18:47:07

ფირნიშები
სამშაბათი, 14 მარტი 2017
მთის კურორტი ნებისმიერი შემოსავლის ადამიანისთვის ხელმისაწვდომი უნდა გავხადოთ – პრემიერი
სამშაბათი, 14 მარტი 2017 13:19

ჩვენ უნდა გავხადოთ მთის კურორტი ხელმწისაწვდომი ნებისმიერი შემოსავლის მქონე ადამიანისთვის, ეს ძალიან მნიშვნელოვანია, – ამის შესახებ პრემიერ–მინისტრმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა. გიორგი კვირიკაშვილი სკოლებში საგაზაფხულო არდადეგების შემოღების შესახებ საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებას გამოეხმაურა და მას პოზიტიური ნაბიჯი უწოდა.

ვრცლად

სოფელ ჯიმითში ყაჩაღობის ბრალდებით 18 წლის მამაკაცი დააკავეს
სამშაბათი, 14 მარტი 2017 13:11

სამართალდამცავებმა გურჯაანის რაიონის სოფელ ჯიმითში ყაჩაღობის ბრალდებით 18 წლის მამაკაცი დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, 3 მარტს ბრალდებული იარაღის მუქარით თავს დაესხა სოფელ ნანიანში მდებარე სასურსათო მაღაზიას, საიდანაც ფული და მობილური ტელეფონი გაიტაცა.

ვრცლად

გარემოსდამცველებმა დაჭრილი სარსარაკი გადაარჩინეს [Photos]
სამშაბათი, 14 მარტი 2017 13:06

გარემოსდაცვითი ზედამხედველბის კახეთის რეგიონალური სამსახურის თანამშრომლებმა, მოქალაქისგან შემოსული ზარის საფუძველზე, დაჭრილი სარსარაკი გადაარჩინეს და ეროვნულ საშენ მეურნეობაში გადაიყვანეს.

ვრცლად

ბათუმში აქციის დროს 75 პირი დააკავეს - სახალხო დამცველის წარმომადგენლი
სამშაბათი, 14 მარტი 2017 12:38

სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენლის, ციალა ქათამაძის ინფორმაციით, ბათუმში აქციის მიმდინარეობისას და მისი დასრულების შემდეგ 75 პირი დააკავეს. ქათამაძე არ გამორიცხავს, რომ დაკავებულები არა მხოლოდ ბათუმიდან, სხვა ქალაქებიდან იყვნენ.

ვრცლად

უაქციზო სიგარეტის რეალიზაციის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს
სამშაბათი, 14 მარტი 2017 12:36

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა თამბაქოს ნაწარმის აქციზური მარკის გარეშე შენახვის, გადაზიდვისა და რეალიზაციის ბრალდებით ერთი პირი დააკავა.

ვრცლად

ფიტარეთის მონასტრამდე მისასვლელი ახალი სამანქანო ხიდი გაკეთდა [Photos]
სამშაბათი, 14 მარტი 2017 12:06

თეთრიწყაროს რაიონში, მდინარე ქცის ხეობაში, ფიტარეთის მონასტერთან მისასვლელი ახალი სამანქანო ხიდი გაკეთდა. დაზიანებული გზის გამო, ხიდზე გავლა მხოლოდ მაღალი გამავლობის ავტომობილებს შეუძლიათ. ტაძრამდე მისასვლელ გზას მდინარე კვეთს და სახიფათოა.

ვრცლად

ვაშლოვანის ნაკრძალში იარაღით უკანონოდ შესვლის 3 ფაქტი გამოვლინეს
სამშაბათი, 14 მარტი 2017 11:45

ვაშლოვანის დაცულ ტერიტორიებზე რეინჯერებმა პატრულირების შედეგად ცეცხლსასროლი იარაღით უკანონოდ შესვლა - გადაადგილების ფაქტები გამოავლინეს. სამართალდამრღვევებს ჩამოერთვათ 3 სანადირო თოფი, რომელიც პოლიციას გადაეცა.

