17:33:21

ფირნიშები
შაბათი, 25 მარტი 2017
პატრიარქის ინიციატივით სვეტიცხოველში 100 წლის წინანდელის მსგავსი ფოტო გადაიღეს [Photos]
შაბათი, 25 მარტი 2017 17:57

საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის 100 წლისთავთან დაკავშირებით, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორეს ინიციატივით, სვეტიცხოვლის საპატრიარქო ტაძრის ეზოში შეკრებილებმა სამახსოვრო ფოტო გადაიღეს. პატრიარქის განცხადებით, მსგავსი ფოტო გადაიღეს ზუსტად 100 წლის წინაც.

ვრცლად

შაია ლაბეფის ანტი-ტრამპისეული კამპანია ლივერპულშიც დაიხურა
შაბათი, 25 მარტი 2017 17:52

ჰოლივუდის ახალგაზრდა ვარსკვლავის, შაია ლაბეფის მიერ წამოწყებული ტრამპის საწინააღმდეგო არტ-კამპანია, სახელად „ის ჩვენ ვერ დაგვაცალკევებს“, კიდევ ერთხელ, ამჯერად ინგლისის ქალაქ ლივერპულში გახსნიდან მეორე დღეს დაიხურა.

ვრცლად

„რუსთავი2“-ის წილის 91%-ის მფლობელები განცხადებას ავრცელებენ
შაბათი, 25 მარტი 2017 17:38

სამაუწყებლო კომპნია „რუსთავი2“-ის წილის 91%-ის მფლობელები, ლევან და გია ყარამანიშვილები, განცხადებას ავრცელებენ, სადაც „რუსთავი2“-ის თანამშრომლებისთვის წილის 51%-ის მფლობელის, „ტელეკომპანია საქართველოს“ აქციათა საკონტროლო პაკეტის გადაცემის დეტალებს განმარტავენ.

ვრცლად

საბანკო ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი შეიქმნა
შაბათი, 25 მარტი 2017 17:21

საქართველოს ბანკმა საბანკო ტერმინთა განმარტებითი ელექტორნული და ბეჭდური ლექსიკონი www.terminebi.ge შექმნა. ლექსიკონი მოიცავს 1 000-მდე ტერმინს როგორც საბანკო, ისე საფინანსო, იურიდიული, საბუღალტრო, სადაზღვევო, მარკეტინგული სფეროებიდან. აღნიშნული ლექსიკონი ბანკმა ბეჭდური სახითაც გამოსცა, რომელიც საქართველოს ბანკის სერვისცენტრებში განთავსდება, ასევე საჩუქრად გადაეცემა საჯარო ბიბლიოთეკებს და უნივერსიტეტებს.

ვრცლად

საზღვრის უკანონო გადაკვეთის ბრალდებით მაროკოს სამი მოქალაქე დააკავეს
შაბათი, 25 მარტი 2017 16:35

სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლებმა, მაროკოს სამეფოს სამი მოქალაქე საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ, ჯგუფურად გადაკვეთის ბრალდებით ბათუმში დააკავეს.

ვრცლად

თბილისში ლიფტის შახტაში ჩავარდნის შედეგად 9 წლის ბავშვი გარდაიცვალა
შაბათი, 25 მარტი 2017 15:54

საბურთალოზე, უბედური შემთხვევის შედეგად 9 წლის ბავშვი გარდაიცვალა. არსებული ინფორმაციით, მოზარდი ლიფტის შახტაში ჩავარდა, რის შედეგადაც გარდაიცვალა.

ვრცლად

სოფელ ვაზისუბანში საუბნო გზების რეაბილიტაცია დასრულდა
შაბათი, 25 მარტი 2017 15:41

მუნიციპალური განვითარების ფონდმა სოფელ ვაზისუბანში საუბნო გზების რეაბილიტაცია დაასრულა. პროექტის ფარგლებში სოფელში 2.2 კილომეტრიანი გზა დაიგო. ასევე მოეწყო ეზოში შესასვლელები და წყალამრიდი ლითონის მილები.

ვრცლად

ქურთ მეომრებთან ერთად სირიაში მებრძოლ ამერიკელ მოხალისეებზე ჰოლივუდში ფილმს გადაიღებენ
შაბათი, 25 მარტი 2017 14:49

ოსკარის ნომინანტი მსახიობი ჯეიკ ჯილენჰოლი მთავარ როლს შეასრულებს ფილმში სათაურით - The Anarchists vs ISIS (ანარქისტები „ისლამური სახელმწიფოს“ წინააღმდეგ), რომელიც პოპულარულ ამერიკულ ჟურნალ Rolling Stone-ში, თებერვალში გამოქვეყნებული სტატიის მიხედვით მომზადდება. სეთ ჰარპის მიერ დაწერილი სტატია ამერიკელი მოხალისეების შესახებაა, რომლებიც სირიაში ე.წ. „ისლამური სახემწიფოს“ წინააღმდეგ ბრძოლაში ქურთი მეომრების მხარდამხარ ჩაებნენ.

