06:01:32

ხუთშაბათი, 16 მარტი 2017
ლაგოდეხის დაცულ ტერიტორიებზე ხის კენწეროების ბილიკის მოწყობა იგეგმება [Video]
ხუთშაბათი, 16 მარტი 2017 18:29

ლაგოდეხის დაცულ ტერიტორიებზე გარემოს დაცვის სამინისტრო ხის კენძეროების ბილიკის მოწყობას გეგმავს. მინისტრ გიგლა აგულაშვილის განცხადებით, ამ დროისთვის კვლევა მიმდინარეობს, რაზედაც 75 ათასი ევრო იხარჯება. მინისტრი ვარაუდობს, რომ ამ პროექტის განხორციელების შედეგად, ლაგოდეხის დაცულ ტერიტორიებზე ვიზიტორების რიცხვი უნდა გაორმაგდეს.

ვრცლად

ბათუმში მომხდარი დაპირისპირების გამო 6 პირი დააკავეს
ხუთშაბათი, 16 მარტი 2017 18:02

ბათუმში მომხდარი დაპირისპირების გამო, სამართალდამცველებმა კიდევ 6 პირი დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიციალური ინფორმაციით, ამ შემთხვევაშიც ინციდენტთან დაკავშირებით დაკავებულია 6 პირი 353-ე პრიმა მუხლით და 225-ე მუხლით. რაც მასობრივ არეულობას პოლიციელზე ან სახელმწიფო დაწესებულებაზე თავდასხმას გულისხმობს.

ვრცლად

მსოფლიო ჩემპიონ გიორგი ბეროშვილს დახმარება სჭირდება
ხუთშაბათი, 16 მარტი 2017 17:44

ძალისმიერ სამჭიდში მსოფლიო ჩემპიონს, 32 წლის გიორგი ბეროშვილს, რომელიც ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავდა, განმეორებითი ოპერაცია სჭირდება. როგორც კახეთის საინფორმაციო ცენტრს სპორტსმენის მეუღლემ ქეთევან ბეროშვილმა უთხრა, ოპერაციამდე აუცილებელი პროცედურების ჩასატარებლად საჭირო თანხა 2500 ლარს შეადგენს.

ვრცლად

ყველაფერი კეთდება იმისათვის, რომ სწრაფად გადავაქციოთ ქართული სოფელი თანამედროვე სოფლად - პრემიერი
ხუთშაბათი, 16 მარტი 2017 17:24

ყველაფერი ეს კეთდება რათა გადავაქციოთ ქართული სოფელი თანამედროვე სოფლად, სადაც მინიმუმამდეა დაყვანილი ზღვარი ქალაქისა და სოფლის მცხოვრებთა შესაძლებლობებს შორის, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა სოფლის გავიათარების 2017-2020 წლების სტრატეგიიის პრეზენტაციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

ვრცლად

სამაგისტრო და მასწავლებელთა გამოცდისთვის რეგისტრაცია 20 მარტს დაიწყება
ხუთშაბათი, 16 მარტი 2017 16:39

მასწავლებლის კომპეტენციის დადასტურებისათვის და საერთო სამაგისტრო გამოცდისათვის რეგისტრაცია 20 მარტს დაიწყება და 5 აპრილს დასრულდება.

ვრცლად

ჰოლივუდი კინოფილმ „მატრიცას“ ხელახლა გადაიღებს
ხუთშაბათი, 16 მარტი 2017 16:29

გამოცემა „ჰოლივუდ რეპორტერის“ ინფორმაციით, წამყვანი ჰოლივუდური კინოსტუდია „უორნერ ბრაზერსი“ ყველა დროის ერთ-ერთ საუკეთესო სამეცნიერო ფანტასტიკურ ფილმად მიჩნეულ „მატრიცას“ ახლიდან გადაიღებს.

ვრცლად

ანჯელინა ჯოლი და ელისო ბოლქვაძე გაეროს ღონისძიებას დაესწრნენ
ხუთშაბათი, 16 მარტი 2017 16:19

ოსკაროსანი მსახიობი და რეჟისორი ანჯელინა ჯოლი და ქართველი პიანისტი ელისო ბოლქვაძე ადამიანის უფლებათა დამცველის, სერჟიო ვიეირა დე მელოს სახელობის ყოველწლიურ ღონისძიებას საპატიო სტუმრის სტატუსით დაესწრნენ.

ვრცლად

სკოლებში სანიტარული ნორმების დარღვევასთან სერიოზული ბრძოლა გვაქვს გამოცხადებული - ჯეჯელავა
ხუთშაბათი, 16 მარტი 2017 15:42

სკოლებში სანიტარული ნორმების დარღვევასთან სერიოზული ბრძოლა გვაქვს გამოცხადებული, - ამის შესახებ განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა, ალექსანდრე ჯეჯელავამ განაცხადა. მისივე თქმით, სანიტარული ნორმების დაუცველობის გამო, ავტორიზაცია 7-8 სკოლას გაუუქმდა.

