17:32:47

ფირნიშები
ხუთშაბათი, 23 მარტი 2017
„შევაჩეროთ სიკვდილი საქართველოს გზებზე“ - საგზაო უსაფრთხოების მოთხოვნით აქცია გაიმართება
ხუთშაბათი, 23 მარტი 2017 18:31

25 მარტს, 13:00 საათზე, თბილისში პარლამენტის წინ სამოქალაქო სექტორის ორგანიზებით საგზაო უსაფრთხოების აქცია გაიმართება. აქციის ორგანიზატორების განცხადებით, „საგზაო კრიმინალის და სიკვდილიანობის შესამცირებლად საჭიროა სახელმწიფოს დროული რეაგირება“.

ვრცლად

ამბულატორიულ მედიკამენტებს 70 000-დან 100 000 სარეიტინგო ქულის მქონე მოქალაქეებიც მიიღებენ
ხუთშაბათი, 23 მარტი 2017 18:01

ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში, ამბულატორიულ მედიკამენტებთან წვდომა 70 000-დან 100 000 სარეიტინგო ქულის მქონე მოქალაქეებსაც ექნებათ.

ვრცლად

კიევში ყოფილი რუსი პარლამენტარი მოკლეს, რომელიც ყირიმის ანექსიას აკრიტიკებდა
ხუთშაბათი, 23 მარტი 2017 17:58

უკრაინის პოლიციის ინფორმაციით, დღეს კიევში ყოფილი რუსი პარლამენტარი დენის ვორონენკოვი მოკლეს, რომელიც რუსეთის მიერ ყირიმის ანექსიას აკრიტიკებდა და საკუთარ სამშობლოს ნაცისტურ გერმანიას ადარებდა.

ვრცლად

მაღალი რისკის მსჯავრდებულებს ხანგრძლივი პაემნით სარგებლობის უფლება ექნებათ
ხუთშაბათი, 23 მარტი 2017 17:45

განსაკუთრებული რისკის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში განთავსებულ საშიშროების მაღალი რისკის  მსჯავრდებულს ხანგრძლივი პაემნით სარგებლობის უფლება მიენიჭება. აღნიშნული გათვალისწინებულია საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტით, რომელიც პირველი მოსმენით პარლამენტის სესიაზე დღეს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრმა წარადგინა.

ვრცლად

ლონდონში მომხდარ ტერაქტზე პასუხისმგებლობა ე.წ. „ისლამურმა სახელმწიფომ“ აიღო
ხუთშაბათი, 23 მარტი 2017 17:29

„ბი-ბი-სის“ ინფორმაციით, ლონდონში მომხდარ ტერაქტზე პასუხისმგებლობა ე.წ. „ისლამურმა სახელმწიფომ“ აიღო. ექსტრემისტული დაჯგუფება იუწყება, რომ ლონდონში განხორციელებული ტერაქტის მონაწილე მამაკაცი „ისლამური სახელმწიფოს“ ჯარისკაცი იყო.

ვრცლად

მუხათგვერდის სასაფლაოზე 2008 წლის აგვისტოს ომში დაღუპული სამხედროს ნეშტი დაკრძალეს
ხუთშაბათი, 23 მარტი 2017 17:26

მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე 2008 წლის აგვისტოს ომში დაღუპული სამხედრო მოსამსახურის ნეშტი სამხედრო პატივით დაკრძალეს. თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, II ქვეითი ბრიგადის უმცროსი სერჟანტის, ანზორ ვახტანგის ძე გელდიაშვილის ნეშტი ახალციხიდან თბილისში, ოჯახის თხოვნით გადმოასვენეს.

ვრცლად

2018 წლიდან ხორბალის სერტიფიცირება სავალდებულო გახდება
ხუთშაბათი, 23 მარტი 2017 16:52

სოფლის მეურნეობის სამეცნიერო კვლევითი ცენტრის ინფორმაციით, მარცვლეული კულტურების - ქერის, სოიას, მზესუმზირის, კარტოფილის სათესლე მასალის ნებაყოფლობითი სერტიფიცირების პროცედურები 2020 წლამდე უფასოდ განხორცილდება. 2018 წლიდან კი ხორბალის სერტიფიცირება სავალდებულო გახდება.

ვრცლად

თბილისის ქუჩებში ქვეითი ინსპექტორები ფიზიკურ და იურიდიულ პირებს ნარჩენის დაყრისთვის დააჯარიმებენ
ხუთშაბათი, 23 მარტი 2017 16:44

თბილისში, 3 აპრილიდან, „თბილსერვის ჯგუფის“ ზედამხედველობის სამსახურის ქვეითი ინსპექტორები გამოჩდებიან, რომლებიც მათზე დაკისრებული უფლებამოსილების ფარგლებში, ფიზიკურ და იურიდიულ პირებს საყოფაცხოვრებო თუ სხვა სახის ნარჩენის დაყრისთვის დააჯარიმებენ.

