15:34:30

ფირნიშები
ოთხშაბათი, 22 მარტი 2017
ქართულ ტრადიციულ სუფრას კულტურული მემკვიდეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭა
ოთხშაბათი, 22 მარტი 2017 18:29

ქართული ტრადიციული სუფრის - პურობის კულტურას (ქართული სუფრა) არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭა. შესაბამისი ბრძანება საქართველოს კულტურული მემკვიდეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს დირექტორმა 2017 წლის 13 მარტს გამოსცა.

ვრცლად

ზაზა ფაჩულიამ NBA-ში 1001-ე მატჩი ყოფილ კლუბთან გამარჯვებით აღნიშნა
ოთხშაბათი, 22 მარტი 2017 18:01

ტეხასური კლუბიდან, Mavericks-იდან წასვლის შემდეგ ზაზა ფაჩულია პირველად ჩავიდა ქალაქ დალასში და თავის ამჟამინდელ გუნდს, Golden State Warriors-ს გამარჯვებაში დაეხმარა. დალასელებთან მატჩი ქართველი კალათბურთელისთვის NBA-ში 13-წლიან კარიერაში 1001-ე იყო. ფაჩულიას რეგულარული ჩემპიონატის 950 და პლეი-ოფების 51 მატჩი აქვს ჩატარებული NBA-ს 5 გუნდის (Orlando Magic, Milwaukee Bucks, Atlanta Hawks, Dallas Mavericks, Golden State Warriors) შემადგენლობაში.

ვრცლად

ახალგაზრდა ქართველმა მოკრივეებმა ევროპის ჩემპიონატზე ოქროსა და ვერცხლის მედლები მოიპოვეს
ოთხშაბათი, 22 მარტი 2017 18:00

 საქართველოს 22 წლამდე მოკრივეთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე გამოსვლა ოქროსა და ვერცხლის მედლით დაასრულა. ესკერხან მადიევი ევროპის ჩემპიონი გახდა, ლაშა გურული კი - ვერცხლის მედლის მფლობელი.

ვრცლად

კვირის 10 საუკეთესო ფოტო - The Guardian [Photos]
ოთხშაბათი, 22 მარტი 2017 17:39

პოპულარული ბრიტანული გამოცემა „გარდიანი“ გასული კვირის საუკეთესო ფოტოების კრებულს აქვეყნებს, სადაც უმეტესად მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებია ასახული.

ვრცლად

ველური სამყაროს კვირის საუკეთესო ფოტოები - The Guardian [Photos]
ოთხშაბათი, 22 მარტი 2017 17:36

გასული კვირის საუკეთესო ფოტოები ბუნების, ცხოველებისა და ფრინველების ველურ სიცოცხლეს ასახავს ბრიტანული გამოცემა The Guardian-ის ფოტო-რუბრიკაში - Wildlife. გთავაზობთ სხვადასხვა ფოტოგრაფების მიერ გადაღებულ 10 საუკეთესო ფოტოს.

ვრცლად

თელავში საკანალიზაციო სისტემის რეაბილიტაცია წლის ბოლომდე დასრულდება
ოთხშაბათი, 22 მარტი 2017 16:17

მუნიციპალური განვითარების ფონდის ინფორმაციით, თელავში საკანალიზაციო სისტემის რეაბილიტაცია 2017 წლის დეკემბერში დასრულდება. პროექტით გათვალისწინებულია 3 გამანაწილებლის გაკეთება: აჩინებულის დასახლებიდან, ცენტრალური ბაზრის ქუჩიდან და კურდღელაურიდან. 

ვრცლად

რუსეთმა უნდა გაათავისუფლოს ჩვენი ტერიტორიები - ილია II
ოთხშაბათი, 22 მარტი 2017 14:17

ეს არ შეიძლება დაუსრულებლად გაგრძელდეს. რუსეთმა უნდა გაათავისუფლოს ჩვენი ტერიტორიები, - ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ საპატრიარქოში, სკანდინავიისა და ბალტიის რვიანის წევრ ქვეყანათა პარლამენტის თავმჯდომარეებსა და ვიცე-სპიკერებთან შეხვედრაზე განაცხადა.

ვრცლად

მაღალმთიან დასახლებებში მცირე მეწარმეობის მხარდასაჭერად 10 მილიონი ლარი გამოიყოფა
ოთხშაბათი, 22 მარტი 2017 14:04

მთის განვითარების საბჭოს გადაწყვეტილებით, 2017 წელს ბიუჯეტიდან მაღალმთიანი დასახლებების განვითარებისთვის გათვალისწინებული 20 მილიონი ლარიდან, 10 მილიონი მიკრო და მცირე მეწარმეობის მხარდასაჭერად გამოიყოფა, დანარჩენი თანხით კი ინფრასტრუქტურული პროექტები დაფინანსდება.

