარგლებში გათვალისწინებულია: 4 ზოლიანი ცემენტ-ბეტონის საფარიანი გზის, 8 ხიდის, მათ შორის 2 სატრანსპორტო კვანძის (გზაგამტარით), წყალგამტარი მილებისა და მიწისქვეშა გადასასვლელების მშენებლობა.

ვრცლად

სასამართლო - მძღოლს, რომელმაც 9 წლის გოგონა იმსხვერპლა ნარკოტიკის მოხმარება დაუდგინდა
ორშაბათი, 27 მარტი 2017 16:23

თბილისის საქალაქო სასამართლო აღმაშენებლის ხეივანში მომხდარ ავარაში მონაწილე მძღოლისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. სასამართლოს განცხადებით, ბრალდებულს ნარკოლოგიური შემოწმების შედეგად დაუდგინდა ნარკოტიკული საშუალების მოხმარების ფაქტი დაუდგინდა. ასევე თორნიკე ტ-ს საგზაო მოძრაობის წესების დარღვევის არაერთი შემთხვევა უფიქსირდება.

ვრცლად

ილტოს ხეობაში ადრექრისტიანული ტაძარი აღმოაჩინეს
ორშაბათი, 27 მარტი 2017 16:06

ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭართალაში ერთნავიანი ეკლესიის ნანგრევები აღმოაჩნეს. მუნიციპალიტეტის კულტურის ცენტრის ინფორმაციით, ეკლესიის გარშემო ნამოსახლარის კვალიც შეინიშნება.

ვრცლად

იაპონიაში მცხოვრები კატა გინესის რეკორდების წიგნში შეიყვანეს [Video - Photos]
ორშაბათი, 27 მარტი 2017 16:01

იაპონიაში მცხოვრები შოტლანდიური ფოლდის ჯიშის 9 წლის შინაური კატა სახელად მარუ გინესის რეკორდსმენია, როგორც ინტერნეტში ყველაზე ნახვადი ცხოველი. ვიდეოპორტალ YouTube-ში მომხმარებელ mugumogu-ს ვიდეოებს, რომლებიც კატა მარუს ეკუთვნის, 330 მილიონზე მეტი ნახვა აქვს.

ვრცლად

სამდღიანი გაუჩინარების შემდეგ ბელარუსის ოპოზიციის ლიდერი შინ დაბრუნდა
ორშაბათი, 27 მარტი 2017 15:59

ბელარუსის ოპოზიციის ლიდერი მიკოლა სტატკევიჩი სამდღიანი გაუჩინარების შემდეგ შინ დაბრუნდა. პოლიტიკოსი 25 მაისის დილას გაუჩინარდა, რამდენიმე საათით ადრე, ვიდრე ბელარუსის პოლიცია ოპოზიციის მიერ გამართულ და თავისუფლების დღისადმი მიძღვნილ ყოველწლიურ მსვლელობას დაარბევდა.

ვრცლად

ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებით თბილისში გრანდიოზული გალა-კონცერტი გაიმართება
ორშაბათი, 27 მარტი 2017 15:43

დღეს, ევროპის მოედანზე, სპეციალურად ვიზალიბერალიზაციის ამოქმედების დღესთან დაკავშირებით მოწყობილი ინსტალაციის - საქართველოსა და ევროკავშირის დროშების განათების საზეიმო ღონისძიება და გრანდიოზული გალა-კონცერტი გაიმართება. კონცერტში მონაწილეობას მიიღებენ როგორც სოლო შემსრულებლები, ასევე ბენდები, ოპერის ქალთა გუნდი და ორკესტრი დავით მაზანაშვილის ხელმძღვანელობით.

ვრცლად

ზუგდიდის საკრებულოს თავმჯდომარედ ნატალია შეროზია აირჩიეს
ორშაბათი, 27 მარტი 2017 15:33

ქალაქ ზუგდიდის საკრებულოს ახალი თავმჯდომარე ჰყავს. საკრებულოს წევრების უმრავლესობამ „ქართული ოცნების“ კანდიდატ ნატალია შეროზიას დაუჭირა მხარი. შეროზიას კანდიდატურას მხარს არ უჭერდა „ნაციონალური მოძრაობა“. უმცირესობის დეპუტატები ამბობდნენ, რომ სხდომაზე შეროზიამ ქალაქის განვითარებასთან დაკავშირებით საკუთარი პოზიცია ვერ ჩამოაყალიბა.

ვრცლად

გვერდი 1 / 2

ფოტო

News image

განსხვავებული რუსეთი ქუჩის ფოტოგრაფის ობიექტივში [Photos]

ვიდეო

„წყალს ვითხოვთ, რომ ხელები მაინც დავიბანოთ და ცოტა საჭმელს, რომ არ გვშიოდეს“

ვიდეო

საქონლის მასობრივი ქურდობის ფაქტები ყვარელში და არცერთი გამოძიებული საქმე

  • ამინდი
  • ვალუტა
კვირა 22.10.17
09:00-12:00
Clear skyfrom west-southwest12°C1.1m/s
0mm
12:00-18:00
Light rain showersNNW15°C0.2m/s
0.7mm
18:00-00:00
Partly cloudyNNW14°C0.9m/s
0mm
ორშაბათი 23.10.17 12:00-18:00
Fairfrom east-northeast14°C1.4m/s
0mm
სამშაბათი 24.10.17 12:00-18:00
Partly cloudy10°C0.8m/s
0mm
ოთხშაბათი 25.10.17 10:00-16:00
Clear skyfrom west-northwest13°C0.1m/s
0mm
yr.no

ავტორიზაცია

< მარტი 2017 >
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვი
    1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
28 29 30 31