23:30:09

ფირნიშები
შაბათი, 18 მარტი 2017
ოთხ წელიწადში თუშეთში 11 ახალი სასტუმრო გაიხსნა – გიგლა აგულაშვილი
შაბათი, 18 მარტი 2017 18:04

2012 - 2016 წლების მონაცემებით, თუშეთის საოჯახო სასტუმროების რაოდებობა 36-დან 47-მდე გაიზარდა. იქ უფრო დიდი ინფრასტრუქტურაც შენდება, კერძო ინვესტორები არიან ხშირად აქ აქტიურად ჩართულები. თუშეთში არსებული სასტუმროები და საწოლები დაუკავებელი არ რჩება, - ამის შესახებ გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრმა გიგლა აგულაშვილმა განაცხადა. 

ვრცლად

ახმეტაში სკოლები და საბავშვო ბაღები ბრიკეტებით გათბება
შაბათი, 18 მარტი 2017 18:00

ნედლი შეშის ეკონომიის მიზნით, ახმეტაში ბრიკეტების წარმოების სადემონსტრაციო პროექტი ხორციელდება. გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის ინფორმაციით, პროექტის ფარგლებში წინასწარ შერჩეული სატყეო უბნიდან ძირნაყარ ხე-ტყეს გამოიტანენ, რომელსაც ბრიკეტებად დამუშავების შემდეგ სკოლებსა და საბავშვო ბაღებს გადასცემენ.

ვრცლად

გინესის ჩინელი რეკორდსმენი კიბეზე თავით ავიდა [Video]
შაბათი, 18 მარტი 2017 15:33

მსოფლიოს უცნაური და სახალისო რეკორდების ყოველკვირეულ პოპულარულ იტალიურ შოუში (Lo Show Dei Recordi) მორიგი უჩვეულო გინესის რეკორდი დაფიქსირდა - ჩინელმა აკრობატმა ლუნლონ ლიმ თავზე მდგარმა კიბის 36 საფეხური აიარა.

ვრცლად

UrbanX - ბორბალი, რომელიც ნებისმიერ ველოსიპედს ელექტრონულად გარდაქმნის [Video]
შაბათი, 18 მარტი 2017 15:28

სატერფულიანი ტიპის ველოსიპედის ელექტრო ველოსიპედად გარდაქმნა ამჯერად სავსებით შესაძლებელია ახალი ტიპის ბორბლებით, რომელიც სტარტაპ UrbanX-ის მიერაა წარმოდგენილი და საკმაოდ მარტივი, პრაქტიკული და იაფი საშუალებაა.

ვრცლად

ბულგარელმა ხელოვანმა მავთულისგან ცხოველების სკულპტურები შექმნა [Photos]
შაბათი, 18 მარტი 2017 15:24

ბულგარელმა მოქანდაკე ნევანა ატანასოვამ ცხოველების შთამბეჭდავი ფიგურების შესაქმნელად მხოლოდ მავთული გამოიყენა. ხელოვანის თქმით, ნამუშევრების შექმნის შთაგონების წყარო ბუნება, გარემო და მისი დაცვაა.

ვრცლად

პოლიციელთა მხრიდან ძალადობის ფაქტებზე 169 საქმე აღიძრა, პასუხისგებაში კი მხოლოდ 5 პოლიციელია მიცემული
შაბათი, 18 მარტი 2017 14:48

საქართველოს მთავარი პროკურატურიდან მიღებული მონაცემებით, 2016 წელს აღძრულია 169 სისხლის სამართლის საქმე პოლიციის თანამშრომლების მხრიდან მოქალაქეთა მიმართ ჩადენილი არასათანადო მოპყრობის ფაქტებზე, ბრალდებულის სახით კი პასუხისგებაში მხოლოდ 5 პოლიციელია მიცემული, რაც საქმეთა საერთო რაოდენობის 2,9 %-ს შეადგენს.

ვრცლად

კახეთში დაზიანებული გზების შეკეთების სამუშაოები მიმდინარეობს
შაბათი, 18 მარტი 2017 13:59

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ზამთრის სეზონზე, დიდთოვლობამ, ძლიერმა ყინვამ და გზაზე მოძრაობის შესანარჩუნებლად დაყრილმა ტექნიკურმა მარილმა, საავტომობილო გზები მნიშვნელოვნად დააზიანა, რის გამოც შეკეთების სამუშაოები დაიწყო.

ვრცლად

ზვავსაშიშროების გამო გუდაური-კობის მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალა
შაბათი, 18 მარტი 2017 13:32

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, გუდაური-კობის მონაკვეძე ზვავის ჩამოწოლის საშიშროება არსებობს, რის გამოც, მცხეთა – სტეფანწმინდა – ლარსის საავტომობილო გზის გუდაური (ფოსტა) – კობის მონაკვეთზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია.

