18:47:22

ფირნიშები
სამშაბათი, 14 მარტი 2017
მცირე ოდენობით კანაფისა და მარიხუანის შეძენა-შენახვის, გადაზიდვისა და მოხმარებისთვის პატიმრობა გაუქმდება
სამშაბათი, 14 მარტი 2017 18:57

ნარკოპოლიტიკის ნაწილობრივ ლიბერალიზაციის მიზნით, მთავრობის სხდომაზე იუსტიციის სამინისტროს მიერ მომზადებული და ნარკომანიასთან ბრძოლის უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს მიერ მოწონებული საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი დაამტკიცეს. საკანონმდებლო ცვლილებები კანაფისა და მარიხუანის მცირე ოდენობით დამზადების, შეძენა-შენახვის, გადაზიდვისა და მოხმარებისათვის სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთას აუქმებს. 

ვრცლად

პანკისში დაპირისპირებული გვარები შერიგდნენ – „კარგია, რომ პოლიცია არ ჩაერია“
სამშაბათი, 14 მარტი 2017 18:35

პანკისის ხეობაში წინწალაშვილებსა და ტოხოსაშვილებს შორის არსებული დაპირისპირება შერიგებით დასრულდა. ამის შესახებ პანკისის სათემო რადიო WAY-ს უხუცესთა საბჭოს წევრმა ხასო ხანგოშვილმა განუცხადა.

ვრცლად

თელავში ყაჩაღობის ბრალდებით ახალგაზრდა ქალი დააკავეს
სამშაბათი, 14 მარტი 2017 18:31

პოლიციამ თელავში ყაჩაღობის ბრალდებით ახალგაზრდა ქალი დააკავა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ბრალდებული თელავის რაიონის სოფელ კურდღელაურში 75 წლის ლია კაკაბაძის სახლში შეიჭრა და მარტოხელა ქალისთვის პენსიის წართმევა სცადა.

ვრცლად

„მზრუნველი დედა“ ირემი - ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნულ პარკში [Video]
სამშაბათი, 14 მარტი 2017 18:03

ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნულ პარკში ფოტოხაფანგმა ფურირემი და მისი ნაშიერი დააფიქსირა. შესაბამის ვიდეოს დაცული ტერიტორიების ადმინისტრაცია ავრცელებს. როგორც ვიდეოში ჩანს, „დედა ირემი შვილს ძუძუს აწოვებს“.

ვრცლად

კვირის 10 საუკეთესო ფოტო - The Guardian [Photos]
სამშაბათი, 14 მარტი 2017 17:50

პოპულარული ბრიტანული გამოცემა „გარდიანი“ გასული კვირის საუკეთესო ფოტოების კრებულს აქვეყნებს, სადაც უმეტესად მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებია ასახული.

ვრცლად

გურჯაანში იყიდება კერძო საწარმო სასაწყობე და კომერციული ფართებით [R]
სამშაბათი, 14 მარტი 2017 16:39

გურჯაანში იყიდება არასასოფლო სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე განთავსებული საწარმო, სასაწყობე კომერციული ფართებით. საწარმო აღჭურვილია საჭირო ინვენტარით და მანქანა-დანადგარებით: ბლოკის საწარმო; ამწეკრანი [5ტ]; ბეტონის მიქსერი ამწეს კამაზზე [2 ცალი]; ავტომტვირთავი [TO-18, 2 ცალი]; სასაწყობე ფართები; ბეტონის კვანძი; რკინიგზის ჩიხი.

ვრცლად

ვლადიმერ იმნაძემ „OttoBock“-ის წარმომადგენელს დიმიტრი დანიჩენკოს უმასპინძლა
სამშაბათი, 14 მარტი 2017 16:33

ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორი ვლადიმერ იმნაძე მსოფლიოში ლიდერი საპროთეზო ცენტრის „OttoBock“-ის აღმოსავლეთ ევროპის ზონის მენეჯერს დიმიტრი დანიჩენკოს შეხვდა. შეხვედრას სამსახურის დირექტორის მოადგილე ჯანდრი უბირია და შშმ პირთა სოციალური რეაბილიტაციის ცენტრის დირექტორი თეა ერისთავი დაესწრნენ.

ვრცლად

2017 წლის შავი ზღვის ჯაზ-ფესტივალზე ჯემიროქვაიც იმღერებს
სამშაბათი, 14 მარტი 2017 15:43

27-30 ივლისს ბათუმში შავი ზღვის რიგით მე-11 ჯაზ-ფესტივალი გაიმართება. 2017 წლის ჯაზ-ფესტივალის მონაწილე მუსიკოსები არიან: ჯოს სტოუნი, Jamiroquai, De La Soul, Cory Henry & The Funk Apostles და MF Robots. კონცერტები 4 დღის განმავლობაში ბათუმის ჩოგბურთის კლუბში გაიმართება.

ვრცლად

ვხედავთ, რომ პოლიტიკური ხელმძღვანელები ხალხისგან უცხოვდებიან – მარგველაშვილი
სამშაბათი, 14 მარტი 2017 15:26

„ნელ-ნელა ვხედავთ, პოლიტიკური ელიტები როგორ უცხოვდებიან არამარტო ხალხისგან, არამედ სხვა მაღალი თანამდებობის პირებთანაც ასეთი ურთიერთობა უჩნდებათ - „შენ თუ ჩემ პოზიციას არ იზიარებ, არ მაინტერესებს“, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა თელავში სტუდენტებთან შეხვედრისას განაცხადა.

