22:14:12

ფირნიშები
ოთხშაბათი, 15 მარტი 2017
1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.4910 ლარი გახდა
ოთხშაბათი, 15 მარტი 2017 18:42

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარის ღირებულებამ 2.4910 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.4854 ლარი იყო.

ვრცლად

ელისო კილაძის შვილს პატიმრობა შეეფარდა
ოთხშაბათი, 15 მარტი 2017 18:05

თბილისის საქალაქო სასამართლომ „ქრონიკა პლიუსის“ მთავარი რედაქტორის ელისო კილაძის შვილს - დავით ხარშილაძეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. ადვოკატი დავით ხარშილაძის გათავისუფლებას ითხოვდა, პროკურატურამ კი წინასწარი პატიმრობის შუამდგომლობა დააყენა.

ვრცლად

ლიბიის ოპოზიციამ რუსეთს მიმართა სამხედრო დახმარების მოთხოვნით
ოთხშაბათი, 15 მარტი 2017 17:51

ლიბიის ოფიციალური პირების ინფორმაციით, ქვეყნის აღმოსავლეთში მოქმედი ოპოზიციური მთავრობა, რომელიც ეწინააღმდეგება დედაქალაქ ტრიპოლიში მყოფ გაეროს მხარდაჭერით მოქმედ მთავრობას, რუსეთს თავდაცვის სფეროში დახმარების თხოვნით მიმართა.

ვრცლად

დავით კირვალიძე პრემიერ-მინისტრის მრჩევლად დაინიშნა
ოთხშაბათი, 15 მარტი 2017 17:44

დავით კირვალიძე სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩევლად დაინიშნა. მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, შესაბამის განკარგულებას გიორგი კვირიკაშვილმა ხელი უკვე მოაწერა.

ვრცლად

„ხაჭაპურის ინდექსი“თებერვალში წინა წელთან შედარებით 6.2%-ით გაიზარდა
ოთხშაბათი, 15 მარტი 2017 17:24

თებერვალში სტანდარტული იმერული ხაჭაპურის გამოცხობა 3.66 ლარი ღირდა, - ISET-ის „ხაჭაპურის ინდექსის“ მიხედვით, აღნიშნული ციფრი წინა თვესთან შედარებით 0,2%-ით შემცირებული მაჩვენებელია, ხლო წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 6.2%-ით გაზრდილი.

ვრცლად

მეუღლის და მეზობლის წამებისთვის ბრალდებულს სასამართლომ 12 წლით პატიმრობა მიუსაჯა
ოთხშაბათი, 15 მარტი 2017 16:43

მთავარი პროკურატურის ინფორმაციით, სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ ზ.ს.-მ ეჭვიანობის ნიადაგზე, მეუღლეს და მეზობელს ბლაგვი საგნებით განსაკუთრებული სისასტიკით სხეულის სხვადასხვა ხარისხის მრავლობითი დაზიანება მიაყენა, შემდეგ კი ორივეს დანით მარცხენა ყური მოაჭრა. ზ.ს.-ს მიერ ქმედებების შედეგად, მეზობელი შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა, ხოლო მისმა მეუღლემ ჯანმრთელობის დაზიანებები მიიღო.

ვრცლად

ერდოღანმა ნიდერლანდებს ბრალი სრებრენიცას ხოცვა-ჟლეტაში დასდო
ოთხშაბათი, 15 მარტი 2017 16:14

თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა ნიდერლანდებს ბრალი 1995 წლის ივლისში, ყოფილ იუგოსლავიაში, ბოსნიის ომისას სრებრენიცას ხოცვა-ჟლეტაში დასდო, რაც თურქეთ-ნიდერლანდების დიპლომატიური დაპირისპირების მორიგი შემთხვევაა.

ვრცლად

ოცმა უფროსკლასელმა აზერბაიჯანის სკოლაში არასრულწლოვანი გოგონა გააუპატიურა
ოთხშაბათი, 15 მარტი 2017 15:55

აზერბაიჯანის ბეილაგანის რაიონის ერთ-ერთ სკოლაში ბიჭებმა არასრულწლოვანი მოსწავლე გოგონა გააუპატიურეს, ძალადობის ფაქტი კი კამერით გადაიღეს. აზერბაიჯანული მედიის ინფორმაციით, 17 წლის გოგონას ბიჭები გარკვეული პერიოდის განმავლობაში ვიდეოს გავრცელებით ემუქრებოდნენ, რის გამოც მასთან სქესობრივი კავშირი კიდევ 20-მდე თანასოფლელს ჰქონდა.

ვრცლად

ეკომიგრანტ ოჯახებს სახლით დაკმაყოფილების შესახებ განაცხადის შევსება იუსტიციის სახლებშიც შეეძლებათ
ოთხშაბათი, 15 მარტი 2017 15:30

ეკომიგრანტ ოჯახებს „საცხოვრებელი სახლით დაკმაყოფილების“ შესახებ განაცხადის შევსება იუსტიციის სახლებშიც შეეძლებათ. შესაბამის მემორანდუმს ხელი საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრმა, სოზარ სუბარმა და იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა მოაწერეს.