ვრცლად

ერდოღანმა ევროპაში მცხოვრებ თურქებს გამრავლებისა და 5 შვილის ყოლისკენ მოუწოდა
შაბათი, 18 მარტი 2017 13:10

თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა ევროპაში მცხოვრებ თურქეთის მოქალაქეებს მოუწოდა, გამრავლების მაჩვენებელი გაზარდონ და 5 შვილი იყოლიონ. ერდოღანის განცხადებით, თურქული მოსახლეობის ზრდა იქნება საუკეთესო პასუხი  ევროკავშირის „ვულგარიზმზე, მტრობასა და უსამართლობაზე“.

ვრცლად

პერუში წყალდიდობას 70-მდე ადამიანი ემსხვერპლა
შაბათი, 18 მარტი 2017 12:07

პერუში მომხდარი წყალდიდობისას, რომელიც ქვეყნის ისტორიის უკანასკნელ პერიოდში ყველაზე მასშტაბურია, სულ მცირე 67 ადამიანი ემსხვერპლა. სანაპირო ზოლზე დამტყდარი სტიქიისას 115 000-მდე საცხოვრებელი სახლი და 100-ზე მეტი ხიდი დაზიანდა.

ვრცლად

თურქეთი ევროპაში ყოველთვიურად 15 000 ლტოლვილის შეშვებით იმუქრება
შაბათი, 18 მარტი 2017 12:05

თურქეთის მთავრობა იმუქრება, რომ ევროკავშირში ყოველთვიურად 15 000 ლტოლვილს გაგზავნის, რაც თურქეთსა და ევროკავშირს შორის არსებული დიპლომატიურ კონფლიქტის მორიგ ესკალაციას წარმოადგენს.

ვრცლად

გიგა ოთხოზორიას მკვლელობაში მსჯავრდებულზე ინტერპოლმა ძებნა გამოაცხადა
შაბათი, 18 მარტი 2017 11:17

გალის მკვიდრის, გიგა ოთხოზორიას მკვლელობისთვის მსჯავრდებულ რაშიდ კანჯი-ოღლიზე ძებნა ინტერპოლის წითელი ცირკულარით გამოცხადდა. გიგა ოთხოზორია 2016 წლის 19 მაისს ხურჩა-ნაბაკევის ე.წ. ადმინისტრაციულ საზღვართან, საქართველოს მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე მოკლეს.

ვრცლად

უნგრეთი ქართველი სტუდენტებისთვის ყოველწლიურად 50-მდე სტიპენდიას გამოყოფს
შაბათი, 18 მარტი 2017 10:57

უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, პიტერ სიიარტოს განცხადებით, უნგრეთი დიდ ყურადღებას უთმობს საქართველოსთან განათლების სფეროში თანამშრომლობას და ყოველწლიურად ქართველი სტუდენტებისთვის ორმოცდაათამდე სტიპენდიას გამოყოფს უნგრეთში უმაღლესი განათლების მისაღებად.

ვრცლად

დონალდ ტრამპი თეთრ სახლში ანგელა მერკელს შეხვდა
შაბათი, 18 მარტი 2017 10:44

შეერთებული შტატების პრეზიდენტი დონალდ ტრამპი თეთრ სახლში გერმანიის კანცლერ ანგელა მერკელს შეხვდა. მათი მოლაპარაკება, რომელიც არსებული ვარაუდით, იოლი არ იქნებოდა აზრთა სხვაობის გამო, უკრაინის კონფლიქტზე, NATO-სა და იმიგრაციაზე გაიმართა.

ვრცლად

ევროკავშირი უკრაინის დასახმარებლად 600 მილიონ ევროს გამოყოფს
შაბათი, 18 მარტი 2017 10:43

ევროკომისიამ თანხმობა განაცხადა უკრაინისთვის 600 მილიონი ევროს გამოყოფაზე ამ ქვეყნის ეკონომიკის დასახმარებლად, რითაც ამ ქვეყანაში ბოლო პერიოდში სესხის პირობების გამო არსებული შეფერხება დასრულდება.

ვრცლად

ფოტო

News image

განსხვავებული რუსეთი ქუჩის ფოტოგრაფის ობიექტივში [Photos]

ვიდეო

„წყალს ვითხოვთ, რომ ხელები მაინც დავიბანოთ და ცოტა საჭმელს, რომ არ გვშიოდეს“

ვიდეო

საქონლის მასობრივი ქურდობის ფაქტები ყვარელში და არცერთი გამოძიებული საქმე

  • ამინდი
  • ვალუტა
პარასკევი 18.08.17
04:00-06:00
RainNNW16°C2.8m/s
0.7mm
06:00-12:00
Partly cloudy16°C2.6m/s
0mm
12:00-18:00
Fairfrom east-northeast23°C1.9m/s
0mm
18:00-00:00
Fairfrom east-northeast25°C1.7m/s
0mm
შაბათი 19.08.17 12:00-18:00
Fairfrom east25°C1.9m/s
0mm
კვირა 20.08.17 12:00-18:00
Clear skyfrom east27°C2.6m/s
0mm
ორშაბათი 21.08.17 10:00-16:00
Clear skyfrom north-northeast25°C0.8m/s
0mm
yr.no

ავტორიზაცია

< მარტი 2017 >
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვი
    1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31