03:43:52

ფირნიშები
ორშაბათი, 20 მარტი 2017
21 მარტს ყვარლისა და დედოფლისწყაროს მოსახლეობის ნაწილს ელექტროენერგია შეუწყდება
ორშაბათი, 20 მარტი 2017 17:54

სს „კახეთის ენერგოდისტრიბუციის“ ინფორმაციით, 21 მარტს, 12:00-დან 14:00 საათამდე, ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდება დედოფლისწყაროს რაიონის სოფლების: გამარჯვების, არბოშიკის, მირზაანის, ზემო მაჩხაანისა და თავწყაროს მცხოვრებლებს.

ვრცლად

ჯიღაურას მეურნეობის ხეხილისა და ვაზის ნერგები აუქციონზე გაიყიდება
ორშაბათი, 20 მარტი 2017 17:25

მცხეთის რაიონის სოფელ ჯიღაურაში სოფლის მეურნეობის სამეცნიერო კვლევითი ცენტრის მიერ გამოყვანილი ნერგები აუქციონზე გაიყიდება. სარეალიზაციოდ გამოტანილია ყურძნის, ვაშლის, მსხლის, ბალისა და ვაზის საძირე ნერგები, რომლის შეძენაც შესაძლებელია www.eAuction.ge -ზე. აღნიშნული ნერგების ყიდვა დაინტერესებულ პირებს მაღაზია „კალათაშიც“ შეეძლებათ. 

ვრცლად

მიმდინარე შეტაკებების ფონზე მოსახლეობა ქალაქ მოსულს ტოვებს
ორშაბათი, 20 მარტი 2017 17:12

ერაყის სიდიდით მეორე ქალაქ მოსულიდან ქვეყნის სამთავრობო არმია განაგრძობს ექსტრემისტული ორგანიზაცია „ისლამური სახელმწიფოს“ განდევნის ოპერაციას. შეტაკებების ფონზე კი მოსულის დასავლეთ ნაწილს ათასობით ერაყელი ტოვებს.

ვრცლად

საქართველო სერბეთთან და ლატვიასთან სათამაშოდ 24 ფეხბურთელით ემზადება
ორშაბათი, 20 მარტი 2017 17:10

საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების სლოვაკმა მთავარმა მწვრთნელმა, ვლადიმირ ვაისმა სერბეთის წინააღმდეგ მატჩისთვის 24-კაციანი შემადგენლობა გამოიძახა. „ჯვაროსნები“ მზადებას დღეიდან იწყებენ.

ვრცლად

ირმა ხეცურიანი ეტლით ფარიკაობაში მსოფლიო თასის გამარჯვებული გახდა
ორშაბათი, 20 მარტი 2017 16:14

იტალიის ქალაქ პიზაში ეტლით ფარიკაობაში გამართულ მსოფლიო თასის გათამაშებაში ირმა ხეცურიანი ხმლით ასპარეზობაში ჩემპიონი გახდა, რაპირათი გამოსვლით კი ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. რაპირით ფარიკაობაში ბრინჯაოს მედალს დაეუფლა საქართველოს ეტლით მოფარიკავეთა ნაკრების კიდევ ერთი წევრი ნინი თიბილაშვილი.

ვრცლად

სოფელ ჩაილურში ხანძარს 40 წლის მამაკაცი ემსხვერპლა, სამი ადამიანი კი დაშავდა
ორშაბათი, 20 მარტი 2017 16:08

საგარეჯოს რაიონის სოფელ პატარა ჩაილურში ხანძარს 40 წლის მამაკაცი ემსხვერპლა. ხანძრის შედედ გარდაცვლილის შვილებმა - 11 წლის გოგონამ და 8 წლის ბიჭმა სხეულის სხვადასხვა სიმძიმის დამწვრობა მიიღეს. დამწვრობითი შოკი მიიღო ამავე ოჯახში მცხოვრებმა მოხუცმა მამაკაცმა. დაშავებულები კატასტროფის მედიცინის ცენტრის ბრიგადამ თბილისში, დამწვრობის ცენტრში გადაიყვანა.

ვრცლად

პრეზიდენტმა ე.წ. მოსმენების კანონპროექტს ვეტო დაადო
ორშაბათი, 20 მარტი 2017 15:34

ე.წ. მოსმენების კანონპროეტს პრეზიდენტმა ვეტო დაადო. როგორც გიორგი მარგველაშვილმა სპეციალურად გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, კანონპროექტში არის რიგი საკამათო საკითხები, თუმცა ძირითადად ორი ხარვეზი გამოიკვეთა. ის პარლამენტს მოტივირებულ შენიშვნებს გადაუგზავნის.

ვრცლად

პრემიერ–მინისტრი თუშეთში მესაზღვრეებს შეხვდა [Video-Photos]
ორშაბათი, 20 მარტი 2017 15:08

პრემიერ-მინისტრი საქართველო-რუსეთის საზღვარზე, ომალოს სასაზღვრო სექტორზე მე-5 სამმართველოს მესაზღვრეებს შეხვდა და მათ სამუშაო პირობებს ადგილზე გაეცნო. გიორგი კვირიკაშვილმა დიკლოში ის მესაზღვრეებიც მოინახულა, რომლებიც N7 სასაზღვრო სექტორის დროებით სასაზღვრო პოსტზე მსახურობენ. მთავრობის მეთაურმა სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლებს წინასწარ მიულოცა მესაზღვრის დღე, რომელიც 21 მარტს აღინიშნება.

