08:12:33

ფირნიშები
პარასკევი, 24 მარტი 2017
25 მარტს ლაგოდეხის და გურჯაანის სოფლების ნაწილს ელექტროენერგია შეუწყდება
პარასკევი, 24 მარტი 2017 18:35

სს „კახეთის ენერგოდისტრიბუციის“ ინფორმაციით, 25 მარტს, ლაგოდეხისა და გურჯაანის რაიონის სოფლების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდება. როგორც კომპანიაში განმარტავენ, ელექტროენერგიის შეზღუდვის მიზეზი დაგეგმილი პროფილაქტიკური სამუშაოებია.

ვრცლად

პროკურატურა ე.წ. ციანიდის საქმეზე სასამართლო პროცესის ერთი თვით გადადებას ითხოვს
პარასკევი, 24 მარტი 2017 18:28

მთავარი პროკურატურა ე.წ. ციანიდის საქმეზე სასამართლო პროცესის ერთი თვით გადადებას ითხოვს. საგამოძიებო უწყებამ საქალაქო სასამართლოს შესაბამისი შუამდგომლობით უკვე მიმართა. პროკურატურის ინფორმაციით, დამატებითი დროს მას ინტენსიური საგამოძიებო მოქმედებებისთვის სჭირდება.

ვრცლად

„ბავშვთა სამყაროს“ ხანძრის შედეგად დაზარალებული 345 მოვაჭრე მერიისგან ერთჯერად დახმარებას მიიღებს
პარასკევი, 24 მარტი 2017 18:18

„ბავშვთა სამყაროს“ ხანძრის შედეგად დაზარალებული 345 პირი უახლოეს დღეებში თბილისის მერიისგან ერთჯერად დახმარებას მიიღებს. ამის შესახებ საკრებულოს რიგგარეშე სხდომაზე ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ რიმა ბერაძემ განაცხადა.

ვრცლად

სამხედრო სარეზერვო სამსახური შესაძლოა ანაზღაურებადი გახდეს
პარასკევი, 24 მარტი 2017 17:32

ახალი სამხედრო სარეზერვო სამსახურის კონცეფციის თანახმად, სამხედრო სარეზერვო სამსახურში ჩართვა იქნება ნებაყოფლობითი; 5 წლიან კონტრაქტზე ხელმოწერა შეეძლებათ 18-55 წლამდე ასაკის პირებს; ანაზღაურება კი განისაზღვრება წოდებრივი სარგოს 20% ყოველთვიურად და გამოძახებისას 100% (სერჟანტ-კაპრალის ხელფასი წელიწადში 3 470 ლარს შეადგენს). რეზერვისტების გამოძახება მოხდება ქვედანაყოფის საბრძოლო მომზადების ან საგანგებო სიტუაციის დროს მოქმედების გეგმის მიხედვით.

ვრცლად

დემნა გვასალია „მოდის ოსკარად“ წოდებული CFDA-ს გამარჯვებული გახდა
პარასკევი, 24 მარტი 2017 17:14

ქართველი დიზაინერი დემნა გვასალია, მოდის ინდუსტრიაში ყველაზე პრესტიჟული ამერიკული დაჯილდოების, მოდის ოსკარად წოდებული CFDA-ს გამარჯვებული გახდა.

ვრცლად

დეკანოზი მიქაელ ბოტკოველი პატრიარქის მდივნის თანამდებობაზე დაბრუნდა
პარასკევი, 24 მარტი 2017 17:03

დეკანოზი მიქაელ ბოტკოველი საქართველოს მართლმადიდებულური ეკლესიის პატრიარქის მდივნის თანამდებობაზე დაბრუნდა. ამის შესახებ ინფორმაციას საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში ადასტურებენ.

ვრცლად

ლონდონში განხორციელებული თავდასხმა ბრიტანეთის მოქალაქემ მოაწყო
პარასკევი, 24 მარტი 2017 16:53

ლონდონის პოლიციამ 22 მარტს პარლამენტის შენობასთან ტერორისტული თავდასხმის მომწყობი პირის ვინაობა დაასახელა. იგი დიდი ბრიტანეთის მოქალაქე, 52 წლის ხალიდ მასუდია, რომელიც ბოლოხანს დასავლეთ მიდლენდის რეგიონში ცხოვრობდა.

ვრცლად

რუსთავის საბავშვო ბაღში შეტანილ საქონლის ხორცში თეთრი პარკუჭები აღმოაჩინეს
პარასკევი, 24 მარტი 2017 16:29

რუსთავის N21-ე საბავშვო ბაღში შეტანილ საქონლის ხორცში თეთრი პარკუჭები აღმოაჩინეს, ხორცს ფერი ჰქონდა შეცვლილი და ლორწოიანი იყო. ამის შესახებ „პირველ არხს“ ბაღის გამგემ განუცხადა. ბაღების გაერთიანების გადაწყვეტილებით, საეჭვო ხორცის პარტიის გამოყენება ყველა საბავშვო ბაღში აიკრძალა.

ვრცლად

პრეზიდენტი - რეგიონებში მესმის, რომ ბევრად მეტი უფლებები უნდა ჰქონდეს თვითმმართველობას
პარასკევი, 24 მარტი 2017 16:12

„აქცენტი არის იმაზე, რომ ბევრად მეტი უფლებები უნდა ჰქონდეს თვითმმართველობას და ბევრად ნაკლები უფლება დარჩეს ცენტრალურ ხელისუფლებას. ეს არის ის, რაც მე მესმის რეგიონში“, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა კამპანიის „კონსტიტუცია ყველასია“ ფარგლებში, გორში გამართულ შეხვედრაზე განაცხადა.

