05:54:32

ფირნიშები
კვირა, 19 მარტი 2017
20 მარტს თელავისა და ლაგოდეხის მოსახლეობის ნაწილს ელექტროენერგია შეუწყდება
კვირა, 19 მარტი 2017 17:54

სს „კახეთის ენერგოდისტრიბუციის“ ინფორმაციით, 20 მარტს, ქალაქ თელავში13:00-დან 14:00 საათამდე, ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდება ცაბაძის, ჩოხელის, მოსიაშვილის, ახვლედიანის, ბარნოვის, ანტონ კათალიკოსის, მოედნის, გორკის, ერეკლე II-ის ნაწილის, 26 მაისის, სააკაძის, დავით ვექტორის, კვირიკე დიდისა და უნივერსიტეტის ქუჩების მცხოვრებლებს. 

ვრცლად

მომღერალი გია ჭირაქაძე გარდაიცვალა
კვირა, 19 მარტი 2017 17:17

მომღერალი გია ჭირაქაძე 79 წლის ასაკში გულის შეტევით გარდაიცვალა. გია ჭირაქაძე წლების განმავლობაში „ქართული ხმების“, შემდეგ კი ანსამბლ „დიელოს“ წევრი იყო.

ვრცლად

დაზარალებული მოვაჭრეები - ამ ხელისუფლების პირობებში ხანძარი 13 ბაზრობაზე გაჩნდა
კვირა, 19 მარტი 2017 16:58

„ბავშვთა სამყაროში“ გაჩენილი ხანძრის შედეგად დაზარალებულებმა პარლამენტის შენობასთან საპროტესტო აქცია გამართეს. მოვაჭრეები მთავრობისგან დაზარალებულის სტატუსის მინიჭებას და ერთჯერად კომპენსაციას ითხოვენ. როგორც აქციაზეა შეკრებილებმა აღნიშნეს, მხოლოდ დღევანდელი ხელისუფლების პირობებში ხანძრის გაჩენის ფაქტი 13 ბაზრობაზე დაფიქსირდა.

ვრცლად

შავი ზღვის დაბინძურების გამო გემის კაპიტანი 65 000 ლარით დაჯარიმდა
კვირა, 19 მარტი 2017 16:18

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის შავი ზღვის დაცვის კონვენციური სამმართველოს თანამშრომლებმა, სასაზღვრო პოლიციის წარმომადგენლებთან ერთად, გემის მიერ საქართველოს ტერიტორიული წყლების დაბინძურების ფაქტი გამოავლინეს.

ვრცლად

მთავრობა კაჭრეთში დახურულ შეხვედრას მართავს
კვირა, 19 მარტი 2017 16:07

საქართველოს პრემიერ - მინისტრი, გიორგი კვირიკაშვილი გურჯაანის რაიონის სოფელ კაჭრეთში მინისტრთა კაბინეტის წევრებთან დახურულ შეხვედრას მართავს. შეხვედრას პარლამენტის თავმჯდომარე და საპარლამენტო უმრავლესობის წევრები ესწრებიან.

ვრცლად

პატრიარქი - უფალი ადამიანს ჯვარს მისი ძალის მიხედვით აძლევს
კვირა, 19 მარტი 2017 15:51

უფალი ადამიანს აძლევს ჯვარს მისი ძალის მიხედვით, - ამის შესახებ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა საკვირაო ქადაგებისას განაცხადა. ილია მეორემ უფალს შესთხოვა, ყველას შეაძლებინოს საკუთარი ჯვრის ბოლომდე მიტანა.

ვრცლად

პუტინის არ ვიცნობ, მაგრამ ის ნამდვილად „კერკეტი კაკალია“ - დონალდ ტრამპი
კვირა, 19 მარტი 2017 15:38

დონალდ ტრამპმა ვლადიმერ პუტინს „კერკეტი კაკალი“ უწოდა. განცხადება შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ტელეკომპანია Fox News-სთვის მიცემულ ინტერვიუში გააკეთა. ჟურნალისტმა პრეზიდენტს რუსეთის ლიდერის დახასიათება სთხოვა.

ვრცლად

ლეგენდარული მუსიკოსი ჩაკ ბერი 90 წლის ასაკში გარდაიცვალა
კვირა, 19 მარტი 2017 15:24

შეერთებულ შტატებში 90 წლის ასაკში ლეგენდარული მუსიკოსი - ჩაკ ბერი გარდაიცვალა. როკ-ენ-როლის ერთ-ერთი დამფუძნებელი მისურიში, საკუთარ სახლში დაიღუპა. ჩაკ ბერის გარდაცვალებას მუსიკალური სამყაროს წარმომადგენლებმა როკ-ენ-როლის ეპოქის დასასრული უწოდეს.