ვრცლად

უკრაინამ შესაძლოა ევროვიზიის რუს მონაწილეს კიევში ჩასვლის ნებართვა არ მისცეს
ოთხშაბათი, 15 მარტი 2017 15:24

უკრაინა, რომელიც წელს ევროვიზიის სიმღერის კონკურსს მასპინძლობს, განიხილავს რუსეთის წარმომადგენლისთვის უკრაინაში ჩასვლის აკრძალვის საკითხს, რადგან რუსმა კონკურსანტმა იულია სამოილოვამ 2015 წელს რუსეთის მიერ ანექსირებულ ყირიმში მოაწყო გამოსვლა.

ვრცლად

აგროდაზღვევის პროგრამა აპრილიდან განახლდება
ოთხშაბათი, 15 მარტი 2017 14:56

აგროდაზღვევის სახელმწიფო პროგრამა აპრილიდან განახლდება. სოფლის მეურნეობის მინისტრის ლევან დავითაშვილის ინფორმაციით, წელს პროგრამის დაფარვის მასშტაბები გაიზრდება.

ვრცლად

ესპანეთში ინტერნაციონალურ დღეზე საქართველო თუშების ოჯახმა წარადგინა
ოთხშაბათი, 15 მარტი 2017 14:35

ესპანეთში, ვალენსიის მხარეში ინტერნაციონალური დღე გაიმართა, სადაც საქართველო თუშების ოჯახმა წარადგინა. სულხან იდოიძე და მაია თავბერიძე ახმეტის რაიონის სოფელ ქვემო ალვნიდან არიან. გამოფენაზე ისინი თუშური ტრადიციული კერძებით წარსდგნენ, მათმა შვილებმა ქართული ფოლკლორული ცეკვებიც შეასრულეს. 

ვრცლად

ქვემო ალვანში ფერეიდნელი ქართველების კონცერტი გაიმართება
ოთხშაბათი, 15 მარტი 2017 14:12

ახმეტის რაიონის სოფელ ქვემო ალვანის კულტურის სახლში 17 მარტს, ფერეიდანში მცხოვრები ქართველების ანსამბლის „ფესვების“ კონცერტი გაიმართება. კონცერტი ორი ნაწილისგან შედგება. პირველ ნაწილში ფერეიდნელი ქართველები ქართულ ფოლკლორულ სიმღერებს შეასრულებენ. მეორე ნაწილი კი ადგილობრივ ცეკვის ანსამბლსა და მომღერლებს დაეთმობა.

ვრცლად

საქართველოდან ჩასულების 80 % ისრაელში არალეგალურად რჩება? - ისრაელის ელჩი
ოთხშაბათი, 15 მარტი 2017 13:43

საქართველოში ისრაელის ელჩის შაბთაი ცურის განცხადებით, ტურისტებად ჩასული ქართველების 80 % ისრაელში არალეგალურად რჩება. ელჩმა „კვირის პალიტრასთან“ ისრაელის საზღვრიდან საქართველოს მოქალაქეების გამობრუნების მიზეზები განმარტა.

ვრცლად

დავით ხარშილაძეს პოლიციელები შეურაცხმყოფელად ექცეოდნენ - სახალხო დამცველი
ოთხშაბათი, 15 მარტი 2017 13:01

„ქრონიკა პლუსის“ რედაქტორის, ელისო კილაძის შვილის - დავით ხარშილაძის დაკავებასთან დაკავშირებით სახალხო დამცველი განცხადებას ავრცელებს. განცხადბაში ნათქვამია, რომ სახალხო დამცველის რწმუნებული დაკავებულის მოსანახულებლად იმყოფებოდა, სადაც შეესწრო „პოლიციელების მხრიდან განხორციელებული ცინიკური, კონფლიქტის მაპროვოცირებელი, ბილწი და შეურაცხმყოფელი მოპყრობის ფაქტს“.

ვრცლად

გვერდი 1 / 2

ფოტო

News image

განსხვავებული რუსეთი ქუჩის ფოტოგრაფის ობიექტივში [Photos]

ვიდეო

„წყალს ვითხოვთ, რომ ხელები მაინც დავიბანოთ და ცოტა საჭმელს, რომ არ გვშიოდეს“

ვიდეო

საქონლის მასობრივი ქურდობის ფაქტები ყვარელში და არცერთი გამოძიებული საქმე

  • ამინდი
  • ვალუტა
ორშაბათი 29.05.17
03:00-06:00
Clear skyfrom west-northwest13°C1.9m/s
0mm
06:00-12:00
Fairfrom west14°C1.3m/s
0mm
12:00-18:00
Light rain showersfrom east19°C2.4m/s
0.6mm
18:00-00:00
Rain showersfrom east-northeast19°C2.1m/s
4.3mm
სამშაბათი 30.05.17 12:00-18:00
Fairfrom east-southeast20°C1.4m/s
0mm
ოთხშაბათი 31.05.17 12:00-18:00
Partly cloudyfrom east-southeast23°C1.6m/s
0mm
ხუთშაბათი 01.06.17 10:00-16:00
Rain showersfrom west16°C1.5m/s
3.3mm
yr.no

ავტორიზაცია

< მარტი 2017 >
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვი
    1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31