JavaScript is disabled!
To display this content, you need a JavaScript capable browser.

ვრცლად

გუდაურში საბაგიროს ყველაზე მაღალ წერტილზე 360-გრადუსიანი ხედის საკონფერენციო ცენტრი აშენდება
სამშაბათი, 14 მარტი 2017 15:09

გუდაურში, საბაგიროს ერთ-ერთ ყველაზე მაღალ წერტილზე 360-გრადუსიანი ხედის საკონფერენციო ცენტრი აშენდება, - აღნიშნული ინიციატივით საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი მთავრობის დღევანდელ სხდომაზე გამოვიდა.

ვრცლად

მუკუზანში საცხოვრებელი სახლის ქურდობის ბრალდებით 2 პირი დააკავეს
სამშაბათი, 14 მარტი 2017 14:48

პოლიციამ ქურდობის ბრალდებით, წარსულში ნასამართლევი, ორი პირი დააკავა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ბრალდებულებმა 3 მარტს, გურჯაანის რაიონის სოფელ მუკუზანში მოქალაქის ბინა გაქურდეს და საყოფაცხოვრებო ტექნიკა მოიპარეს.

ვრცლად

დემონსტრანტებმა კიევში მდებარე რუსულ ბანკს ალყა შემოარტყეს
სამშაბათი, 14 მარტი 2017 14:23

რუსეთის ფედერაციის ცენტრალურმა ბანკმა - Сбербанк, ოფიციალურად მიმართა უკრაინის პოლიციას, რათა დაეცვა უკრაინის დედაქალაქში მდებარე ბანკის მთავარი შენობა ანტირუსული საპროტესტო აქციის მონაწილეთაგან, რომელთაც „სბერბანკის“ შენობას ალყა შემოარტყეს და მოითხოვდნენ უკრაინაში ამ ბანკის საქმიანობის აკრძალვას. ამავე ბანკის კიევში მდებარე სხვა ფილიალები მუშაობას განაგრძობდნენ.

ვრცლად

საქართველოს პრეზიდენტმა კახეთში ქართული საწარმოები დაათვალიერა [Video-Photos]
სამშაბათი, 14 მარტი 2017 14:17

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ადმინისტრაციის წარმომადგენლებთან ერთად კამპანიის „მოითხოვე ქართული“ ფარგლებში, კახეთში მოქმედ რამდენიმე ქართულ კომპანიას ეწვია და საწარმოო პროცესში თავად მიიღო მონაწილეობა.

ვრცლად

მეუფე პეტრე წმინდა სინოდის გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით წერილს აქვეყნებს
სამშაბათი, 14 მარტი 2017 14:12

ვიტოვებ მღვდელმთავრულ ვალდებულებას, პასუხი გავცე ყველა ცრუ ბრალდებას, - ამის შესახებ ნათქვამია ჭყონდიდის მიტროპოლიტის, პეტრეს წერილში, რომლითაც იგი პატრიარქს, წმინდა სინოდის მღვდელმთავრებსა და სინოდის სხდომის მდივანს, მიტროპოლიტ შიოს მიმართავს. მეუფე პეტრეს წერილს მარტვილის წმინდა ნინოს მონასტრის წინამძღვარი, იღუმენია თამარ გამყრელიძე სოციალურ ქსელში აქვეყნებს.

ვრცლად

პრეზიდენტი - არცერთმა პარტიამ არ უნდა ილაპარაკოს ხალხის სახელით ისე, რომ ხალხს არ დაეკითხოს [Video]
სამშაბათი, 14 მარტი 2017 14:00

საქართველოს პრეზიდენტმა ადმინისტრაციის და პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებთან ერთად კამპანიის „კონსტიტუცია ყველასია“ ფარგლებში, თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში შეხვედრა გამართა. პრეზიდენტის განმარტებით, კამპანია კონსტიტუციის დამტკიცებამდე, ცვლილებების განხილვის პროცესში, საერთო სახალხო ჩართულობას გულისხმობს.

ვრცლად

გვერდი 1 / 2

ფოტო

News image

განსხვავებული რუსეთი ქუჩის ფოტოგრაფის ობიექტივში [Photos]

ვიდეო

„წყალს ვითხოვთ, რომ ხელები მაინც დავიბანოთ და ცოტა საჭმელს, რომ არ გვშიოდეს“

ვიდეო

საქონლის მასობრივი ქურდობის ფაქტები ყვარელში და არცერთი გამოძიებული საქმე

  • ამინდი
  • ვალუტა
შაბათი 19.08.17
23:00-00:00
Fairfrom west-northwest22°C1.1m/s
0mm
კვირა 20.08.17 12:00-18:00
Clear skyfrom east27°C2.6m/s
0mm
ორშაბათი 21.08.17 12:00-18:00
Clear skyfrom east27°C1.8m/s
0mm
სამშაბათი 22.08.17 10:00-16:00
Clear skyfrom east26°C1.0m/s
0mm
yr.no

ავტორიზაცია

< მარტი 2017 >
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვი
    1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31