ვრცლად

გუდაური-კობის მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა
კვირა, 19 მარტი 2017 12:59

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, გუდაური-კობის მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის გადაადგილება გაუჩერებლად გავლის რეჟიმში, მხოლოდ ზვავდამცავი გვირაბების გავლით არის შესაძლებელი. მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსების მოძრაობა გვირაბებში ცალმხრივად განხორციელდება.

ვრცლად

თელავის უნივერსიტეტში მწვანე ოთახი - „ეკო ჰაბი“ გაიხსნა [Photos]
კვირა, 19 მარტი 2017 12:40

„გაამწვანე შენი უნივერსიტეტი”-კონკურსში გამარჯვებული გუნდის ინიციატივით და WMTR პროგრამის დახმარებით, თელავის იაკობ გოგებაშვილის სახელობის უნივერსიტეტში „ეკო ჰაბი” მოეწყო. მწვანე ოთახში შესაძლებელი იქნება ჯგუფური მუშაობა, პროექტების დაგეგმვა, საჯარო სემინარებისა და საინფორმაციო შეხვედრების ჩატარება.

ვრცლად

გიორგი ანწუხელიძის ქუჩაზე სკვერი და საფეხბურთო მოედანი მოეწყობა
კვირა, 19 მარტი 2017 12:05

ქალაქ გორში, გიორგი ანწუხელიძის სახელობის ქუჩაზე სკვერი და საფეხბურთო მოედანი მოეწყობა. გორის მერიამ ადგილობრივი ბიუჯეტიდან სკვერის მოსაწყობად 50 ათასი, ხოლო სპორტული მოედნისთვის 93 ათასი ლარი გამოყო.

ვრცლად

სურსათის ეროვნული სააგენტო მოსახლეობას აფრთხილებს
კვირა, 19 მარტი 2017 11:41

სურსათის ეროვნული სააგენტო მოსახლეობას მოუწოდებს, თავი შეიკავოს ისეთ ადგილებზე სურსათის შეძენისგან, სადაც დაცული არ არის უსაფრთხო შენახვისა და რეალიზაციის პირობები.

ვრცლად

რუსთავში ხანძარს 22 წლის მამაკაცი ემსხვერპლა
კვირა, 19 მარტი 2017 11:30

რუსთავში ქვის გადამამუშავებელი საამქროს მიმდებარე ტერიტორიაზე გაჩენილ ხანძარს 22 წლის მამაკაცი ემსხვერპლა. არსებული ინფორმაციით, მამაკაცს დარაჯის ოთახში ეძინა და ხანძრის დროს წარმოქმნილი კვამლით გაიგუდა. 

ვრცლად

განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკის შეძენა-შენახვის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს
კვირა, 19 მარტი 2017 11:14

განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით - პოლიციამ 27 წლის მამაკაცი თბილისში, აღმაშენებლის ხეივანში დააკავა.

ვრცლად

მართლმადიდებელი ეკლესია ჯვრის თაყვანისცემას აღნიშნავს
კვირა, 19 მარტი 2017 10:57

დიდმარხვის მესამე კვირას მართლმადიდებელი ეკლესია ჯვრის თაყვანისცემის დღეს აღნიშნავს. ამ დღესთან დაკავშირებით ტაძრებში წირვა-ლოცვა მიმდინარეობს.

ვრცლად

ფოტო

News image

განსხვავებული რუსეთი ქუჩის ფოტოგრაფის ობიექტივში [Photos]

ვიდეო

„წყალს ვითხოვთ, რომ ხელები მაინც დავიბანოთ და ცოტა საჭმელს, რომ არ გვშიოდეს“

ვიდეო

საქონლის მასობრივი ქურდობის ფაქტები ყვარელში და არცერთი გამოძიებული საქმე

  • ამინდი
  • ვალუტა
ოთხშაბათი 24.05.17
10:00-12:00
Heavy rainfrom north-northeast12°C2.0m/s
5.2mm
12:00-18:00
Rain showersfrom north12°C1.6m/s
2.7mm
18:00-00:00
FairNNW14°C1.5m/s
0mm
ხუთშაბათი 25.05.17 12:00-18:00
Fairfrom east18°C1.4m/s
0mm
პარასკევი 26.05.17 12:00-18:00
Cloudyfrom east19°C1.5m/s
0mm
შაბათი 27.05.17 10:00-16:00
Rainfrom northeast18°C1.2m/s
1.3mm
yr.no

ავტორიზაცია

< მარტი 2017 >
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვი
    1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31