ვრცლად

სოფელ ართანას მცხოვრებლები ჰესის მშენებლობის წინააღმდეგ მთავრობას პეტიციით მიმართავენ
ოთხშაბათი, 22 მარტი 2017 13:12

თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ართანას მცხოვრებლები საქართველოს მთავრობას პეტიციით მიმართავენ. პეტიციის ხელმომწერები მდინარე დიდხევზე „ართანა ჰესის“ მშენებლობას აპროტესტებენ და აცხადებენ, რომ ჰესი სოფლის მეურნეობის განვითარებას შეუქმნის საფრთხეს.

ვრცლად

სიღნაღის სასამართლომ ჩეხი ტურისტის გაუპატიურებაში ბრალდებულს 6 წლით პატიმრობა მიუსაჯა
ოთხშაბათი, 22 მარტი 2017 12:51

სიღნაღის რაიონულმა სასამართლომ ჩეხი ტურისტის გაუპატიურებაში ბრალდებული 37 წლის დავით ლეკაშვილი დამნაშავედ ცნო და 6 წლითა და 3 თვით პატიმრობა მიუსაჯა. ბრალდებული ადვოკატი ზურაბ ბეგიაშვილი მოსამართლის გადაწყვეტილებას არ ეთანხმება და საქმის სააპელაციო სასამართლოში გასაჩივრებას აპირებს.

ვრცლად

თბილისში ავტოსაგზაო შემთხვევას 11 წლის გოგონა ემსხვერპლა
ოთხშაბათი, 22 მარტი 2017 12:08

თბილისში, აღმაშენებლის ხეივანში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 11 წლის გოგონა დაიღუპა. მძიმედ დაშავდა ბავშვის დედა, რომლიც საავადმყოფოშია გადაყვანილი.

ვრცლად

ვან გოგის მუზეუმში მხატვრის 14 წლის წინ მოპარული ორი ნამუშევარი გამოიფინა [Photos]
ოთხშაბათი, 22 მარტი 2017 11:58

ამსტერდამში არსებულ ვინსენტ ვან გოგის მუზეუმში ჰოლანდიელი მხატვრის მიერ 1880-იან წლებში შესრულებული ორი ნამუშევარი გამოიფინა, რომლებიც 14 წლის წინ ძარცვისას მოიპარეს.

ვრცლად

მიხეილ ჯანელიძე ISIS-ის წინააღმდეგ გლობალური კოალიციის შეხვედრაში მიიღებს მონაწილეობას
ოთხშაბათი, 22 მარტი 2017 11:47

საქართვეოს საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე ვაშინგტონში იმყოფება, სადაც მონაწილეობას მიიღებს  ტერორისტული დაჯგუფება „ისლამური სახელმწიფოს“ წინააღმდეგ გლობალური კოალიციის წევრი ქვეყნების შეხვედრაში.

ვრცლად

ნანა ექვთიმიშვილი სოფიას საერთაშორისო კინოფესტივალზე საუკეთესო რეჟისორად დასახელდა
ოთხშაბათი, 22 მარტი 2017 11:17

ნანა ექვთიმიშვილმა და სიმონ გროსმა სოფიას საერთაშორისო კინოფესტივალზე საუკეთესო რეჟისორისთვის განკუთვნილი ჯილდო აიღეს ფილმისთვის „ჩემი ბედნიერი ოჯახი“.

ვრცლად

სოფელ მატანთან X-XI საუკუნეების სამნავიანი ბაზილიკა აღმოაჩინეს [Photos]
ოთხშაბათი, 22 მარტი 2017 10:39

ახმეტის მუნიციპალიტეტში, სოფელ მატანთან ადრექრისტიანული პერიოდის ტაძარის ნაგრევები აღმოაჩინეს. სამნავიანი ბაზილიკა სავარაუდოდ X-XI საუკუნეებშია აშენებული. როგორც კახეთის საინფორმაციო ცენტრს ახმეტის კულტურის ცენტრში განუცხადეს, ტაძარი მონასტრის ნაწილი უნდა ყოფილიყო.

ვრცლად

გვერდი 1 / 2

ფოტო

News image

განსხვავებული რუსეთი ქუჩის ფოტოგრაფის ობიექტივში [Photos]

ვიდეო

„წყალს ვითხოვთ, რომ ხელები მაინც დავიბანოთ და ცოტა საჭმელს, რომ არ გვშიოდეს“

ვიდეო

საქონლის მასობრივი ქურდობის ფაქტები ყვარელში და არცერთი გამოძიებული საქმე

  • ამინდი
  • ვალუტა
ხუთშაბათი 17.08.17
20:00-00:00
Cloudyfrom west-northwest22°C1.3m/s
0mm
პარასკევი 18.08.17 12:00-18:00
Fairfrom northeast23°C1.3m/s
0mm
შაბათი 19.08.17 12:00-18:00
Fairfrom east26°C2.2m/s
0mm
კვირა 20.08.17 10:00-16:00
Clear skyfrom east-northeast25°C1.7m/s
0mm
yr.no

ავტორიზაცია

< მარტი 2017 >
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვი
    1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 23 24 25 26
27 28 29 30 31