ვრცლად

2016 წლის არჩევნებიდან დღემდე საარსებო შემწეობის გარეშე 40 000-მდე მოქალაქე დარჩა - ზურაბ ჭიაბერაშვილი
სამშაბათი, 14 მარტი 2017 11:31

2016 წლის საპარლამენტო არჩევნების დასრულებისთანავე, დავით სერგეენკომ გაჭირვებული ოჯახებისთვის სოციალური დახმარებების მასობრივი მოხსნა დაიწყო - ოქტომბრიდან დღემდე საარსებო შემწეობის გარეშე 40 000-მდე მოქალაქე დარჩა, - ამის შესახებ ფრაქცია „ევროპული საქართველოს“ წევრმა ზურაბ ჭიაბერაშვილმა განაცხადა.

ვრცლად

ევროკავშირმა ყირიმის ანექსიის გამო დაწესებული სანქციები გაახანგრძლივა
სამშაბათი, 14 მარტი 2017 11:28

ევროკავშირმა რუსეთის მიერ ყირიმის ანექსიის გამო დაწესებული სანქციების ვადა გაახანგრძლივა, რაც 150 პირისა და 37 ორგანიზაციის წინააღმდეგაა მიმართული.

ვრცლად

შოტლანდიის ლიდერი დამოუკიდებლობის საკითხზე ახალ რეფერენდუმს მოითხოვს
სამშაბათი, 14 მარტი 2017 11:00

შოტლანდიის პირველი მინისტრი ნიკოლა სტარჯენი აცხადებს, რომ მოითხოვს დამოუკიდებლობის შესახებ ახალ რეფერენდუმს, რომელიც ევროკავშირიდან დიდი ბრიტანეთის გასვლამდე უნდა ჩატარდეს.

ვრცლად

გიორგი მამალაძის დაკითხვა სასამართლო პროცესამდე დასრულებულია - ადვოკატი
სამშაბათი, 14 მარტი 2017 10:51

ე.წ. მატროსოვის ციხეში ბრალდებული დეკანოზის დაკითხვა დასრულდა. პროკურორების შეკითხვებს გიორგი მამალაძე, დაახლოებით, 10 საათის განმავლობაში პასუხობდა. როგორც დაკითხვის შემდეგ ადვოკატებმა განაცხადეს, მამა გიორგიმ ყველა კითხვას ამომწურავად გასცა პასუხი.

ვრცლად

სახურავიდან გადმოვარდნილმა აგურმა 12 წლის გოგონა იმსხვერპლა
სამშაბათი, 14 მარტი 2017 10:30

ქუთაისში, ირაკლი აბაშიძის ქუჩაზე კორპუსის სახურავიდან ჩამოვარდნილმა აგურმა 12 წლის გოგონა იმსხვერპლა. დაშავებული საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.

ვრცლად

გვერდი 2 / 2

ფოტო

News image

განსხვავებული რუსეთი ქუჩის ფოტოგრაფის ობიექტივში [Photos]

ვიდეო

„წყალს ვითხოვთ, რომ ხელები მაინც დავიბანოთ და ცოტა საჭმელს, რომ არ გვშიოდეს“

ვიდეო

საქონლის მასობრივი ქურდობის ფაქტები ყვარელში და არცერთი გამოძიებული საქმე

  • ამინდი
  • ვალუტა
ორშაბათი 11.12.17
23:00-00:00
Fairfrom south-southwest0°C1.5m/s
0mm
სამშაბათი 12.12.17 12:00-18:00
Fairfrom northeast5°C1.4m/s
0mm
ოთხშაბათი 13.12.17 12:00-18:00
Clear skyfrom east6°C1.7m/s
0mm
ხუთშაბათი 14.12.17 10:00-16:00
Partly cloudyfrom south-southeast2°C1.4m/s
0mm
yr.no

ავტორიზაცია

< მარტი 2017 >
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვი
    1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31