ვრცლად

ესპანეთში საქართველოს 48 მოქალაქე დააკავეს
ხუთშაბათი, 16 მარტი 2017 15:11

ესპანეთის პოლიციამ ქურდობის ბრალდებით საქართველოს 48 მოქალაქე დააკავა, – ამის შესახებ ინფორმაციას ესპანეთის პოლიცია ავრცელებს. ესპანეთის პოლიცია დაკავებულებს „მაფიის“ წევრებად მოიხსენიებს, რომელიც ქვეყნის მასშტაბით ბინებს ძარცვავდნენ.

ვრცლად

„კურსკის“ ტრაგედიაზე შექმნილი ფილმიდან ვლადიმირ პუტინის სცენები ამოჭრეს
ხუთშაბათი, 16 მარტი 2017 15:07

მხატვრულ ფილმ „კურსკიდან“, რომელიც 2000 წელს მომხდარი გახმაურებული ტრაგედიის შესახებაა, რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის კინოპერსონაჟის სცენები ამოიღეს.

ვრცლად

თბილისის მერიის სახელის გამოყენებით ჩადენილი თაღლითობის მცდელობის ფაქტზე ორი პირი დააკავეს
ხუთშაბათი, 16 მარტი 2017 14:40

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებმა, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ დიდი ოდენობით თაღლითობის მცდელობის ფაქტზე, საქართველოს ორი მოქალაქე დააკავეს.

ვრცლად

ეკატერინე ზვიადაური - საგარეჯოელი საბრძოლო ექიმი [Photos]
ხუთშაბათი, 16 მარტი 2017 14:38

37 წლის ეკატერინე ზვიადაური ვაზიანის სამხედრო ბაზაზე პირველი საარტილერიო ბრიგადის საბრძოლო ექიმია. ეკატერინე საგარეჯოს რაიონის სოფელ გომბორიდან არის. მისი მოვალეობა სამხედრო ბაზაზე და ომის დროს კოლეგა პაციენტების სამედიცინო დახმარებაა. ეკატერინე ზვიადაური 2008 წლის აგვისტოს ომის მონაწილეა. იგი შვიდი თვის განმავლობაში ერაყშიც იმყოფებოდა.

ვრცლად

ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის თანამშრომლებმა გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკეს
ხუთშაბათი, 16 მარტი 2017 13:44

სოხუმზე ფართომასშტაბიანი შეტევის მოგერიების თარიღი ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორის მოადგილემ ჯანდრი უბირიამ, სამსახურის სხვა თანამშრომლებმა, ვეტერანებმა და აფხაზეთის მთავრობამ გმირთამოედანზე აღნიშნეს. გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკეს და დაღუპული მეომრები გაიხსენეს. 

ვრცლად

საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ბენეფიციარებისთვის დიფერენცირებული პაკეტები ამოქმედდება
ხუთშაბათი, 16 მარტი 2017 13:39

საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ბენეფიციარებისთვის დიფერენცირებული პაკეტები ამოქმედდება. მიზნობრივ ჯგუფებში შედიან: 0-5 წლამდე ბავშვები, სტუდენტები, პენსიონერები, შშმ პირები, პედაგოგები, სოციალურად დაუცველები. ცვლილებების თანახმად, აღნიშნულ პირებს საყოველთაო ჯანდაცვით მედიკამენტებით სარგებლობაც შეეძლებათ.

ვრცლად

ჩინეთში საქმრომ თავის საცოლეს სახლის ნაცვლად 33-ტონიანი ქვა აჩუქა [Photos]
ხუთშაბათი, 16 მარტი 2017 13:03

ჩინეთის ქალაქ ურუმჩის მკვიდრმა თავის საცოლეს 33-ტონიანი ქვა აჩუქა, რომელშიც 160 000 დოლარი გადაიხადა. ლიუ ფეიმ საცოლე ვან ფანფანს შეპირებული სახლის სანაცვლოდ ქვა აჩუქა, რომელიც კოლექციონერისგან იყიდა, ვისი თქმითაც ქვა მეტეორია.

ვრცლად

გვერდი 1 / 2

ფოტო

News image

პლიტვიცეს ტბები - ათასობით გაყინული ჩანჩქერის სამყარო ხორვატიაში [Photos]

ვიდეო

ბრაკონიერის ჩვენება - მგელი მეგონა, შემეშინდა, ვესროლე და შველი ყოფილა

ვიდეო

ბავშვები სკოლამდელი განათლების გარეშე სოფელ ჩანტლისყურეში

  • ამინდი
  • ვალუტა
შაბათი 25.03.17
10:00-13:00
Cloudyfrom east-southeast3°C0.7m/s
0mm
13:00-19:00
Fairfrom south6°C1.0m/s
0mm
19:00-01:00
Partly cloudyfrom south6°C1.0m/s
0mm
კვირა 26.03.17 13:00-19:00
Fairfrom southeast12°C0.9m/s
0mm
ორშაბათი 27.03.17 10:00-16:00
Light rain showersfrom north11°C1.9m/s
0.7mm
სამშაბათი 28.03.17 10:00-16:00
RainNNW8°C4.8m/s
1.2mm
yr.no

ავტორიზაცია

< მარტი 2017 >
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვი
    1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31