ვრცლად

ჩრდილოეთ კორეამ ახალი სარაკეტო ძრავა გამოსცადა
ორშაბათი, 20 მარტი 2017 14:49

ჩრდილოეთი კორეის სახელმწიფო მედიის ინფორმაციით, ქვეყანაში ახალი ძლიერი სარაკეტო ძრავის გამოცდა მოეწყო, რასაც კიმ ჩენ ინი, რომელიც სარაკეტო ძრავის გამოცდას პირადად ხელმძღვანელობდა, ქვეყნის სარაკეტო მრეწველობის „ახალ დაბადებას“ უწოდებს.

ვრცლად

ირლანდიაში 27 წლის ფეხბურთელი გარდაცვლილი იპოვეს
ორშაბათი, 20 მარტი 2017 14:47

ირლანდიური საფეხბურთო კლუბის, „დერი სიტის“ კაპიტანი რაიან მაკბრაიდი მოულოდნელად გარდაიცვალა. 27 წლის ირლანდიელი მცველი საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვეს. სიკვდილის მიზეზი ჯერ-ჯერობით უცნობია.

ვრცლად

გურჯაანში საცურაო აუზი გაიხსნა
ორშაბათი, 20 მარტი 2017 14:42

გურჯაანის სპორტულ კომპლექსში საცურაო აუზი გაიხსნა. ერთთვიანი აბონიმენტი, რომელიც საცურაო აუზზე კვირაში ორი დღით სარგებლობას გულისხმობს, ბავშვებისთვის 30, ხოლო უფროსებისთვის 50 ლარი ღირს. კომპლექსის შენობაში ასევე განთავსებულია სავარჯიშო დარბაზი, ძიუდოსა და ჭიდაობის სივრცე.

ვრცლად

ელისო კილაძის მეუღლე მხედრული მამაცობისთვის მიღებულ ჯილდოს სახელმწიფოს უბრუნებს
ორშაბათი, 20 მარტი 2017 13:36

გაზეთ „ქრონიკა პლიუსის“ რედაქტორის ელისო კილაძის მეუღლე, ვიცე- პოლკოვნიკი გრიგოლ ხარშილაძე სახელმწიფოს, პროტესტის ნიშნად ჯილდოს უბრუნებს, რომელიც მას განსაკუთრებით საშიში კრიმინალური დაჯგუფების დაკავებისთვის გადაეცა. კილაძის განცხადებით, მისმა მეუღლემ აღნიშნული ჯილდოს დაბრუნება მას შემდეგ გადაწყვიტა, რაც უკანონოდ მოხდა მისი შვილის, დავით ხარშილაძის დაკავება.

ვრცლად

მოსამართლე ნატა ნაზღაიძის ძმას უძრავი ქონება უსაფუძვლოდ გადაეცა - საიას კვლევა
ორშაბათი, 20 მარტი 2017 13:18

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის კვლევის თანახმად, მოსამართლე ნატა ნაზღაიძის ძმა, ზვიად ნაზღაიძე 2015 წლის 13-14 ივნისის სტიქიის დროს არ დაზარალებულა და მას 5001 კვ.მ. უძრავი ქონება უსაფუძვლოდ გადაეცა.

ვრცლად

13 წლის შემდეგ სამების საკათედრო ტაძრის მოხატვა დაიწყო [Photos]
ორშაბათი, 20 მარტი 2017 12:54

13 წლის შემდეგ, ყოვლადწმიდა სამების საკათედრო ტაძრის მოხატვა დაიწყო. საკურხევლის თავზე პირველი ფრესკა უკვე მოიხატა, სადაც ტახტზე მტრედი და სახარება ერთად არის დაბრძანებული.

ვრცლად

თუშეთის გზაზე გაწმენდითი სამუშაოები დაიწყო
ორშაბათი, 20 მარტი 2017 12:35

ფშაველი-აბანო-ომალოს საავტომობილო გზაზე გაწმენდითი სამუშაოები დაიწყო. როგორც კახეთის საინფორმაციო ცენტრს საავტომობილო გზების დეპარტამენტში განუცხადეს, გზის გაწმენდა რეგულარულად, სავარაუდოდ მაისის ბოლომდე გაგრძელდება.

ვრცლად

გვერდი 1 / 2

ფოტო

News image

განსხვავებული რუსეთი ქუჩის ფოტოგრაფის ობიექტივში [Photos]

ვიდეო

„წყალს ვითხოვთ, რომ ხელები მაინც დავიბანოთ და ცოტა საჭმელს, რომ არ გვშიოდეს“

ვიდეო

საქონლის მასობრივი ქურდობის ფაქტები ყვარელში და არცერთი გამოძიებული საქმე

  • ამინდი
  • ვალუტა
ოთხშაბათი 28.06.17
08:00-12:00
Clear skyfrom south-southwest21°C1.2m/s
0mm
12:00-18:00
Partly cloudyfrom east26°C1.5m/s
0mm
18:00-00:00
Fairfrom north-northeast26°C1.9m/s
0mm
ხუთშაბათი 29.06.17 12:00-18:00
Partly cloudyfrom east25°C2.3m/s
0mm
პარასკევი 30.06.17 12:00-18:00
Partly cloudyfrom east-northeast25°C1.3m/s
0mm
შაბათი 01.07.17 10:00-16:00
Clear sky24°C1.0m/s
0mm
yr.no

ავტორიზაცია

< მარტი 2017 >
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვი
    1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31