ვრცლად

თალიბანმა ჰელმანდის პროვინციაში მდებარე სტრატეგიულად მნიშვნელოვანი დასახლება ხელში ჩაიგდო
შაბათი, 25 მარტი 2017 14:46

ფუნდამენტალისტურმა პოლიტიკურ-რელიგიურმა მოძრაობა თალიბანმა ხელახალი კონტროლი დაამყარა ავღანეთში, ჰელმანდის პროვინციაში სტრატეგიულად მნიშვნელოვან რაიონულ ცენტრ სანგინზე, მას შემდეგ, რაც იგი ქვეყნის სამთავრობო ჯარებმა დატოვეს.

ვრცლად

„შევაჩეროთ სიკვდილი საქართველოს გზებზე“ - აქციის მონაწილეებმა პარლამენტთან კუბოები მიიტანეს
შაბათი, 25 მარტი 2017 14:22

საგზაო უსაფრთხოების მოთხოვნით გამართული აქციის მონაწილეებმა თბილისში, პარლამენტის წინ კუბოები მიიტანეს. აქციის ჩატარება სამოქალქო სექტორმა რამდენიმე დღის წინ, აღმაშენებლის ხეივანში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხევის შემდეგ დაგეგმა, რომელსაც 11 წლის გოგონა ემსხვერპლა. მძიმედ დაშავდა ბავშვის დედა.

ვრცლად

სენაკში დაკარგული 8 წლის ბავშვის ცხედარი მდინარეში იპოვეს
შაბათი, 25 მარტი 2017 14:01

ერთთვიანი ძებნის შემდეგ, სენაკში დაკარგული 8 წლის ნიკუშა გაბეჩავას ცხედარი მდინარე ტეხურში იპოვეს. ამ დროისთვის, ადგილზე მაშველები კვლავ მუშაობენ და ცხედრის ამოსვენების შემდეგ, მას ქუთაისში, ექსპერტიზის ბიუროში გადაასვენებენ.

ვრცლად

მცირეკონტინგენტიანი სკოლების მოსწავლეებს ბაკურიანში დაასვენებენ
შაბათი, 25 მარტი 2017 13:52

იმ სკოლების მოსწავლეებს, რომლებშიც მოსწავლეთა რაოდენობა 30-ზე ნაკლებია, ბაკურიანში წაიყვანენ. განათლების სამინისტროს ინფორმაციით, მცირეკონტინგენტიანი სკოლების მე-6, მე-7 და მე-8 კლასის 300 მოსწავლე სპორტულ-გამაჯანსაღებელ ღონისძიებებში 2017 წლის 29 მარტიდან 4 აპრილამდე ჩაერთვება.

ვრცლად

ბრიტანეთის პარლამენტთან მოწყობილ თავდასხმასთან დაკავშირებით კიდევ ორი ადამიანი დააკავეს
შაბათი, 25 მარტი 2017 13:47

დიდი ბრიტანეთის პოლიცია აცხადებს, რომ კიდევ ორი პირი დააკავა 22 მარტს ლონდონში, პარლამენტთან მოწყობილი თავდასხმის გამოძიებასთან დაკავშირებით.

ვრცლად

არხის საკონტროლო პაკეტის მისაღებად ახალ შპს-ს „რუსთავი 2-ის გუნდს“ დავაფუძნებთ - ნიკა გვარამია
შაბათი, 25 მარტი 2017 13:27

სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2“-ის გენერალური დირექტორის ნიკა გვარამიას განცხადებით, არხის თანამშრომლები ახალ შპს „რუსთავი 2-ის გუნდს“ დააფუძნებენ, რომელიც ტელევიზიის 91%-ის მფლობელებისგან ლევან და გია ყარამანიშვილებისგან აქციათა საკონტროლო პაკეტს მიიღებს.

ვრცლად

სასამართლომ მეუღლის მკვლელობისთვის ბრალდებულს 11 წლით პატიმრობა მიუსაჯა
შაბათი, 25 მარტი 2017 12:52

თბილისის საქალაქო სასამართლომ განზრახ მკვლელობისთვის ბრალდებული მამაკაცი დამნაშავედ სცნო. სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ ნოვრაზ ალიევმა ეჭვიანობის ნიადაგზე, მეუღლეს - კიუნაი ისაევას დანით ჭრილობა მიაყენა ყელის არეში, რის შემდეგაც იგი შემთხვევის ადგილიდან მიიმალა, მისი მეუღლე კი მიღებული დაზიანების შედეგად საავადმყოფოში გარდაიცვალა.

ვრცლად

გვერდი 1 / 2

ფოტო

News image

განსხვავებული რუსეთი ქუჩის ფოტოგრაფის ობიექტივში [Photos]

ვიდეო

„წყალს ვითხოვთ, რომ ხელები მაინც დავიბანოთ და ცოტა საჭმელს, რომ არ გვშიოდეს“

ვიდეო

საქონლის მასობრივი ქურდობის ფაქტები ყვარელში და არცერთი გამოძიებული საქმე

  • ამინდი
  • ვალუტა
ხუთშაბათი 17.08.17
22:00-00:00
Cloudyfrom northwest21°C1.3m/s
0mm
პარასკევი 18.08.17 12:00-18:00
Fairfrom northeast23°C1.3m/s
0mm
შაბათი 19.08.17 12:00-18:00
Fairfrom east26°C2.2m/s
0mm
კვირა 20.08.17 10:00-16:00
Clear skyfrom east-northeast25°C1.7m/s
0mm
yr.no

ავტორიზაცია

< მარტი 2017 >
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვი
    1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 26
27 28 29 30 31