05:17:23

ფირნიშები
ორშაბათი, 13 მარტი 2017
„Ottobock“-ის წარმომადგენელი ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორს შეხვდება
ორშაბათი, 13 მარტი 2017 17:49

14 მარტს, 15:00 საათზე ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორი ვლადიმერ იმნაძე მსოფლიოში ლიდერი საპროთეზო ცენტრის „OttoBock“-ის აღმოსავლეთ ევროპის ზონის მენეჯერს დიმიტრი დანილჩენკოს უმასპინძლებს. ვიზიტის მიზანია ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურთან სამმხრივი მემორანდუმის ფარგლებში ურთიერთთანამშრომლობის სხვადასხვა საკითხების დაგეგმვა.

ვრცლად

თელავის საკრებულოს წევრი გია გორთამაშვილი გარდაიცვალა
ორშაბათი, 13 მარტი 2017 15:06

მძიმე ავადმყოფობის შედეგად თელავის თემის საკრებულოს წევრი და ფრაქცია „ძლიერი სოფელის“ თავმჯდომარე გია გორთამაშვილი 54 წლის ასაკში გარდაიცვალა.

ვრცლად

ბელარუსში პოლიციამ რამდენიმე ოპოზიციონერი აქტივისტი და ჟურნალისტი დააკავა
ორშაბათი, 13 მარტი 2017 15:06

ბელარუსში პოლიციამ რამდენიმე ოპოზიციონერი აქტივისტი და ჟურნალისტი ქვეყნის მასშტაბით მიმდინარე საპროტესტო აქციებში მონაწილეობისთვის დააკავა, რაც ქვეყნის პრეზიდენტის მიერ ე.წ. „მუქთახორობის წინააღმდეგ“ შემოღებულ კანონსა და ჯარიმებს მოჰყვა.

ვრცლად

გურამ თუშიშვილი ბაქოს გრან სლემის გამარჯვებულია
ორშაბათი, 13 მარტი 2017 12:55

პრესტიჟულ საერთაშორისო ტურნირზე – ბაქოს გრან სლემზე საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების ახალბედა მძიმეწონოსანს, 22 წლის გურამ თუშიშვილს 4 შეხვედრის მოსაგებად და ოქროს მედლის მოსაპოვებლად 6 წუთი დასჭირდა.

ვრცლად

სირიაში მომხდარი ორი აფეთქებისას დაღუპულთა რიცხვი 74-მდე გაიზარდა
ორშაბათი, 13 მარტი 2017 12:17

სირიის დედაქალაქ დამასკოს ცენტრში არსებულ ძველ რაიონში 11 მარტს ზედიზედ მომხდარი ორი აფეთქების შედეგად დაღუპულთა რიცხვი 74-მდე გაიზარდა.

ვრცლად

ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურში სათათბირო-საკონსულტაციო საბჭო შეიქმნება
ორშაბათი, 13 მარტი 2017 11:24

ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურში სათათბირო-საკონსულტაციო საბჭოს შექმნის საკითხი განიხილეს. შეხვედრას ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორი ვლადიმერ იმნაძე, დირექტორის მოადგილეები, სამსახურის სხვა თანამშრომლები დავეტერანები დაესწრნენ.

ვრცლად

ჰოლანდიის პოლიციამ ერდოღანის მხარდამჭერი მიტინგი როტერდამში ძალის გამოყენებით დაშალა
ორშაბათი, 13 მარტი 2017 11:11

ნიდერლანდების პოლიციის სპეცდანიშნულების რაზმმა, ქალაქ როტერდამში თურქეთის საკონსულოს მახლობლად გამართული თურქეთის პრეზიდენტის მხარდამჭერი აქცია, რომელშიც რამდენიმე ასეული პირი მონაწილეობდა, ძალის გამოყენებით დაშალა.