ვრცლად

ქუთაისის აეროპორტიდან ყაზახეთის მიმართულებით ფრენები კვირაში ორჯერ შესრულდება
პარასკევი, 24 მარტი 2017 15:06

23 მაისიდან, ყაზახური ავიაკომპანია SCAT-ი ქუთაისის აეროპორტიდან შეასრულებს პირდაპირ ავიარეისებს ყაზახეთის ქალაქ აქთაუს მიმართულებით. რეისები კვირაში 2-ჯერ, სამშაბათს და ხუთშაბათს შესრულდება. ინფორმაციას ქუთაისის აეროპორტი ავრცელებს.

ვრცლად

გიორგი ანწუხელიძის სახელობის სერჟანტთა მომზადების ცენტრს დაარსებიდან 14 წელი შეუსრულდა
პარასკევი, 24 მარტი 2017 15:03

საქართველოს ეროვნული გმირის, გიორგი ანწუხელიძის სახელობის სერჟანტთა მომზადების ცენტრს დაარსებიდან 14 წელი შეუსრულდა. სერჟანტთა მომზადების ცენტრის პირად შემადგენლობას იუბილე საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ და შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსმა, ვლადიმერ ჩაჩიბაიამ მიულოცეს.

ვრცლად

კაკაბეთში მცხოვრები 25 წლის ბექა ჯიმშელაძე კახურ ღვინოს ევროპული ტექნოლოგიით აწარმოებს [Photos]
პარასკევი, 24 მარტი 2017 14:51

25 წლის ბექა ჯიმშელაძე საფერავის, რქაწითელის და მანავის მწვანეს ჯიშის ყურძნისგან ღვინოს საგარეჯოს რაიონის სოფელ კაკაბეთში აწარმოებს. ცოტა ხნის წინ მან ბრენდი „VELLINO“ შექმნა. მისი თქმით, ღვინო იმით არის გამორჩეული, რომ ყურძნის წვენს ევროპული ტექნოლოგიით აყენებენ, რაც გემოს, ფერსა და სურნელს აძლევს.

ვრცლად

ბელგიაში საფრანგეთის მოქალაქე დააკავეს, რომელმაც მანქანით ხალხში შეჭრა სცადა
პარასკევი, 24 მარტი 2017 12:58

ბელგიის პოლიციამ საფრანგეთის მოქალაქე დააკავა, რომელმაც ქალაქ ანტვერპენში ავტომობილით ფეხით მოსიარულეებში შეჭრა სცადა. პოლიციის პრესმდივნის განცხადებით, საფრანგეთის სანომრე ნიშნებიანი მანქანა შუქნიშნის წითელ სინათლეზე არ გაჩერდა და დიდი სისწრაფით გაემართა ხალხით სავსე ქუჩისკენ, რა დროსაც პოლიციამ მისი შეჩერება შეძლო.

ვრცლად

რუსეთში იეჰოვას მოწმეების საქმიანობა აიკრძალა
პარასკევი, 24 მარტი 2017 12:30

რუსეთში რელიგიური ორგანიზაცია „იეჰოვა მოწმეების“ საქმინობა შეჩერდა, ამის შესახებ ინფორმაციას რუსეთის იუსტიციის სამინისტრო აქვეყნებს.

ვრცლად

სასამართლომ „საზოგადოებრივ მაუწყებელს“ ეკა მიშველაძის გათავისუფლების გამო 30 ათასი ლარის გადახდა დააკისრა
პარასკევი, 24 მარტი 2017 12:24

თბილისის საქალაქო სასამართლომ პრეზიდენტის პრეს სპიკერის ეკა მიშველაძის სარჩელი ნაწილობრივ დააკმაყოფილა. მოსამართლემ საზოგადოებრივი მაუწყებლიდან მიშველაძის გათავისუფლების ბრძანება ბათილად ცნო. ასევე საზოგადოებრივ მაუწყებელს მისთვის კომპენსაციის სახით 30 ათასი ლარის გადახდა დააკისრა.

ვრცლად

გვერდი 1 / 2

ფოტო

News image

განსხვავებული რუსეთი ქუჩის ფოტოგრაფის ობიექტივში [Photos]

ვიდეო

„წყალს ვითხოვთ, რომ ხელები მაინც დავიბანოთ და ცოტა საჭმელს, რომ არ გვშიოდეს“

ვიდეო

საქონლის მასობრივი ქურდობის ფაქტები ყვარელში და არცერთი გამოძიებული საქმე

  • ამინდი
  • ვალუტა
ორშაბათი 23.10.17
12:00-18:00
Fairfrom north-northeast15°C1.3m/s
0mm
18:00-00:00
Partly cloudyfrom south11°C0.7m/s
0mm
სამშაბათი 24.10.17 12:00-18:00
Partly cloudy12°C0.7m/s
0mm
ოთხშაბათი 25.10.17 12:00-18:00
Clear skyfrom east-northeast16°C0.5m/s
0mm
ხუთშაბათი 26.10.17 10:00-16:00
Fairfrom west17°C0.3m/s
0mm
yr.no

ავტორიზაცია

< მარტი 2017 >
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვი
    1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 25 26
27 28 29 30 31