ვრცლად

მსჯავრდებულები უმაღლეს განათლებას მიიღებენ
ხუთშაბათი, 23 მარტი 2017 16:34

დაბალის რისკის პენიტენციურ დაწესეულებაში და გათავისუფლებისთვის მომზადების თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში განთავსებულ საშიშროების დაბალი რისკის მსჯავრდებულებს, სასჯელის მოხდის პერიოდში, საშუალება მიეცემათ უმაღლესი განათლება მიიღონ. 

ვრცლად

გარემოს დაცვის სამინისტრო სოფელ ართანაში ჰესის მშენებლობასთან დაკავშირებით განმარტებებს აკეთებს
ხუთშაბათი, 23 მარტი 2017 16:24

გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრო, თელავის რაიონის სოფელ ართანაში ჰესის მშენებლობასთან დაკავშირებით განმარტებებს აკეთებს. სამინისტრო გამოთქვამს მზადყოფნას მიღოს და განიხილოს ნებისმიერ დაინტერესებული პირის მოსაზრებები წარმოდგენილ პროექტთან დაკავშირებით.

ვრცლად

2016 წელს სამსახურებრივი მოვალეობის დროს დაიღუპა 53, დაშავდა 85 ადამიანი
ხუთშაბათი, 23 მარტი 2017 15:48

2016 წლის განმავლობაში სამუშაოს შესრულებისას დაიღუპა 53 და დაშავდა 85 ადამიანი. აღნიშნულ ინფორმაციას სახალხო დამცველის აპარატი, შსს-ს მიერ მიწოდებული ოფიციალური სტატისტიკის საფუძველზე ავრცელებს და სამსახურებრივი მოვალეობის დროს გარდაცვალების ბოლო შემთხვევებს ეხმაურება.

ვრცლად

სტივენ ჰოკინგი კოსმოსში იმოგზაურებს
ხუთშაბათი, 23 მარტი 2017 15:42

თანამედროვეობის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი მეცნიერი, ბრიტანელი ასტროფიზიკოსი და კოსმოლოგი სტივენ ჰოკინგი მალე ოცნებას აიხდენს და კოსმოსში გაფრინდება, რისი შესაძლებლობაც მას აქამდე შეზღუდული შესაძლებლობების გამო არ ჰქონია.

ვრცლად

ძმები ყარამანიშვილები „რუსთავი 2-ის“ თანამშრომლებს 40 %-იანი წილის უფასოდ გადაცემას სთავაზობენ
ხუთშაბათი, 23 მარტი 2017 15:11

„რუსთავი 2-ის“ ერთ-ერთი მფლობელი ლევან ყარამანაშვილი ტელეკომპანიის თანამშრომლებს მიმართავს და არხის მფლობელების სახელით, სთავაზობს, ტელეკომპანიის 40 %-იანი წილი თანამშრომლებზე უსასყიდლოდ გადანაწილდეს. 

ვრცლად

დევნილები 2 500-ლარიან გრანტებს მიიღებენ
ხუთშაბათი, 23 მარტი 2017 14:53

„ეკონომიკური შესაძლებლობების თანაბარი ხელმისაწვდომობის პროგრამის“ ფარგლებში, დევნილებს შესაძლებლობა ეძლევათ ინვესტიციები განახორციელონ სხვადასხვა სახის სასოფლო-სამეურნეო საქმიანობაში, მათ შორის: მებოსტნეობაში, მეხილეობაში, მებოცვრეობაში, მესაქონლეობაში, მეფუტკრეობაში, შეიძინონ სასოფლო-სამეურნეო ტექნიკა/მექანიზაციის საშუალებები და ა. შ. 

ვრცლად

ე.წ. კანიბალიზმის საქმეზე კიდევ ერთი პირი დააკავეს
ხუთშაბათი, 23 მარტი 2017 14:36

ე.წ. კანიბალიზმის საქმეზე, დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით, კიდევ ერთი პირი დააკავეს. მთავარი პროკურატურის ინფორმაციით, დაკავებულისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდების შუამდგომლობით სასამართლოს დღეს მიმართავენ.

ვრცლად

გვერდი 1 / 2

ფოტო

News image

განსხვავებული რუსეთი ქუჩის ფოტოგრაფის ობიექტივში [Photos]

ვიდეო

„წყალს ვითხოვთ, რომ ხელები მაინც დავიბანოთ და ცოტა საჭმელს, რომ არ გვშიოდეს“

ვიდეო

საქონლის მასობრივი ქურდობის ფაქტები ყვარელში და არცერთი გამოძიებული საქმე

  • ამინდი
  • ვალუტა
შაბათი 24.06.17
22:00-00:00
Clear skyfrom west-southwest18°C1.7m/s
0mm
კვირა 25.06.17 12:00-18:00
Fairfrom east24°C0.7m/s
0mm
ორშაბათი 26.06.17 12:00-18:00
Fairfrom east22°C3.1m/s
0mm
სამშაბათი 27.06.17 10:00-16:00
Clear skyfrom east-northeast21°C0.7m/s
0mm
yr.no

ავტორიზაცია

< მარტი 2017 >
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვი
    1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 24 25 26
27 28 29 30 31