ვრცლად

სამხედრო პოლიციამ 243 000 ლარის მითვისების ბრალდებით ორი პირი დააკავა
ორშაბათი, 13 მარტი 2017 11:02

სამხედრო პოლიციამ სამხედრო სამეცნიერო - ტექნიკურ ცენტრ „დელტა“-ს მიერ დაფუძნებული შპს სამშენებლო კომპანია „მშენებელი 2011“-ის საფინანსო განყოფილების უფროსი და ამავე კომპანიის არქიტექტორ-დიზაინერი დააკავა. თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, აღნიშნულ პირებს ბრალად შპს-ს კუთვნილი, 243 000 ლარის ოდენობით თანხის მითვისება ედებათ.

ვრცლად

არასამთავრობო ორგანიზაციები ბათუმში განვითარებული მოვლენების შესახებ განცხადებას ავრცელებენ
ორშაბათი, 13 მარტი 2017 10:35

ბათუმში განვითარებულ მოვლენებს არასამთავრობო ორგანიზაციები განცხადებით ეხმაურებიან. ორგანიზაციები 11 მარტს, ბათუმში მომხდარი ძალადობისა და ვანდალიზმის გამოვლინებებს გმობენ და ხელისუფლებას მომხდარის სწრაფი, სრულყოფილი და მიუკერძოებელი გამოძიებისაკენ მოუწოდებენ.

ვრცლად

ბათუმში დაკავებულ 7 პირს 5-დღიანი პატიმრობა შეეფარდა
ორშაბათი, 13 მარტი 2017 10:18

ბათუმის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, ბათუმში აქციაზე დაკავებულ 7 პირს ხუთდღიანი პატიმრობა შეეფარდა, დანარჩენი 9 კი გაათავისუფლეს. მათ შორის სამი არასრულწლოვანია. გუშინ ბათუმის საქალაქო სასამართლოში სულ 16 პირის საქმე განიხილეს.

ვრცლად

გიორგი მარგველაშვილი თელავში შეხვედრებს გამართავს
ორშაბათი, 13 მარტი 2017 10:14

საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვისთვის პრეზიდენტი რეგიონებში შეხვედრებს იწყებს. კამპანია „კონსტიტუცია ყველასია“-ს ფარგლებში 12:00 საათზე გიორგი მარგველაშვილი თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებს შეხვდება. 13:30 საათზე პრეზიდენტს თელავის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში ექნება შეხვედრა, რომელსაც პოლიტიკური პარტიები და არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლებიც დაესწრებიან.

ვრცლად

საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა რუსეთი დაამარცხა [Photos]
ორშაბათი, 13 მარტი 2017 10:06

ევროპის რაგბის ჩემპიონატის მეოთხე ტურში საქართველოს ნაკრებმა „დინამო არენაზე“ რუსეთს უმასპინძლა და 28:14 დაამარცხა. მიუხედავად იმისა, რომ ამჯერად საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ყველაზე ახლოს იყო ოპტიმალურთან, უკვე ჩვევად ქცეული რუსეთის რბევა არ შედგა - მიმდინარე ტურნირში „ბორჯღალოსნებმა“ ჯერ-ჯერობით სწორედ „დათვებისგან“ მიიღეს ყველაზე დიდი წინააღმდეგობა.

ვრცლად

ფოტო

News image

განსხვავებული რუსეთი ქუჩის ფოტოგრაფის ობიექტივში [Photos]

ვიდეო

„წყალს ვითხოვთ, რომ ხელები მაინც დავიბანოთ და ცოტა საჭმელს, რომ არ გვშიოდეს“

ვიდეო

საქონლის მასობრივი ქურდობის ფაქტები ყვარელში და არცერთი გამოძიებული საქმე

  • ამინდი
  • ვალუტა
ოთხშაბათი 13.12.17
10:00-12:00
Fairfrom south3°C1.1m/s
0mm
12:00-18:00
Clear skyfrom east5°C1.7m/s
0mm
18:00-00:00
Fairfrom southwest2°C1.3m/s
0mm
ხუთშაბათი 14.12.17 12:00-18:00
Fairfrom east-southeast4°C1.9m/s
0mm
პარასკევი 15.12.17 12:00-18:00
Fairfrom east4°C0.5m/s
0mm
შაბათი 16.12.17 10:00-16:00
Clear skyfrom east2°C0.6m/s
0mm
yr.no

ავტორიზაცია

< მარტი 2017 >
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვი
    1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31